Learning to Learn as a Competence

print

სწავლის სწავლა არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს საკუთარი სასწავლო საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებას. ამ კომპეტენციით აღჭურვილი ადამიანი  იყენებს სწავლის, კვლევისა და ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა სტრატეგიას, ასევე სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს. იგი ერთ მთლიანობაში მოაქცევს სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას და მიზანმიმართულად იყენებს მას, არ კმაყოფილდება მიღწეულით და აქვს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, რაც განაპირობებს მის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას.