შუქჩრიდილი (EN)

შედეგი: ..VI.2. მოსწავლე შეუძლი მიზანმიმართულა აირჩიო შემოქმედებითა გამოიყენო სხვადასხვ მასალ ტექნიკ პროცედურ ნამუშევრი შექმნისას.

ინდიკატორი 1. ქმნის მცირე ზომის ფორმებს სხვადასხვა მოძიებული მასალით.

 

აქტივობა პლატონის სხეულები

მასალა: მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ხუთივე მრავალწახნაგას ნიმუში, მრავალწახნაგების (დაქსეროქსებული) თარგები, მაკრატელი, წებო.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა  უკეთ გაიგონ მოცულობის  მნიშვნელობა -  როგორ გამოისახება იგი ნახატში - და შეძლონ შუქ-ჩრდილის მეშვეობით ნამუშევარში საგანთა მოცულობის ასახვა,  ისინი პირველ ეტაპზე საკუთარი ხელით დაამზადებენ ქაღალდისგან გეომეტრილ ფიგურებს, რაც ხელს შეუწყობს მათ რეალური სამგანზომილებიანი საგნის სივრცეში განლაგების აღქმაში. მოსწავლეები სხვადასხვა წერტილიდან დააკვირდებიან ამ ფორმებს, რათა უკეთ დაინახონ სინათლის წახნაგებზე განაწილება. გაკვეთილის დასაწყისში, მასწავლებელი უხსნის ბავშვებს, რა არის მოცულობა, რა განსხვავებაა სიბრტყობრივ და მოცულობით გამოსახულებებს შორის და უყვება მათ ხუთი წესიერი მრავალწახნაგას შესახებ.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხეულებს და უყვება, რომ ქვემოთ გამოსახულ სხეულებს ბევრი წახნაგის ანუ გვერდის გამო მრავალწახნაგებს ეძახიან. ჩვენ გარშემო უამრავი სხვადასხვა ფორმის მრავალწახნაგა არსებობს - მრავალგვარი შენობა, სათამაშო კუბიკები, კარადები, მარილის და შაქრის პაწაწუნა კრისტალები, სამკაულებში ჩასმული ლამაზი თვლები. ბუნებაში მრავალწახნაგების ფორმა უსასრულოდ ბევრია, მაგრამ წესიერი მრავალწახნაგა მხოლოდ ხუთია. ამ სხეულებს წესიერი ეწოდათ იმიტომ, რომ ყოველ მათგანს ერთი ფორმის და ზომის წახნაგები  (გვერდები) აქვს და თანაც, ყოველი წახნაგის ყველა გვერდი ერთი სიგრძისაა. 

ტეტრაედრიტეტრაედრი – “ტეტრა” (ძვ. ბერძნული) ანუ  ოთხი = ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედი.

WordSection1">

ჰექსაედრიკუბი ანუ ჰექსაედრი – “ჰექსა” ანუ ექვსი = ექვსი კვადრატი.

   ოქტაედრიოქტაედრი – „ოქტა“ ანუ რვა = რვა ტოლგვერდა სამკუთხედი.

 დიდეკაედრიდოდეკაედრი –  „დოდეკა“ ანუ   თორმეტი =  თორმეტი ტოლგვერდა  ხუთკუთხედი. 

იკოსაედრიიკოსაედრი – „იკოს“, ანუ ოცი = ოცი ტოლგვერდა სამკუთხედი.

  

პორტრეტი" src="http://ncp.ge/files/subjects/estetikuri%20agzrda/saxviti%20da%20gamoyenebiti%20xelovneba/platpnis%20portreti.png" alt="პლატონის პორტრეტი" />პლატონის პორტრეტი –  ფრაგმენტი რაფაელ სანტის ფრესკიდან „ათენის სკოლა“

წესიერ მრავალწახნაგებს პლატონის სხეულებს იმიტომ უწოდებენ, რომ ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის სწავლებაში მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ. ითვლებოდა, რომ:

ტეტრაედრი - ცეცხლის სიმბოლოა, კუბი - მიწის, ოქტაედრი - ჰაერის, იკოსაედრი - წყლის, დოდეკაედრი კი სამყაროს სიმბოლოა.

ოთხი წესიერი მრავალწახნაგა პლატონამდეც კარგად იყო ცობილი, დოდეკაედრი კი პლატონის სკოლის ფილოსოფოსებმა აღმოაჩინეს და ამ  აღმოჩენას საიდუმლოდ ინახავდნენ. ამბობენ, რომ პლატონის მოწაფე ჰიპაზემ გასცა ეს საიდუმლო, რისთვისაც ღმერთებმა დასაჯეს - ზღვაზე დიდი ღელვა გააჩინეს და ხომალდი, რომლითაც ჰიპაზე მგზავრობდა, ზღვაში ჩაძირეს.

თეორიული შესავალის შემდეგ, მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს თარგებს, რომლებსაც მოსწავლეები გამოჭრიან, გადაკეცავენ ნახაზის მიხედვით და ააწყობენ აღნიშნულ სხეულებს. მრავალწახნაგების თარგების ყოველი გვერდი უნდა გადაიკეცოს ერთი მიმართულებით, წაესვას წებო თარგზე ყვითლად გაფერადებულ ნაწილებს და შეიკრას ფიგურები.

მრავალწახნაგები უნდა აეწყოს თეთრი  ქაღალდისგან, რათა მომდევნო აქტივობაზე უკეთ დაინახონ ამ სხეულების მოცულობა და შუქ-ჩრდილის განაწილება.

დამატებით აქტივობა:

WordSection1" style="text-align: justify;">

მოსწავლეები ინაწილებენ სამუშაოს, რათა დაამზადონ ბევრი ერთნაირი მრავალწახნაგა (განსაკუთრებით მოხერხებულებმა უნდა ითავონ შედარებით ძნელი თარგების გამოჭრა) – ზოგი გამოჭრის, ნაწილი გადაკეცავს, სხვები კი დააწებებენ გამოჭრილ და გადაკეცილ თარგებს. სამუშაოს ასეთი გადანაწილების შედეგად უფრო მეტი და ხარისხიანი ფიგურების გაკეთება შეიძლება.

კავშირი: ..VI.6. მოსწავლე შეუძლი გუნდშ მუშაობ შემოქმედებით  საორგანიზაცი პრობლემები გადასაჭრელად.

საბოლოოდ, მოსწავლეებს ექნებათ ბევრი ერთნაირი ფიგურა, რომლებითაც ახალი ფიგურების აწყობას შეძლებენ. მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ ცდები – სხვადასხვა ხერხით დაადონ ერთმანეთს ჯერ მსგავსი, შემდეგ განსხვავებული მრავალწახნაგები და ნახონ, თუ როგორ ფორმებს მიიღებენ. მაგ. კუბებით კეთდება უფრო დიდი კუბი ან პარალელეპიპედი; დააკვირდნენ, რა მოხდება  ორი, სამი, ოთხი და ა.შ. ტეტრაედრის ერთმანეთზე დადებისას. ძალიან ლამაზი ფორმები მიიღება ოქტაედრებით, დოდეკაედრებით.

შეთანხმების საფუძველზე მოსწავლეებს შეუძლიათ მოსაწონი ფორმის ფუგურების ერთმანეთზე დაწებება.

კავშირი სხვა საგნებთან:

მათ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა;

მათ.VI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება;

მათ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებისა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.

მათემატიკის მასწავლებელს  აქტივობაზე დამზადებული სხეულების  გამოყენება ნიმუშებად შეუძლია.

მოსწავლეებს შეუძლიათ გააფერადონ მრავალწახნაგები, გაუკეთონ ყუნწები და ამ ფიგურებით მორთონ საახალწლო ნაძვის  ხე უმცროსკლასელებისთვის.

კავშირი: ..VI.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორი 10. უმცროსკლასელებს ეხმარება ზეიმების გაფორმებაში, ინვენტარის შეკეთებაში, კლასის მოწყობაში.

 

აქტივობა II. მოცულობა და შუქჩრდილი

: ..VI.1მოსწავლე შეუძლი მიზანმიმართულა გამოიყენო სახვითი ხელოვნები ელემენტებ პრინციპებ ნამუშევრი შექმნისას.

ინდიკატორი 4. შუქ-ჩრდილი, ათინათის და  დაცემული ჩრდილი საშუალებით გამოსახავს საგანთა მოცულობას.

მასალა: I აქტივობაზე დამზადებული მრავალწახნაგები, სახატავი ფურცლები, უბრალო რბილი (2B)BBB ფანქრები, საშლელები

ყოველ მოსწავლეს წინ უდევს I აქტივობაზე დამზადებული მრავალწახნაგები. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ,  რომელი  გვერდია ყველაზე მუქი  და რომელი - ყველაზე ღია, გამოთქვან საკუთარი  მოსაზრება და დაასაბუთონ იგი. შემდეგ მოსწავლეებმა რამდენჯერმე უნდა შეუცვალონ ფიგურებს ადგილი – დაატრიალონ, ასწიონ მაღლა, დახარონ და დააკვირდნენ, როგორ იცვლება ფიგურების ჩრდილის ფორმა და სიმუქე – ფიგურის ძირთან და ფიგურისგან მოშორებით.

მოსწავლეები წინ  დაიდებენ  მრავალწახნაგებს და  უბრალო  ფანქრით დახატავენ მოცულობით სხეულებს – ჯერ ააგებენ  მათ კონტურს, შემდეგ კი დაშტრიხავენ ჩრდილიან წახნაგებს.  

WordSection1">

მასწავლებელი უხსნის ბავშვებს ფიგურების მარტივად დაშტრიხვის ხერხებს: განათებული გვერდი დატოვონ თეთრად, ყველაზე მუქი გვერდი დაშტრიხონ რამდენიმე, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულების შტრიხების 2-4 ფენით, უფრო ღია წახნაგი – შედარებით ნაკლები სიმუქის შტრიხებით და ა.შ.

კავშირი: ..VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.

კავშირი სხვა საგნებთან:

ბუნ. VI.7. მოსწავლეს შეუძლია დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილებაზე მსჯელობა (გეგმავს და ატარებს ცდას დედამიწის ზედაპირზე სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ).

მასწავლებელს შეუძლია მსგავსი აქტივობის ჩატარება, სადაც მოსწავლეები მეხსიერებით დახატავენ სამგანზომილებიან ფიგურებს და დაშტრიხავენ მათ მოცულობის გამოსახატად. როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მოსწავლეებმა დაძლიეს შუქ-ჩრდილით მარტივი გეომეტრიული საგნების მოცულობის გამოსახვის ამოცანა, მას შეუძლია მოსწავ- ლეებისთვის შუქ-ჩრდილის გამოსახვის შედარებით რთული ამოცანის შეთავაზება:

 

აქტივობა ნატურმორტი გეომეტრიული ფიგურებით

მასალა: სახატავი ფურცლები, უბრალო რბილი (2B) ფანქრები, საშლელები. 

გეომეტრიული ფიგურები

მასწავლებელი დაუდებს მოსწავლეებს 3-4 გეომეტრიული ფიგურისგან შედგენილ ნატურმორტს (შესაძლოა, მასწავლებელმა დადოს ორი ან მეტი ნატურმორტი, კლასში ბვავშვების რაოდენობის მიხედვით). მოსწავლეები დასხდებიან წრეში ნატურმორტის გარშემო. მასწავლებელი ჰკითხავს მოსწავლეებს, საიდან ეცემა ფიგურებს სინათლე, მათი რომელი გვერდებია განათებული და რომელი - ჩრდილში; სად არის ნატურმორტზე ყველაზე ნათელი და ყველაზე ბნელი ადგილები. ამის შემდეგ მოსწავლეები შეასრულებენ ნამუშევარს ფანქრით – ჯერ მკრთალად მონიშნავენ  ფიგურების კონტურებს (ყურადღება უნდა მიექცეს ფიგურების ფურცელზე კომპოზიციურ განაწილებას), შემდეგ დაშტრიხავენ მათ მოცულობის გადმოსაცემად.

 

აქტივობა შუქჩრდილი

მასალა: სახატავი  ფურცლები, უბრალო ფანქრები, დაკუჭული თეთრი ქაღალდები (ფაიფურის თეთრი ჭიქა).

WordSection1">

I გაკვეთილი

მასწავლებელი  შეახსენებს მოსწავლეებს, მოცულობით გეომეტრიულ ფიგურების დახატვის ხერხს - როგორ დაშტრიხეს წახნაგები მათი მოცულობის გამოსავლენად.

მასწავლებელი მერხებზე დაუდებს მოსწავლეებს ფაიფურის თეთრ ჭიქებს. მოსწავლეებმა ფანქრით უნდა დახატონ ჭიქები და დაშტრიხონ მათი გამოსახულება მოცულობის გამოსახატად. მასწავლებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ჭიქები მერხებზე დევს და მოსწავლეები მათ ოდნავ გვერდიდან და ზევიდან უყურებენ, ისინი ხედავენ ჭიქის შიგნითა მხარესაც. ჭიქა მრგვალია, ამიტომ თუ მოსწავლე მას ზუსტად ზევიდან დახედავს, ჭიქის  პირი სრულიად მრგვალი გამოჩნდება,  მაგრამ ვინაიდან მოსწავლე ჭიქას გვერდიდან  უყურებს, იგი ჭიქის პირს ოვალად აღიქვამს. შესაბამისად, მოსწავლეებმა უნდა დახატონ ჭიქის კონტური და დაშტრიხონ ჭიქის შიგნითა მხარეც, რომელსაც ჩრდილი გარეთა, ჩრდილიანი გვერდის საპირისპირო მხარეს ეცემა.

II გაკვეთილი

მასწავლებელმა (მსუბუქად, ბევრი ნაკეცის გარეშე) უნდა მოკეცოს ან მოკუჭოს თეთრი (სახატავი ფურცლის ნახევარი ან  მეოთხედი) ქაღალდები და დაალაგოს ისინი ყველა მერხზე. მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ დაკუჭულ ქაღალდებს, შეადარონ, რომელი მონაკვეთებია მეტად განათებული და რომელია ჩრდილში. მასწავლებელმა უნდა მიაქცევინოს მოსწავლეებს ყურადღება იმაზე, რომ ჩრდილი ყველგან ერთი სიმუქის არ არის –  ქაღალდის ის მონაკვეთები  (განსაკუთრებით ქვემოდან), სადაც სინათლის  სხივი ნაკლებად ხვდება, უფრო მუქია, ვიდრე სხვა  - მაგ. ზემოდან ჩრდილში მყოფი  მონაკვეთები. მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მაგიდა, რომელზეც თეთრი ქაღალდი დევს, თავისთავად ქაღალდზე უფრო მუქია, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მას ქაღალდის ჩრდილი ეცემა. 

დიურერის ნახატები

მოსწავლეებმა უნდა გადაიხატონ დაკუჭული ქაღალდის  მოხაზულობა, პირობითად აღნიშნონ ნაკეცები და დაშტრიხონ ჩრდილში მყოფი მონაკვეთები. ყველაზე მეტად განათებული ადგილები არ უნდა დაიშტრიხოს – დარჩეს თეთრად; მაგიდა  და განსაკუთრებით მაგიდის ის ნაწილი, სადაც ქაღალდის ჩრდილი ეცემა,  უნდა დაიშტრიხოს ყველაზე მუქად (ინტენსიურად).

ასეთივე პრინციპით დახატავენ მოსწავლეები ფაიფურის ჭიქას. 

WordSection1">

სასურველია, ჭიქა იყოს თეთრი ან ღია ფერის და არ იყოს მოხატული.

 

აქტივობა ვხატავთ ნატურმორტს შუქჩრდილებით

მასალა: სახატავი  ფურცლები, უბრალო ფანქრები, პასტელი ან საღებავი. მარტივი ნატურმორტისთვის საჭირო ნივთები.

მასწავლებელი მოსწავლეებს დაულაგებს მარტივ ნატურმორტს – სასურველია, მარტივი ფორმის ნივთები (არაუმეტეს ორი ნივთისა) – მაგ. ფაიფურის თეთრი ჭიქა და ვაშლი ან რომელიმე წახნაგებიანი გეომეტრიული ფიგურა და რაიმე ფერადი ნივთი – თიხის ფიალა, ვაშლი. მოსწავლეები ფანქრით, მკრთალად მონიშნავენ  საგნების კონტურებს და გააფერადებენ ნატურმორტს.

მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს იმაზე,  თუ როგორ აირეკლება ათინათი ჭურჭელსა ან სხვა რაიმე პრიალა საგანზე. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ათინათი ყველაზე ნათელი  ლაქაა, რომელიც ჩნდება  ამობურცული, პრიალა ზედაპირების ყველაზე განათებულ წერტილში.

(ათინათის დახატვა არ არის აუცილებელი).

მასწავლებელმა უნდა შეახსენოს მოსწავლეებს ფერის გრადაციის პრინციპის გამოყენების საშუალებები შუქ-ჩრდილის გამოსახატად.

მოსწავლეები მკრთალად მონიშნავენ  კონტურებს და დახატავენ ნატურმორტს საღებავებით.

კავშირი: ..VI.2. მოსწავლე შეუძლი მიზანმიმართულა აირჩიო შემოქმედებითა გამოიყენო სხვადასხვ მასალა, ტექნიკ პროცედურ ნამუშევრი შექმნისას.

..VI.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და შეუძლია მათი თავისებურებების გადმოცემა ნამუშევარში.

 

ტერმინები: შუქ-ჩრდილი, ათინათი, დაცემული ჩრდილი.

  

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლე უნდა შევაფასოთ ქვემოთ ჩამოთვლილი უნარების მიხედვით:

  • თარგის მიხედვით ფიგურის გამოჭრის და აწყობის უნარი;
  • მრავალწახნაგების გრაფიტის ფანქრით დახატვა და შუქ-ჩრდილით მათი მოდელირება;
  • მარტივი ფორმის საგნების შუქ-ჩრდილით მოდელირება ფანქრით;
  • ნატურმორტის დახატვისას შუქ-ჩრდილის ფერით მოდელირება.