• Home
  • Sitemap
  • Contact
  • GE
  • EN
The Portal of National Curriculum The Portal of National Curriculum
  • National Curriculum
    • General Part
      • Introduction
      • General Part
      • Part II. Principles of Lesson Hours Distribution
      Stages/Classes
      • Elementary Stage
        • Grade I
        • Grade II
        • Grade III
        • Grade IV
        • Grade V
        • Grade VI
      • Primary Stage
        • Grade VII
        • Grade VIII
        • Grade IX
      • Secondary Stage
        • Grade X
        • Grade XI
        • Grade XII
    • Subjects
      • Official Language
      • Mathematics
      • Foreign Languages
      • Social Sciences
      • Natural Sciences
      • Technologies
      • Aesthetic Education
      • Sport
      • Elective Courses
    • Competencies
      • icon
        Literacy
      • icon
        Media literacy
      • icon
        Digital Literacy
      • icon
        Quantitative Literacy
      • icon
        Environmental Literacy
      • icon
        Multilingual Competence
      • icon
        Semiotic competence
      • icon
        Learning to learn
      • icon
        Social and Civil
      • icon
        Ethics
      • icon
        Business Competencies
      • icon
        Healthy Lifestyle Competencies
      • icon
        Creative and Critical Thinking
    • Useful resources
      • Recommendations for Parents
      • Publications
      • პროექტი "შავი ზღვის სკივრი"
      სატესტო სექცია
      • National Curriculum 2007
      • Current National Curriculum 2011-2016
      • New National Curriculum 2016-2021
        • დაწყებითი საფეხური - I -VI კლასები (დამტკიცდა 2016 წელს)
        • საბაზო საფეხური -VI - IX კლასები (პროექტი საჯარო განხილვისთვის)
  • Preschool Education
    • Children\'s Literature
      • Content and Goals
      • Structure of the Standard
      • Brief Review of Learning and Development Fields
      • Supplementary Manuals
      Age
      • 0-1 year
      • 1-3 years
      • 3-5 years
      • 5-6 years
    • Field
      • Health and Physical Development
      • Cognitive Development and General Knowledge
      • Approaches to Learning
      • Speech Development
      • Social-Emotional Development
  • Inclusive Education
    • General Part
      • Chapter V. Inclusive Education
      • Useful Websites
      • Samples of Individual Educational Plan
      • Thematic Websites
      • Acronyms
      • Conventions, Declarations and Recommendations
      • Supplementary Manuals
    • Individual Student Alternative Education Plan
  • Dictionary

Motor Development

  • Home
  • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
  • Motor Development
Print
  • General Part
    • Content and Goals
    • Structure of the Standard
    • Brief Review of Learning and Development Fields
      • Health and Physical Development
      • Cognitive Development and General Knowledge
      • Approaches to Learning
      • Speech Development
      • Social and Emotional Development
    • Supplementary Manuals (EN)
  • Age
  • Health and Physical Development
  • directions
arrow
  • 0-1 year
  • 1-3 years
  • 3-5 years
  • 5-6 years

0-1 year

Health and Physical Development

Motor Development

მსხვილი მოტორიკა

სატესტო შედეგი (EN)

ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

0-6 თვე 

 

  • უჭირავს თავი ვერტიკალურ პოზიციაში.
  • მუცელზე წოლისას თავს და გულმკერდს ზევით სწევს,  ეყრდნობა მტევნებს.
  • ბრუნდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით.

 

 

6-12 თვე 

  • ზის დამოუკიდებლად.
  • მუხლებზე და მტევნებზე დაყრდნობით აკეთებს მოძრაობებს სხეულის გადაადგილების გარეშე.
  • ცოცავს ხელებსა და მუხლებზე.
  • დგას დამოუკიდებლად.
  • დადის დახმარებით ან საყრდენზე ხელმოკიდებული.

შედეგი I (EN)

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს  (მხედველობას, სმენას,  შეხებას,  გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

0-6თვე

 

  • •             აბრუნებს თავს სინათლისა და ხმაურის მიმართულებით.
  •  
  • •             აფიქსირებს მზერას ახლოს და შორს მდებარე საგნებზე.
  •  
  • •             ცდილობს გადაბრუნდეს და მისწვდეს საგანს.
  •  
  • •             სწავლობს სამყაროს პირისა და ხელების საშუალებით (პირში იდებს და `სინჯავს~ ყველა საგანს).

 

 

 

6-12თვე

 

•             მანიპულირებს საგნებით, ანუ ანაცვლებს საგნებს, გადააქვს ხელიდან ხელში.

 

•             სხვადასხვა მოძრაობით ცდილობს მისწვდეს საგანს  და ჩერდება ამ  საგნის შესასწავლად (მაგ.:

ცოცვის დროს, თუ შენიშნა საგანი, ჩერდება, ათვალიერებს და სინჯავს მას).

 

•             ეძებს მის თვალწინ დამალულ საგანს (მაგ.: ბავშვი პოულობს თოჯინას, რომელიც მის თვალწინ დამალეს).

 

•             მუსიკას ჰყვება სხეულის  მოძრაობებით.

1-3 years

Health and Physical Development

Motor Development

მსხვილი მოტორიკა

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

1-2 წელი

 

•             დადის დამოუკიდებლად.

•             შეუძლია ტახტზე აცოცება.

•             შეუძლია ბურთის გაგორება.

•             ხელს ჰკრავს ღია კარს, სათამაშო  ურიკას.

•             იწყებს კიბეზე ასვლას დახმარებით.

•             ცდილობს ადგილზე ხტომას.

•             შეუძლია ჩაიცუცქოს და ადგეს.

 

 

2-3 წელი

 

•             ინარჩუნებს წონასწორობას დახრისა და სირბილის დროს.

•             სიარულის დროს თან დააქვს სათამაშო.

•             აგდებს ბურთს თავს ზემოთ და ინარჩუნებს წონასწორობას.

•             დადის უკუსვლით.

•             დგება ცალ ფეხზე დამოუკიდებლად ერთი წამის განმავლობაში.

•             შეუძლია ფეხის წვერებზე სიარული თამაშის  მიზნით.

•             ადის კიბეზე ფეხის მონაცვლეობით, უფროსის ან კიბის მოაჯირის დახმარებით.

 

 

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I (EN)

ბავშვს  შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და  კოორდინირებული მოქმედება

1-2 წელი

 

•             ცდილობს ორივე ხელით დაიკავოს დიდი ბურთი.

 

•             საგნებს აწყობს დიდ ყუთში.

 

•             აგებს კოშკს 3-4 კუბით.

 

•             კოვზით იკვებება, შეიძლება დაღვაროს საკვები.

 

•             იჭერს ფანქარს და ცდილობს დაჯღაბნოს ფურცელზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე.

 

 

2-3 წელი

 

•             შეუძლია სათამაშოს ზედაპირზე ამოჭრილ ადგილებს შეუსაბამოს შესაბამისი ფორმის ნაწილები და სწორად მოარგოს (მაგ.: მრგვალ ჭრილში ათავსებს სფეროს; სამკუთხედში – სამკუთხედს და სხვ.).

 

•             აგებს კოშკს დაახლოებით 10 კუბით.

 

•             შეუძლია წიგნის გადაფურცვლა (სათითაო ფურცლის გადაშლა).

 

•             იჭერს ფანქარს და ცდილობს დახატოს წრე და ჰორიზონტალური ხაზები.

 

•             შეუძლია პლასტილინის დამუშავება (წაგრძელებული და მრგვალი ფორმის მიცემა).

 

•             შეუძლია გამოჭრილი აპლიკაციის ნიმუშების ფლანელოგრაფის ეკრანზე განლაგება.

 

 

სენსორულ-მოტორული განვითრება

შედეგი I (EN)

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს  (მხედველობას, სმენას,  შეხებას,  გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობისა თუ მოქმედებების გასაკონტროლებლად

1-2 წელი

 

•             ეხება, სინჯავს  და შეიცნობს სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის საგანს.

 

•             მოზრდილის მიბაძვით  ასრულებს სხვადასხვა მოძრაობას (მაგ.:ცეკვავს).

 

•             სწავლობს უცნობ გარემოს (მიდის ჯერ ერთ, მერე მეორე საგანთან), ცოცავს, იხრება, ქანაობს.

 

•             ჭამის დროს ახერხებს კოვზის პირთან მიტანას.

 

 

2-3 წელი

 

•             შეუძლია კოორდინირებული გადაადგილება სივრცეში დაბრკოლებების

 

•             გადალახვით (შემოუვლის მაგიდას ან რაიმე სხვა საგანს, თუ ეს საგანი მას გზაზე ეღობება).

 

•             შეუძლია ცხოველების იმიტირება ხმითა და მოძრაობით.

 

•             ისვრის ბურთს თავს ზევით და ცდილობს არ მოხვდეს თავში.

 

•             აწყობს  2-3-ნაწილიან თავსატეხს (ფაზელს).

 

•             შესაბამისად რეაგირებს დაძახებაზე.

3-5 years

Health and Physical Development

Motor Development

მსხვილი მოტორიკა

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

ფეხს ურტყამს ბურთს.

 

•             ისვრის და იჭერს დიდი ზომის ბურთს.

 

•             ძვრება საგნების ქვეშ და სათამაშო  გვირაბში.

 

•             ადის კიბეებზე დამოუკიდებლად, ფეხის მონაცვლეობით.

 

•             ხტუნაობს და დგას ცალ ფეხზე 5 წამს, ახტება პატარა საგანს.

 

•             ხტუნაობისას ანაცვლებს ფეხს (ხან ერთ ფეხზე ხტება, ხან _ მეორეზე).

 

•             ატარებს 3-თვლიან ველოსიპედს.

 

 

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I (EN)

ბავშვს  შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და  კოორდინირებული მოქმედება

ჭამის დროს თავისუფლად იყენებს კოვზსა და ჩანგალს.

 

•             აწყობს მარტივ სურათს ან 8-10 ნაწილისაგან შემდგარ ფაზელსა და მოზაიკას.

 

•             ნიმუშის მიხედვით შეუძლია კუბურებით აშენება.

 

•             ხატავს ფანქრით, ძერწავს, იხატავს გეომეტრიულ ფიგურებს (3 წლის ასკში _ წრეს, 4 წლისა _

ოთხკუთხედს).

 

•             იკრავს დიდ ღილს და ელვას.

 

•             ასხამს წყალს ჭიქაში დოქიდან ისე, რომ არ დაღვაროს.

 

 

სენსორულ-მოტორული განვითრება

შედეგი I (EN)

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

შესაბამისად რეაგირებს ხმოვან სიგნალებზე (ზარის დარეკვაზე მირბის კარებისკენ).

 

•             თამაშობს   წყლითა და ქვიშით.

 

•             უსმენს  მუსიკას და ცდილობს იმოძრაოს მის რიტმში.

 

•             შეუძლია ითამაშოს ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინებით.

 

 

5-6 years

Health and Physical Development

Motor Development

მსხვილი მოტორიკა

შედეგი I (EN)

ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

•             სწორ ხაზზე (შეიძლება იყოს ფიცარი ან დახაზული ხაზი) მოძრაობისას ინარჩუნებს წონასწორობას.

 

•             დიდი ზომის ბურთს ურტყამს ფეხს და აძლევს სასურველ მიმართულებას.

 

•             ინარჩუნებს წონასწორობას ბრუნვის, ტრიალის დროს.

 

•             შეუძლია ცალ ფეხზე დგომა  30 წამის განმავლობაში და მეტხანს.

 

•             შეუძლია ჩამოხტეს დაბალი სიმაღლიდან.

 

•             კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის დროს უჭირავს სათამაშო  ერთ ან ორივე ხელში.

 

 

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I (EN)

ბავშვს  შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და  კოორდინირებული მოქმედება

•             პლასტილინისა და თიხისაგან აკეთებს მარტივ ფიგურებს (მაგ.: ადამიანს, ყვავილსა და ქოთანს და სხვ).

 

•             აგებს მცირე ზომის მძივს ძაფზე.

 

•             შეუძლია სპეციალური მაკრატლით ქაღალდისაგან მარტივი  ფიგურების გამოჭრა, აპლიკაციის გაკეთება.

 

•             იხატავს გეომეტრიულ ფიგურას (მაგ.: სამკუთხედს, კვადრატს).

 

•             ქაღალდისაგან აკეთებს მარტივ საგნებს (მაგ.: თვითმფრინავს).

 

•             შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა და რამდენიმე ასოს და ციფრის გადმოწერა (5 ასოსი და ციფრისა).

 

•             დახმარებით იკრავს ფეხსაცმლის თასმას.

 

 

სენსორულ-მოტორული განვითრება

შედეგი I (EN)

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

 

•             იჭერს დიდი ზომის ბურთს, რომელიც ესროლეს 3 მეტრის მანძილიდან.

 

•             მოსწონს  აქტიური თამაშები, რომელთაც აქვთ თავიანთი წესები (მაგ.: დახუჭობანა, დაჭერობანა და ა.შ.).

 

•             მოაქვს წყალი ჭიქით ისე, რომ არ დაეღვაროს.

 

•             თამაშის  დროს მუსიკალურ და ხმოვან ნიშნებზე ადეკვატურად, შესაბამისად რეაგირებს _ ჩერდება ან აგრძელებს მოძრაობას.

  • Home
  • Sitemap
  • Contact
Inclusive Education Inclusive Education The Preschool Education The Preschool Education Ministry of Education and <br>Science of Georgia Ministry of Education and
Science of Georgia
© 2014 Some Rights Reserved.
Creative Commons LicenseThe Portal of National Curriculum
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design