შედეგი III (EN)

1-3 years

ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება)

Directions:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
Field:Speech Development
Subfield:Speech

indicators

1-2 წელი

 

•             ურთიერთობისათვის იყენებს არასიტყვიერ საშუალებებს: სახის გამომეტყველებას (მიმიკას), და სხეულის მოძრაობას (ჟესტებს) მოთხოვნებისა და გრძნობების გამოსახატავად (მაგ.: შეიძლება მოგეხვიოთ ფეხზე სიარულისას ან მოგკიდოთ ხელი, მიგიყვანოთ კართან, როდესაც უნდა სასეირნოდ წასვლა, მოულოდნელად ჩაგეხუტოთ).

 

•             იყენებს სიტყვებს ურთიერთობისათვის.

 

•             ცვლის ინტონაციას სხვადასხვა აზრის გამოსახატავად.

 

•             ყურადღებას აქცევს იმას, ვინც ლაპარაკობს.

 

 

 

2-3 წელი

 

•             თამაშის  დროს თავისთვის ლაპარაკობს, ასახელებს იმას, რასაც ხედავს ან აკეთებს აწმყოში.

 

•             გვიზიარებს გარე სამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებას.

 

•             აღწერს იმას, რაც აღიქვა წარსულში. მოვლენის აღწერის დროს ჩამოთვლის იმ ერთეულებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიის დაცვის გარეშე.

 

•             საუბრობს უმრავლესობისათვის გასაგებ ენაზე.

 

•             იცავს ჯგუფში დადგენილ მიმართვის წესებს. იყენებს მიმართვის თავაზიან ფორმებს: `თუ

შეიძლება~, `გმადლობთ~.

 

•             შეუძლია მოსაუბრის განზრახვის გაგება  (მაგ., თუ დედა ამბობს _ `ფანქარი მჭირდება~, მიდის ფანქრის მოსატანად).

 

•             ჯგუფში ურთიერთობისას შეუძლია იმის  გამომჟღავნება, რომ კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს მორიგეობით (მონაცვლეობით) საუბარი.

resources