შედეგი I (EN)

1-3 years

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ  გზებს.

Directions:პრობლემის გადაჭრა
Field:Approaches to Learning
Subfield:Learning Skills

indicators

1-2 წელი

 

•             ზოგიერთ შემთხვევაში არასტანდარტულად იყენებს საგნებს, როგორც დამხმარე საშუალებას (მაგ.: სათამაშოების ერთი ოთახიდან მეორეში გადასატანად  იყენებს ყუთს, საკვების მისაღებად იყენებს კოვზს , მაგალითად, სახლობანას თამაშის  დროს ჩანგლის მაგივრად სახაზავს ხმარობს).

 

•             უხმობს უფროსს და მიუთითებს პრობლემურ საგანზე, რომლის გამოც სირთულეს აწყდება.

 

 

 

2-3 წელი

 

•             პრობლემის გადაჭრას ცდილობს დამოუკიდებლად;მაგ: მოაქვს სკამი, რათა მისწვდეს სათამაშოს.

 

•             სხვადასხვა გზით (ცდისა და შეცდომის მეთოდით) ცდილობს პრობლემის გადაჭრას;

წარუმატებლობის შემთხვევაში, ითხოვს დახმარებას.

 

•             პრობლემის გადასაჭრელად იყენებს მინიმუმ ორ განსხვავებულ სტრატეგიას (მაგ.: კონსტრუქტორით თამაშის  დროს ჯერ ცდილობს ორი ნაწილი მოარგოს ერთმანეთს _ უცვლის მათ მდებარეობას, შემდეგ ცვლის ერთ ნაწილს და კვლავ ცდილობს, მოარგოს ერთი ძველი და ერთი ახალი ნაწილი ერთმანეთს).

resources