2. ხატავს გრძნობებით აღძრულ ასოციაციებსა და შთაბეჭდილებებს.

2. აქტივობა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ძლიერი ემოციის განცდის მომენტები თავიანთი ცხოვრებიდან – შიში, აღტაცება, სიხარული და ა.შ. და ასახონ ნამუშევარში.

 

შენიშვნა:

მასწავლებელმა აქცენტი უნდა გააკეთოს ასოციაციებზე და სთხოვოს მოსწავლეებს, დახატონ აბსტრაქტული ნამუშევარი, ან რაიმე სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულად ემოციის გამომწვევი მოვლენა კი არის, ამ მოვლენით აღძრულ ასოციაციას ან ემოციას გადმოსცემს.

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, საშლელი, გუაში, აკვარელი, სხვა სახატავი მასალა.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.1. ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციებისა და ემოციების გადმოსაცემად (აქტივობა I. “მნიშვნელოვანი დღე”).