2. ქმნის ნაკეთობების დიზაინის ესკიზებს (სამოსი, ტრანსპორტი, სპორტული ინვენტარი და სხვ.).

2. აქტივობა

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს დიზაინერის პროფესიის შესახებ, სთავაზობს წარმოიდგინონ, რომ თავად არიან დიზაინერები, სურვილისამებრ – ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ავტომობილების, სათამაშოების, ჭურჭლის, ავეჯის და ა. შ.

შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფებში ამოირჩევენ, რისი დიზაინის შექმნა უნდათ და იმუშავებენ მათთვის სასურველი მასალის გამოყენებით. შესაძლებელია, მოსწავლეებმა გამოიყენონ ჟურნალებიდან ამოჭრილი გამოსახულებები და გადააკეთონ კოლაჟის მეშვეობით (ამისთვის წინასწარ უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ მოიმარაგონ ჟურნალების ფურცლები და სამუშაოსთვის საჭირო სხვა მასალა).

შემდეგ წარდგენა-განხილვისას ისაუბრებენ – უკვე არსებულ მოდელში შეიტანეს ცვლილებები (რატომ?) და გადააკეთეს, თუ ამა თუ იმ ნივთის სრულიად ახალი მოდელი შექმნეს.

 

რესურსები:

ჟურნალების ფურცლები, მაკრატელი, წებო, ფანქრები, გუაში, ფუნჯები და სხვა ნებისმიერი მასალა.