2. ხატავს ყოფით სცენებს.

2. აქტივობა

მასწავლებელი, ამ აქტივობის ჩატარებამდე, აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას: მათ თავად უნდა აირჩიონ, ვისი ან რისი დახატვა სურთ – ადამიანების (ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვ.), ფრინველების, ცხოველებისა თუ მცენარეების. მოსწავლეები აკეთებენ ჩანახატებს და მიაქვთ გაკვეთილზე. მუშაობისას აკვირდებიან და ყურადღებას ამახვილებენ გამოსასახი ობიექტის/ობიექტების როგორც მთლიან ფორმაზე, ასევე დეტალებზე (ადამიანების შემთხვევაში, რა აცვიათ მათ, რა უჭირავთ ხელში, ასევე გარეგნულ ნიშნებზე: ნაკვთებზე, ვარცხნილობაზე, თმის ფერზე, სიმაღლეზე, წონაზე და ა.შ., ფრინველების, ცხოველების, მცენარეების გამოსახვისას – მათ სახასიათო ნიშნებზე), გარემოზე, საქმიანობაზე, ინტერიერსა და ა. შ. რომელშიც ისინი არიან გამოსახული.

გაკვეთილზე მოსწავლეები ათვალიერებენ ვიზუალურ მასალაში მითითებულ ან მასწავლებლის მიერ შერჩეულ ყოფითი სცენების ამსახველი ნიმუშებს. შემდეგ კი თავიანთი ესკიზების, ჩანახატების საფუძველზე ხატავენ ყოფითი ჟანრის ნამუშევარს.

 

წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული

 

ვიზუალური მასალა:

იან სტენის “ექიმის ვიზიტი”; პიტერ დე ჰოოჰის “დელფტის სახლის ეზო”; იან ვერმეერის “მერძევე”; ჟან-ბატისტ სიმეონ შარდენის “მრეცხავი”; ოგიუსტ რენუარის “გოგონები ფორტეპიანოსთან”, “მულენ დე ლა გალეტი” და სხვ.

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, პასტელი, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.3. ინდიკატორი 1. ხატავს შესაბამის გარემოში ადამიანებს, ფრინველებს, ცხოველებს და მცენარეებს ნატურიდან და მეხსიერებით მეტი დეტალის გამოყენებით.