Ukrainian Language
printპროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება სტანდარტში დადგენილი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ჩამონათვალი ვერ იქნება ამომწურავი, ვერც სავალდებულო. იგი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. დასაშვებია ჩამონათვალის შეცვლა, გადანაცვლება, შევსება, შემცირება. მთავარია, დასასწავლი ენობრივი მასალისა და კულტურული თემატიკის შერჩევისას, გათვალისწინებულ იქნეს:
- სტანდარტში მითითებული საკომუნიკაციო ამოცანები;
- თანამედროვე ენის ნორმები;
- ასაკობრივი თავისებურებები და მოზარდის ინტერესთა სფერო.