Aesthetics and Culture
Printშედეგი I (EN)
5-6 years
ბავშვი იყენებს შემოქმედებით უნარებს აზრების, გრძნოებებისა და ცოდნის გამოსახატავად
indicators
• შეუძლია რიტმის შექმნა დასარტყამი ინსტრუმენტებით და ხმოვანების სიძლიერის შეცვლა: ჩქარა _ ნელა; ხმამაღლა _ ხმადაბლა.
• შეუძლია იმღეროს ნაცნობი მელოდია.
• მონაწილეობს როლურ თამაშებში, შეუძლია როლის განსახიერება, შეუძლია გაითამაშოს სხვადასხვა მოვლენა საკუთარი ცხოვრებიდან (ახლო წარსულიდან) ან ამა თუ იმ ამბიდან.
• შეუძლია დახატოს რთული სქემატური ნახატი – ადამიანის ფიგურა, მრავალი დეტალით.
• შეუძლია იხელმძღვანელოს ნიმუშით (გადმოხატოს უცნობი ფორმა, გაიმეოროს მელოდია, რიტმი).
• ნახატში ემოციების გამოსახატავად იყენებს ფერებს.
• ძერწავს რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ ფიგურებს პლასტილინით ან თიხით.