მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება. (EN)

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია; ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება;
  • იყენებს გეომეტრიული ფიგურის თვისებებს და გეომეტრიულ გარდაქმნებს იმის დასაბუთებისათვის, შესაძლებელია თუ არა სიბრტყის დაფარვა; ახდენს დაფარვის დემონსტრირებას სიბრტყის ნაწილზე.