Digital Literacy

print
arrow

Introduction

ციფრული წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, საკანონმდებლო და ეთიკური  ნორმების დაცვით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და შექმნის გზით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნების სწავლება მათ შორის ინტეგრაციით არის მოაზრებული. თუ თითოეული საგანი მოსწავლეებს სპეციფიკურ ცოდნას, უნარებს და დამოკიდებულებას უვითარებს, ინტეგრაციის დანიშნულება იმ ზოგადი უნარების გამოკვეთაა, რომლებიც ამ საგნებს ერთმანეთთან აახლოვებს. ინფორმაციულ-საკონიმუკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ინტეგრაცია მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის შემდეგი ზოგადი უნარებისა და აზროვნების ტიპების განვითარებას:

  • გაგება - ისტ-ის საშუალებების და მათი ფუნქციონირების შესახებ ფაქტების, ცნებებისა და იდეების ცოდნა, მათი დანიშნულების ინტერპრეტირება და ერთმანეთთან შედარება
  • კომუნიკაცია - ისტ-ის საშუალებების გამოყენება ინფორმაციის მიღების, მოპოვებისა  და გაცვლა/გაზიარების მიზნით
  • ანალიტიკური აზროვნება - ისტ-ის საშუალებათა შეფასება, უკვე მოცემულ ან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის კანონზომიერებების დადგენა, შემადგენელი კომპონენტების ამოცნობა, ფრაგმენტების ორგანიზება
  • სინთეზური აზროვნება - ისტ-ის საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევა და მათი ერთმანეთთან მიზნობრივი დაკავშირება
  • შემოქმედებითი აზროვნება - ისტ-ის საშუალებების გამოყენებით რეალობიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნა, ახალი კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოძიება
  • კრიტიკული აზროვნება - უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასება შინაარსის, დანიშნულების, ხარისხისა და სანდოობის მიხედვით

Establishment of Standard for General ICT Skills

სასწავლო დისციპლინებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება წარმოდგენილია ხუთი მიმართულების მისაღწევი შედეგების სახით. ეს მიმართულებებია:

  1. 1.    სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა
  2. 2.    ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება
  3. 3.    ახალი პროდუქტის შექმნა
  4. 4.    კომუნიკაცია და კოლაბორაცია
  5. 5.    ინფორმაციის მოძიება და კვლევა

შედეგები კი სწავლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე განსაზღვრულია  დონეების მიხედვით:

დონე I:

მიღწევადია მეორე კლასის ბოლოს

დონე II:

მიღწევადია მეოთხე კლასის ბოლოს

დონე III:

მიღწევადია მეექვსე კლასის ბოლოს

დონე IV:

მიღწევადია მერვე კლასის ბოლოს

დონე V

მიღწევადია მეათე კლასის ბოლოს

დონე VI

მიღწევადია მეთორმეტე კლასის ბოლოს

 

სულ გვაქვს 6 დონე და თითოეული მათგანი მოიცავს ორწლიან პერიოდს. შედეგები რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა დონეზე  ერთმანეთის მსგავსია, განსხვავებულია მხოლოდ მათი მიღწევის ხარისხი და სიღრმე.

ყველა დონეზე თითოეული შედეგისთვის მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რაც დაეხმარება მკითხველს შედეგების უკეთ გააზრებაში.

სკოლებს და კონკრეტულად მასწავლებლებლებს, შეუძლიათ წინამდებარე დოკუმენტი გამოიყენონ, როგორც მეგზური ისტ-ის საშუალებების სასწავლო დისციპლინებში დასანერგად, ამ საშუალებებით სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ინტეგრირებაზე ორიენტირებული აქტივობების, გაკვეთილის გეგმების, პროექტების შესაქმნელად. წინამდებარე სტანდარტი მიზნად ისახავს ისეთი შინაარსისა და მასალის შექნის ხელშეწყობას, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის მოთხოვნებს და შეესაბამება მის ინტერესებს, რომელიც მოსწავლეს სასწავლო პროცესში ჩამოუყალიბებს და განუვითარებს სასიცოხლო უნარებს.

სტანდარტის სტრუქტურა ასეთია

  1. სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა

1.1. შეიცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას

1.2. იცავს პერსონალურ მონაცემებს და უსაფრთხოდ იყენებს ციფრული ინფორმაციას

1.3. აცნობიერებს ისტ-ის გავლენას საზოგადოებაზე

  1. ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება

2.1. აცნობიერებს ტექნიკური უზრუნველყოფის დანიშნულებას, შეარჩევს და უსაფრთხოდ იყენებს მას

2.2. აცნობიერებს პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას, შეარჩევს და უსაფრთხოდ იყენებს მას

2.3. ინახავს და იყენებს ციფრულ მონაცემებს

  1. ახალი პროდუქტის შექმნა

3.1. აყალიბებს იდეებს და ამუშავებს გეგმებს

3.2. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა გამოწვევებსა და სასწავლო ამოცანებზე

  1. კომუნიკაცია და კოლაბორაცია

4.1. მუშაობს კოლაბორაციულად, უზიარებს/ცვლის ინფორმაციას

4.2. აცნობიერებს ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობებს

  1. ინფორმაციის მოძიება და კვლევა

5.1. გეგმავს ინფორმაციის ძიებას

5.2. განსაზღვრავს ინფორმაციის ადგილმდებარეობას, ღებულობს და ახარისხებს საჭირო ინფორმაციას

5.3. არჩევს და აფასებს ინფორმაციას

 

Standard for Cross-cultural Competencies in ICT