0-1 year
Health and Physical Development
Motor Development
მსხვილი მოტორიკა
სატესტო შედეგი (EN)
ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
0-6 თვე
- უჭირავს თავი ვერტიკალურ პოზიციაში.
- მუცელზე წოლისას თავს და გულმკერდს ზევით სწევს, ეყრდნობა მტევნებს.
- ბრუნდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით.
6-12 თვე
- ზის დამოუკიდებლად.
- მუხლებზე და მტევნებზე დაყრდნობით აკეთებს მოძრაობებს სხეულის გადაადგილების გარეშე.
- ცოცავს ხელებსა და მუხლებზე.
- დგას დამოუკიდებლად.
- დადის დახმარებით ან საყრდენზე ხელმოკიდებული.
შედეგი I (EN)
ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად
0-6თვე
- • აბრუნებს თავს სინათლისა და ხმაურის მიმართულებით.
- • აფიქსირებს მზერას ახლოს და შორს მდებარე საგნებზე.
- • ცდილობს გადაბრუნდეს და მისწვდეს საგანს.
- • სწავლობს სამყაროს პირისა და ხელების საშუალებით (პირში იდებს და `სინჯავს~ ყველა საგანს).
6-12თვე
• მანიპულირებს საგნებით, ანუ ანაცვლებს საგნებს, გადააქვს ხელიდან ხელში.
• სხვადასხვა მოძრაობით ცდილობს მისწვდეს საგანს და ჩერდება ამ საგნის შესასწავლად (მაგ.:
ცოცვის დროს, თუ შენიშნა საგანი, ჩერდება, ათვალიერებს და სინჯავს მას).
• ეძებს მის თვალწინ დამალულ საგანს (მაგ.: ბავშვი პოულობს თოჯინას, რომელიც მის თვალწინ დამალეს).
• მუსიკას ჰყვება სხეულის მოძრაობებით.
Physical Development
ფიზიკური აქტივობა
შედეგი I (EN)
ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს
0-6 თვე
• აქტიურად ამოძრავებს ხელებსა და ფეხებს.
• ცდილობს ახალი მოძრაობების დაუფლებას (გადაბრუნებას, წამოჯდომას, საგნის ხელში დაჭერას და სხვ.).
6-12თვე
• ასრულებს ახალ მოძრაობებს (ჯდება, ცოცავს, დგას, დადის, სათამაშოს ყუთში დებს და სხვ.).
• აქტიურად ერთვება ახალ თამაშში და გამოხატავს სიხარულს.
Health and Safety
პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
0-6თვე
• ძუძუსკენ ან ბოთლისკენ ხელის გაწვდით მიანიშნებს, რომ შია.
• გამოხატავს კამყოფილებას ბანაობის დროს.
6-12თვე
• სწევს ხელს, როდესაც უფროსი აცმევს მაისურს.
• ეხმარება უფროსს ჭიქის დაჭერაში, ჭამს თითებით.
• იხდის წინდებს.
• გამოხატავს, ანიშნებს ტირილით და/ან სახის მიმიკის შეცვლით, რომ ჩასველებულია და საჭიროებს გამოცვლას.
უსაფრთხოება
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები
0-6თვე
- ცნობს ძირითად მეურვეს.
6-12თვე
- ასხვავებს ნაცნობ და უცნობ სახეებს.
Cognitive Development and General Knowledge
Aesthetics and Culture
შემოქმედების აღქმა და გაგება
0-6 თვე
• აფიქსირებს მზერას სინათლეზე, მკვეთრი ფერის სათამაშოებზე.
• მშვიდდება წყნარი, სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას.
• აკვირდება კონტრასტული, მკვეთრად განსხვავებული ფერის სათამაშოს.
• აკვირდება ლამაზ სურათებს, ფოტოებს, სარკეში საკუთარ გამოსახულებას.
6-12 თვე
• რეაგირებს მელოდიის მოსმენისას შეძახილებითა და სხეულის მოძრაობით, აქტიურად გამოხატავს ემოციებს.
• ინტერესდება ცეკვით (ადევნებს თვალს და ცდილობს აჰყვეს სხვის ცეკვას).
• სინჯავს სხვადასხვა ფაქტურის, მასალის ზედაპირს. მოსინჯავს საგნებს, რომლებსაც
შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვანაირი ზედაპირი.
• იღიმება და იცინის უფროსთან თამაშის დროს.
შემოქმედებითი თვითგამოხატვა
0-6 თვე
• სხვადასხვა ემოციური მდგომარეობისას განსხვავებული ინტონაციით ღუღუნებს და გამოსცემს ხმებს.
6-12 თვე
• ცდილობს აჰყვეს სიმღერას, მუსიკას.
• ცდილობს სხვადასხვა საგნით, სხვადასხვა ხერხით ხმების გამოცემას.
ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
0-6 თვე
• იღიმება, როდესაც ხედავს თავის ძირითად მომვლელს, მას, ვის ხელშიც იზრდება.
6-12 თვე
• სიამოვნებს ოჯახის წევრების საზოგადოებაში ყოფნა (იღიმება, იქცევა თავდაჯერებულად).
შედეგი II (EN)
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას
0-6 თვე
6-12 თვე
• ამჩნევს ადამიანებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ნიშნებს (მაგ.: ამჟღავნებს ინტერესს ადამიანის მიმართ, რომელიც ატარებს სათვალეს ან განსაკუთრებული ბრწყინვალების მქონე სამკაულს).
Nature and Technologies
ბუნება
0-6 თვე
• გამოხატავს ემოციას ბუნებაში ყოფნის დროს (მაგ.: ყვავილების დანახვისას, ნიავის დაბერვისას, თოვლის მოსვლისას).
6-12 თვე
• ხელით იწევს ყვავილებისაკენ, ფოთლებისაკენ.
• ყურადღებას აქცევს ჭექა-ქუხილს, წვიმას.
• ინტერესდება ყვავილებით, ცხოველებით, ფრინველებით.
ტექნოლოგია
0-6 თვე
6-12 თვე
• იჩენს დაინტერესებას მანქანების და ელექტრონული მოწყობილობების მიმართ (მაგ.: ტელეფონის, მობილური ტელეფონის ღილაკებს აჭერს ხელს, ცნობს დისტანციური მართვის მოწყობილობას და ა.შ.).
• სიამოვნებით იყენებს სათამაშო ნივთებს (სათამაშო ტელეფონს).
• სიამოვნებით უსმენს მაგნიტოფონით ან რადიოთი გაჟღერებულ მუსიკას.
Development of Quantitative Imaging
რიცხვები და ანგარიში
0-6 თვე
6-12 თვე
• აჩვენებს თითებით ან ასახელებს თავის ასაკს.
გაზომვა
შედეგი I (EN)
ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე.
6-12 თვე
• თამაშობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის სათამაშოებით (დიდი და პატარა საჟღარუნოთი).
კანონზომიერების დადგენა
Implications of Associations Among Phenomena
დრო
0-6 თვე
• ემორჩილება ყოველდღიურ, განმეორებად მოქმედებებს – უფროსის დახმარებით იცავს კვებისა და ძილის რეჟიმს.
6-12 თვე
• ბავშვი ხვდება, თუ როდის იწყება და მთავრდება ესა თუ ის მოქმედება (მაგ.: ტაშს უკრავს მუსიკის დამთავრებისას).
სივრცე
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის/გარემოს ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა.
0-6 თვე
• ცნობს მისთვის ჩვეულ ადგილებს (ოთახს, სახლს).
• გამოხატავს სიხარულს, როდესაც ნაცნობ გარემოშია.
6-12 თვე
• იცის, სად არის შენახული საყვარელი სათამაშო და საჭმელი.
• ითხოვს სასეირნოდ გაყვანას (`ატა-ატა~).
მიზეზშედეგობრიობა
0-6 თვე
• ანჯღრევს სათამაშოს და ურტყამს ჟღარუნას, რადგან სიამოვნებს მათ მიერ გამოცემული ხმის გაგონება.
• იწყებს ისეთი საგნების ძებნას, რომლებიც ნაწილობრივ მოფარებულია მისი მხედველობის არეს
(იმ შემთხვევაში, თუ ამ საგნით ეთამაშებოდნენ მის დამალვამდე).
6-12 თვე
• ეძებს დამალულ საგნებს (იმ შემთხვევაში, თუ ამ საგნით ეთამაშებოდნენ მის დამალვამდე).
• აჭერს ხელს ტელევიზორის ან დისტანციური მართვის პულტის ღილაკს, მუსიკალურ სათამაშოს და იცის, რა მოჰყვება ამას.
• მრავალჯერ იმეორებს ქმედებას, რათა მიიღოს შედეგი.
• ეძებს ან იყურება დავარდნილი საგნისაკენ.
Approaches to Learning
Motivation
ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
0-6 თვე
• რეაგირებს ახალ ხმებზე და ბგერებზე მიყურადებით, თავის მობრუნებით, კიდურების მოძრაობით.
• რეაგირებს ახალ სახეებზე დაკვირვებით ან ქცევის შეცვლით.
• ჩდილობს, გამოსცეს სხვადასხვაგვარი ხმები, ღუღუნებს.
• ამჟღავნებს ინტერესს სათამაშოებისა და სხვა საგნების მიმართ.
6-12 თვე
• იყენებს შეგრძნების სხვადასხვა ორგანოებს გარემოს შესასწავლად და და ასათვისებლად.
• ცდილობს, შეისწავლოს საგნები სხვადასხვა მხრიდან (ათვალიერებს საგნებს).
• ჩდილობს, სხვადასხვა მანიპულაციებით შეისწავლოს საგნები (ისვრის, აგორებს, ურტყამს ერთმანეთს).
ინიციატივა და დამოუკიდებლობა
0-6 თვე
• ბავშვი ცდილობს, მისწვდეს და ხელი მოჰკიდოს სხვადასხვა საგნებს.
6-12 თვე
• ცდილობს დაჯდეს სხვისი დახმარების გარეშე.
• ცდილობს დამოუკიდებლად აითვისოს გარემო (მაგ.: მიცოცავს მისთვის საინტერესო ობიექტისაკენ).
• ცდილობს დადგეს სხვისი დახმარების გარეშე, საყრდენად იყენებს სხვადასხვა საგნებს.
Learning Skills
ყურადღების კონცენტრაცია
შედეგი 1 (EN)
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.
0-6 თვე
• ამახვილებს ყურადღებას ძირითად მომვლელზე, თვალებში უყურებს.
• ყურადღებას ამახვილებს ობიექტებზე, ცდილობს მისწვდეს, დააკვირდეს, ხელი სტაცოს.
6-12 თვე
• სინჯავს სათამაშოს, ჟღარუნას ან აკვირდება სახეს 1-2 წუთის განმავლობაში.
• მოკლე პერიოდის განმავლობაში ყურადღებით უსმენს უფროსს, რომელიც უკითხავს.
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
0-6 თვე
• პირში იდებს, ანჯღრევს, ეპოტინება და ხელით სინჯავს საგნებს.
6-12 თვე
• აჯახუნებს, ისვრის ან აგდებს საგნებს.
• იმეორებს მოქმედებას, რომელიც ნანახი აქვს (მაგ., ცდილობს ერთმანეთზე დადოს კუბები, მას
შემდეგ, რაც ნახავს, რომ სხვა აწყობს კუბებს ერთი მეორეზე).
პრობლემის გადაჭრა
0-6 თვე
• ცდილობს, მოუხმოს მომვლელს პრობლემის გადასაჭრელად, როდესაც თვითონ ვერ ახერხებს ამის გაკეთებას (მაგ., ტირის, თუ ვერ მისწვდა სათამაშოს და მშვიდდება, თუ მას მიაწოდებენ).
6-12 თვე
• დასწვდება სათამაშოს, როდესაც ის გაგორდება.
• ეძებს სათამაშოს, რომელიც ახლახან მოეფარა თვალს (მაგ.: ეძებს თოჯინას, რომელსაც ნაწილობრივ აფარია საბანი).
აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
0-6 თვე
• საგნის მხედველობის არეში მოქცევისა თუ თვალსაწიერიდან დაკარგვისას გამოხატავს ემოციას.
6-12 თვე
• ავლენს საგნების მუდმივობის შეგრძნებას (ხვდება, რომ ადამიანები და საგნები, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ჩანან, მაინც არსებობენ).
• ეძებს და პოულობს საგანს, რომელიც დაუმალეს.
გააზრება და ინტერპრეტაცია
0-6 თვე
• აყოლებს თვალს ადამიანებს და საგნებს, როდესაც ისინი მოძრაობენ.
• იცის, როგორ მოიქცეს იმისათვის, რომ მიიღოს გარკვეული პასუხი.
6-12 თვე
• თამაშობს ძირითად მეურვესთან ისეთ თამაშებს, რომლებიც მოითხოვს მოქმედების განმეორებას.
• ამოწმებს, აქვთ თუ არა ერთმანეთის მსგავს სათამაშოებს მსგავსი მახასიათებლები (მაგ., ანჯღრევს რბილ სათამაშოს ისევე, როგორც ჟღარუნას, რათა გაიგონოს ხმა).
• ავლენს, რომ იცნო სათამაშო ან თამაში, რომლითაც დაკავებული იყო წინა დღეს, გამოხატავს აღფრთოვანებას.
კრიტიკული აზროვნება და კვლევა
0-6 თვე
• ანჯღრევს ისეთ სათამაშოს, რომელიც ხმას არ გამოსცემს და ელოდება ხმიანობას.
6-12 თვე
• იყენებს ხუთივე შეგრძნებას სხვადასხვა ობიექტებზე, საგნებზე დასაკვირვებლად.
• იყენებს სათამაშოებს დანიშნულებისამებრ, მაგ., თითს ან ხელს აჭერს სათამაშოს ღილაკს, რომელიც ხმას გამოსცემს.
0-6 თვე
• ცნობს ძირითად მომვლელს.
6-12 თვე
• აკვირდება მოვლენებსა და შეისწავლის საგნებს სხვადასხვა გზით (პირში იდებს, ანჯღრევს, ისვრის).
• შეუძლია ხმებისა და ჟესტების მიბაძვა და გამეორება (უკრავს ტაშს, ტიტინებს).
Speech Development
Speech
მოსმენა და ზეპირი მეტყველება
0-6 თვე
• აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით.
• ყურადღებას აქცევს მოსაუბრეს, იღიმება ან იცინის, როცა უფროსი ესაუბრება.
• ცნობს დედის (ძირითადი მეურვის) ხმას.
6-12 თვე
• პასუხობს მზერის ფიქსაციით ხშირად გამოყენებულ სიტყვას (მაგ..: როცა ესმის სიტყვა `დედა~, უყურებს დედას; `დათუნიას~ გაგონებისას მზერას მიაპყრობს სათამაშო დათუნიას).
• მოსაუბრის მარტივ სიტყვიერ მოთხოვნას პასუხობს მოქმედებით (უკრავს ტაშს, აქნევს ხელს, აწვდის სათამაშოს).
• ჩერდება, როდესაც აკრძალვის მიზნით ეუბნებიან `არას~.
შედეგი II: (EN)
ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად, საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება).
0-6 თვე
• ღუღუნებს.
• ჟესტებით გვატყობინებს თავის სურვილს (მაგ.: მაღლა სწევს ხელებს, რითაც გვატყობინებს, რომ უნდა აყვანა).
• გამოსცემს ბგერებს ურთიერთობისათვის (ტირის სხვადასხვა ხმით).
• ხმამაღლა იცინის.
6-12 თვე
• იწყებს უფროსის მიერ წარმოთქმული ბგერებისა და მარცვლების გამეორებას.
• ტიტინებს, იწყებს მარცვლების წარმოთქმას (`და-და~,`ბა-ბა~ და სხვ.).
• იყენებს ბგერათმიმდევრობას სიტყვის მნიშვნელობის გამოსახატავად (მაგ.: `ნტა~ – წყლისა და წყურვილის აღსანიშნავად).
• უხარია, როცა ესმის ნაცნობი სიტყვები.
• `ელაპარაკება~ სათამაშოს.
• ცდილობს პირველი სიტყვების წარმოთქმას.
0-6 თვე
• ღუღუნებს და ყურადღების მისაქცევად გამოსცემს სხვადასხვა ბგერას.
• ღუღუნებს და წარმოთქვამს ბგერებს უფროსის ლაპარაკის საპასუხოდ.
• აპყრობს ყურადღებას იმ საგანს, რომელსაც უფროსი უყურებს.
6-12 თვე
• ურთიერთობისას იყენებს ჟესტებს, სახის გამომეტყველებას, ბგერებს.
• გამოცემული ბგერების შეცვლით ცდილობს გააგებინოს უფროსს, თუ რა სურს.
• ცდილობს სხვის მიერ წარმოთქმული ბგერების გამეორებას.
• ახალი ბგერების წარმოთქმისას გამოხატავს სიხარულს.
• იხედება, როდესაც სახელით მიმართავენ (ზოგ შემთხვევაში).
• ცდილობს დაიცვას რიგითობა და წარმოთქვას ბგერები შესაფერის დროს (უსმენს უფროსის მიერ წარმოთქმულ ბგერებს და შემდეგ იწყებს ტიტინს).
Literacy
კითხვა
შედეგი II (EN)
ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.
0-6 თვე
• უყურებს წიგნებს, როგორც საგნებს.
6-12 თვე
• ყურადღებას აქცევს წიგნში არსებულ ფერად ილუსტრაციებს.
• `იკვლევს~ წიგნებს (ხელით ეხება, გემოს უსინჯავს, ცდილობს გადაშალოს უფროსის დახმარებით, დახიოს).
• მცირე ხნით გამოხატავს ინტერესს და სიხარულს, როდესაც უკითხავენ და ათვალიერებინებენ წიგნს.
• განსაკუთრებით უხარია რომელიმე ნაცნობი ზღაპრის, ლექსის მოსმენა.
შედეგი III (EN)
ბავშვს ესმის, რომ ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
0-6 თვე
6-12 თვე
• უფროსის დახმარებით ათვალიერებს წიგნებს მოძრავი და ხმოვანი ილუსტრაციებით. ახერხებს ინტერაქტიული წიგნით სარგებლობას.
წერა
0-6 თვე
• თვალს აყოლებს მოძრავ საგანს.
6-12 თვე
• აკვირდება ფურცელზე ნახატს.
• ცდილობს დაიჭიროს დიდი ზომის კოვზი ხელისგულით მუჭში.
6-12 თვე
• იჭერს ხელში მსხვილ ფანქარს და თამაშობს.
Social-Emotional Development
Emotional Development
თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
0-6 თვე
• შეისწავლის საკუთარ სხეულს (აკვირდება საკუთარ ხელებს, სწვდება ფეხის თითებს).
• შეისწავლის ძრითადი მეურვის სახეს.
• კვების დროს აკვირდება დედის სახეს.
6-12 თვე
• იწყებს თავისი ხმისა და სხეულის ნაწილების აღქმას.
• ხმოვანი ნიშნებით გვაგრძნობინებს და მიგვთითებს გამოსახულებაზე სარკეში.
• პასუხობს სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით, ან ხმით, როდესაც ესმის საკუთარი სახელი.
• აგებინებს თავის მოთხოვნებს სხვებს.
• კვების დროს ცდილობს დაიჭიროს კოვზი.
შედეგი II (EN)
ბავშვი გამოხატავს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის, როგორია, რა სურს და რა შეუძლია).
0-6 თვე
• ცნობს ყოველდღიურ ნივთებს _ სათამაშოს, ბოთლს, საბანს.
• ტირის სხვადასხვა ხმით, იმის მიხედვით, თუ რა აწუხებს.
• ტირის ძირითადად მაშინ, როდესაც მომვლელი გადის ოთახიდან.
6-12 თვე
• თამაშობს ერთი საგნით უფრო ხშირად, ვიდრე დანარჩენებით.
• სურვილის გამოსახატავად მიუთითებს ან მიიწევს არჩეული საგნისაკენ ან ადამიანებისაკენ.
• დაჟინებით გამოსცემს ერთსა და იმავე ხმას და ერთი და იმავე მოძრაობით იწევს რაღაცისკენ. ამას აკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს მიზანს.
• ასრულებს ელემენტარულ თხოვნას (ტაშით აჰყვება სიმღერას, ჰბაძავს ძაღლს).
• გულისყურით იკვლევს გარემოს, თამაშობს მეურვესთან ერთად.
0-6 თვე
• ცნობს პირველ მომვლელს, გამოხატავს სიხარულს მის დანახვაზე, სტრესულ სიტუაციაში მიიწევს მისკენ.
6-12 თვე
• ცნობს ოჯახის წევრებს (მაგ., მიუთითებს უფროს დაზე, როდესაც ეკითხებიან: სად არის შენი და?).
• ცნობს სათამაშო მოედანს, ეზოს. თავდაჯერებულად გამოიყურება ამ ადგილებში, იმეორებს
ჩვეულ ქცევას.
• ავლენს სითბოს და მიჯაჭვულობას პირველი მეურვის მიმართ.
• განასხვავებს უცხო პირებს ნაცნობებისაგან, ნაცნობი პირებისა და საგნების დანახვაზე გამოხატავს სიხარულს.
0-6 თვე
• გამოსცემს ერთსა და იმავე ხმას ან იმეორებს ჟესტს, რომელიც ეფექტურია (მაგ., განმეორებით
არხევს სათამაშოს, როცა აღმოაჩენს, რომ ის ხმას გამოსცემს).
• გამოხატავს სიხარულს იმის ნიშნად, რომ საწადელს მიაღწია. მაგ., იღიმება, როცა სწვდება სასურველ სათამაშოს.
6-12 თვე
• შეიცნობს გარემოს ძირითადი მეურვის დახმარებით და ბედავს მის გარეშე მოქმედებასაც.
• უყურებს მეურვეს, როდესაც თავს ართმევს ახალ ამოცანას (მაგ., დგას დამოუკიდებლად ან დადის).
• ეცვლება გამომეტყველება ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისას, როცა რაიმე ამოცანის გადაჭრას ცდილობს.
• აძლევს სხვებს სათამაშოებს და საგნებს.
თვითმართვა და თვითგამოხატვა
შედეგი 1 (EN)
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები
0-6 თვე
• მეურვის დახმარებით უყალიბდება ძილის, სიფხიზლისა და კვების თანმიმდევრული ციკლი (მაგ., გამოხატავს უკმაყოფილებას ძილის დარღვევის შემთხვევაში).
• ჩართულია რამდენიმე რეგულარულ აქტივობაში (მაგ., უმღერის ან ედუდუნება საკუთარ თავს
ძილის წინ).
6-12 თვე
• ასრულებს მარტივ მოქმედებებს (მაგ., ეხმარება ჩაცმის დროს).
• ელოდება და წინასწარ ემზადება სასურველი ქმედებისათვის (მაგ., ეზოში გასვლის დროს ხელებს იწვდის მეურვისაკენ, რომ ხელში აიყვანოს).
0-6 თვე
• ხმის ან მოძრაობების საშუალებით ბავშვი გვაცნობებს თავისი მოთხოვნილების შესახებ, როდესაც შია ან დამშვიდება სურს.
• თავს იწყნარებს, ირთობს სატყუარათი ან თითებით, ეღუღუნება საკუთარ თავს, ეხუტება და ეფერება რბილ სათამაშოს, საბნის კუთხეს.
6-12 თვე
• დასამშვიდებლად მიმართავს უფროსს, ეძებს გზებს ყურადღების მისაპყრობად.
• წყვეტს ტირილს, როდესაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
• ბევრს ხმაურობს, ხმამაღლა იცინის, სიამოვნებს თავისი ხმის გაგონება.
0-6 თვე
• ტირის, რათა გამოხატოს ემოცია და დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება.
• იღიმება, როდესაც ხედავს ნაცნობ სახეს.
• ჰბაძავს სხვა ბავშვებს (მაგ., ტირის, როდესაც სხვა ბავშვები ტირიან).
• ისეთივე გამომეტყველებას იღებს და ისეთსავე ემოციას გამოხატავს, როგორსაც უფროსის სახეზე კითხულობს.
6-12 თვე
• გამოხატავს ემოციებს თამაშისას.
• იღიმება ან იცინის, კეთილგანწყობას პასუხობს ღიმილით, სიცილით, ხელის ქნევით.
• იღუშება, როდესაც რაღაც აწუხებს ან არ შეუძლია თავი გაართვას ამოცანას.
Social Development
ურთიერთობა უფროსებთან
0-6 თვე
• ადვილად წყნარდება, როდესაც ანუგეშებს ნაცნობი უფროსი.
• უღიმის ძირითად მეურვეს.
• ამჟღავნებს მიჯაჭვულობას, ამჯობინებს იყოს ძირითად მეურვესთან, ვიდრე სხვებთან.
• როდესაც ესმის, რომ მეურვე ეძახის, თავს მისკენ აბრუნებს.
• ამყარებს და ინარჩუნებს ურთიერთობას მეურვესთან.
6-12 თვე
• ჰბაძავს ნაცნობი უფროსების მიმიკასა და ხმას (ხელს იქნევს დამშვიდობების ნიშნად, გზავნის ჰაეროვან კოცნას).
• გამოხატავს სიყვარულს უფროსების მიმართ, სახის გამომეტყველებით, სხეულის მოძრაობით, ცდილობს გამოიწვიოს, დაამყაროს ურთიერთობები.
• შეიცნობს გარემოს მეურვის მხადაჭერითა და ხელმძღვანელობით. ეთამაშება უფროსს სათამაშოებით.
• არჩევს ნაცნობ და უცნობ უფროსებს, სხვადასხვაგვარად რეაგირებს მათზე: ურჩევნია ნაცნობმა მოუაროს და დააწყნაროს, ვიდრე უცნობმა.
• მარტო დარჩენილი ბავშვი ტირილით გამოხატავს წყენას, უკმაყოფილებას და ეძახის მეურვეს.
• ღიზიანდება, როცა უწევს ძირითად მეურვესთან განშორება, მაგ., როცა დედა მიდის სამსახურში.
0-6 თვე
• ტირის, ხმით მიანიშნებს ან იყენებს სხეულის მოძრაობას, რათა აგრძნობინოს მეურვეს, რომ სჭირდება დახმარება, დამშვიდება ან ყურადღება.
6-12 თვე
• ამოწმებს მომვლელის რეაქციას მის ქცევაზე, მაგალითად, ტირის იმიტომ, რომ მომვლელმა უპასუხოს.
• აკვირდება უფროსს, რათა გაარკვიოს , რომელი ქცევაა მისაღები და რომელი _ მიუღებელი.
• ცდილობს, რომ მიიღოს უფროსის დახმარება, როცა სჭირდება.
ურთიერთობა თანატოლებთან
0-6 თვე
• უღიმის მეურვეს.
• უნებურად ეღიმება სხვა ბავშვის დანახვაზე.
6-12 თვე
• ამჟღავნებს, რომ სიამოვნებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა (ხელის გაწვდენით, სხეულის მოძრაობით, ხმოვანი სიგნალებით,).
• აკვირდება და ჰბაძავს სხვა ბავშვების მოქმედებას, ცდილობს სხვა ბავშვების, და-ძმების მსგავსად მოიქცეს.
• ცდილობს სხვა ბავშვს გამოართვას სათამაშო.
0-6 თვე
6-12 თვე
• იპყრობს უფროსის ყურადღებას.
• გასაგებს ხდის, რა სჭირდება.
• ოჯახურ უსიამოვნებაზე გაღიზიანებით პასუხობს.
ადაპტაციური სოციალური ქცევა
0-6 თვე
• უღიმის სხვა ბავშვებს და უფროსებს.
• გამოხატავს თანხმობასა და კმაყოფილებას, როდესაც ნაცნობი ბავშვების ან უფროსების საზოგადოებაში იმყოფება.
• ართმევს ძირითად მეურვეს სათამაშოს, იღიმება და გადააქვს ხელიდან ხელში.
6-12 თვე
• ძირითად მეურვესთან ერთად თამაშობს.
• უცხო გარემოში ილტვის ძირითადი მეურვისაკენ.
0-6 თვე
6-12 თვე
• უფროსის გარკვეული მოქმედებიდან გამომდინარე ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს; იცის, რის გაკეთებას ელიან მისგან (მაგ: როდესაც მომვლელი აწვენს ლოგინში, ხვდება, რომ უნდა დაიძინოს).
შედეგი 3 (EN)
ბავშვი ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
0-6 თვე
• აქტიურად აკვირდება გარემოს.
6-12 თვე
• ქცევის ცვლილებით ამჟღავნებს, რომ ამჩნევს ახალ გარემოს.
• აღმოაჩენს და შეისწავლის ახალ გარემოებებს მეურვის დახმარებით.
შედეგი 4: (EN)
ბავშვი გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ
0-6 თვე
• უყურებს და აკვირდება მოზრდილებს და სხვა ბავშვებს.
• იღიმება, როდესაც ხედავს მოღიმარ სახეს.
6-12 თვე
• იწევს იმისკენ, ვინც ტირის ან შეწუხებულია.
• სწავლობს მცენარეებს, ყვავილებსა და სხვა ცოცხალ არსებებს სხვადასხვა შეგრძნებების გააქტიურებითა და დახმარებით.
• შესაბამისად რეაგირებს სიტყვებზე _ `ცოდვაა, მოეფერე!”.
• ამჟღავნებს ინტერესს ცხოველებისა და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების მიმართ.
1-3 years
Health and Physical Development
Motor Development
მსხვილი მოტორიკა
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
1-2 წელი
• დადის დამოუკიდებლად.
• შეუძლია ტახტზე აცოცება.
• შეუძლია ბურთის გაგორება.
• ხელს ჰკრავს ღია კარს, სათამაშო ურიკას.
• იწყებს კიბეზე ასვლას დახმარებით.
• ცდილობს ადგილზე ხტომას.
• შეუძლია ჩაიცუცქოს და ადგეს.
2-3 წელი
• ინარჩუნებს წონასწორობას დახრისა და სირბილის დროს.
• სიარულის დროს თან დააქვს სათამაშო.
• აგდებს ბურთს თავს ზემოთ და ინარჩუნებს წონასწორობას.
• დადის უკუსვლით.
• დგება ცალ ფეხზე დამოუკიდებლად ერთი წამის განმავლობაში.
• შეუძლია ფეხის წვერებზე სიარული თამაშის მიზნით.
• ადის კიბეზე ფეხის მონაცვლეობით, უფროსის ან კიბის მოაჯირის დახმარებით.
ნატიფი მოტორიკა
1-2 წელი
• ცდილობს ორივე ხელით დაიკავოს დიდი ბურთი.
• საგნებს აწყობს დიდ ყუთში.
• აგებს კოშკს 3-4 კუბით.
• კოვზით იკვებება, შეიძლება დაღვაროს საკვები.
• იჭერს ფანქარს და ცდილობს დაჯღაბნოს ფურცელზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე.
2-3 წელი
• შეუძლია სათამაშოს ზედაპირზე ამოჭრილ ადგილებს შეუსაბამოს შესაბამისი ფორმის ნაწილები და სწორად მოარგოს (მაგ.: მრგვალ ჭრილში ათავსებს სფეროს; სამკუთხედში – სამკუთხედს და სხვ.).
• აგებს კოშკს დაახლოებით 10 კუბით.
• შეუძლია წიგნის გადაფურცვლა (სათითაო ფურცლის გადაშლა).
• იჭერს ფანქარს და ცდილობს დახატოს წრე და ჰორიზონტალური ხაზები.
• შეუძლია პლასტილინის დამუშავება (წაგრძელებული და მრგვალი ფორმის მიცემა).
• შეუძლია გამოჭრილი აპლიკაციის ნიმუშების ფლანელოგრაფის ეკრანზე განლაგება.
სენსორულ-მოტორული განვითრება
შედეგი I (EN)
ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობისა თუ მოქმედებების გასაკონტროლებლად
1-2 წელი
• ეხება, სინჯავს და შეიცნობს სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის საგანს.
• მოზრდილის მიბაძვით ასრულებს სხვადასხვა მოძრაობას (მაგ.:ცეკვავს).
• სწავლობს უცნობ გარემოს (მიდის ჯერ ერთ, მერე მეორე საგანთან), ცოცავს, იხრება, ქანაობს.
• ჭამის დროს ახერხებს კოვზის პირთან მიტანას.
2-3 წელი
• შეუძლია კოორდინირებული გადაადგილება სივრცეში დაბრკოლებების
• გადალახვით (შემოუვლის მაგიდას ან რაიმე სხვა საგანს, თუ ეს საგანი მას გზაზე ეღობება).
• შეუძლია ცხოველების იმიტირება ხმითა და მოძრაობით.
• ისვრის ბურთს თავს ზევით და ცდილობს არ მოხვდეს თავში.
• აწყობს 2-3-ნაწილიან თავსატეხს (ფაზელს).
• შესაბამისად რეაგირებს დაძახებაზე.
Physical Development
ფიზიკური აქტივობა
შედეგი I (EN)
ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს
1-2 წელი
• შინ თუ გარეთ ხალისით მონაწილეობს თამაშებში, რომლებიც მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას;
• შეუძლია ვარჯიში (მარტივი მოძრაობებით) 3-5 წუთის განმავლობაში.
2-3 წელი
• დარბის ეზოში ან სახლში თავისუფლად.
• შუძლია ვარჯიში 5-10 წუთის განმავლობაში.
Health and Safety
პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
1-2 წელი
• ეხმარება უფროსს, რომელიც მას აცმევს (იხურავს ქუდს, უყრის ხელს ან ფეხს ტანსაცმელში და სხვა).
• ეხმარება უფროსს, როდესაც იგი მას აჭმევს (სვამს ჭიქიდან, იყენებს კოვზს, უჭირავს მუჭში).
• იბანს და იმშრალებს ხელს უფროსის დახმარებით.
• ძილის დროს მიდის საწოლთან.
• ეუბნება უფროსს, როდესაც სწყურია ან დაღლილია.
2-3 წელი
• დამოუკიდებლად შეუძლია გაიხადოს მაისური , პერანგი, რომელიც წინა მხარეს იხსნება და უღილო შარვალი.
• იხოცავს ცხვირს უფროსის დახმარებით.
• შეუძლია გაიხადოს და ჩაიცვას ტანსაცმელი; ჩაიცვას უთასმო ფეხსაცმელი.
• უფროსის დახმარებით სარგებლოს ქოთნით (იცის, სად არის ქოთანი და საჭიროების
შემთხვევაში თვითონ იყენებს მას, შემდეგ ეძახის მშობელს ან მომვლელს).
• ცდილობს გაიხეხოს კბილები უფროსის დახმარებით.
უსაფრთხოება
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისგან გარიდება, საშიში სიტუაციების
თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები
1-2 წელი
• 1.ესმის `არას~ მნიშვნელობა, თუმცა ყოველთვის არ ემორჩილება აკრძალვას.
• პასუხობს მოზრდილის გაფრთხილებას საშიშროების შესახებ სიტყვიერად, სახის გამომეტყველებით (მაგ.: იწევს უკან სიტყვაზე `ცხელია!~).
2-3 წელი
• ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნებისას ატყობინებს უფროსს.
• თავიდან იცილებს საფრთხეს (არ ჰკიდებს ხელს გახურებულ ზედაპირს, დანას).
• ითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს (ხელს ჰკიდებს მშობელს ქუჩაზე გადასვლის დროს).
Cognitive Development and General Knowledge
Aesthetics and Culture
შემოქმედების აღქმა და გაგება
1-2 წელი
• ბავშვი გამოხატავს ინტერესს იმის მიმართ, რასაც ხედავს, ესმის, ან ეხება.
• უპირატესობას ანიჭებს ნაცნობი სიმღერებისა და რიტმის მოსმენას.
• გამოხატავს სიამოვნებას, როცა უყურებს სხვების მიერ შესრულებულ ცეკვას, დრამატულ წარმოდგენას, ისმენს სიმღერას; ამ დროს აყოლებს ხმას ან მოძრაობას.
• ამჟღავნებს ინტერესს სხვადასხვა სახატავი მასალის მიმართ, მაგ.: სინჯავს, ამოწმებს როგორ ხატავს ფანქარი.
• სიამოვნებითა და ინტერესით ათვალიერებს წიგნებს, ილუსტრაციებს.
2-3 წელი
• აკვირდება და ბაძავს თამაშს, სიმღერას, რიტმულ მოძრაობას.
• ილუსტრირებული წიგნის დათვალიერებისას სვამს შეკითხვებს.
• ცნობს საყვარელ მულტფილმებს ან ზღაპრის გმირებს.
• სვამს შეკითხვებს, რათა გაიგოს იმის მნიშვნელობა, რასაც ხედავს, ესმის და ეხება.
შემოქმედებითი თვითგამოხატვა
1-2 წელი
• იმახსოვრებს სიმღერაში ხშირად გამეორებულ სიტყვებს.
• ცდილობს იმოძრაოს სხვადასხვანაირად, მუსიკასთან ერთად ან მის გარეშე.
• სიამოვნებს ახალი ბგერების გამოცემა ინსტრუმენტით, საგნებით ან საკუთარი ხმით.
2-3 წელი
• სიამოვნებით ასრულებს სიმღერას (სოლო შესრულებით) მცირე აუდიტორიის წინაშე (ოჯახის წევრების გარემოცვაში) ინსტრუმენტის ან მეორე ადამიანის ხმის თანხლებით.
• ასრულებს როლური თამაშის მარტივ ელემენტებს (წარმოიდგენს, ვითომ სცენაზეა და იყენებს მიკროფონს).
• იყენებს სხვადასხვა მასალას ტაქტილური (შეხებითი) გამოცდილებისა და კვლევისათვის (მაგ.:
საღებავს, წებოს, 3-განზომილებიან მასალებს).
• ჯღაბნის (ხატავს მარტივი მონასმებით. ბავშვი ნამუშევარში გულისხმობს გარკვეულ ობიექტს, თუმცა ნახატი არ ჰგავს ამ ობიექტს.).
• ბაძავს რამდენიმე ცხოველის, საგნის ხმას ან მოძრაობას (დახტის კურდღელივით, კიკინებს
თხასავით).
ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
1-2 წელი
• მონაწილეობს ოჯახურ დღესასწაულებში (დაბადების დღეებში, რელიგიურ და სამოქალაქო დღესასწაულებში, მაგ., სახალხო სეირნობაში ან აღლუმში).
• იცის ოჯახის წევრების სახელები.
• ამჩნევს ოჯახის წევრებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ასაკობრივ ნიშნებს. იცის ვინ არის ოჯახის უფროსი წევრი (ბებია, ბაბუა).
2-3 წელი
• მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების სამზადისში.
• ამჟღავნებს პატივისცემას ოჯახის უფროსი წევრების მიმართ (უჯერებს ბებიას).
• იცის ოჯახში როგორ არის ფუნქციები განაწილებული ანუ ვინ რას აკეთებს, რას საქმიანობს
(მაგ.: `დედა საჭმელს აკეთებს და მამა ეხმარება~).
1-2 წელი
• ასრულებს მარტივ მითითებებს და წესებს (საგარეო ფეხსაცმელს იხდის და იცვამს საშინაოს, როდესაც შინ ბრუნდება; ხელს იბანს ჭამის წინ; არ გადადის ქუჩაზე უფროსის გარეშე).
2-3 წელი
• იცავს რამდენიმე მარტივ წესს.
• ცნობს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო ჰიმნს.
• ცნობს მისთვის ნაცნობი პროფესიების წარმომადგენლებს (ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, მძღოლს).
• იცის, რომ საყიდლებისათვის და სხვა მომსახურებისათვის საჭიროა ფული.
შედეგი III (EN)
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას
1-2 წელი
• შეუძლია დაასახელოს ოჯახის რომელ წევრს ეკუთვნის ესა თუ ის ნივთი.
2-3 წელი
• ბავშვმა იცის, რომ ადამიანები შეიძლება მისი მშობლიური ენისაგან განსხვავებულ, უცხო ენაზე საუბრობდნენ, შეუძლია ერთი უცხო ენის დასახელება.
Nature and Technologies
ბუნება
1-2 წელი
• აკვირდება ცოცხალ არსებებს ბუნებაში (მაგ.: აკვირდება, ხელში იყვანს ჭიაყელას, ცდილობს დაიჭიროს ჭიანჭველა).
• აკვირდება მზეს და ღრუბლებს.
• ყნოსავს ყვავილს, წყვეტს ფოთოლს.
2-3 წელი
• სიამოვნებით თამაშობს წყალში და ქვიშაში.
• სვამს მარტივ შეკითხვებს ამინდის შესახებ (მაგ.: მზეზე, წვიმაზე, თოვლზე).
• შეუძლია ბუნებაში არსებული საგნების იდენტიფიცირება და დასახელება. მაგ.: წყალი, ლოდი, ქვა, ქვიშა.
• იჩენს ცნობისმოყვარეობას და სვამს შეკითხვებს ბუნების მოვლენების შესახებ (მაგ.: `რატომ მოდის წვიმა?~).
• აქვს წარმოდგენა მარტივ ბუნებრივ კანონზომიერებებზე (მაგ.: იმისათვის, რომ მცენარე გაიზარდოს, მას ესაჭიროება წყალი).
1-2 წელი
• იცის საკუთარ სახლში სად არის ნაგვის ყუთი და სად უნდა ჩაყაროს ნაგავი.
2-3 წელი
• შეუძლია დახმარების გაწევა ყოველდღიურ მარტივ საქმიანობებში როგორც სახლში, ასევე საბავშვო ბაღში.
• სწორად აღიქვამს და რეაგირებს ბუნებრივი გარემოს მახასიათებლებზე (მაგ.: ამბობს: `ნახე, რა ვიპოვე?!~ და კენჭზე ან ყვავილზე მიუთითებს).
• ბუნებაში მოპოვებულ საგნებს იყენებს თამაშში (მაგ.: ტორტს აკეთებს ტალახისაგან, სახლს _ ჩხირებისაგან, ბალიშს _ ფოთლებისაგან).
• იცის, რომ ადამიანები და ცხოველები განსხვავებულ პირობებში ცხოვრობენ.
1-2 წელი
• იცის, თუ რას და სად უნდა დააჭიროს თითი მექანიკური სათამაშოს ასამუშავებლად.
• შეუძლია აანთოს ან ჩააქროს შუქი, როდესაც სთხოვთ.
2-3 წელი
• შეუძლია კასეტის და კომპაქტდისკის გამოყენება (მაგ.: ჩაწერილი ზღაპრის მოსასმენად, მხოლოდ უფროსის დახმარებით).
• იცის ტელევიზორის ჩამრთველი და გამომრთველი სპეციალური ღილაკის დანიშნულება და
შეუძლია მისი შესაბამისი გამოყენება.
Development of Quantitative Imaging
რიცხვები და ანგარიში
1-2 წელი
• განასხვავებს ცნება-ტერმინებს `ერთი~ _ `ბევრი~.
• თვლის დროს უფროსის დახმარებით ცდილობს თითების გამოყენებას.
2-3 წელი
• იყენებს `უფრო მეტის~ ცნებას.
• ითვლის საგნებს უფროსთან ერთად.
• იმეორებს იმ ლექსებსა და სიმღერებს, რომლებიც თვლას ეხება.
• ითვლის 5-მდე.
• ცნობს და ასახელებს ზოგიერთ ციფრს (მაგ.: უყურებს 2-ს და ამბობს ორი).
• ესმის ცნებები – ყველა, არც ერთი.
გაზომვა
შედეგი I (EN)
ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე
1-2 წელი
• შეუძლია მოთხოვნის მიხედვით ამოირჩიოს ორ ერთნაირ საგანს შორის უფრო დიდი ან პატარა.
• შეუძლია ერთი კუბურა დაადგას მეორეს.
2-3 წელი
• ავსებს და ცლის ჭურჭელს ( მაგ.: წყლით ან ქვიშით).
• შეუძლია უფროსის დახმარებით ერთი მახასიათებლის მიხედვით დაყოს საგნები ორ ჯგუფად
(მაგ.: ერთნაირი მანქანები დაყოს ორ ჯგუფად: დიდ და პატარა მანქანებად).
კანონზომიერების დადგენა
1-2 წელი
• საგანთა გროვიდან ამოარჩევს საგნებს ერთი მახასიათებლით (მაგ.: `მომეცი ყვითელი თეფში!‘‘).
• შეუძლია, მინიმუმ, ერთი ფერის ამოცნობა, დასახელება.
• დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს ცდილობს ორგანზომილებიანი ფორმები (მაგ.:
წრე, კვადრატი, სამკუთხედი) მოარგოს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებს.
2-3 წელი
• აგროვებს ნივთებს საერთო მახასითებლების მიხედვით (მაგ.: წითელი კუბები, ყვითელი ფოთლები).
• აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან პირამიდას..
• დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს არგებს და ჭრილში სვამს მარტივ, ორგანზომილებიან ფორმებს (მაგ.: წრეს, კვადრატს, სამკუთხედს).
• ცდილობს დახატოს წრე ან ფანქრით გაავლოს ხაზი.
Implications of Associations Among Phenomena
დრო
1-2 წელი
• შეუძლია გაიხსენოს ინფორმაცია ახლო წარსულიდან, ახლახან დასრულებული მოქმედება (მაგ.:
როცა ეკითხებიან, ვინ დააკაკუნა კარზე წეღან, მიუთითებს ადამიანზე, რომელმაც ეს გააკეთა).
• ბავშვმა უკვე იცის რეჟიმი (მაგ.: როდესაც აღმზრდელი ამბობს: `სადილის შემდეგ ეზოში გავალთ~, მისთვის უკვე ნათელია, რომ ჭამის დამთავრების შემდეგ ეზოში გასასვლელად უნდა გაემზადოს).
2-3 წელი
• ერთმანეთთან აკავშირებს ძველ და ახალ მოვლენებს.
• ხმარობს დროსთან დაკავშირებულ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა `დღეს~, `გუშინ~...
სივრცე
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის, მის გარემოში არსებული საგნების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა
1-2 წელი
• ბავშვი თამაშისას ცდილობს სივრცითი მიმართებების დაუფლებას (გაუცნობიერებელი, ინსტინქტური). მაგ.: თამაშისას ცდილობს ჩაძვრეს და ჩაიმალოს მუყაოს ყუთში ან გაძვრეს გვირაბში.
• იცის, შეუძლია მიაგნოს, სად არის ბინაში სამზარეულო, აბაზანა.
2-3 წელი
• უვითარდება წარმოდგენები საკუთარი სხეულის და მისი ზომების შესახებ.
• სწავლობს და ხვდება ისეთ ფიზიკურ მიმართებებს, როგორიცაა `ახლოს~ და `შორს~. `ზემოთ~
და `ქვემოთ~, `შიგნით~ და `გარეთ~.
• ცნობს იმ ადგილებს, რომლებიც მანქანით, ავტობუსით გადაადგილებისას გაუვლია და უნახავს.
• გამოხატავს ინტერესს ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა გლობუსი, რუკა, გამადიდებელი მინა ანუ ლუპა და ა.შ.
მიზეზშედეგობრიობა
1-2 წელი
• შეუძლია რამდენჯერმე გაიმეოროს ქცევა, მოძრაობა სასურველი შედეგის მისაღწეევად.
• სხვადასხვანაირად მოქმედებს საგანზე (მაგ.: კუბით აბრახუნებს მაგიდაზე, ამავე დროს ცდილობს მოძებნოს საიდან იხსნება იგი და ა.შ).
• შეუძლია ლოგიკურად დაკავშირებული მოქმედებების გამეორება, მაგ., ბანს და ამშრალებს
თოჯინას.
2-3 წელი
• იწყებს ორი მოვლენის დაკავშირებას ( მაგ.: დაბნელდა იმიტომ , რომ მზე ჩავიდა).
• ინტერესდება და სვამს შეკითხვებს სხვების მოქმედებასთან დაკავშირებით, რათა დაინახოს საბოლოო შედეგი, მაგ., ითხოვს ხელში აყვანას, რომ დაინახოს როგორ იხარშება კარტოფილი.
Approaches to Learning
Motivation
ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
1-2 წელი
• უშუალოდ შეისწავლის გარემოს, რათა დაადგინოს, რა ობიექტებისაგან შედგება იგი (აკვირდება საგნებს ოთახში, ცდილობს ხელით შეეხოს, მოსინჯოს).
• ამჟღავნებს ინტერესს ახალი აქტივობების მიმართ.
• აქვს გამორჩეულად საყვარელი სათამაშო. ინტერესდება და სვამს შეკითხვებს მისთვის უცხო ადამიანებისა და საგნების შესახებ (ვინ არის ეს, რა არის ეს?).
• იჩენს ინტერესს სათამაშოს შემადგენელი ნაწილების მიმართ.
2-3 წელი
• სვამს კითხვებს ადამიანების მოქმედების შესახებ (მაგ., როცა ხედავს, რომ ბაბუ რეცხავს მანქანას, კითხულობს: რას აკეთებს ბაბუ?).
• სვამს შეკითხვებს : ,,რატომ?~ ,,სად~?
• უპირატესობას ანიჭებს ერთ რომელიმე მოქმედებას (მაგ.: კუბებით თამაშს, ბურთის გაგორებას, ხატვას და სხვ.).
• გამოხატავს ინტერესს და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საოჯახო საქმეებში.
ინიციატივა და დამოუკიდებლობა
1-2 წელი
• იწყებს ახალი მოქმედებების ათვისებას.
• საგნებით სარგებლობისას სხვადასხვა ხერხს მიმართავს (მაგ.: ადრე თუ პირში იდებდა სათამაშოს, ახლა ათვალიერებს და თამაშობს).
• ახალ გარემოში მოხვედრისას, ცდილობს გარკვევას, სად იმყოფება. დაკვირვებით
ათვალიერებს გარემოს და ცდილობს შეიცნოს იგი.
2-3 წელი
• ცდილობს იზრუნოს საკუთარ თავზე, დამოუკიდებლად ჭამოს, ჩაიცვას.
• არის თამაშის წამომწყები.
• გამოთქვამს თავის აზრს, რის გაკეთება სურს (მაგ., ამბობს, სასეირნოდ წავიდეთ! დავხატოთ! და ა.შ.).
• უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ სათამაშოს, წიგნს და თამაშს.
Learning Skills
ყურადღების კონცენტრაცია
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას
1-2 წელი
• აგრძელებს ამოცანაზე მუშაობას დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგ: ცდილობს ააშენოს კუბებით რაიმე 3-5 წუთის განმავლობაში.
• ავსებს და ცლის სათამაშოების ყუთს მრავალჯერ.
• ახსოვს, სად ინახება ხშირად გამოყენებული სათამაშოები.
2-3 წელი
• დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ჩართულია თავის მიერვე არჩეულ საქმიანობაში.
• მშვიდ ატმოსფეროში ხშირ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე უსმენს მცირე ზომის მოთხრობას.
• დაჟინებით მოითხოვს მის მიერ წამოწყებული საქმიანობის დამთავრებას.
• ითხოვს ერთი და იმავე ზღაპრის, ამბის ხშირად მოყოლას.
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
1-2 წელი
• ამჟღავნებს იმის ცოდნას, რომ ზოგიერთი საქმის შესასრულებლად საჭიროა ორი საგნის ერთდროულად ამოქმედება. მაგ. მოაქვს აქანდაზი, როცა უფროსი გვის.
• იწყებს საგნების განსხვავებულად და შემოქმედებითად გამოყენებას (მაგ.ცლის სათამაშოების ყუთს, გადმოაბრუნებს და ზედ აშენებს კოშკს).
2-3 წელი
• იყენებს საგნებს განსხვავებულად და შემოქმედებითად (მაგ.: ჯოხს იყენებს როგორც ცხენს, ან
თოფს და ა.შ.).
• ცდილობს მოქნილად და გონივრულად მიუდგეს ამოცანას, მის გადასაჭრელად ცვლის მოქმედების ხერხს.
პრობლემის გადაჭრა
1-2 წელი
• ზოგიერთ შემთხვევაში არასტანდარტულად იყენებს საგნებს, როგორც დამხმარე საშუალებას (მაგ.: სათამაშოების ერთი ოთახიდან მეორეში გადასატანად იყენებს ყუთს, საკვების მისაღებად იყენებს კოვზს , მაგალითად, სახლობანას თამაშის დროს ჩანგლის მაგივრად სახაზავს ხმარობს).
• უხმობს უფროსს და მიუთითებს პრობლემურ საგანზე, რომლის გამოც სირთულეს აწყდება.
2-3 წელი
• პრობლემის გადაჭრას ცდილობს დამოუკიდებლად;მაგ: მოაქვს სკამი, რათა მისწვდეს სათამაშოს.
• სხვადასხვა გზით (ცდისა და შეცდომის მეთოდით) ცდილობს პრობლემის გადაჭრას;
წარუმატებლობის შემთხვევაში, ითხოვს დახმარებას.
• პრობლემის გადასაჭრელად იყენებს მინიმუმ ორ განსხვავებულ სტრატეგიას (მაგ.: კონსტრუქტორით თამაშის დროს ჯერ ცდილობს ორი ნაწილი მოარგოს ერთმანეთს _ უცვლის მათ მდებარეობას, შემდეგ ცვლის ერთ ნაწილს და კვლავ ცდილობს, მოარგოს ერთი ძველი და ერთი ახალი ნაწილი ერთმანეთს).
აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
1-2 წელი
• ცნობს ადამიანებს, ცხოველებსა და საგნებს ფოტოებზე, სურათებზე.
• ცდილობს იპოვოს ის საგნები, რომლებიც იქვე, ახლოსაა დამალული.
2-3 წელი
• შეუძლია წარმოადგინოს ადამიანის, საგნის, ცხოველის რომელიმე ძირითადი მახასიათებელი. მაშინაც კი, თუ განსასახიერებელ ობიექტს ვერ ხედავს (მაგ., აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ძაღლს და ყეფს).
• ცდილობს ახალი დანიშნულება მოუძებნოს ძველ, ნაცნობ საგნებს (როცა თოჯინას უმზადებს საჭმელს, დასაჭრელად დანის ნაცვლად იყენებს ფანქარს).
• ხატავს და თან ასახელებს, რა დახატა, განმარტავს, რა რას ნიშნავს.
1-2 წელი
• შეუძლია ცხოველების ხმის იმიტაცია (ყეფს ძაღლივით, კნავის კატასავით).
• იწყებს წარმოსახვით თამაშს. მაგ., აჭმევს თოჯინას, არწევს ხელში და ა.შ.).
2-3 წელი
• მსახიობზე, კოსტიუმირებულ ადამიანებზე, ისეთი რეაქცია აქვს, თითქოს ისინი ნამდვილად იმ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებსაც განასახიერებენ.
• შეუძლია როლების და სიტუაციების გათამაშება ისე, რომ ხმა, მეტყველება, ქცევა ერთმანეთის
შესაბამისი იყოს (მაგ.: როცა განასახიერებს ჩვილ ბავშვს, დახოხავს და აღუ-აღუს გაიძახის).
გააზრება და ინტერპრეტაცია
1-2 წელი
• ხვდება, რომ ქცევა დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან (მაგ: როცა დედა აცმევს ქურთუკს, ეს ნიშნავს, რომ გარეთ უნდა გაიყვანონ).
• ხვდება, რომ ის, რაც დღეს ხდება, მეორდება, ანუ სხვა დროსაც მომხდარა (მაგ.: ჭამის წინ ხელების დაბანა).
• ითხოვს წიგნის წაკითხვას.
2-3 წელი
• შეუძლია საგნის ჩანაცვლება მსგავსით (მაგალითად, ქვაბის თავსახურს იყენებს, როგორც მანქანის საჭეს).
• შეუძლია მოქმედების ჩანაცვლება (მაგ., ეს არ გამომივიდა, სამაგიეროდ, ეს გავაკეთე).
კრიტიკული აზროვნება და კვლევა
1-2 წელი
• ესმის ნაცნობი საგნების დანიშნულება (მაგ.: კოვზს იღებს ჯამიდან და დებს).
• იყენებს საგანს ან ადამიანს, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას (მაგ: ითხოვს, ხელში აიყვანონ, რათა მისწვდეს სასურველ საგანს).
2-3 წელი
• აკვირდება და უფროსის დახმარებით მანიპულირებს საგნებით, რათა შეძლოს მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა.
• ცდისა და შეცდომის მეთოდით პოულობს მისთვის საინტრესო ობიექტის გამოყენების გზას.
1-2 წელი
• ადევნებს თვალს სხვების ქცევას.
• ცდილობს იმ ქცევის, ჟესტიკულაციის თუ ლაპარაკის მიბაძვას, რომელიც მან ახლო წარსულში სხვაგან ნახა.
• ამჩნევს განსხვავებას და მსგავსებას ოჯახის წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში.
2-3 წელი
• განასხვავებს საგნებს ერთი მთავარი ნიშნის მიხედვით.
• ერთი სახის სათამაშოების გროვიდან შეუძლია ამოარჩიოს დასახელებული მახასიათებლის მქონე საგანი (მაგ.: ბურთებს შორის ამოარჩევს წითელ ბურთს).
• შეუძლია შეამჩნიოს და თქვას, რით განსხვავდება საგნები ერთმანეთისაგან (მაგ.: `ეს ბურთი უფრო დიდია~).
• Aაკვირდება და ამჩნევს მსგავსებას ერთნაირი დანიშნულების საგნებს შორის (ამ ორივე კაბას მოკლე სახელო აქვს).
Speech Development
Speech
მოსმენა და ზეპირი მეტყველება
1-2 წელი
• მიუთითებს სხეულის ერთ ნაწილზე მაინც, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა სხეულის ამ ნაწილის დასახე ლება (მაგ.: ხელი, ცხვირი).
• ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სიტყვებზე.
• ადეკვატურად რეაგირებს მარტივ მოთხოვნებზე (ასრულებს ერთსაფეხურიან ინსტრუქციას, მაგ.:
`აიღე თოჯინა!~).
• ესმის 50-80 სიტყვის მნიშვნელობა (მაგ., მიანიშნებს ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა თუ სურათებზე).
• ინტერესით უსმენს მოკლე ამბავს.
2-3 წელი
• სიტყვიერად პასუხობს მარტივ შეკითხვებს.
• ასრულებს ორსაფეხურიან ინსტრუქციას, რომელშიც მოქმედებები შეიძლება არ უკავშირდებოდეს ერთმანეთს (მაგ.: `თუ შეიძლება, აალაგე შენი სათამაშოები და მერე ჩაიცვი ფეხსაცმელი!”).
• ითხოვს და სიამოვნებით უსმენს მოკლე ზღაპრებს, მოთხრობებს, რომლებსაც უყვებიან.
• ესმის რამდენიმე ასეული სიტყვის მნიშვნელობა.
• მიუთითებს სხეულის მინიმუმ 6 ნაწილზე, განასხვავებს მინიმუმ სამ ფერს.
შედეგი II (EN)
ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)
1-2 წელი
• ურთიერთობას ამყარებს სიტყვების გარეშე _ სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით (მიმიკით).
• შეუძლია წარმოთქვას 5-20 მარტივი სიტყვა.
• იყენებს მარტივ სიტყვებსა და ჟესტებს ერთდროულად.
• იყენებს უარყოფით შესიტყვებებს (მაგ.: `არ მინდა!~).
• შეუძლია დააკავშიროს ორი სიტყვა ერთმანეთთან.
2-3 წელი
• აწარმოებს, იგონებს ახალ სიტყვებს, იმ მნიშვნელობების გამოსახატავად, რომელთა აღმნიშვნელებიც არ იცის (მაგ.: `კოვზით ურევს~ ნაცვლად ამბობს _ `ანკოვზიალებს~, ადექის ნაცვლად _ `აჯექი~).
• თავისუფლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას _ როგორც სიტყვებს, ასევე ჟესტებს _ თავისი განცდების, არჩევანის, სურვილის გამოსახატავად.
• იყენებს მეტყველებას იმისათვის, რომ მიიღოს პასუხი კითხვებზე: რატომ? სად? როდის?
იყენებს საგნის, მოქმედების, მდგომარეობის აღმნიშვნელ სიტყვებს.
• იყენებს საგნის ზომის, ფერის, კუთვნილების, დანიშნულების აღმნიშვნელ სიტყვებს (დიდი, წითელი, ჩემი, სატვირთო მანქანა).
• ცდილობს წინადადებაში სიტყვები შესაბამისი ფორმით იხმაროს, იყენებს ბრუნვის, პირისა და რიცხვის ნიშნებს.
1-2 წელი
• ურთიერთობისათვის იყენებს არასიტყვიერ საშუალებებს: სახის გამომეტყველებას (მიმიკას), და სხეულის მოძრაობას (ჟესტებს) მოთხოვნებისა და გრძნობების გამოსახატავად (მაგ.: შეიძლება მოგეხვიოთ ფეხზე სიარულისას ან მოგკიდოთ ხელი, მიგიყვანოთ კართან, როდესაც უნდა სასეირნოდ წასვლა, მოულოდნელად ჩაგეხუტოთ).
• იყენებს სიტყვებს ურთიერთობისათვის.
• ცვლის ინტონაციას სხვადასხვა აზრის გამოსახატავად.
• ყურადღებას აქცევს იმას, ვინც ლაპარაკობს.
2-3 წელი
• თამაშის დროს თავისთვის ლაპარაკობს, ასახელებს იმას, რასაც ხედავს ან აკეთებს აწმყოში.
• გვიზიარებს გარე სამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებას.
• აღწერს იმას, რაც აღიქვა წარსულში. მოვლენის აღწერის დროს ჩამოთვლის იმ ერთეულებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიის დაცვის გარეშე.
• საუბრობს უმრავლესობისათვის გასაგებ ენაზე.
• იცავს ჯგუფში დადგენილ მიმართვის წესებს. იყენებს მიმართვის თავაზიან ფორმებს: `თუ
შეიძლება~, `გმადლობთ~.
• შეუძლია მოსაუბრის განზრახვის გაგება (მაგ., თუ დედა ამბობს _ `ფანქარი მჭირდება~, მიდის ფანქრის მოსატანად).
• ჯგუფში ურთიერთობისას შეუძლია იმის გამომჟღავნება, რომ კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს მორიგეობით (მონაცვლეობით) საუბარი.
1-2 წელი
2-3 წელი
• ესმის 2-3 მარტივი სიტყვის მნიშვნელობა.
• წარმოთქვამს მეტყველებაში ხშირად გამოყენებულ რამდენიმე სიტყვას.
• ინტერესით ისმენს, როდესაც უკითხავენ ილუსტრირებულ წიგნს.
Literacy
კითხვა
1-2 წელი
• მიმართავს გარკვეულ ხერხს, რათა გაიმარტივოს სიტყვების წარმოთქმა (მაგ: პირველ მარცვალს იმეორებს-`დადე~-ს ნაცვლად ამბობს `დადა~-ს; მარცვალს ცვლის და `ლამაზი~-ს ნაცვლად ამბობს მისთვის უფრო მარტივ ვარიანტს _ `ვაზაზი~.
• შეუძლია ბოლო სიტყვით დაასრულოს მისთვის ნაცნობი ლექსები.
• შეუძლია უფროსის დახმარებით ტაშით აჰყვეს მარტივ რიტმს.
2-3 წელი
• უფრო მეტ სიტყვას წარმოთქვამს სწორად.
• სხვა ბავშვებთან ერთად ან მარტო მონაწილეობს სიმღერების შესრულებაში.
• შეუძლია ტემპისა და სიჩქარის იმიტაცია. მაგ.: ტაშის დაკვრა ჩქარა, ტაშის დაკვრა ნელა ან პირიქით _ ჯერ ჩქარა, შემდეგ ნელა.
• მღერის სიმღერებს, ამბობს ლექსებს, მონაწილეობს თამაშებში, რომლებიც ენის ბგერების ჟღერადობასა და რიტმიკასთან არის დაკავშირებული (მაგ.: უფროსის დახმარებით სიმღერას ტაშს აყოლებს ან ტაშს უკრავს მაშინ, როდესაც ამას სიმღერის შინაარსი მოითხოვს).
• იმეორებს ფრაზებს მისთვის ნაცნობი ლექსებიდან, ხოლო მოკლე, ერთსტროფიანი ლექსი
შეუძლია დაიზეპიროს.
შედეგი II (EN)
ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.
1-2 წელი
• ბავშვი სიამოვნებით ისმენს, როცა უკითხავენ მოკლე ზღაპრებსა და მოთხრობებს სურათებისა თუ სხვა ილუსტრაციების ჩვენებით, ან სამაგიდო თეატრის პერსონაჟებისა თუ სათამაშოების თანხლებით.
• ბავშვი ამჟღავნებს ინტერესს წიგნის მიმართ (მაგ.: წიგნს თან დააატარებს, ფურცლავს, გვერდებს ათვალიერებს და ა.შ.).
• ცდილობს სწორად დაიჭიროს წიგნი.
• ჰბაძავს უფროსს წიგნის წაკითხვაში.
• წიგნი წასაკითხად მიაქვს უფროსებთან (ანუ ინიციატივას თვითონ იჩენს).
2-3 წელი
• როდესაც წიგნს უკითხავენ, სიამოვნებას გამოხატავს და ნაცნობ სიტყვებს ხმამაღლა იმეორებს.
• შეუძლია გადაფურცლოს თითო-თითო გვერდი.
• იცის, რომ წიგნი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება, თითს აყოლებს, როცა ვითომ კითხულობს.
• აქვს გამორჩეული, საყვარელი წიგნები.
• სვამს შეკითხვებს პერსონაჟების შესახებ.
შედეგი III (EN)
ბავშვს ესმის, რომ ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
1-2 წელი
• მიუთითებს წიგნში ნაცნობ საგნებსა და პერსონაჟებზე.
2-3 წელი
• ბავშვი სიამოვნებით ათვალიერებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ წიგნებს (მაგ.: წიგნებს ცხოველებზე, ფრინველებზე, ტრანსპორტზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, პროფესიებზე).
• ცნობს ისეთ ნიშნებს, სიმბოლოებს, რომლებიც მას გარემოში ხვდება (მაგ.: სიტყვებს _ ღიაა, დაკეტილია).
• განასხვავებს სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემას. (მაგ.: გაზეთს, წიგნს).
• იხსენებს სხვადასხვა პერსონაჟსა და მოქმედებას ნაცნობი წიგნებიდან.
1-2 წელი
• განასხვავებს სურათსა და ნაწერს ერთმანეთისგან.
• ხვდება, რომ სურათი და სიტყვები ავსებს ერთმანეთს.
2-3 წელი
• სურათის აღსაწერად იყენებს სიტყვებს.
• როდესაც მისთვის ნაცნობ წიგნს ვუკითხავთ, შეუძლია წინასწარ თქვას, თუ რა მოხდება შემდეგ.
• რეაგირებს წიგნში მოცემულ სხვადასხვა ემოციურ გამოსახულებაზე (მაგ: მიუთითებს მხიარულ სახეზე).
წერა
1-2 წელი
• თითების საღებავით აკეთებს აღნიშვნებს ქაღალდზე.
• იჭერს ფანქარს მუშტში და ცდილობს ჯღაბნას.
• უნებლიე მონახაზებს აკეთებს ფანქრით, ფუნჯით.
• იღებს საგანს ცერა და საჩვენებლი თითების მარწუხისებურად მოჭერით.
2-3 წელი
• აკეთებს მარტივ მონახაზებს მიზანმიმართულად, ვითომ წერს.
• ხატვისას იყენებს მთელ ხელს (მაჯას, მკლავს).
• ასათაურებს საკუთარ ნამუშევარს ( ყვება, თუ რას ნიშნავს მისი ნამუშევარი).
• ცდილობს გააფერადოს კონტურებით მოცემული ფიგურა ან ნახატი (გასაფერადებლები).
• ცდილობს სწორად დაიჭიროს ხელში სქელი ფანქარი საჩვენებელი და ცერა თითით.
1-2 წელი
• აკეთებს უნებლიე მონახაზებს, ნიშნულებს და
• აჩვენებს სხვებს.
• თითებით აკეთებს აღნიშვნებს ფურცელზე, სილაში, ცომში.
• აინტერესებს გამოიყენოს სხვადასხვა საწერი მასალა (მაგ.: ფანქარი, ფლომასტერი, ფუნჯი, საღებავი).
2-3 წელი
• ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს.
• ხატავს და აჩვენებს თავის ნამუშევარს სხვებს.
• თამაშობს პლასტეილინით, ძერწავს.
Social-Emotional Development
Emotional Development
თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
1-2 წელი
• მიუთითებს საკუთარი სხეულის ნაწილებზე, როდესაც ეკითხებიან (მაგ.: სადა გაქვს ცხვირი?
მაჩვენე შენი ყური!).
• ცნობს და ეძახის საკუთარ თავს სარკეში.
• ირთობს საკუთარ თავს მცირე ხნით, 10-15 წუთით.
• გვაგრძნობინებს, რომ იცის _ სხვები უყურებენ (იმეორებს ან ჰბაძავს რაღაც მოქმედებებს, როდესაც იცის, რომ სხვები უყურებენ).
• რეაგირებს, როდესაც მიმართავენ სახელით.
2-3 წელი
• ცდის საკუთარ შესაძლებლობებს, ამოწმებს, სად გადის აკრძალვებისა და შესაძლებლობების ზღვარი, ილტვის დამოუკიდებლობისაკენ. მაგ., ცდილობს შეასრულოს ის მოქმედება, რომელიც მისთვის უფროსს ადრე აუკრძალავს; ან იმეორებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულების დროს ერთხელ უკვე განიცადა მარცხი.
• ასახელებს საკუთარ სახელს (მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელით).
შედეგი II (EN)
ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)
1-2 წელი
• შეკითხვებზე მარტივი პასუხის გაცემით გვატყობინებს საკუთარ არჩევანს. გვეუბნება `კის~ ან
`არას~ (მაგ., გააკეთებ ამას? შეიძლება ეს ავიღო? გინდა ეს შევინახოთ?).
• იმეორებს მოქმედებას, რათა მიიღოს პასუხი უფროსისაგან.
2-3 წელი
• აკეთებს არჩევანს, რა ტანსაცმელი ჩაიცვას, რა ითამაშოს.
• აქვს გამორჩეულად საყვარელი წიგნი, სათამაშო, მოქმედება და საკვები.
• ჰყავს გამორჩეული თანატოლები, რომლებთანაც უყვარს თამაში.
შედეგი III (EN)
ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)
1-2 წელი
• ასახელებს ოჯახის წევრებს (პასუხობს კითხვაზე: რა ჰქვია ბებიას?).
• ცდილობს თავისი სათამაშოები ჩაყაროს ყუთში.
• იცის ოჯახის წევრების _ მინიმუმ ორის _ სახელი და შეუძლია მიმართოს.
2-3 წელი
• ასახელებს საკუთარ გვარს.
• ცნობს იმ ადგილებს, სადაც ხშირად ხვდება.
• ცნობს და განსხვავებულად ექცევა ნაცნობ თანატოლებს.
• ცდილობს `მიეხმაროს~ უფროსს ალაგებაში.
• სათამაშოებსა და თოჯინებს უახლოესი ადამიანების (ოჯახის წევრების, მეგობრების) სახელებს არქმევს.
• აკუთვნებს თავის თავს ოჯახს.
• თავის თავს მიაკუთვნებს გოგონებს ან ბიჭებს.
1-2 წელი
• მოქმედებს ისე, თითქოს შეუძლია გაუმკლავდეს ახალ ამოცანას ან აქტივობას (მაგ.: ცდილობს დაგავოს იატაკი უფროსებისათვის განკუთვნილი ცოცხით).
• უყურებს უფროსს ახალი აქტივობის განხორციელებისას და იღიმება წარმატების შემთხვევაში.
• იყენებს სიტყვებს: `მე~, `ჩემი~, `ვიცი~, `მე თვითონ~.
• იღიმება, როცა ასრულებს იმას, რითიც ამაყობს.
2-3 წელი
• ცდილობს იზრუნოს საკუთარ თავზე.
• აღიარებს საკუთარ მიღწევებს. გამოხატავს სიხარულს.
• აჩვენებს შესრულებულ ნამუშევარს მომვლელს (ნახატს, აშენებულ კოშკს), რომლისგანაც მოელის წარმატების აღიარებას.
თვითმართვა და თვითგამოხატვა
შედეგი I (EN)
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები
1-2 წელი
• ემორჩილება უფროსის მარტივ მითითებას (წაიღე, მოიტანე, მომეცი, დადე ...).
• უმეტეს შემთხვევაში ცვლის ქცევას უფროსის მოთხოვნის მიხედვით.
2-3 წელი
• შეხსენებისა და დახმარების შემთხვევაში, ითვალისწინებს და ასრულებს მარტივ წესებს და ყოვლედღიურ, ოჯახურ საქმიანობებს (მაგ., იბანს ხელს და ჯდება მაგიდასთან წახემსების დროს, ეხმარება უფროსს სუფრის ალაგებაში ან სხვა საქმიანობებში).
• ითვალისწინებს და იცავს მარტივ წესებს, შეხსენების შემთხვევაში.
• ხვდება, თუ რა შედეგი მოჰყვება წესების დარღვევას.
1-2 წელი
• ეძებს მზრუნველის მხარდაჭერას და ყურადღებას, როდესაც ძლიერი ემოციები იპყრობს.
2-3 წელი
• ასახელებს რამდენიმე გრძნობას, როგორიცაა: სიხარული, წყენა, შიში.
• იწყებს იმპულსების კონტროლს (მაგალითად: ამბობს _ `არა~, როდესაც უწვდიან აკრძალულ ნივთებს. ცდილობს თავი შეიკავოს და ფეხი არ დაადგას იატაკზე დაგდებულ წიგნს).
1-2 წელი
• გამოხატავს ემოციებს, განცდებს ნაცნობი ადამიანების, ცხოველების ან საგნების მიმართ.
• აღიქვამს სხვის მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას).
• სიტყვიერად მიმართავს უფროსს ყურადღების მისაპყრობად.
2-3 წელი
• განასხვავებს თავის განცდებს _ სიხარულს, სევდას.
• სწორად აღიქვამს საკუთარ ემოციებს და იცის, რომ ჩვეულებრივია, ნორმალურია ის, რომ ზოგჯერ მოწყენილობას გრძნობს, ზოგჯერ _ სიხარულს და ზოგჯერ ბრაზდება.
• ამჩნევს და ასახელებს სხვების ემოციებს (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას.).
Social Development
ურთიერთობა უფროსებთან
1-2 წელი
• ბავშვი ამყარებს გამორჩეულ ურთიერთობას ძირითადი მეურვის გარდა კიდევ ერთ უფროსთან, რომელიც რეგულარულად ურთიერთობს მასთან და ეს ურთიერთობა ჰარმონიულია.
• ავლენს უსაფრთხოების შეგრძნებას ახლობელ უფროსებთან, ეძებს მათ, როდესაც ეშინია ან დაწყნარება სურს.
• ეხმაურება უფროსის სიტყვიერ მისალმებას, შეგებებას.
• იმეორებს უფროსის ქცევას _ `ატარებს მანქანას~, `აჭმევს თოჯინას~.
2-3 წელი
• ჰბაძავს უფროსის ქცევას (წიგნს `კითხულობს~ იმ უფროსთან ერთად, რომელიც უკითხავს).
• უსვამს შეკითხვებს.
• სათამაშოდ იწვევს უფროსს, არის თამაშის ინიციატორი, წამომწყები.
• ესაუბრება უფროსს ახლახან დასრულებული საქმიანობის შესახებ.
• ცდილობს ისე მოიქცეს, რომ უფროსს ასიმაოვნოს.
1-2 წელი
• ცდილობს მიიღოს უფროსის დახმარება მოთხოვნის საპასუხოდ (მაშინ, როდესაც თავად ითხოვს).
• პოზიტიურად, კეთილგანწყობით პასუხობს და იღებს უფროსის დახმარებას.
2-3 წელი
• პერიოდულად ამოწმებს მეურვის მზადყოფნას დახმარებისათვის, როდესაც დამოუკიდებლად ან
თანატოლებთან ერთად თამაშობს, რათა თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.
• იწყებს მოქმედებას მომვლელის რჩევით (მაგ., ემორჩილება უფროსის შეთავაზებას _ ჩაალაგოს სათამაშოები ყუთში).
• ემორჩილება უსაფრთხოების წესებს და უფროსის დახმარებით ასრულებს მათ.
• იცის, როდის უნდა ითხოვოს უფროსის დახმარება.
1-2 წელი
• სხვა ბავშვების დანახვისას ამჟღავნებს ინტერესს მათ მიმართ, ცდილობს მიუახლოვდეს და
შეეხოს.
• უხარია, როდესაც იმყოფება სხვა ბავშვების საზოგადოებაში.
• გარკვეული ხანი თამაშობს სხვა ბავშვების გვერდით.
1-3 წელი
• ეხალისება სხვა ბავშვის გვერდით თამაში.
• ზოგჯერ განცალკევდება უფროსისაგან იმისათვის, რომ ითამაშოს მეგობართან ერთად.
• თამაშის დროს ბუნებრივად და თავისთავად ამჟღავნებს კეთილგანწყობას ნაცნობი ბავშვების მიმართ.
• ამჟღავნებს ცნობისმოყვარეობას, როდესაც სხვა ბავშვი ნაწყენია ან რამეს არასწორად აკეთებს.
• თამაშის დროს უფროსის დახმარებით იცავს რიგითობას.
• თამაშის დროს უფროსის დახმარებით გამოართმევს და თვითონაც აძლევს სათამაშოებს
თანატოლებს.
1-2 წელი
• გამოკვეთს, რას ანიჭებს უპირატესობას და რა აქვს განზრახული შეკითხვებზე `კი-არა~
პასუხების მეშვეობით.
2-3 წელი
• განაცხადებს უფლებას საკუთრებაზე _ ამბობს: `ჩემია!~.
• სათამაშოების გამო წარმოქმნილი დავის დროს, ემორჩილება უფროსების ჩარევას, რაც დავის, უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარებას გულისხმობს.
• უფროსის დახმარებით ურთიერთობს სხვა ბავშვებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ადაპტაციური სოციალური ქცევა
1-2 წელი
• მშვიდად თამაშობს სათამაშო მოედანზე ნაცნობი უფროსის თანდასწრებითა და დახმარებით
უცხო ბავშვების გვერდით.
2-3 წელი
• უერთდება მოთამაშე ბავშვების ჯგუფს.
• უფროსის დახმარებით იწყებს რიგითობის დაცვას და განაწილებას.
• იცავს ჯგუფური მოქმედების მარტივ წესებს.
1-2 წელი
• იცის, რომ შეუძლია ითამაშოს ნებადართული ნივთებით, მაგრამ თუ აკრძალულ ნივთს აიღებს, უფროსი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.
• იწყებს იმის გააზრებას, რომ ზოგიერთი ნივთი მას ეკუთვნის, ზოგიერთი _ სხვას. სათამაშოზე
შეუძლია თქვას `ჩემია~, შეუძლია შეასრულოს მითითება: `მოიტანე ბებოს სათვალე!~.
2-3 წელი
• ითვალისწინებს სპეციფიკური ქცევის შედეგებს, მაგრამ შეიძლება არ ესმის, რატომ იწვევს ეს ქცევა ამ შედეგს.
• იცის, რომ ცუდ ქცევას მოჰყვება ნეგატიური პასუხი, უარყოფითი რეაქცია უფროსისაგან.
• სხვის სათამაშოს უბრუნებს პატრონს.
შედეგი III (EN)
ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
1-2 წელი
• შორდება ძირითად მეურვეს, როდესაც იმყოფება სახლის გარეთ, მაგრამ ნაცნობ გარემოში.
• თავს თავისუფლად გრძნობს უცხო გარემოში, როდესაც მის გვერდით ნაცნობი უფროსი იმყოფება, ცდილობს მისი თანდასწრებით შეიცნოს ახალი და უცნობი გარემო.
2-3 წელი
• სვამს კითხვებს გარემოს შესახებ ან იქცევა განსხვავებულად, როცა ახალ გარემოში ხვდება.
• ამჟღავნებს, რომ მარტივად და მშვიდად იცვლის ადგილს ნაცნობ უფროსთან ერთად (ეს იქნება სახლი, ეკლესია, მანქანა, მაღაზია თუ სათამაშო მოედანი).
შედეგი IV (EN)
გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულთა მიმართ.
1-2 წელი
• ამჟღავნებს თანაგრძნობას და-ძმების მიმართ, ცდილობს მიეფეროს, როდესაც ხედავს, რომ რომელიმე ცუდ ხასიათზეა.
2-3 წელი
• იმიტაციური თამაშის დროს ამჟღავნებს თანაგრძნობას (მაგ.: აწყნარებს თოჯინას, რომელიც ვითომ ტირის).
• ასახელებს საკუთარსა და სხვის ემოციებს (სიხარულს, წყენას, შიშს).
• გამოთქვამს, რას შეიძლება გრძნობდეს სხვა ბავშვი (მაგალითად: ანა ცუდ ხასიათზეა იმიტომ, რომ დედამისი ავადაა.).
• გამოხატავს ინტერესს და აღფრთოვანებას ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების მიმართ (მაგ.: უყრის საკენკს ჩიტებს, რწყავს ყვავილს და სხვ.).
3-5 years
Health and Physical Development
Motor Development
მსხვილი მოტორიკა
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
ფეხს ურტყამს ბურთს.
• ისვრის და იჭერს დიდი ზომის ბურთს.
• ძვრება საგნების ქვეშ და სათამაშო გვირაბში.
• ადის კიბეებზე დამოუკიდებლად, ფეხის მონაცვლეობით.
• ხტუნაობს და დგას ცალ ფეხზე 5 წამს, ახტება პატარა საგანს.
• ხტუნაობისას ანაცვლებს ფეხს (ხან ერთ ფეხზე ხტება, ხან _ მეორეზე).
• ატარებს 3-თვლიან ველოსიპედს.
ნატიფი მოტორიკა
ჭამის დროს თავისუფლად იყენებს კოვზსა და ჩანგალს.
• აწყობს მარტივ სურათს ან 8-10 ნაწილისაგან შემდგარ ფაზელსა და მოზაიკას.
• ნიმუშის მიხედვით შეუძლია კუბურებით აშენება.
• ხატავს ფანქრით, ძერწავს, იხატავს გეომეტრიულ ფიგურებს (3 წლის ასკში _ წრეს, 4 წლისა _
ოთხკუთხედს).
• იკრავს დიდ ღილს და ელვას.
• ასხამს წყალს ჭიქაში დოქიდან ისე, რომ არ დაღვაროს.
სენსორულ-მოტორული განვითრება
შედეგი I (EN)
ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად
შესაბამისად რეაგირებს ხმოვან სიგნალებზე (ზარის დარეკვაზე მირბის კარებისკენ).
• თამაშობს წყლითა და ქვიშით.
• უსმენს მუსიკას და ცდილობს იმოძრაოს მის რიტმში.
• შეუძლია ითამაშოს ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინებით.
Physical Development
ფიზიკური აქტივობა
შედეგი I (EN)
ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს
ატარებს ბორბლიან ველოსიპედს, მინიმუმ 3 მეტრის მანძილზე.
• მოკლე მანძილზე ატარებს მსუბუქ საგნებს.
• სიხარულით მონაწილეობს სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში (დარბის, დაცოცავს, დახტის).
Health and Safety
პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
- იცვამს დამოუკიდებლად მცირედი დახმარებით.
• იბანს და იმშრალებს ხელს უფროსის უმნიშვნელო დახმარებით.
• იხოცავს ცხვირს დამოუკიდებლად.
• სვამს წყალს ჭიქიდან დამოუკიდებლად.
• ცნობს ჰიგიენის საშულებებს (საპონს, კბილის ჯაგრისს, შამპუნს, პირსახოცს).
• სარგებლობს ტუალეტით დამოუკიდებლად .
• იხეხავს კბილებს დამოუკიდებლად.
• შეუძლია საკვების მიწოდება და თეფშზე თავისთვის საკმარისი ულუფის გადმოღება.
• Gასხვავებს ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს (იცის, რომ არ უნდა ჭამოს ბევრი ტკბილეული ).
უსაფრთხოება
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისაგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები
• იცის თავისი მისამართი და დაკარგვის შემთხვევაში მისი ცოდნის აუცილებლობა.
• მოთხოვნილებებს თვითონ იკმაყოფილებს ან ატყობინებს უფროსს (როცა სწყურია _ ითხოვს წყალს; თუ სცივა _ იფარებს გადახდილ საბანს).
• ატყობინებს ბავშვებს და უფროსებს, როდესაც საფრთხეს გრძნობს (მაგ.: ,,ნუ ისვრი ქვას!~,
,,ბაჩა ქვას ისვრის!~...).
• ქუჩაზე გადასვლისას თვითონაც იყურება ორივე მხარეს.
• იცავს უსაფრთხოების ძირითად წესებს უფროსის დახმარებით (მაგ., უცნობებთან ურთიერთობისას, ქუჩაზე გადასვლისას და სხვ.).
• იცის, რომ უფროსის გარეშე არ უნდა აიღოს წამლები.
Cognitive Development and General Knowledge
Aesthetics and Culture
შემოქმედების აღქმა და გაგება
• სიამოვნებით უსმენს მუსიკას, ათვალიერებს ნახატებს და სვამს კითხვებს ხელოვნების ქმნილებებზე, ნახატებზე, სიმღერებზე, აინტერესებს შინაარსი.
• უზიარებს შთაბეჭდილებებს სხვა ადამიანებს ხელოვნების იმ სხვადასხვა ფორმის შესახებ, რომლებსაც თავის გარემოში ხვდება (დედა, ნახე რა ლამაზია! _ ამბობს და თან მიუთითებს ნახატზე; რა კარგი მუსიკაა!).
• აკვირდება ნახატს და შეუძლია მარტივად აღწეროს, რა ხატია ან რა არის
• გამოსახული (მაგ.: რა არის დახატული სურათზე? _ გოგონა, მთები, ყვავილები და ა.შ).
• ყურადღებით უსმენს და უყურებს საბავშვო წარმოდგენასა თუ თოჯინურ სპექტაკლს.
შემოქმედებითი თვითგამოხატვა
• მონაწილეობს ჯგუფურ მუსიკალურ აქტივობაში (როგორიცაა: სიმღერა, სიმღერისათვის სხეულის მოძრაობის აყოლება, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა).
• თავისუფლად მონაწილეობს თეატრალიზებულ თამაშებში. მაგ.: შეუძლია ნაცნობი საგნების წარმოდგენა მოძრაობით ან პოზით (პანტომიმა), მარტივი სიუჟეტის გათამაშება.
• იმეორებს ერთი სახის მოქმედებას მრავალჯერ (მაგ.: მთელ ფურცელს ფარავს ერთი ფერით ან ერთნაირი ფორმებით, მაგ., წრეებით).
• ქმნის სქემატურ ნახატებს და ხშირ შემთხვევაში ეს ნახატი ჰგავს ნაგულისხმევ საგანს, ამასთან, დიდი რაოდენობით იყენებს სხვადასხვა ფერს.
• იწყებს მარტივი ფორმების გამოძერწვას პლასტილინით ან თიხით.
ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
• მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების დაგეგმვაში.
• თავისი ინიციატივით ეხმარება უფროსებს.
• ზრუნავს და ეხმარება თავის უმცროს და-ძმას.
• იცის საკუთარი ოჯახის ისტორია (ცნობს ოჯახის წევრებს სურათზე, იცის მათი პროფესიები, ხატავს ოჯახურ პორტრეტებს).
• თეატრალიზებული თამაშის დროს წარმოადგენს სხვადასხვა ოჯახურ ტრადიციას.
• იცის რომ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა წესი მოქმედებს (თეატრში, საბავშვო ბაღში, ოჯახში და სხვა).
• ცდილობს იმღეროს სახელმწიფო ჰიმნი.
• ასახელებს მოქმედი პრეზიდენტის სახელს.
• წარმოსახვით თამაშებში ასახიერებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანს (მძღოლს, ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, გამყიდველს).
• იცის, რომ უფროსები შესრულებული სამუშაოსათვის იღებენ გასამრჯელოს და ამის საშუალებით ყიდულობენ სხვადასხვა ნივთს ან სარგებლობენ გარკვეული მომსახურებით.
• შეუძლია ფულის ერთეულის დასახელება (ლარის, თეთრის).
შედეგი III (EN)
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას
• ყვება ეროვნულ ხალხურ ზღაპრებს.
• ცნობს ეროვნულ მუსიკას, ცეკვას, საკვებს, ტანსაცმელს.
• მონაწილეობს ეროვნულ-ტრადიციულ დღესასწაულებში (რთველში, ჩურჩხელების ამოვლებაში).
• სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვების ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის შესახებ.
• ყურადღებით ისმენს სხვა ერების ლეგენდებს, ზღაპრებს, სიმღერებს.
Nature and Technologies
ბუნება
• შეუძლია მარტივად მოყვეს, თუ როგორ იზრდება და იცვლება, მაგ., მცენარე, ცხოველი.
• შეუძლია განასხვაოს ე.წ. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, მათ თავისებურებებზე დაყრდნობით (მაგ.: სუნთქავს, მოძრაობს, იზრდება).
• შეუძლია შინაური და გარეული ცხოველების, ფრინველების დასახელება; ხილის, ბოსტნეულის ჩამოთვლა; მცენარეების ან ცხოველების შედარება თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მაგ.: ნაძვის წიწვებისა და ჭადრის ფოთლების შედარება, მათ შორის განსხვავების დანახვა და მითითება).
• სვამს შეკითხვებს ცხოველების, მცენარეების ზრდისა და ცვლილებების შესახებ (მაგ., რატომ გაყვითლდა ხეზე ფოთოლი?).
• შესაბამისი სიტყვების გამოყენებით შეუძლია ისაუბროს წელიწადის დროებზე და აღწეროს მათთვის დამახასიათებელი ამინდი (მაგ.: მზიანი, წვიმიანი, თოვლიანი).
• აინტერესებს ბუნებაში არსებული ისეთი საგნები, როგორიცაა: ქვა, ქვიშა, წყალი და ა.შ.
თამაშობს ხშირად, შეისწავლის მათ თავისებურებებს.
• ცნობს და ყურადღებას აქცევს იმ საგნებსა და მოვლენებს, რომლებიც გარემოს აბინძურებს ან აზიანებს (მაგ.: კვამლს, ნაგვად დაყრილ მინის ტარას, პლასტიკატს). ემორჩილება უფროსის იმ მითითებებს, რომელიც გარემოს უფრთხილდება.
• განასხვავებს ადამიანის ქმედებებიდან რომელი არის გარემოსათვის უსაფრთხო და რომელი საფრთხის შემცველი (მაგ., ნაგვის დაყრა აზიანებს მცენარეებს; მოვლა ხელს უწყობს ზრდას).
• მონაწილეობს რაიმე მოწყობილობის ან მასალის წვიმისაგან ან ბუნების სხვა მოვლენისაგან დაცვაში.
• ცნობს თავის ჩვეულ გარემოს (მაგ.: საკუთარ სახლსა და სხვა ნაცნობ ადგილებს ცნობს მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით).
• ამჟღავნებს, რომ იცის, რა კავშირია სხვადასხვა საგნებს შორის (მაგ.: ძროხა გვაძლევს რძეს).
ტექნოლოგია
• საუბრობს ტელეფონზე ახლობელ ადამიანებთან.
• იყენებს ტელევიზორს, მუსიკალურ ცენტრს ელემენტარულ დონეზე (ჩართვა-გამორთვა, ხმის აწევ-დაწევა).
• აქრობს შუქს, თუ ოთახში არავინ არის.
Development of Quantitative Imaging
რიცხვები და ანგარიში
• ასახელებს ციფრებს 10-მდე. იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში
(მასწავლებელთან ერთად ითვლის ბავშვებს, რომელთაც ასწიეს ხელი).
• შეუძლია სხვადასხვა საგნის შედარება (მაგ.: ესმის, რას ნიშნავს ყველა, არც ერთი, ბევრი, ცოტა, ტოლი).
• იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველღიურ ცხოვრებაში, ითვლის ბურთების რაოდენობას ყუთში.
• იცის, რომ რიცხვი აღნიშნავს რაოდენობას (მაგ.: იღებს სამ ვაშლს ყუთიდან).
• განასხვავებს ასოებს ციფრებისაგან.
გაზომვა
შედეგი I (EN)
ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე
• შესაბამისად იყენებს ზომის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: დიდი კენჭი, პატარა კენჭი).
• ადარებს სხვადასხვა საგნის ზომებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება (მაგ. აწყობს სხვადასხვა ადამიანის ფეხსაცმელს გვერდიგვერდ იმის სანახავად, თუ რომელია გრძელი).
• საგანთა მიწოდებული წყვილიდან ახდენს დიდი ან პატარა, მძიმე ან მსუბუქი, გრძელი ან მოკლე საგნების დასახელებას და აფასებს ზომას (მაგ.: `მე უკვე ვწვდები ყვითელ თაროს”).
• შეუძლია მიუსადაგოს საგნები ერთმანეთს (მაგ.: მისალოცი ბარათი და კონვერტი).
კანონზომიერების დადგენა
• შეუძლია ობიექტი მიაკუთვნოს რომელიმე კატეგორიას (მაგ.: ძაღლები, კატები, და ძროხები ცხოველებია).
• შეუძლია პირამიდის აწყობა (საუბარია სხვადასხვა ზომის ერთნაირ ფიგურებზე, რომელთა
თანმიმდევრული დაწყობით იგება პირამიდა).
• შეუძლია ნიმუშით სარგებლობა – ხატვის ან ძერწვის დროს (მაგ., წრის ან ოთხკუთხედის გადახატვა; ბურთის ან ჩურჩხელის გამოძერწვა).
• ასახელებს და ცნობს წრეს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს.
• აკვირდება კუბურას, ბურთს და ხვდება, რომ ერთი უფრო ადვილად გორავს, ვიდრე მეორე.
• გამოარჩევს არაგეომეტრიულ ფორმებს ბუნებაში (მაგ. ღრუბელი არ ჰგავს არც სამკუთხედს, არც კვადრატს და ა.შ.)
Implications of Associations Among Phenomena
დრო
• შეუძლია თანამიმდევრულად მოყვეს, თუ როგორ მიმდინარეობდა რაიმე მარტივი ამბავი ან მოვლენა.
• მეტყველებაში იყენებს დროსთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ.: დღე და ღამე, დილა, საღამო).
• ბავშვი იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მიუთითებს წარსულის შესახებ მის ცოდნაზე (მაგ.:
`მე რომ პატარა ბაია (ანუ ჩვილი) ვიყავი...”).
სივრცე
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის თუ გარემოს ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა
• თამაშის დროს ცდილობს გაიმეოროს არსებული რეალობა. (მაგ.: ქვიშისაგან აკეთებს მთას და მასზე გზა გაჰყავს).
• იცის, თუ რომელი საგანი რომელ ადგილას უნდა განთავსდეს დანიშნულების მიხედვით (მაგ.:
გაზქურა _ სამზარეულოში, საწოლი _ საძინებელში, ხე _ პარკში).
• საუბარში იყენებს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: `ახლოს”;
`შორს”; `ზემოთ”; `ქვემოთ”; `გვერდით”.
• იცის იმ ქალაქისა თუ სოფლის სახელი, სადაც ცხოვრობს.
• იცის, რომ გზებს თავიანთი საგზაო ნიშნები და სახელები აქვთ და სახლებს კი _ ნომრები.
• შეუძლია ფურცელზე ორიენტირება (ასრულებს ინსტრუქციას: დახატე ზემოთ მზე, გვერდით _ ღრუბელი და ქვემოთ _ ბალახი).
მიზეზშედეგობრიობა
• შეუძლია იმ საგნების ამოცნობა და განსაზღვრა, რომელთა ზეგავლენა სხვა საგნებზე
თვალსაჩინოა (მაგ.: `ლურჯი საღებავის წყალში შერევით წყალმა ლურჯი ფერი მიიღო”).
• შეუძლია ივარაუდოს რაიმე ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგი (მაგ.: ღამე, როდესაც
შუქს ჩავაქრობ, დაბნელდება).
• სვამს შეკითხვას `რატომ?”, რითიც ცდილობს გაარკვიოს, გაიგოს, თუ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, ან რა აკავშირებს მას ამა თუ იმ მოვლენასთან (მაგ.: `ამას როცა ვაკეთებ, ეს რატომ ხდება?”).
Approaches to Learning
Motivation
ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
• სვამს შეკითხვებს, რათა მიიღოს ინფორმაცია მოვლენების შესახებ და გაიგოს, როგორაა მოწყობილი სამყარო, ანუ ითხოვს ამა თუ იმ მოვლენის გასაგებად ახსნას (მაგ: რატომ ანათებს მზე?).
• ინტერესდება, ატარებს `ექსპერიმენტებს~, რათა თვითონ გაერკვეს ზოგიერთი მოვლენისა და საგნის არსში, ცდილობს მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას და ამისათვის სხვადასხვა ხერხს იყენებს.
• გამოკვეთს იმ სფეროს, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებს (მაგ.: დინოზავრებს, სატვირთო მანქანებს, შინაურ ცხოველებს და ა.შ.).
ინიციატივა და დამოუკიდებლობა
• უერთდება უკვე დაწყებულ თამაშს და ეძებს საკუთარ როლს (ადგილს).
• თამაშის დროს შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს როლი.
• შეხსენების ან თხოვნის გარეშე, თვითონ სთავაზობს უფროსს დახმარებას ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგიდის ალაგებასა თუ ოთახის დალაგებაში).
• მოიპოვებს მასალას თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად (მაგ.: აპლიკაციის გასაკეთებლად ეძებს ფერად ფურცლებს).
• შემოთავაზებული მასალიდან დამოუკიდებლად ირჩევს, რომელი გამოიყენოს (მაგ., პასტელებით
ხატოს, თუ ფანქრებით).
Learning Skills
ყურადღების კონცენტრაცია
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.
• აგრძელებს საქმიანობას 5-15 წუთის განმავლობაში; უბრუნდება დაწყებულ საქმიანობას, რომელიც შეაწყვეტინეს (მაგ. კუბებით შენებას ან ხატვას).
• აგრძელებს მცდელობას, რათა შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება და გადაჭრას ამოცანა წარუმატებლობის შემთხვევაშიც.
• ჭამის დროს მეტწილად ზის მშვიდად, არ ცელქობს.
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
• იყენებს ფანტაზიას, იგონებს ახალ თამაშებს, თამაშის დროს იყენებს ახალ შინაარსებს.
• თხზავს სიმღერას, ამბავს, სიტყვებს.
• თამაშობს წარმოსახვით თამაშებს _ სახლობანას, მაღაზიობანას და ა.შ.
• სხვადასხვა საგნების კომბინაციით ქმნის რაღაც ახალს (მაგ., აწყობს კარავს მაგიდის ქვეშ
ზეწრისა და გადასაფარებლის გამოყენებით).
პრობლემის გადაჭრა
• პრობლემის გადასაჭრელად თანატოლების ან უფროსებისგან ითხოვს დახმარებას.
• პრობლემის გადასაჭრელად ეძებს სხვადასხვა გზას და საბოლოოდ ირჩევს ერთს.
• შეუძლია ქცევის შეცვლა ახალი ინფორმაციის და გამოცდილების შესაბამისად (მაგ., ბლოკებით
კოშკის აგებისას ცვლის სტრუქტურას, როდესაც ხედავს, რომ ენგრევა).
• წყვეტს ამოცანას, აწყობს 10-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.
აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
• შეუძლია იმ საგნის ან პიროვნების დაწვრილებით აღწერა, რომელსაც იმ მომენტში ვერ ხედავს (მაგ., ბავშვი აღწერს, რომ ძაღლი, რომელსაც ჰქვია ჯერი, არის შავი და ყეფს. აქვე იგი ხელებით აჩვენებს, თუ რა ზომისაა ჯერი).
• როლურ თამაშებში სათამაშოს იყენებს როგორც ნამდვილ, რეალურ საგანს (მაგ.: საუბრობს სათამაშო ტელეფონით, როგორც ნამდვილით).
• შეუძლია წარმოადგინოს საგნები, ობიექტები, ნახატების, სამგანზომილებიანი კონსტრუქციების საშუალებით.
• შეუძლია ახსნას თავისი ნახატის შინაარსი.
• შეუძლია ჩაერთოს უფრო კომპლექსურ წარმოსახვით თამაშებში (მაგ., რაღაც კონკრეტულ თემაზე აგებულ თამაშში, რომელშიც მრავალი მონაწილეა და განსხვავებული სიტუაციები თამაშდება).
• აინტერესებს ზღაპრისა და ფილმის გმირები რეალურები (ნამდვილნი) არიან თუ არა.
• შეუძლია დააკავშიროს ზღაპრის ან ფილმის გმირები რეალურ ადამიანებთან.
გააზრება და ინტერპრეტაცია
• საუბრის დროს იხსენებს იმ რეალურ მოვლენებს, რომლებიც წარსულში მოხდა, მაგ., ბავშვი იხსენებს ნივთის მფლობელს, როცა ხედავს ამ ნივთს.
• ფიქრობს ხმამაღლა და მსჯელობს მიმდინარე სიტუაციის, მოვლენის შესახებ.
• ცდილობს პრობლემის გადამუშავებას წარმოსახვაში.
• სანამ დაიწყებს პრობლემის მოგვარებას, ცდისა და შეცდომის მეთოდით ცდილობს წინასწარ გაიაზროს მოქმედება.
კრიტიკული აზროვნება და კვლევა
• აკვირდება ბუნების მოვლენებს (მაგ., სვამს კითხვას: რატომ წვიმს?).
• სწორად აღიქვამს და განასხვავებს ხუთივე შეგრძნებას: გემოს, შეხებას, ყნოსვას, სმენას, მხედველობას (მაგ.: ხედავს, რომ შაქარი არის თეთრი, შეიგრძნობს, რომ მას ტკბილი გემო აქვს და სხვ.).
• იყენებს სტანდარტულ იარაღს გარემოს გამოსაკვლევად (მაგ.: გამადიდებელ შუშას (ლუპას), მაგნიტს და სხვ.).
• აკვირდება უფროსების ცდებს და აღწერს თავის დაკვირვებას (მაგ., მასწავლებელმა შეურია ორი ფერის საღებავი, ბავშვი ამბობს: `ყვითლისა და ლურჯის შერევით მივიღებთ მწვანეს~).
• შეუძლია მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა, აღნიშვნა (მაგ.: საგანთა გროვიდან მსგავსი ფერის საგნების ამორჩევა ან ერთი ფერის საგნების დასახელება).
• უფროსის დახმარებით ადარებს სხვადასხვა გამოცდილებას (მაგ.: შეუძლია გაიხსენოს და
შეადაროს, თუ როგორ ითამაშა ორ სხვადასხვა მეგობართან ერთად სხვადასხვა დროს).
• ადარებს ზღაპრის მოვლენებს ან მოთხრობის პერსონაჟებს ერთმანეთს.
Speech Development
Speech
მოსმენა და ზეპირი მეტყველება
• სწორად აკავშირებს ზედსართავს შესაბამის ერთეულთან (მაგ.: როდესაც ესმის სიტყვა
`მაღალი~ _ მიუთითებს მაღალ შენობაზე).
• თავისუფლად შეუძლია შეტყობინების გადაცემა.
• სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.
• ესმის სივრცითი მიმართებების გამომხატველი სიტყვებისა და თანდებულების (შიგნით, გარეთ, ზემოდან, ქვეშ) მნიშვნელობა.
• ესმის 1500-ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა.
შედეგი II (EN)
ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას ,თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება)
• ყოველდღიურად მდიდრდება მისი სიტყვათა მარაგი.
• იყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს ემოციებს (მაგ.: შიშს, სიხარულს). შეუძლია
შესაბამისი მიმიკის გამოყენება.
• იყენებს განსაზღვრების და გარემოების აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: `ჩქარა გაიქცა~ ან `კარგი მოთამაშე~).
• მეტყველებს მარტივი და მარტივი გავრცობილი წინადადებებით.
• დამოუკიდებელად სვამს შეკითხვებს ინფორმაციის მისაღებად / დასაზუსტებლად.
• სწორად იყენებს ქვემდებარის ბრუნვას, ათანხმებს არსებითსა და ზედსართავ სახელებს ბრუნვასა და რიცხვში.
• მოყოლის დროს შეუძლია რამდენიმე წინადადება დააკავშიროს ერთმანეთთან.
• თავისუფლად შეუძლია შეტყობინების გადაცემა.
• ბავშვს შეუძლია მოკლე გამოგონილი ისტორია ან წარსულში მომხდარი ამბავი მოყვეს უფროსის დახმარებით.
• იმისათვის, რომ პასუხი მიიღოს, სვამს კითხვებს: რატომ? როდის? როგორ?
• ზღაპრიდან, მოთხრობიდან გამოყოფს და იმეორებს მისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ფრაგმენტს.
• ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს, სანამ ის არ დაამთავრებს სათქმელს.
• სწორად აღიქვამს არასიტყვიერ ნიშნებს: სახის გამომეტყველებასა და ჟესტებს (მაგ.:
მოსაუბრეს სახეზე აწერია უკმაყოფილება, სიამაყე).
• ასრულებს მარტივ, ერთსაფეხურიან ინსტრუქციას.
• უსმენს სიმღერას და ცდილობს გაიმეოროს დაბოლოებები.
• აინეტერესებს საგნების ქართული დასახელება და მშობლიურ ენაზე სვამს მარტივ კითხვებს მათ შესახებ.
• უფროსის დახმარებით და ჟესტების გამოყენებით შეუძლია ურთიერთობის დამყარება ყოველდღიური საქმიანობის დროს.
• ეთამაშება ქართველ თანატოლებს.
Literacy
კითხვა
• განასხვავებს მსგავსი ჟღერადობის მქონე სიტყვებს (მაგ.: სკამი და სამი).
• შეუძლია უფროსის დახმარებით სიტყვის პირველი მარცვლის დასახელება (მაგ.: სიტყვა
`დათვი~ იწყება `და~-თი და ა.შ.).
• ასახელებს სიტყვას, რომელიც იწყება თქვენ მიერ შეთავაზებული ასო-ბგერით.
შედეგი II (EN)
ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა
• წარმოსახვითი თამაშისას იყენებს წიგნებს, ვითომ თავის `შვილს ზღაპარს უკითხავს~.
• იმახსოვრებს ფრაზებს საყვარელი წიგნებიდან.
• როდესაც სთხოვენ, გამოარჩიოს რომელია მისი საყვარელი საგანი/სათამაშო, ხშირ
შემთხვევაში ირჩევს წიგნს.
• ასახელებს, `კითხულობს~ თავისი საყვარელი წიგნის სათაურს.
• შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი, მოთხრობის რომელი ნაწილი მოეწონა და რომელი _ არა.
• ცნობს ისეთ ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება (მაგ.: წარწერას _
`ღიაა~).
შედეგი III (EN)
ბავშვს ესმის, რომ ბეჭდურ გამოცემებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
• დამოუკიდებლად ათვალიერებს წიგნებს, ჟურნალებსა და სხვა ბეჭდურ გამოცემებს.
• შეუძლია სხვადასხვა ნიშანი და სიმბოლო აღიქვას, როგორც ინფორმაციის წყარო
• (მაგ.: იცის, რას ნიშნავს საზოგადოებრივ ტუალეტებში ქალების ტუალეტის კარზე `ქ~ და მამაკაცებისაზე _ `მ~ აღნიშვნები).
• წარმოსახვითი თამაშის დროს, თამაშობს `მასწავლებლობანას~, ასწავლის კითხვას ბავშვებს;
`მზარეულობანას~ თამაშის დროს იყენებს რეცეპტების კრებულს.
• შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელი პერსონაჟია ზღაპრის მთავარი გმირი.
• შეუძლია გამოიგონოს, შეცვალოს ზღაპრის დაბოლოება.
• ასათაურებს თავის ნახატებს მარტივი მონასმებით (ასოებს მიმსგავსებული ხაზებითა და რკალებით _ შტრიხებით).
• ზეპირი მეტყველებისას იყენებს სიმბოლოებსა და ნახატებს, როგორც თვალსაჩინოებას.
• აცნობიერებს, რომ წიგნის წაკითხვისას ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები უკავშირდება ნაბეჭდ ტექსტს.
• შეუძლია განასხვაოს ერთმანეთისაგან ასოები და რიცხვები.
• ცნობს რამდენიმე ასოს.
წერა
• იცის, როგორ დაიჭიროს და მოიხმაროს ესა თუ ის საწერი საშუალება.
• ხატვისას/წერისას იღებს მისთვის მოხერხებულ, კომფორტულ პოზას.
• დამოუკიდებლად შეუძლია წერტილებით მარტივი კონტურის გამოსახვა.
• შეუძლია ძირითადი გეომეტიული ფიგურების (წრის, ოთხკუთხედის) დახატვა.
• თამაშისას იყენებს ე.წ. წარმოსახვით წერას.
• შეუძლია საკუთარი სახელის მიმსგავსება ნიმუშისათვის.
• შეუძლია განასხვაოს ნაბეჭდი და ნაწერი.
• ცდილობს გაიმეოროს, გადაიხატოს სიმბოლოები, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.
• ხმამაღლა გამოთქვამს საკუთარ იდეებს, აზრებს და ამის ჩაწერას სთხოვს უფროსებს.
• უფროსებს სთხოვს წააწერონ მის მიერ შესრულებულ ნამუშევარს.
• უფროსს სთხოვს დაუწეროს სიტყვები (მაგ.: აჩვენოს, როგორ იწერება მისი სახელი).
Social-Emotional Development
Emotional Development
თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
• მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელითა და გვარით.
• ირჩევს ინდივიდუალურ აქტივობას (მაგალითად, ხატავს ან თავსატეხს აწყობს.)
• თამაშისას განსხვავებული საგნების ან არსებების განსახიერებას ცდილობს (სახლობანას
თამაშისას _ დედაა,შვილია, მძღოლია, ძაღლია და ა.შ.).
• ახასიათებს საკუთარ თავს როგორც მთლიან პიროვნებას, რომელსაც აქვს აზრები, სხეული და
შეგრძნებები.
• აღწერს ოჯახს და ესმის, რომ მისი წევრები გარკვეულ ერთობას ქმნიან.
შედეგი II (EN)
ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)
• გამოთქვამს თავის სურვილს და ასახელებს არჩევანს.
• ატარებს ექსპერიმენტს, ანუ ცდის და ამოწმებს საკუთარ თავს, შესწევს თუ არა უნარი ახალი მოქმედებების განსახორციელებლად, ასევე იქცევა შეზღუდვების მიმართ, აინტერესებს და ცდილობს გაარკვიოს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი.
• არჩევს დამოკიდებულებას `მომწონს – არ მომწონს~ და შეუძლია ახსნას _ რატომ, ანუ ახსნას მიზეზი.
• აღწერს საკუთარ ძირითად ფიზიკურ მახასიათებლებს (გარეგნობას).
• აფასებს საკუთარ მდგომარეობას და შეუძლია სიტყვიერად გამოთქვას (მაგ., მშია, მეძინება).
შედეგი III (EN)
ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)
• თავის თავს აკუთვნებს ოჯახს, ამბობს: `ჩემი ოჯახი~.
• როლურ თამაშებში ხშირად ასახიერებს ოჯახის სხვადასხვა წევრს (მაგ.: დედას, მამას, და-ძმას).
• ხატავს ოჯახურ პორტრეტს.
• ამჩნევს, ვინ არ ესწრება ყოველდღიური ყოფის ამსახველ ამა თუ იმ მოვლენას (მაგ., საუზმობისას ამჩნევს, რომ მამა არ ზის მაგიდასთან).
• იცის, ვინ არიან მისი მეზობლები, ბაღელები.
• იცის საკუთარი წარმომავლობა; ან: იცის, ვინ არის წარმოშობით.
• სთხოვს სხვებს, გაეცნონ მის შემოქმედებას (მაგ., სთხოვს ნახონ მისი ნახატი).
• გამოხატავს აღფრთოვანებას უნარ-ჩვევის დაუფლების გამო (მაგ., ამბობს: `უკვე შემიძლია მე
თვითონ ვიქანაო საქანელაზე!”).
• ამჟღავნებს, რომ იცნობს თავის შესაძლებლობებს (მაგ.: ამბობს: `მე შემიძლია სასრიალოს წვერზე ავცოცდე~).
• გამოხატავს საკუთარ აზრსა და მოლოდინს.
• Aაქტიურად `ფანტაზიორობს~, ზოგჯერ ვერ განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან (მაგ., `მე გუშინ დათვი დავიჭირე~).
თვითმართვა და თვითგამოხატვა
შედეგი I (EN)
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები
• მონაწილეობს მარტივ საქმიანობებსა და მოქმედებებში დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილით (მაგ., წახემსების შემდეგ ეხმარება უფროსს მაგიდის ალაგებაში).
• იცავს მარტივ წესებს შეხსენების გარეშე (მაგ., იბანს ხელს ჭამის წინ).
• ავლენს მასალების მიზნობრივად, ფაქიზად და ცივილიზებულად გამოყენების მზარდ უნარს; იჩენს მეტ სიფრთხილეს, კარგად ესმის საგნების დანიშნულება და იცის მათი გამოყენება (მაგ., არ ერთობა წიგნის დახევით).
• დღის განრიგში ცვლილებები არ აფრთხობს და ამის გამო არ ჭირვეულობს.
• იცის რა იქნება შემდეგ, რადგან დღის განრიგი მეორდება.
• კონსტრუქციულად გამოხატავს ძლიერ ემოციებს.
• ასახელებს საკუთარ ემოციებს (მაგალითად: `მე დღეს კარგ ხასიათზე ვარ~) და ცდილობს გააკონტროლოს საკუთარი თავი უფროსის მცირე დახმარებით.
• ძლიერი განცდების შემდეგ ცდილობს დაწყნარდეს და იღებს უფროსის დახმარებას (მაგალითად: როდესაც გაბრაზებულია, მიდის წყნარ ადგილას ან მოაქვს საყვარელი წიგნი წასაკითხად).
• ჯგუფური საქმიანობის დროს ელოდება თავის რიგს (იცავს რიგითობას, ამჟღავნებს მოთმინებას).
• უფროსის მიერ ორგანიზებულ თამაშში იცავს წესებს და ელოდება თავის რიგს.
შედეგი III (EN)
ბავშვი შესაბამისად გამოხატავს სხვადასხვა ემოციას (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს).
• ასახელებს და საუბრობს საკუთარი გრძნობებისა და განცდების შეახებ.
• იყენებს წარმოსახვით თამაშს იმისათვის, რომ სწორად გაიგოს სხვისი განცდები და შესაბამისად გამოეხმაუროს.
• სახის გამომეტყველება შეესაბამება მის მსჯელობასა და გამოხატულ ემოციებს.
Social Development
ურთიერთობა უფროსებთან
• ცდილობს განცალკევდეს, მოშორდეს მისთვის ახლობელ უფროსებს ძლიერი შფოთვის გამომჟღავნების გარეშე.
• აძლევს საშუალებას უფროსს, რომ დაეხმაროს დავალების შესრულებაში.
• მისთვის ახლობელი უფროსების მიმართ ამჟღავნებს სიყვარულს.
• საკუთარი ინიციატივით სთავაზობს უფროსს, რომ ეს უკანასკნელი დაეხმაროს მას.
• ამბობს რას განიცდის უფროსების მიმართ (მაგ., მე მიყვარს ბებო).
• ინფორმაციის მისაღებად ხშირად უსვამს კითხვებს უფროსს.
• ემორჩილება უფროსის მითითებებს.
• უფროსის ყურადღებას ამახვილებს პრობლემურ სიტუაციაზე.
• იღებს რჩევებს ნაცნობი უფროსისაგან.
ურთიერთობა თანატოლებთან
• ამჟღავნებს, რომ სიამოვნებს სხვა ბავშვებთან თამაში.
• არის სხვა ბავშვებთან ერთობლივი მოქმედების ინიციატორი, წამომწყები.
• ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ერთ ბავშვთან მაინც.
• უფროსის დახმარებით შეუძლია თანატოლებისათვის სათამაშოებისა და სხვა საგნების განაწილება, გაყოფა.
• იცავს თამაშის წესებს (მაგ., რიგითობას თამაშის დროს).
• უფროსის დახმარებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა ბავშვებთან ერთად.
• შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში.
• პოზიტიურად ეპყრობა სხვა ბავშვებს.
• უფროსის დახმარებით უნაწილებს მასალებს, სათხოვებლად იმეტებს და უცვლის სხვადასხვა ნივთსა თუ სათამაშოს თანატოლებს, თამაშის დროს იცავს რიგითობას.
• იყენებს მარტივ და განსხვავებულ სტრატეგიებს პრობლემის გადასაჭრელად (მაგ.: ითხოვს უფროსის დახმარებას, როდესაც მას არ რთავენ ნებას ითამაშოს ან ხელს უშლიან თამაშში).
• უფროსის დახმარებით აწარმოებს, მართავს მოლაპარაკებას სხვა ბავშვებთან პრობლემის გადასაჭრელად.
• შეუძლია საკუთარი პოზიციის ახსნა.
ადაპტაციური სოციალური ქცევა
• ერთვება ჯგუფურ თამაშებში, ასრულებს სხვადასხვა როლს (ლიდერის ან რიგითი მონაწილის).
• შეუძლია რამდენიმე ახლობელ ადამიანს გაუზიაროს თავისი განცდები (მაგ., კითხვაზე, რატომ ზიხარ ასე მობუზული, შეუძლია უპასუხოს: ირაკლიმ მითხრა _ შენი დედა აღარ მოვა, აქ დაგტოვებსო).
• სიახლის მიმართ გამოხატავს ინტერესს, სვამს კითხვებს, ცდილობს გამოსცადოს საკუთარი
თავი ახალ საქმეში.
• ავლენს, რომ მისთვის გასაგებია კავშირი ორ მოქმედებას შორის.
• აღწერს შემთხვევას, როდესაც მისი ქცევა საფუძვლად უდევს, განაპირობებს სხვის საქციელსა და ემოციას (მაგ.: ლუკას ეწყინა, როდესაც მე უარი ვუთხარი დაჭერობანას თამაშზე).
• აღწერს (აღნიშნავს და ყვება) სხვა ბავშვის კარგ საქციელს.
• მოითხოვს, რომ სხვებმაც დაიცვან წესი (მაგ., დედამ დადოს სათამაშო ჩვეულ ადგილას).
• გულწრფელად პასუხობს შეკითხვებზე, არ ცდილობს უფროსის მოტყუებას.
შედეგი III (EN)
ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
• შეუძლია შეუერთდეს სხვადასხვა თამაშით დაკავებულ ბავშვების ჯგუფს.
• უფროსის ხელმძღვანელობით უმტკივნეულოდ გადადის ერთი მოქმედებიდან მეორეზე, იქცევა გარემოების შესაბამისად.
• უსადაგებს ქცევას სხვადასხვა გარემოს (ბავშვი იქცევა იმის მიხედვით, თუ სად იმყოფება _
სახლში, სათამაშო მოედანზე თუ ბაღში.)
შედეგი IV (EN)
გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ.
• ამჩნევს და ყურადღებით აკვირდება სხვა ბავშვის ემოციებს.
• მოთხრობის გმირებზე საუბრისას, შეუძლია დაასახელოს მათი განცდები.
• უფროსის დახმარებით ცდილობს დააწყნაროს თანატოლი, რომელიც ნაწყენია ან ცუდად არის.
• წარმოსახვითი თამაშის დროს გამოხატავს განცდებს.
• არ დასცინის იმას, ვინც რაიმე ნიშნით განსხვავებულია.
• თამაშში რთავს განსხვავებული სქესის, წარმომავლობისა და შესაძლებლობის ბავშვს.
• ზრუნავს, რომ არ განადგურდეს მცენარე, ყვავილი და სხვა ცოცხალი არსება. მათ კეთილად, ყურადღებითა და მზრუნველობით ეპყრობა.
5-6 years
Health and Physical Development
Motor Development
მსხვილი მოტორიკა
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
• სწორ ხაზზე (შეიძლება იყოს ფიცარი ან დახაზული ხაზი) მოძრაობისას ინარჩუნებს წონასწორობას.
• დიდი ზომის ბურთს ურტყამს ფეხს და აძლევს სასურველ მიმართულებას.
• ინარჩუნებს წონასწორობას ბრუნვის, ტრიალის დროს.
• შეუძლია ცალ ფეხზე დგომა 30 წამის განმავლობაში და მეტხანს.
• შეუძლია ჩამოხტეს დაბალი სიმაღლიდან.
• კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის დროს უჭირავს სათამაშო ერთ ან ორივე ხელში.
ნატიფი მოტორიკა
• პლასტილინისა და თიხისაგან აკეთებს მარტივ ფიგურებს (მაგ.: ადამიანს, ყვავილსა და ქოთანს და სხვ).
• აგებს მცირე ზომის მძივს ძაფზე.
• შეუძლია სპეციალური მაკრატლით ქაღალდისაგან მარტივი ფიგურების გამოჭრა, აპლიკაციის გაკეთება.
• იხატავს გეომეტრიულ ფიგურას (მაგ.: სამკუთხედს, კვადრატს).
• ქაღალდისაგან აკეთებს მარტივ საგნებს (მაგ.: თვითმფრინავს).
• შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა და რამდენიმე ასოს და ციფრის გადმოწერა (5 ასოსი და ციფრისა).
• დახმარებით იკრავს ფეხსაცმლის თასმას.
სენსორულ-მოტორული განვითრება
შედეგი I (EN)
ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად
• იჭერს დიდი ზომის ბურთს, რომელიც ესროლეს 3 მეტრის მანძილიდან.
• მოსწონს აქტიური თამაშები, რომელთაც აქვთ თავიანთი წესები (მაგ.: დახუჭობანა, დაჭერობანა და ა.შ.).
• მოაქვს წყალი ჭიქით ისე, რომ არ დაეღვაროს.
• თამაშის დროს მუსიკალურ და ხმოვან ნიშნებზე ადეკვატურად, შესაბამისად რეაგირებს _ ჩერდება ან აგრძელებს მოძრაობას.
Physical Development
ფიზიკური აქტივობა
შედეგი I (EN)
ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს
• იმეორებს და სწავლობს ახალ მოქმედებას.
• ყოველდღიურად მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში (ცეკვავს, თამაშობს სპორტულ თამაშებს
_ ,,ლახტს~, ,,წრეში ბურთს~ და სხვ.).
• ფიზიკურ აქტივობაში ერთვება მინიმუმ 30 წუთით დღეში.
Health and Safety
პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
• დამოუკიდებლად იბანს ხელს ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, დაბანისას არ ისველებს ტანსაცმელს.
• იცვამს და იხდის დამოუკიდებლად.
• ამინდის მიხედვით არჩევს ტანსაცმელს.
• თუ მაგიდაზე სითხე ან საღებავი დაეღვარა, წმენდს.
• ცემინებისა და ხველების დროს ცხვირსახოცს ან ხელს იფარებს.
• უფროსის დახმარებით ივარცხნის თმას.
• ასახელებს, რა სარგებლობა მოაქვს კვების ძირითად პროდუქტებს (მაგ.: რძე კარგია ძვლების ზრდისათვის).
• შეუძლია ჩამოთვალოს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტები.
• ირჩევს საღ საკვებს, თუ აქვს არჩევანი.
უსაფრთხოება
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისაგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები
• ესმის შუქნიშნის ფერების მნიშვნელობა.
• ესმის, რომ ზოგიერთი ქმედება საშიში და საზიანოა (მაგ., მოწევა, დალევა და სხვ.).
• როლური თამაშის დროს ახდენს უსაფრთხოების ჩვევების დემონსტრირებას.
• იცის, როგორ გამოიყენოს საგნები უსაფრთხოდ.
• იცის, როგორ ითხოვოს დახმარება (მაგ., როგორ და რა შემთხვევაში გამოიძახოს პატრული, სასწრაფო დახმარება, სახანძრო).
Cognitive Development and General Knowledge
Aesthetics and Culture
შემოქმედების აღქმა და გაგება
• ცნობს და ასხელებს ხელოვნების ფორმებს და იცის რა მასალისაგან არის შექმნილი (ნახატი, ქანდაკება, ლიტერატურა, მუსიკა).
• გამოხატავს აღტაცებას, როდესაც ნახატი, ქანდაკება, ფილმის სიუჟეტი ახსენებს ადამიანებს, ობიექტებს ან მოვლენებს საკუთარი ცხოვრებიდან.
• კომენტარს უკეთებს სხვა ბავშვების შემოქმედებას, ამჩნევს დეტალებს. სვამს კითხვებს ნამუშევარში გამოხატული მოქმედებისა და გამოყენებული მასალის შესახებ (რა დახატე, რითი დახატე?).
• სიტყვიერად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ხელოვნების ნიმუშების მიმართ (`ეს სევდიანი ნახატია~, `ამ მუსიკამ კარგ ხასიათზე დამაყენა~ და ა.შ.).
შემოქმედებითი თვითგამოხატვა
• შეუძლია რიტმის შექმნა დასარტყამი ინსტრუმენტებით და ხმოვანების სიძლიერის შეცვლა: ჩქარა _ ნელა; ხმამაღლა _ ხმადაბლა.
• შეუძლია იმღეროს ნაცნობი მელოდია.
• მონაწილეობს როლურ თამაშებში, შეუძლია როლის განსახიერება, შეუძლია გაითამაშოს სხვადასხვა მოვლენა საკუთარი ცხოვრებიდან (ახლო წარსულიდან) ან ამა თუ იმ ამბიდან.
• შეუძლია დახატოს რთული სქემატური ნახატი – ადამიანის ფიგურა, მრავალი დეტალით.
• შეუძლია იხელმძღვანელოს ნიმუშით (გადმოხატოს უცნობი ფორმა, გაიმეოროს მელოდია, რიტმი).
• ნახატში ემოციების გამოსახატავად იყენებს ფერებს.
• ძერწავს რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ ფიგურებს პლასტილინით ან თიხით.
ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
• თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს ოჯახში და იმედი აქვს, რომ მოუსმენენ, გაიზიარებენ.
• აქტიურად მონაწილეობს ოჯახური დღესასწაულების სამზადისში (დაბადების დღის).
• შეუძლია მოუთხროს თავისი ოჯახის ისტორია თანატოლებს, პასუხი გასცეს შეკითხვებს (მაგ., მოყვეს, მამაჩემი პოლიციელია, ჩემი ბაბუაც პოლიციელი იყო).
• ბავშვმა იცის და შეუძლია თქვას, რა განსხვავება და რა მსგავსებაა მის ოჯახსა და მისი მეგობრის ოჯახს შორის.
• შეუძლია ჩამოთვალოს ნათესავები, ოჯახის უშუალო წევრების გარდა სხვა ნათესავები _
დეიდა, ბიძა, მამიდა, დეიდაშვილი, ბიძაშვილი და ა.შ. დაასახელოს, რა კავშირია მათ შორის (მაგ.:
`ჩემი დეიდა დედაჩემის დაა”).
• მონაწილეობას იღებს წესების შემუშავებაში და შეუძლია ახსნას წესების დაცვის აუცილებლობა
(მაგ. ჯგუფში ქცევის წესები).
• ცნობს სახელმწიფო გერბს.
• ჯგუფური არჩევანის გაკეთებისას შეუძლია ხმის მიცემით დააფიქსიროს თავისი პოზიცია (მაგ.:
კენჭი ვუყაროთ, რომელი თამაში ვითამაშოთ).
• უფროსების სურვილითა და დახმარებით მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში.
• მსჯელობს საკუთარ ძირითად უფლებებსა და მოვალეობებზე.
• საუბრობს, მსჯელობს იმაზე, თუ ვინ უნდა გამოვიდეს, როდესაც გაიზრდება და რატომ გააკეთა ეს არჩევანი.
შედეგი III (EN)
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას.
• ყვება ეროვნულ ხალხურ ზღაპრებს.
• ცნობს ეროვნულ მუსიკას, ცეკვას, საკვებს, ტანსაცმელს.
• მონაწილეობს ეროვნულ-ტრადიციულ დღესასწაულებში (რთველში, ჩურჩხელების ამოვლებაში).
• სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვების ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის შესახებ.
• ყურადღებით ისმენს სხვა ერების ლეგენდებს, ზღაპრებს, სიმღერებს.
Nature and Technologies
ბუნება
• აკვირდება და აღწერს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებისათვის დამახასიათებელ ნიშან- თვისებებს, განვითარების ციკლს და სხვ. (მაგ.: თესლი _ ღერო _ ფოთოლი _ ნაყოფი და ა.შ.).
• უფროსის დახმარებით აღწერს ცხოველებს, მცენარეებსა და გარემოს შორის ურთიერთდამოკიდებულებას.
• უფროსის დახმარებით უვლის შინაურ ცხოველებს, მცენარეებს.
• იცის და სწორად შეუძლია განასხვაოს სხვადასხვა სახის ლანდშაფტი (მაგ.: მთა, ბორცვი, გორაკი, ზღვა, მდინარე, ნაკადული).
• იცის, რა ცვლილებები ხდება ბუნებაში წლის განმავლობაში და რა არის მათთვის დამახასიათებელი. ცნობს წელიწადის დროებს. იცის მათი სახელები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).
• უფროსებთან ერთად შეუძლია განსაზღვროს, ბუნების დასახმარებელი ღონისძიებები (მაგ., იცის, რომ სადაც ტყე გაკაფულია, იქ ახალი ხეები უნდა დავრგოთ).
• იცის, თუ როგორ უნდა მოუფრთხილდეს ბუნებას, გარემოს და ამას ყოველდღიურობაში ახორციელებს (მაგ.: ქუჩაში ნაგავს ურნაში ყრის, წყალს მოშვებულს არ ტოვებს, ხეს ტოტს არ სტეხს).
ტექნოლოგია
• სვამს კითხვებს იმ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებასა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობაზე თუ სხვა, რომლებიც ადამიანს ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგ.:როგორ გადაადგილდებოდნენ, როდესაც არ იყო მანქანები).
• უფროსის დახმარებით იწყებს იმ ტექნიკური საშუალებების გაცნობას, რომლებიც მის ირგვლივაა
(უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით დღეში ნახევარი საათი).
Development of Quantitative Imaging
რიცხვები და ანგარიში
• დამოუკიდებლად ითვლის 21-მდე.
• შეუძლია რიცხვის გამოყენება რიგითობის აღსანიშნავად (ზეიმზე პირველი გამოდის მარიკა, მეორე ლევანი; წამყვანის შემდეგ გამოდის ნინო და მღერის).
• ესმის, რომ დათვლის დროს ბოლო რიცხვი წარმოადგენს საგნების მთელ რაოდენობას.
• ასრულებს მათემატიკურ გარდაქმნებს (მიმატება-გამოკლებას 10-ის ფარგლებში) ყოველდღიურ აქტივობაში სათამაშოებისა და მონეტების გამოყენებით (მაგ.: `მე მივეცი გიას ერთი კუბურა. მას ახლა ორი აქვს~).
• შეუძლია გამოთქვას ვარაუდი რაოდენობასთან დაკავშირებით (მაგ.: `მე ვფიქრობ, რომ იმ ჯამში
5 ბურთულაა~).
გაზომვა
• მზარეულობის დროს შეუძლია აწონოს ინგრედიენტები (ამა თუ იმ კერძისათვის საჭირო პროდუქტების ნაერთი, მასალა) უფროსის დახმარებით.
• ესმის, რომ რაოდენობა რჩება იგივე, მიუხედავად ობიექტის ფორმის ცვლილებისა.
• შეუძლია საგანთა რაოდენობრივი შედარება პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით (მაგ., სწორად ხმარობს ტერმინებს ტოლია, არ არის ტოლი, მეტია, ნაკლებია).
• განსაზღვრავს, რამდენი ნაბიჯია საჭირო ოთახის გასავლელად.
კანონზომიერების დადგენა
• შეუძლია საგნების დაჯგუფება ერთი თვალსაჩინო ნიშნით (მაგ.:აჯგუფებს მწვანე, თეთრსა და წითელ ფანქრებს).
• შეუძლია გაიმეოროს და განავრცოს გარკვეული წესით მოცემული თანმიმდევრობა (მაგ.: გაიმეოროს ორი მოქმედების თანმიმდევრობა, ორი ტაში _ ორი ბაკუნი, გააგრძელოს თანმიმდევრობა: წითელი ბურთი _ ლურჯი, წითელი _ ლურჯი, შეავსოს ნახატი).
• ალაგებს ფორმებს პატარიდან დიდამდე და პირიქით, დიდიდან პატარამდე (მაგ.: ალაგებს სამ წრეს ზომის მიხედვით).
• ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე), იცის მათი ელემენტარული მახასიათებლები (მაგ.: ოთხკუთხედს ოთხი კუთხე, ოთხი წვერო აქვს; წრე მრგვალია).
• შეუძლია დახატოს კვადრატი, სამკუთხედი.
• შეუძლია იპოვოს სურათზე მითითებული ფორმა (მაგ.: სურათზე ხატია მაღაზია, ბავშვმა უნდა მოძებნოს, ხუთი ვაშლი, ოთხი სამკუთხედი და ა.შ.).
• შეუძლია დანაწევრებული ფორმის ნაწილებით რაიმე ფიგურის შექმნა (მაგ.: ნაწილებისაგან ადამიანის ფიგურის შექმნა, სამკუთხედებით სხვა გეომეტრიული ფიგურის შექმნა).
Implications of Associations Among Phenomena
დრო
• შეუძლია გადმოსცეს საკმაოდ რთული ამბავი, ისტორია სწორი თანამიმდევრობით (მაგ.:
ისტორია, რომელიც რამდენიმე მოქმედებისაგან შედგება და რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს).
• შეუძლია წელიწადის დროებისა და კვირის დღეების დასახელება.
• საკუთარ გეგმებზე საუბრისას იყენებს ზმნას მომავალ დროში.
• ადეკვატურად იყენებს დროის აღმნიშვნელ სიტყვებს _ გუშინ, დღეს, ხვალ; სწორად პასუხობს კითხვაზე, როგორი ამინდი იყო გუშინ.
• აქვს წარმოდგენა იმაზე, რომ წარსულში ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობდნენ, ვიდრე დღეს (იცის, რომ იყო დრო, როდესაც კომპიუტერი, მანქანა, ტელევიზორი არ არსებობდა).
სივრცე
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის, გარემოში არსებული ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა
• არჩევს მარჯვენას და მარცხენას საკუთარი სხეულის ნაწილებზე.
• საუბარში იყენებს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა `ახლოს~;
`შორს~; `წინ~; `უკან~.
• შეუძლია აგიხსნათ, მიგასწავლოთ გზა (მაგ.: თავისი სახლისკენ: `ჩემი სახლი არის საცურაო აუზთან~).
• იცის, თუ რომელ ქუჩაზე ცხოვრობს, რა ჰქვია მის ქალაქს თუ სოფელს, რა ჰქვია მის ქვეყანას და ა.შ.
• ვითარდება მისი წარმოდგენები იმაზე, რაც მისი სოფლისა თუ ქალაქისათვისაა დამახასიათებელი (მაგ.: ტელევიზორში წყალდიდობის ნახვის შემდეგ ამბობს: `ჩვენთან ასეთი რამე არ ხდება~).
• იცის სხვა ქვეყნების არსებობის შესახებ.
• შეუძლია ლაბირინთში გზის გაკვლევა.
მიზეზშედეგობრიობა
• შეუძლია ივარაუდოს რაიმე ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგი (მაგ.: ღამე, როდესაც
შუქს ჩავაქრობ, დაბნელდება).
• შეუძლია ისეთი ცდის (ექსპერიმენტის) ჩატარება, რომლითაც ნათლად ჩანს ობიექტი ერთი სახის მდგომარეობიდან მეორეში როგორ გადადის (მაგ.: წყლით სავსე ჭურჭელი საყინულეში იყინება, ხოლო გამოღებისას ოთახის ტემპერატურაზე თბება და ლღვება, თოვლის ფიფქი ხელზე დნება).
• შეუძლია განსაზღვროს, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, თუ რამდენად განსხვავებული შედეგი შეიძლება მიიღოს (მაგ.: ყვითელი და წითელი ფერის შერევით ნარინჯისფერი მიიღება, ხოლო ყვითელი და ლურჯის შერევით _ მწვანე).
• შეუძლია განსაზღვროს საგნის (ობიექტის) რომელი ელემენტები (ნაწილები) იწვევს ამა თუ იმ ეფექტს (მაგ.: დახურული ყუთში ლობიოს მარცვლები ჩხრიალებს).
Approaches to Learning
Motivation
ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
• ხალისით დადის სასეირნოდ, ახალი ადგილების გასაცნობად.
• უფროსის დახმარებით ეძებს ახალ ინფორმაციას მის მიერვე გამორჩეული ინტერესის სფეროსთან დაკავშირებით.
• მონაწილეობს ახალი ღონისძიებებისა და მიმდინარე მოვლენების განხილვაში (მაგ., რატომ მოხდა ეს?).
ინიციატივა და დამოუკიდებლობა
• შეუძლია დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება. დამოუკიდებლად ირჩევს საქმიანობას (მაგ., ისეთ თამაშს, რომელიც უკავშირდება მისი გამორჩეული ინტერესების სფეროს).
• არჩეულ საქმიანობას დამოუკიდებლად ართმევს თავს.
• გეგმავს მარტივ საქმიანობას და ასრულებს გეგმას უფროსის მცირე დახმარებით.
• მიჰყავს საუბარი თავისთვის საინტერესო მიმართულებით.
Learning Skills
ყურადღების კონცენტრაცია
შედეგი I (EN)
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას
• ინარჩუნებს ინტერესს ჩანაფიქრის ან საქმიანობის მიმართ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს, მიუხედავად ხელისშემშელელი ფაქტორებისა.
• ისახავს მიზანს და დამოუკიდებლად ცდილობს მის განხორციელებას წინასწარ
ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით.
• ჯგუფური აქტივობის დროს ყურადღებას ამახვილებს იმ ობიექტზე ან ადამიანზე, რომელიც იმ მომენტში მთელი ჯგუფის ყურადღების ცენტრშია.
• გაგებით ეკიდება წინააღმდეგობებს და აგრძელებს მუშაობას იმედგაცრუების გარეშე (მაგ., როცა ეღვრება წყალი, გადაწმენდს დაღვრილს და ხელახლა დაისხამს).
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
• იგონებს წესებს ჯგუფური თამაშისთვის.
• თამაშობს როლურ თამაშს (მაგ: გაითამაშებენ სამი გოჭის ამბავს) ან სიმბოლურ თამაშს (მაგ:
ექიმობანას ან ძაღლობანას).
• ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს სხვა დანარჩენი ბავშვებისაგან განსხვავებულ ხერხს
(მაგ., ქმნის კუბების განსხვავებულ სტრუქტურას ან ნახატს).
• ცვლის ნაცნობ მოთხრობას, გმირების ან მოქმედებების დამატებით.
პრობლემის გადაჭრა
• სვამს შეკითხვებს და ელოდება პასუხს, რათა გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა.
• მუშაობს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად პრობლემის გადაჭრაზე და გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას.
• ხვდება, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხზე, საგანზე მუშაობა მისთვის შეიძლება რთული იყოს (მაგ., `ეს ფაზლი _ ბევრ პატარა ფირფიტად ან კუბად დანაწევრებული სურათი _ ძნელად ასაწყობი იქნება~).
• წყვეტს ამოცანას, აწყობს 8-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.
• იყენებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ერთზე მეტ გზას.
აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
• ცნობს ნახატ სიმბოლოებს, რომლებიც გადმოსცემენ ადგილის დანიშნულებას (მაგ: გადასასვლელის, მიწისქვეშა გადასასვლელის, მედ. პუნქტის, საპირფარეშოს აღმნიშვნელ სიმბოლოებს).
• თხრობის დროს იშველიებს საგნებს, სურათებს, სიმბოლოებს მეტი თვალსაჩინოებისათვის (მაგ. როდესაც რაღაცას აღწერს).
• იყენებს განსხვავებულ საგნებს, როგორც სიმბოლოებს, როლური თამაშის დროს.
• შეუძლია დაასახელოს ის მომენტი, როცა ფანტაზია ჩართულია რეალობაში (მაგ., `მე მხოლოდ ვთამაშობდი~, _ ამბობს ბავშვი, როდესაც რაღაც წარმოსახვით თამაშშია ჩართული).
• შეუძლია ახსნას, გმირები, პერსონაჟები, საგნები, ადგილები, რომლებსაც წიგნებში, ტელევიზორში თუ კომპიუტერის ეკრანზე ხედავს, რატომ შეიძლება იყვნენ არარეალურები.
გააზრება და ინტერპრეტაცია
• იმახსოვრებს და აღწერს წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საინტერესო ამბებს.
• ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, რათა გაერკვეს მომავალში მოსალოდნელ მოვლენებში.
• ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს.
• გეგმავს ღონისძიებებს და მიზნის დასახვისას ითვალისწინებს გამოცდილებას.
კრიტიკული აზროვნება და კვლევა
• აკვირდება ობიექტს ან მოვლენას, იკვლევს და სვამს შეკითხვებს ახალი ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
• იყენებს მარტივ იარაღს, ხელსაწყოებსა და მოწყობილობებს, რათა გაიფართოვოს
თვალსაწიერი და მოაგროვოს ფაქტები.
• ცნობს, აღწერს და ადარებს საგნებს, ობიექტებს მათი თვალსაჩინო მახასიათებლების მიხედვით.
• შეუძლია საკმაოდ დამაჯერებელი, აზრიანი ახსნა ამა თუ იმ საკითხისა, უფროსის დახმარების გარეშე (მაგ., ამბობს, რომ ბურთზე ვერ დადებს კუბს, რადგან ბურთი მრგვალია და გაგორდება).
• აჯგუფებს საგნებს ერთზე მეტი წინასწარ აღებული თვალსაჩინო მახასიათებლის მიხედვით (მაგ., მოცემულია სხვადასხვა ფერის ფანქრები და ფლომასტერები, ბავშვი, მოთხოვნის მიხედვით, აჯგუფებს წითელი ფერის ფანქრებს ერთ მხარეს და ასევე წითელი ფერის ფლომასტერებს _ მეორე მხარეს).
• აჯგუფებს ფრინველებს, ცხოველებსა და ა.შ. ერთი მთავარი ნიშნის, სახეობის მიხედვით.
• აღწერს სხვადასხვასვა დღეს მომხდარ მოვლენებს `შედარებითი~ სიტყვების გამოყენებით (მაგ., დღეს ,,უფრო მეტი ვიარეთ, ვიდრე გუშინ~).
• ადარებს თავის გამოცდილებას თანატოლისას და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას.
• შეუძლია ახსნას არჩევანის საფუძველი.
Speech Development
Speech
მოსმენა და ზეპირი მეტყველება
• შეუძლია განასხვაოს რეალური და გამოგონილი სიტყვები.
• სწორად ესმის ისეთი ტექნიკური და სპეციალური სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც მის გარემოში ხშირად იხმარება (მაგ.: პედიატრი ბავშვის ექიმია).
• შეუძლია საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების (არსებითი და ზედსართავი სახელების, დროისა და სივრცითი მიმართებების აღმნიშვნელი ზმნიზედების, მაგ., დღე –ღამე; მაღალი _ დაბალი; ზევით _ ქვევით) დასახელება.
• სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.
• ინტერესით უსმენს ზღაპრებს, მოთხრობებს, შეუძლია განასახიეროს ის, რაც მოისმინა.
შედეგი II (EN)
ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)
• ცდილობს გამოიყენოს ახლად ნასწავლი სიტყვები კონტექსტის შესაბამისად.
• სვამს კითხვებს ისეთ აბსტრაქტულ სიტყვებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მეგობრობა, ბავშვობა, სიყვარული.
• შეუძლია მოკლე ამბის თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად მოყოლა.
• შეუძლია განზოგადება, მაგალითად, კითხვაზე _ `რა არის კოვზი, დანა, თეფში, ჭიქა?~ _
ყველა ეთად პასუხობს _ `ჭურჭელი~ ან `ის, რაც ჭამის დროს გვჭირდება~.
• იყენებს რთულ წინადადებებს, ხმარობს მაქვემდებარებელ კავშირებს: რომ, თუ, რომელიც, რადგან.
• იყენებს როგორც დროისა და ადგილის ზმნიზედებს, ასევე ზმნისწინებს სივრცითი და დროითი მიმართებების გამოსახატავად.
• შეუძლია თავისი სიტყვებით გადმოსცეს მარტივი ისტორია და მოვლენა თანმიმდევრულად აღწეროს.
• უსმენს სხვებს და მონაწილეობას იღებს ჯგუფურ საუბარში.
• იცის ელემენტარული ეტიკეტით რა მოეთხოვება: შეუძლია მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მილოცვა.
• სიტუაციის შესაბამისად იყენებს მიმართვის თავაზიან შინაურულ ფორმებს (მაგ.:
სხვადასხვანაირად მიმართავს მეგობრებს და უფროსებს).
• სხვადასხვა სიტუაციაში სათანადოდ იცვლის ხმასა და ინტონაციას (მაგ.: როცა ჩვილ ბავშვს სძინავს, ჩურჩულით საუბრობს).
• კმაყოფილებას ჰგვრის ამბების შეთხზვა.
• ასრულებს 2-3-საფეხურიან ინსტრუქციას.
• ცდილობს დაიმახსოვროს ახალი სიტყვები და გაარკვიოს მათი მნიშვნელობები.
• უსმენს მოკლე ამბავს და შეუძლია ორი-სამი წინადადებით შინაარსის გადმოცემა.
• მონაწილეობს როლურ თამაშში.
• ინტერესდება და სვამს შეკითხვებს ქართული ანბანის შესახებ.
• შეუძლია საკუთარ თავზე ინფორმაციის მოწოდება (მაგ.: `მე ვარ იურა, ვცხოვრობ თბილისში~, და ა.შ.).
Literacy
კითხვა
• სწორად წარმოთქვამს საშუალო სიგრძის იმ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც იცის.
• შეუძლია გამოყოს, დაასახელოს სიტყვის პირველი ბგერა.
• შეუძლია მარცვლების გაერთიანება ერთ მთლიან სიტყვად (მაგ.:`თი-ვა~ _ რა სიტყვაა? _
`თივა~).
• შეუძლია მოსმენისას სამეტყველო ნაკადში გამოარჩიოს წინასწარ მითითებული სიტყვა (მაგ., შემოჰკრას ტაში, როდესაც გაიგონებს სიტყვას _ `სკამი~).
• თამაშის დროს ბავშვს შეუძლია დამარცვლით გაითვალოს (სწორად დამარცვლოს გათვლა).
შედეგი II (EN)
ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.
• ინტერესდება ისეთი სიტყვებით, რომლებიც მას ხშირად ხვდება გარემოში (მაგ.: წარწერით საკვების ყუთზე, იმ გაზეთის ან ჟურნალის სათაურით, რომელსაც ხშირად ხედავს) და ცდილობს ამოიკითხოს.
• ცნობს საყვარელი წიგნის პესონაჟებს მულტფილმში ან ფილმში.
• თუ ზღაპრის კითხვა წინადღეს შეწყდა, მის გაგრძელებასა და დასრულებას ითხოვს.
• აინტერესებს კავშირი რეალობასა და წიგნში წაკითხულ შინაარსს შორის, სვამს შეკითხვებს.
• რომელიღაც წიგნი განსაკუთრებით უყვარს და ჰყავს საყვარელი პერსონაჟი.
შედეგი III (EN)
ბავშვს ესმის, რომ ბეჭდურ გამოცემებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
• იცის, რომ ყოველ ბეჭდურ გამოცემას თავისი დანიშნულება აქვს (შეუძლია წიგნის გარეკანისა და ილუსტრაციების მიხედვით განსაზღვროს, წიგნი საბავშვოა, თუ დიდებისათვისაა განკუთვნილი).
• შეუძლია ზღაპრის, ისტორიის მოყოლა. იმახსოვრებს პერსონაჟებსა და მოვლენის მნიშვნელოვან დეტალებს.
• ზღაპრებს, მოთხრობებს ადარებს თავის გარემოს, რეალობას.
• ცდილობს წაიკითხოს მაღაზიის აბრა, ქუჩის სახელწოდება.
• უფროსის დახმარებით სარგებლობს თამაშის ინსტრუქციით (მაგ.: ასაწყობი სათამაშოს ინსტუქციით).
• შეუძლია მიუთითოს წიგნის სათაურზე იმ შემთხვევაში, თუ ყდაზე მოცემული სხვა წარწერებისაგან განსხვავებით, სათაური გამოკვეთილად _ სხვა ფერის ან სხვა ზომის ასოებით არის წარმოდგენილი.
• ცნობს ანბანში შემავალი ასოების ნაწილს.
• სვამს კითხვებს და მსჯელობს თანატოლებთან იმ ამბავზე, რომელიც წაუკითხეს.
• ცნობს დაწერილ საკუთარ სახელს, ხშირად ნახმარ რამდენიმე სიტყვას, წარწერას.
წერა
• ნახატის შესაქმნელად იყენებს ყველაფერს, რაც კი ამისთვის გამოადგება (მაგ.: ფუნჯს, ფანქარს, საწერ-კალამს, ფლომასტერს).
• შეუძლია ძირითადი გეომეტიული ფიგურების (სამკუთხედის, კვადრატის) დახატვა.
• შეუძლია მეტყველებაში ხშირად გამოყენებული ზოგიერთი მარტივი სიტყვის, მაგალითად, საკუთარი სახელის, წერა.
• თამაშის დროს ჰბაძავს სხვადასხვა წერით მოქმედებას.
• ინტერესით ერთვება უფროსების წერით აქტივობაში (მაგ.: კარნახობს მშობელს, რაც სურს, რომ უყიდონ მაღაზიაში; წერს თავის სახელს მისალოცზე).
• ნახატებსა და სურათებს ურთავს მოკლე, მარტივ წარწერას (მაგ.: აწერს საკუთარ სახელს).
• ცდილობს ასოების გამოყვანას; რაღაც იდეის, აზრის გამოსახატავად ცდილობს ამ ასოებს სასურველი ფორმა მისცეს.
Social-Emotional Development
Emotional Development
თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
• საკუთარი თავის შესახებ სხვებს უზიარებს ინფორმაციას.
• საკუთარი მონაცემებიდან იცის აუცილებელი ცნობები: მისამართი, ტელეფონის ნომერი.
• ამჟღავნებს ინიციატივას სხვადასხვა საქმიანობის დროს.
• მუშაობს დამოუკიდებლად და ამით იღებს სიამოვნებას.
• იღებს პასუხისმგებლობას და ბოლომდე ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას (მაგ., ეხმარება სხვებს).
შედეგი II (EN)
ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია).
• აღწერს საკუთარ თავს რამდენიმე ფიზიკური და ქცევითი მახასიათებლის მიხედვით.
• აღწერს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს გარკვეულ სფეროში (მაგალითად: მე კარგი მხატვარი ვარ).
• შეუძლია თამაშის შემოთავაზება და ორგანიზება (მაგ., ორგანიზებას უწევს დაჭერობანას
თამაშს).
შედეგი III (EN)
ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)
• მარტივად ყვება თავისი ოჯახის შესახებ (მაგ., როდესაც ჯგუფში საუბრობენ უმცროს და- ძმებზე, ამბობს, დედაჩემი ჩემს დას ბანაობის შემდეგ ქუდს ახურავს).
• შეუძლია მოყვეს ბაღის შესახებ (მაგ., ჩვენს ოთახს ყვითელი კარი აქვს, შეუძლია აჩვენოს სტუმარს ან ახლად შემოერთებულ ბავშვს: `ჩვენი ჯგუფის საკიდები აქედან იწყება~).
• იცის საკუთარი წარმომავლობის შესახებ, პატივს სცემს საკუთარ კულტურასა და რწმენას (მაგ., ელენე სტუმრად იყო დეიდასთან სხვა ქვეყანაში, სადაც დეიდამ ბევრი რამ დაათვალიერებინა. ელენე ამბობს: ძალიან ლამაზიაო, მაგრამ მე ყველაზე მეტად ჩემი სახლი მიყვარს).
• სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვის ოჯახის, ეროვნების, ენისა და კულტურის შესახებ, ინტერესით
ისმენს განსხვავებული კულტურის შესახებ ინფორმაციას.
• ხალისით ერთვება ახალ საქმიანობასა და სიტუაციაში.
• გამოხატავს სიხარულს ნამუშევრის დასრულებისას და იმავეს მოელის სხვებისგანაც.
• მცირე დაკვირვების შემდეგ, უერთდება იმ ჯგუფს, რომელშიც იგი მიღებული იქნება.
თვითმართვა და თვითგამოხატვა
შედეგი I (EN)
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები.
• დამოუკიდებლად ერთვება ყოველდღიურ საქმიანობაში _ ასრულებს საოჯახო საქმეს.
• იცავს წესებს სხვადასხვა გარემოში (მაგ., დაუწევს ხმას, როდესაც თეატრში, კონცერტზე, ბიბლიოთეკაში შედის).
• მიუსადაგებს წესებს ახალ სიტუაციას.
• სხვას უხსნის ბაღში ან ოჯახში არსებულ წესებს.
• ახსოვს ძირითადი წესები, მაგრამ სჭირდება შეხსენება.
შედეგი II (EN)
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები.
• დამოუკიდებლად ერთვება ყოველდღიურ საქმიანობაში _ ასრულებს საოჯახო საქმეს.
• იცავს წესებს სხვადასხვა გარემოში (მაგ., დაუწევს ხმას, როდესაც თეატრში, კონცერტზე, ბიბლიოთეკაში შედის).
• მიუსადაგებს წესებს ახალ სიტუაციას.
• სხვას უხსნის ბაღში ან ოჯახში არსებულ წესებს.
• ახსოვს ძირითადი წესები, მაგრამ სჭირდება შეხსენება.
• იმშვიდებს თავს და აკონტროლებს გრძნობების გამოხატვას უფროსის დახმარებით (მაგალითად: გამოხატავს ბრაზს ან წყენას ჩხუბის გარეშე).
• მიილტვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.
• სხვადასხვა გარემოში სხვადასხვაგვარად იქცევა.
შედეგი III (EN)
ბავშვი შესაბამისად გამოხატავს სხვადასხვა ემოციას (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს)
• გამოხატავს განცდებს თამაშის დროს.
• უზიარებს თავის შიშს ან მღელვარებას მშობლებს, მომვლელსა თუ სხვა უფროსს.
• სევდიანია, როდესაც ვინმე გარდაიცვლება ან სხვა რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი.
• Aადეკვატურად გამოხატავს გრძნობებს, ტირის როდესაც ნაწყენია.
• შესაბამის გრძნობებს ავლენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებთან და წიგნებში აღწერილ ამბებთან დაკავშირებით.
Social Development
ურთიერთობა უფროსებთან
• ადვილად ურთიერთობს ნაცნობ უფროსებთან (ექიმთან, მეზობელთან, მაღაზიის გამყიდველთან, ავტობუსის მძღოლთან).
• გამოხატავს, რომ იცნობს, ენდობა და კეთილგანწყობილია უფროსების უმეტესობის, ასევე, მეურვისა და მასწავლებლის მიმართ.
• უზიარებს თავის გულისტკივილს უფროსს.
• თავაზიანია უფროსებთან ურთიერთობისას.
• პატივისცემით ეპყრობა უფროსებს (არ აწყვეტინებთ საუბარს).
• ცნობს და აღიარებს უფროსის გამოცდილების მნიშვნელობას.
• ესმის, როდის უნდა მიმართოს უფროსს რჩევისათვის.
• ითვალისწინებს უფროსის გადაწყვეტილებასა და რჩევას.
ურთიერთობა თანატოლებთან
• ამჟღავნებს სოციალურ მხარდაჭერას სხვების მიმართ.
• იჩენს მიმტევებლობას მეგობრების მიმართ.
• ითვალისწინებს მეგობრის სურვილს თამაშის დროს.
• ჰყავს მეგობრები სხვადასხვა ადგილას (შეიძლება იყვნენ მეზობლები, ბაღის ჯგუფელები და ა.შ.) და ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ორ ან მეტ თანატოლთან.
• უნაწილებს სათამაშოებს და სხვა მასალებს ბავშვებს და მათთან ერთად საერთო საქმიანობაშია
ჩაბმული.
• ახორციელებს ჩანაფიქრს სხვა ბავშვებთან ერთად, ინაწილებს როლებს, ლიდერობს, ანუ თავის თავზე იღებს საორგანიზაციო საკითხებს და წარმართავს პროცესს. შეიძლება ეს იყოს თამაში, თეატრალიზებული წარმოდგენა, ვარჯიში თუ სხვა.
• ირჩევს მეგობრებს.
• კონფლიქტის მოსაგვარებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას, ცდის სხვადასხვა გზას და საშუალებას (მაგ., პრობლემის გადაჭრის მცდელობის დროს ჯერ იყენებს სიტყვებს, შემდეგ ითხოვს დახმარებას);
• მოლაპარაკების დროს ცდილობს სხვა ბავშვებთან ერთად დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა, თუ საჭიროა, შემდგომ მიმართავს უფროსს დახმარებისთვის.
• მოლაპარაკების დროს მსჯელობს სხვა ბავშვთან წესების შესახებ, რათა უკეთესად იქნეს გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები (მაგ.:`ჯერ მე გამოვიყენებ ამ ფანქარს და მერე შენ მოგცემ~);
• შეუძლია დათმობა და სხვისი კომპრომისის დანახვაც, ანუ ხვდება, რომ სხვაც უთმობს.
ადაპტაციური სოციალური ქცევა
შედეგი I (EN)
თავს გრძნობს უსაფრთხოდ და დაცულად, გამოხატავს თავდაჯერებულობას, ნდობას, შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება
• ადვილად უერთდება უკვე მიმდინარე ჯგუფურ აქტივობას.
• იგონებს და ახორციელებს აქტივობებს, რომლებშიც ერთზე მეტი ბავშვი მონაწილეობს.
• მშვიდად უსმენს სხვის საუბარს, მოქმედებს თავისუფლად, ადეკვატურად გამოხატავს სათქმელს, როდესაც თავად ექცევა ყურადღების ცენტრში.
• სიახლის მიმართ გამოხატავს ინტერესს, სვამს კითხვებს, ცდილობს მოსინჯოს და შეასრულოს ახალი მოქმედება.
• შეუძლია საქციელის შეფასება, რა არის სწორი და რა _ არასწორი. (მაგ., ვინმეს ცემა არასწორია! ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ ყველას ერგო ნამცხვარი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეორე ნაჭერი ნამცხვრის აღება!).
• შეუძლია ახსნას სხვისი ქცევა (მაგ.: კურდღელი დაიმალა იმიტომ, რომ მგლის შეეშინდა).
• განმარტავს თავის რეაქციას სხვის საქციელზე (მაგ.: `ანა ცუდად მოიქცა, ამიტომ არ
ჩავეხუტე~);
• ხვდება, რა საპასუხო რეაქციას გამოიწვევს მისი ან სხვისი ქცევა.
• უნებართვოდ არ იღებს სხვის ნივთებს.
შედეგი III (EN)
ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
• ითვალისწინებს, რომ განსხვავებულ გარემოში განსხვავებული მოვლენები უნდა მოხდეს.
• შეუძლია დღის განმავლობაში აიტანოს გარკვეული რაოდენობის გარემოებათა ცვლილება.
• ითვალისწინებს გარემოებათა ცვლილებებს, რისი საჭიროება შეიძლება მოჰყვეს (მაგ.: `ჯერ პარკში მივდივართ, მერე _ აუზზე, ე.ი., საცურაო კოსტიუმი დამჭირდება~).
შედეგი IV (EN)
გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ
• ესმის რას გრძნობენ სხვები.
• იჩენს ინიციატივას, რომ დაეხმაროს და დაამშვიდოს თანატოლი სიტყვიერად და მოქმედებით (ანა მოწყენილი იყო, ამიტომ ჩავეხუტე).
• გამოხატავს აღფრთოვანებას განსაკუთრებული მოვლენებისა და წარმატებული ადამიანების მიმართ.
• შეუძლია თავისი გეგმები მოარგოს სხვის მოთხოვნილებებს.
• ეცოდება დაშავებული ან მკვდარი ცხოველი.
• პატივისცემით ეპყრობა ბუნებასა და ცოცხალ არსებებს.
• თავისუფლად თამაშობს განსხვავებული სქესის, წარმომავლობისა და შესაძლებლობის ბავშვთან.