About us
Strategy
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია მისი შედეგების მიღწევის გზებსა და საშუალებებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
საგანმანათლებლო სივრცეში მომზადებულია სხვადასხვა დოკუმენტი და საგანმანათლებლო მასალა, კერძოდ: საგნობრივი გზამკვლევები, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე ორიენტირებული აქტივობები, სანიმუშო გაკვეთილის გეგმები, დავალებათა კრებულები, მეთოდიკური ლიტერატურა, ვირტუალური სიმულაციები, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები და ა.შ. არსებული მასალები განთავსებულია სხვადასხვა ვებმისამართზე და ისეა გაბნეული, რომ დაინტერესებული მხარისთვის მათი მოძიება რთულია და დროის დიდ რესურსს მოითხოვს. პორტალი, რომელსაც თქვენ ეცნობით, არის ყველა ამ საგანმანათლებლო მასალის ერთ სივრცეში თავმოყრის პირველი მცდელობა.
პორტალზე გამოქვეყნებულია ყველა საგნობრივი პროგრამა, რომელსაც თან ერთვის სხვადასხვა სასწავლო რესურსი - სარეკომენდაციო, სანიმუშო აქტივობები, სიმულაციები, ანიმაციები, საგანმანათლებლო თამაშები, ვიდეომასალა და ა.შ.
პორტალი რეგულარულად შეივსება ახალი რესურსებით.
Mission
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და მეთოდურ, სასწავლო და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლების თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაცია, საგანთშორისი კავშირების ვიზუალიზაცია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების დემონსტრირება და დანერგვის ხელშეწყობა.