შედეგი III (EN)

5-6 years

ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს  სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)

Directions:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
Field:Social-Emotional Development
Subfield:Emotional Development

indicators

•             მარტივად ყვება თავისი ოჯახის შესახებ  (მაგ., როდესაც ჯგუფში საუბრობენ უმცროს და- ძმებზე, ამბობს, დედაჩემი ჩემს დას ბანაობის შემდეგ ქუდს ახურავს).

 

•             შეუძლია მოყვეს ბაღის შესახებ  (მაგ., ჩვენს ოთახს ყვითელი კარი აქვს, შეუძლია აჩვენოს სტუმარს ან ახლად შემოერთებულ ბავშვს: `ჩვენი ჯგუფის საკიდები აქედან იწყება~).

 

•             იცის საკუთარი წარმომავლობის შესახებ, პატივს სცემს საკუთარ კულტურასა და რწმენას (მაგ., ელენე სტუმრად იყო დეიდასთან სხვა ქვეყანაში, სადაც დეიდამ ბევრი რამ დაათვალიერებინა. ელენე ამბობს: ძალიან ლამაზიაო, მაგრამ მე ყველაზე მეტად ჩემი სახლი მიყვარს).

 

•             სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვის ოჯახის, ეროვნების, ენისა და კულტურის შესახებ, ინტერესით

ისმენს  განსხვავებული კულტურის შესახებ  ინფორმაციას.

resources