2. ადარებს ერთმანეთს საეკლესიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ მათთვის ცნობილი ქართული ტაძრები. შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მსგავსება და სხვაობაა ამ ტაძრების არქიტექტურას შორის და შეადარებენ ვენის დიაგრამის მეშვეობით. შედარებისას უნდა გაითვალისწინონ გარემოს თავისებურებები, ლანდშაფტთან მიმართება, სამშენებლო მასალა (ფერი, ფაქტურა), არქიტექტურული დეტალები, ორნამენტები, რელიეფები, პროპორციები და ა. შ.

 

ვიზუალური მასალა:

ბარათები, პლაკატები, სხვა პოლიგრაფიული მასალა ქართული ტაძრების (მცხეთის ჯვარი, ანჩისხატი, ბოლნისის სიონი, თბილისის სიონი, სვეტიცხოველი, სამთავისი და სხვ.) გამოსახულებებით.