• Home
  • Sitemap
  • Contact
  • GE
  • EN
The Portal of National Curriculum The Portal of National Curriculum
  • National Curriculum
    • General Part
      • Introduction
      • General Part
      • Part II. Principles of Lesson Hours Distribution
      Stages/Classes
      • Elementary Stage
        • Grade I
        • Grade II
        • Grade III
        • Grade IV
        • Grade V
        • Grade VI
      • Primary Stage
        • Grade VII
        • Grade VIII
        • Grade IX
      • Secondary Stage
        • Grade X
        • Grade XI
        • Grade XII
    • Subjects
      • Official Language
      • Mathematics
      • Foreign Languages
      • Social Sciences
      • Natural Sciences
      • Technologies
      • Aesthetic Education
      • Sport
      • Elective Courses
    • Competencies
      • icon
        Literacy
      • icon
        Media literacy
      • icon
        Digital Literacy
      • icon
        Quantitative Literacy
      • icon
        Environmental Literacy
      • icon
        Multilingual Competence
      • icon
        Semiotic competence
      • icon
        Learning to learn
      • icon
        Social and Civil
      • icon
        Ethics
      • icon
        Business Competencies
      • icon
        Healthy Lifestyle Competencies
      • icon
        Creative and Critical Thinking
    • Useful resources
      • Recommendations for Parents
      • Publications
      • პროექტი "შავი ზღვის სკივრი"
      სატესტო სექცია
      • National Curriculum 2007
      • Current National Curriculum 2011-2016
      • New National Curriculum 2016-2021
        • დაწყებითი საფეხური - I -VI კლასები (დამტკიცდა 2016 წელს)
        • საბაზო საფეხური -VI - IX კლასები (პროექტი საჯარო განხილვისთვის)
  • Preschool Education
    • Children\'s Literature
      • Content and Goals
      • Structure of the Standard
      • Brief Review of Learning and Development Fields
      • Supplementary Manuals
      Age
      • 0-1 year
      • 1-3 years
      • 3-5 years
      • 5-6 years
    • Field
      • Health and Physical Development
      • Cognitive Development and General Knowledge
      • Approaches to Learning
      • Speech Development
      • Social-Emotional Development
  • Inclusive Education
    • General Part
      • Chapter V. Inclusive Education
      • Useful Websites
      • Samples of Individual Educational Plan
      • Thematic Websites
      • Acronyms
      • Conventions, Declarations and Recommendations
      • Supplementary Manuals
    • Individual Student Alternative Education Plan
  • Dictionary

Learning Skills

  • Home
  • სწავლისადმი მიდგომა
  • Learning Skills
Print
  • General Part
    • Content and Goals
    • Structure of the Standard
    • Brief Review of Learning and Development Fields
      • Health and Physical Development
      • Cognitive Development and General Knowledge
      • Approaches to Learning
      • Speech Development
      • Social and Emotional Development
    • Supplementary Manuals (EN)
  • Age
  • Approaches to Learning
  • directions
arrow
  • 0-1 year
  • 1-3 years
  • 3-5 years
  • 5-6 years

0-1 year

Approaches to Learning

Learning Skills

ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი 1 (EN)

ბავშვს შეუძლია  შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.

0-6 თვე

 

•             ამახვილებს ყურადღებას  ძირითად მომვლელზე, თვალებში უყურებს.

 

•             ყურადღებას ამახვილებს ობიექტებზე, ცდილობს მისწვდეს, დააკვირდეს, ხელი სტაცოს.

 

 

 

6-12 თვე

 

•             სინჯავს სათამაშოს, ჟღარუნას ან აკვირდება სახეს 1-2 წუთის განმავლობაში.

 

•             მოკლე პერიოდის განმავლობაში ყურადღებით უსმენს  უფროსს, რომელიც უკითხავს.

 

 

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი 1 (EN)

ბავშვი  შემოქმედებითად და გამომგონებლურად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას.

0-6 თვე

 

•             პირში იდებს, ანჯღრევს, ეპოტინება და ხელით სინჯავს საგნებს.

 

 

 

6-12 თვე

 

•             აჯახუნებს, ისვრის ან აგდებს საგნებს.

 

•             იმეორებს მოქმედებას,  რომელიც ნანახი  აქვს (მაგ., ცდილობს ერთმანეთზე დადოს კუბები, მას

შემდეგ, რაც ნახავს, რომ სხვა აწყობს კუბებს ერთი მეორეზე).

 

 

პრობლემის გადაჭრა

შედეგი 1 (EN)

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს

0-6 თვე

 

•             ცდილობს, მოუხმოს მომვლელს პრობლემის გადასაჭრელად, როდესაც თვითონ ვერ ახერხებს ამის გაკეთებას (მაგ., ტირის, თუ ვერ მისწვდა სათამაშოს და მშვიდდება, თუ მას მიაწოდებენ).

 

 

 

6-12 თვე

 

•             დასწვდება  სათამაშოს, როდესაც ის გაგორდება.

 

•             ეძებს სათამაშოს, რომელიც ახლახან მოეფარა თვალს (მაგ.: ეძებს თოჯინას, რომელსაც ნაწილობრივ აფარია საბანი).

 

 

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი 1 (EN)

ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით

0-6 თვე

 

•             საგნის მხედველობის არეში მოქცევისა თუ თვალსაწიერიდან დაკარგვისას გამოხატავს ემოციას.

 

 

 

6-12 თვე

 

•             ავლენს საგნების მუდმივობის შეგრძნებას (ხვდება, რომ ადამიანები და საგნები, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ჩანან, მაინც არსებობენ).

 

•             ეძებს და პოულობს საგანს, რომელიც დაუმალეს.

შედეგი 2 (EN)

ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან.

 

 

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი 1 (EN)

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით

0-6 თვე

 

•             აყოლებს თვალს ადამიანებს და საგნებს, როდესაც ისინი მოძრაობენ.

 

•             იცის, როგორ მოიქცეს იმისათვის, რომ მიიღოს გარკვეული  პასუხი.

 

 

 

6-12 თვე

 

•             თამაშობს  ძირითად მეურვესთან ისეთ თამაშებს, რომლებიც მოითხოვს მოქმედების განმეორებას.

 

•             ამოწმებს, აქვთ თუ არა ერთმანეთის მსგავს სათამაშოებს მსგავსი მახასიათებლები (მაგ., ანჯღრევს რბილ სათამაშოს ისევე, როგორც ჟღარუნას, რათა გაიგონოს ხმა).

 

•             ავლენს, რომ იცნო სათამაშო  ან თამაში,  რომლითაც დაკავებული იყო წინა დღეს, გამოხატავს აღფრთოვანებას.

 

 

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი 1 (EN)

ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებას  და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

0-6 თვე

 

•             ანჯღრევს ისეთ სათამაშოს, რომელიც ხმას არ გამოსცემს და ელოდება ხმიანობას.

 

6-12 თვე

 

•             იყენებს ხუთივე შეგრძნებას სხვადასხვა ობიექტებზე, საგნებზე დასაკვირვებლად.

 

•             იყენებს სათამაშოებს დანიშნულებისამებრ, მაგ., თითს ან ხელს აჭერს  სათამაშოს ღილაკს, რომელიც ხმას გამოსცემს.

შედეგი 2 (EN)

ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით

იღებს.

0-6 თვე

 

•             ცნობს ძირითად მომვლელს.

 

6-12 თვე

 

•             აკვირდება მოვლენებსა და შეისწავლის საგნებს სხვადასხვა გზით (პირში იდებს, ანჯღრევს, ისვრის).

 

•             შეუძლია ხმებისა და ჟესტების მიბაძვა და გამეორება (უკრავს ტაშს, ტიტინებს).

1-3 years

Approaches to Learning

Learning Skills

ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია  შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას

1-2 წელი

 

•             აგრძელებს ამოცანაზე მუშაობას დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგ: ცდილობს ააშენოს კუბებით რაიმე 3-5 წუთის განმავლობაში.

 

•             ავსებს და ცლის სათამაშოების ყუთს მრავალჯერ.

 

•             ახსოვს, სად ინახება ხშირად გამოყენებული სათამაშოები.

 

 

 

2-3 წელი

 

•             დაახლოებით 30   წუთის განმავლობაში ჩართულია თავის მიერვე არჩეულ საქმიანობაში.

 

•             მშვიდ ატმოსფეროში ხშირ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე უსმენს  მცირე ზომის მოთხრობას.

 

•             დაჟინებით მოითხოვს მის მიერ წამოწყებული საქმიანობის დამთავრებას.

 

•             ითხოვს ერთი და იმავე ზღაპრის, ამბის ხშირად მოყოლას.

 

 

 

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი 1 (EN)

ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად

1-2 წელი

 

•             ამჟღავნებს იმის  ცოდნას, რომ ზოგიერთი საქმის შესასრულებლად საჭიროა ორი საგნის ერთდროულად ამოქმედება. მაგ. მოაქვს აქანდაზი, როცა უფროსი გვის.

 

•             იწყებს საგნების განსხვავებულად და შემოქმედებითად გამოყენებას (მაგ.ცლის სათამაშოების ყუთს, გადმოაბრუნებს და ზედ აშენებს  კოშკს).

 

 

 

2-3 წელი

 

•             იყენებს საგნებს განსხვავებულად და შემოქმედებითად (მაგ.: ჯოხს იყენებს როგორც ცხენს, ან

თოფს და ა.შ.).

 

•             ცდილობს მოქნილად და გონივრულად მიუდგეს ამოცანას, მის გადასაჭრელად ცვლის მოქმედების ხერხს.

 

 

 

პრობლემის გადაჭრა

შედეგი I (EN)

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ  გზებს.

1-2 წელი

 

•             ზოგიერთ შემთხვევაში არასტანდარტულად იყენებს საგნებს, როგორც დამხმარე საშუალებას (მაგ.: სათამაშოების ერთი ოთახიდან მეორეში გადასატანად  იყენებს ყუთს, საკვების მისაღებად იყენებს კოვზს , მაგალითად, სახლობანას თამაშის  დროს ჩანგლის მაგივრად სახაზავს ხმარობს).

 

•             უხმობს უფროსს და მიუთითებს პრობლემურ საგანზე, რომლის გამოც სირთულეს აწყდება.

 

 

 

2-3 წელი

 

•             პრობლემის გადაჭრას ცდილობს დამოუკიდებლად;მაგ: მოაქვს სკამი, რათა მისწვდეს სათამაშოს.

 

•             სხვადასხვა გზით (ცდისა და შეცდომის მეთოდით) ცდილობს პრობლემის გადაჭრას;

წარუმატებლობის შემთხვევაში, ითხოვს დახმარებას.

 

•             პრობლემის გადასაჭრელად იყენებს მინიმუმ ორ განსხვავებულ სტრატეგიას (მაგ.: კონსტრუქტორით თამაშის  დროს ჯერ ცდილობს ორი ნაწილი მოარგოს ერთმანეთს _ უცვლის მათ მდებარეობას, შემდეგ ცვლის ერთ ნაწილს და კვლავ ცდილობს, მოარგოს ერთი ძველი და ერთი ახალი ნაწილი ერთმანეთს).

 

 

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი I (EN)

ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით

1-2 წელი

 

•             ცნობს ადამიანებს, ცხოველებსა და საგნებს ფოტოებზე, სურათებზე.

 

•             ცდილობს იპოვოს ის საგნები, რომლებიც იქვე,  ახლოსაა დამალული.

 

 

 

2-3 წელი

 

•             შეუძლია წარმოადგინოს ადამიანის, საგნის, ცხოველის რომელიმე ძირითადი მახასიათებელი. მაშინაც კი, თუ განსასახიერებელ ობიექტს ვერ ხედავს (მაგ., აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ძაღლს და ყეფს).

 

•             ცდილობს ახალი დანიშნულება მოუძებნოს ძველ, ნაცნობ საგნებს (როცა თოჯინას უმზადებს საჭმელს, დასაჭრელად დანის ნაცვლად იყენებს ფანქარს).

 

•             ხატავს და თან ასახელებს, რა დახატა,  განმარტავს, რა რას ნიშნავს.

შედეგი II (EN)

ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან

1-2 წელი

 

•             შეუძლია ცხოველების ხმის იმიტაცია (ყეფს ძაღლივით, კნავის კატასავით).

 

•             იწყებს წარმოსახვით თამაშს. მაგ., აჭმევს თოჯინას, არწევს ხელში და ა.შ.).

 

 

 

2-3 წელი

 

•             მსახიობზე, კოსტიუმირებულ ადამიანებზე, ისეთი რეაქცია აქვს, თითქოს ისინი ნამდვილად იმ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებსაც განასახიერებენ.

 

•             შეუძლია როლების და სიტუაციების გათამაშება ისე, რომ ხმა, მეტყველება, ქცევა ერთმანეთის

შესაბამისი იყოს (მაგ.: როცა განასახიერებს ჩვილ ბავშვს, დახოხავს  და აღუ-აღუს გაიძახის).

 

 

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე  დაყრდნობით და ასევე სხვაზე დაკვირვებით

1-2 წელი

 

•             ხვდება, რომ ქცევა დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან (მაგ: როცა დედა აცმევს ქურთუკს, ეს ნიშნავს, რომ გარეთ უნდა გაიყვანონ).

 

•             ხვდება, რომ ის, რაც დღეს ხდება, მეორდება, ანუ სხვა დროსაც მომხდარა (მაგ.: ჭამის წინ ხელების დაბანა).

 

•             ითხოვს წიგნის წაკითხვას.

 

 

 

2-3 წელი

 

•             შეუძლია საგნის ჩანაცვლება მსგავსით (მაგალითად, ქვაბის თავსახურს იყენებს, როგორც მანქანის საჭეს).

 

•             შეუძლია მოქმედების ჩანაცვლება (მაგ., ეს არ გამომივიდა, სამაგიეროდ, ეს გავაკეთე).

 

 

 

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი I (EN)

ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

1-2 წელი

 

•             ესმის  ნაცნობი საგნების დანიშნულება (მაგ.: კოვზს იღებს ჯამიდან და დებს).

 

•             იყენებს საგანს ან ადამიანს, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას (მაგ: ითხოვს, ხელში აიყვანონ, რათა მისწვდეს სასურველ საგანს).

 

 

 

2-3 წელი

 

•             აკვირდება და უფროსის დახმარებით მანიპულირებს საგნებით, რათა შეძლოს მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა.

 

•             ცდისა და შეცდომის მეთოდით პოულობს მისთვის საინტრესო ობიექტის გამოყენების გზას.

შედეგი II (EN)

ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით

იღებს.

1-2 წელი

 

•             ადევნებს თვალს სხვების ქცევას.

 

•                             ცდილობს იმ ქცევის, ჟესტიკულაციის თუ ლაპარაკის მიბაძვას, რომელიც მან ახლო წარსულში სხვაგან   ნახა.

 

•             ამჩნევს განსხვავებას და მსგავსებას ოჯახის წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

 

 

2-3 წელი

 

•             განასხვავებს საგნებს ერთი მთავარი ნიშნის მიხედვით.

 

•             ერთი სახის სათამაშოების გროვიდან  შეუძლია ამოარჩიოს დასახელებული მახასიათებლის მქონე საგანი (მაგ.: ბურთებს შორის ამოარჩევს წითელ ბურთს).

 

•             შეუძლია შეამჩნიოს  და თქვას, რით განსხვავდება საგნები ერთმანეთისაგან (მაგ.: `ეს  ბურთი უფრო დიდია~).

 

•             Aაკვირდება და ამჩნევს მსგავსებას ერთნაირი დანიშნულების საგნებს შორის (ამ ორივე კაბას  მოკლე სახელო აქვს).

3-5 years

Approaches to Learning

Learning Skills

ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია  შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.

•             აგრძელებს საქმიანობას 5-15  წუთის განმავლობაში; უბრუნდება დაწყებულ საქმიანობას, რომელიც შეაწყვეტინეს (მაგ. კუბებით შენებას  ან ხატვას).

 

•             აგრძელებს მცდელობას, რათა შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება და გადაჭრას ამოცანა წარუმატებლობის შემთხვევაშიც.

 

•             ჭამის დროს მეტწილად ზის მშვიდად, არ ცელქობს.

 

 

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი 1 (EN)

ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად

•             იყენებს ფანტაზიას, იგონებს ახალ თამაშებს, თამაშის  დროს იყენებს ახალ შინაარსებს.

 

•             თხზავს სიმღერას, ამბავს, სიტყვებს.

 

•             თამაშობს  წარმოსახვით თამაშებს _ სახლობანას, მაღაზიობანას და ა.შ.

 

•             სხვადასხვა საგნების კომბინაციით ქმნის რაღაც ახალს (მაგ., აწყობს კარავს მაგიდის ქვეშ

ზეწრისა და გადასაფარებლის გამოყენებით).

 

 

პრობლემის გადაჭრა

შედეგი I (EN)

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს

 

•             პრობლემის გადასაჭრელად თანატოლების ან უფროსებისგან ითხოვს დახმარებას.

 

•             პრობლემის გადასაჭრელად ეძებს სხვადასხვა გზას და საბოლოოდ ირჩევს ერთს.

 

•             შეუძლია ქცევის შეცვლა ახალი ინფორმაციის და გამოცდილების შესაბამისად (მაგ., ბლოკებით

კოშკის აგებისას ცვლის სტრუქტურას, როდესაც ხედავს, რომ ენგრევა).

 

•             წყვეტს ამოცანას, აწყობს 10-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.

 

 

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი I (EN)

ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით

•             შეუძლია იმ საგნის ან პიროვნების დაწვრილებით აღწერა, რომელსაც იმ მომენტში ვერ ხედავს (მაგ., ბავშვი აღწერს, რომ ძაღლი, რომელსაც ჰქვია  ჯერი, არის შავი და ყეფს. აქვე იგი ხელებით აჩვენებს, თუ რა ზომისაა ჯერი).

 

•             როლურ თამაშებში სათამაშოს იყენებს როგორც ნამდვილ, რეალურ საგანს (მაგ.: საუბრობს სათამაშო  ტელეფონით, როგორც ნამდვილით).

 

•             შეუძლია წარმოადგინოს საგნები, ობიექტები, ნახატების, სამგანზომილებიანი კონსტრუქციების საშუალებით.

 

•             შეუძლია ახსნას თავისი ნახატის შინაარსი.

შედეგი II (EN)

ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან

•             შეუძლია ჩაერთოს უფრო კომპლექსურ წარმოსახვით თამაშებში (მაგ., რაღაც კონკრეტულ თემაზე აგებულ თამაშში, რომელშიც მრავალი მონაწილეა და განსხვავებული სიტუაციები თამაშდება).

 

•             აინტერესებს ზღაპრისა და ფილმის გმირები რეალურები (ნამდვილნი) არიან თუ არა.

 

•             შეუძლია დააკავშიროს ზღაპრის ან ფილმის გმირები რეალურ ადამიანებთან.

 

 

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით

•             საუბრის დროს იხსენებს იმ რეალურ მოვლენებს, რომლებიც წარსულში მოხდა, მაგ., ბავშვი იხსენებს ნივთის მფლობელს, როცა ხედავს ამ ნივთს.

 

•             ფიქრობს ხმამაღლა და მსჯელობს მიმდინარე სიტუაციის, მოვლენის შესახებ.

 

•             ცდილობს პრობლემის გადამუშავებას წარმოსახვაში.

 

•             სანამ დაიწყებს პრობლემის მოგვარებას, ცდისა და შეცდომის მეთოდით ცდილობს წინასწარ გაიაზროს მოქმედება.

 

 

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი I (EN)

ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

•             აკვირდება ბუნების მოვლენებს (მაგ., სვამს კითხვას: რატომ წვიმს?).

 

•             სწორად აღიქვამს   და  განასხვავებს ხუთივე  შეგრძნებას: გემოს,   შეხებას,  ყნოსვას,   სმენას, მხედველობას (მაგ.: ხედავს, რომ შაქარი არის თეთრი, შეიგრძნობს, რომ მას ტკბილი გემო აქვს და სხვ.).

 

•             იყენებს სტანდარტულ იარაღს  გარემოს გამოსაკვლევად (მაგ.: გამადიდებელ შუშას   (ლუპას), მაგნიტს და სხვ.).

 

•             აკვირდება უფროსების ცდებს და აღწერს თავის დაკვირვებას (მაგ., მასწავლებელმა შეურია ორი ფერის საღებავი, ბავშვი ამბობს: `ყვითლისა და ლურჯის შერევით მივიღებთ მწვანეს~).

შედეგი II (EN)

ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით

იღებს.

•             შეუძლია მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა, აღნიშვნა (მაგ.: საგანთა გროვიდან მსგავსი ფერის საგნების ამორჩევა  ან ერთი ფერის საგნების დასახელება).

 

•             უფროსის დახმარებით ადარებს სხვადასხვა გამოცდილებას (მაგ.: შეუძლია გაიხსენოს და

შეადაროს, თუ როგორ ითამაშა ორ სხვადასხვა მეგობართან ერთად სხვადასხვა დროს).

 

•             ადარებს ზღაპრის მოვლენებს ან მოთხრობის პერსონაჟებს ერთმანეთს.

5-6 years

Approaches to Learning

Learning Skills

ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია  შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას

•             ინარჩუნებს ინტერესს ჩანაფიქრის ან საქმიანობის მიმართ,  სანამ ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს, მიუხედავად ხელისშემშელელი ფაქტორებისა.

 

•             ისახავს მიზანს და დამოუკიდებლად ცდილობს მის განხორციელებას წინასწარ

ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით.

 

•             ჯგუფური აქტივობის დროს ყურადღებას ამახვილებს იმ ობიექტზე ან ადამიანზე, რომელიც იმ მომენტში მთელი ჯგუფის ყურადღების ცენტრშია.

 

•             გაგებით ეკიდება წინააღმდეგობებს და აგრძელებს მუშაობას იმედგაცრუების გარეშე (მაგ., როცა ეღვრება წყალი,  გადაწმენდს დაღვრილს და ხელახლა დაისხამს).

 

 

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი I (EN)

ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად;

•             იგონებს წესებს ჯგუფური თამაშისთვის.

 

•             თამაშობს  როლურ თამაშს (მაგ: გაითამაშებენ სამი  გოჭის  ამბავს) ან სიმბოლურ თამაშს (მაგ:

ექიმობანას ან ძაღლობანას).

 

•             ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს სხვა  დანარჩენი  ბავშვებისაგან განსხვავებულ ხერხს

(მაგ., ქმნის კუბების განსხვავებულ სტრუქტურას ან ნახატს).

 

•             ცვლის ნაცნობ მოთხრობას, გმირების ან მოქმედებების დამატებით.

 

 

პრობლემის გადაჭრა

შედეგი I (EN)

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს;

•             სვამს შეკითხვებს და ელოდება პასუხს, რათა გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა.

 

•             მუშაობს  ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად პრობლემის გადაჭრაზე და გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას.

 

•             ხვდება, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხზე, საგანზე მუშაობა მისთვის შეიძლება რთული იყოს (მაგ., `ეს  ფაზლი _ ბევრ პატარა ფირფიტად ან კუბად დანაწევრებული სურათი _ ძნელად ასაწყობი იქნება~).

 

•             წყვეტს ამოცანას, აწყობს 8-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.

 

•             იყენებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ერთზე მეტ გზას.

 

 

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი I (EN)

ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით;

 

•             ცნობს ნახატ სიმბოლოებს, რომლებიც გადმოსცემენ ადგილის დანიშნულებას (მაგ: გადასასვლელის, მიწისქვეშა გადასასვლელის, მედ. პუნქტის, საპირფარეშოს აღმნიშვნელ სიმბოლოებს).

 

•             თხრობის დროს იშველიებს საგნებს, სურათებს, სიმბოლოებს მეტი თვალსაჩინოებისათვის (მაგ. როდესაც რაღაცას აღწერს).

 

•             იყენებს განსხვავებულ საგნებს, როგორც სიმბოლოებს, როლური თამაშის  დროს.

შედეგი II (EN)

ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან

•             შეუძლია დაასახელოს ის მომენტი, როცა ფანტაზია ჩართულია რეალობაში (მაგ., `მე მხოლოდ ვთამაშობდი~, _ ამბობს ბავშვი,  როდესაც რაღაც წარმოსახვით თამაშშია  ჩართული).

 

•             შეუძლია ახსნას, გმირები, პერსონაჟები, საგნები, ადგილები, რომლებსაც წიგნებში, ტელევიზორში თუ კომპიუტერის ეკრანზე ხედავს, რატომ შეიძლება იყვნენ  არარეალურები.

 

 

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით;

•             იმახსოვრებს და აღწერს წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საინტერესო ამბებს.

 

•             ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, რათა გაერკვეს მომავალში მოსალოდნელ მოვლენებში.

 

•             ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს.

 

•             გეგმავს ღონისძიებებს და მიზნის დასახვისას ითვალისწინებს გამოცდილებას.

 

 

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი I (EN)

ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

•             აკვირდება ობიექტს ან მოვლენას, იკვლევს და სვამს შეკითხვებს ახალი ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

•             იყენებს მარტივ იარაღს, ხელსაწყოებსა და მოწყობილობებს, რათა გაიფართოვოს

თვალსაწიერი და მოაგროვოს ფაქტები.

 

•             ცნობს, აღწერს და ადარებს საგნებს, ობიექტებს მათი თვალსაჩინო მახასიათებლების მიხედვით.

 

•             შეუძლია საკმაოდ დამაჯერებელი, აზრიანი ახსნა ამა თუ იმ საკითხისა, უფროსის დახმარების გარეშე (მაგ., ამბობს, რომ ბურთზე ვერ დადებს კუბს, რადგან ბურთი მრგვალია და გაგორდება).

შედეგი II (EN)

ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს

•             აჯგუფებს საგნებს ერთზე მეტი წინასწარ აღებული თვალსაჩინო მახასიათებლის მიხედვით (მაგ., მოცემულია სხვადასხვა ფერის ფანქრები და ფლომასტერები, ბავშვი,  მოთხოვნის მიხედვით, აჯგუფებს წითელი ფერის ფანქრებს ერთ მხარეს და ასევე  წითელი ფერის ფლომასტერებს _ მეორე მხარეს).

 

•             აჯგუფებს ფრინველებს, ცხოველებსა და ა.შ. ერთი მთავარი ნიშნის, სახეობის  მიხედვით.

 

•             აღწერს სხვადასხვასვა დღეს მომხდარ მოვლენებს `შედარებითი~  სიტყვების გამოყენებით (მაგ., დღეს ,,უფრო მეტი ვიარეთ, ვიდრე გუშინ~).

 

•             ადარებს თავის გამოცდილებას თანატოლისას და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას.

 

•             შეუძლია ახსნას არჩევანის საფუძველი.

  • Home
  • Sitemap
  • Contact
Inclusive Education Inclusive Education The Preschool Education The Preschool Education Ministry of Education and <br>Science of Georgia Ministry of Education and
Science of Georgia
© 2014 Some Rights Reserved.
Creative Commons LicenseThe Portal of National Curriculum
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design