News

„ნესტლე ჯანმრთელი ბავშვები გლობალური პროგრამა საქართველოში“ (EN)

პროგრამის „ნესტლე ჯანმრთელი ბავშვები გლობალური პროგრამა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 10 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა პროგრამის ,,ნესტლე ჯანმრთელი ბავშვებიგლობალური პროგრამა საქართველოში” მიზნების, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, კომპანია „ნესტლეს“, საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციიs წარმომადგენლები, პროგრამაში მონაწილე თბილისის საპილოტე სკოლების დირექტორები.

პროგრამა ,,ნესტლე ჯანმრთელი ბავშვები გლობალური პროგრამა საქართველოში”, პროექტი ,,საუბრები ჯანსაღ კვებაზე’’ მიმდინარეობს საქართველოში 2011 წლიდან.

პროგრამის განმახორციელებლები არიან: საქართელოში კომპანია ნესტლეს წარმომადგენლობა და მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაცია. Pპროექტი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

პროექტის მიზანია საგანმანათლებლო ღონისძიებების მეშვეობით, სასკოლო ასაკის ბავშვების კვების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება. პედაგოგების, ბავშვებისა და მშობლების ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპების, განსაკუთრბით კი ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ. 
პროექტის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი მასალა:

  • სახელმძღვანელო II კლასის მოსწავლეებისთვის
  • მეთოდური სახელმძღვანელო II და III კლასის დამრიგებლებისთვის
  • სავარჯიშო რვეული III კლასის მოსწავლეებისთვის
  • ვიზუალური მასალა მშობლებისთვის და ბავშვებისთვის.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგეს პროექტის ფარგლებში შემუშავებელი მასალა, აგრეთვე 2013-2014 საწავლო წელს პროგრამაში მონაწილე სკოლებში განხორციელებული კვლევის მონაცემებისა და აღნიშნული მონაცემების შედარებითი ანალიზი საკონტროლო ჯგუფის მონაცემებთან.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ძირითადი ჯგუფის II, III, და IV კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა (720 ბენეფიციარი), ასევე საკონტროლო ჯგუფის II კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა (240 ბენეფიციარი), სულ 960 ბენეფიციარი.

კვლევის შედეგები აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის სასარგებლოდ მეტყველებს და დღის წესრიგში აყენებს პროგრამის უწყვეტად განხორციელების აუცილებლობას.