ცდა 5. ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები (EN)

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/qim.IX">ქიმ.IX.8. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია აღ­წე­როს ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის რო­ლი ახა­ლი მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და ენერ­გი­ის მი­ღე­ბა­ში.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • გა­ნას­ხ­ვა­ვებს ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან ეგ­ზო­თერ­მულ და ენ­დო­თერ­მულ რე­აქ­ცი­ებს.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: ეგ­ზო­თერ­მუ­ლი და ენ­დო­თერ­მუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ხსნა­რებ­ში.

 

რე­კო­მენ­და­ცია: მოს­წავ­ლე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნეთ ჯგუ­ფუ­რად.

 

ცდის მი­ზა­ნი - ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის გახ­ს­ნი­სას და ქი­მი­უ­რი გარ­დაქ­მ­ნე­ბის დროს სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის გახ­ს­ნის სით­ბოს და რე­აქ­ცი­ე­ბის სით­ბოს კვლე­ვა

 

რე­სურ­სე­ბი: (თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი­სათ­ვის)

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: ქი­მი­უ­რი ჭი­ქე­ბი, 250 მლ (4) F0083; თერ­მო­მეტ­რი F0333; მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რი, 50 მლ (1) F0185; სას­წო­რი F0285; დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე F0275.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი გო­გირ­დ­მ­ჟა­ვა, 15 მლ; ნატ­რი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის გრა­ნუ­ლე­ბი, 4 გრ; მა­რილ­მ­ჟა­ვა2M, 100 მლ; ნატ­რი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის ხსნა­რი 2M, 100 მლ; ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი, 10 გრ.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • და­ნომ­რეთ ქი­მი­უ­რი ჭი­ქე­ბი 1-დან 4-მდე.
  • N1, N2 და N3-ში ჩა­ას­ხით 100-100 მლ გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი; N4-ში 100 მლ 2M ნატ­რი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის ხსნა­რი; ხსნა­რე­ბი და­ა­ყოვ­ნეთ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­თა მი­ი­ღონ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა.
  • თერ­მო­მეტ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით თი­თო­ე­ულ ჭი­ქა­ში გა­ზო­მეთ საწყი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა. მო­ნა­ცე­მე­ბი ჩა­ი­წე­რეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ ცხრილ­ში.
  • მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რით 15 მლ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი გო­გირ­დ­მ­ჟა­ვა ჩა­ას­ხით N1 ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში. კარ­გად მო­უ­რი­ეთ თერ­მო­მეტ­რით. ჩა­ი­წე­რეთ თერ­მო­მეტ­რის ჩვე­ნე­ბა მო­ნა­ცემ­თა ცხრილ­ში.
    • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით იმოქ­მე­დეთ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი გო­გირ­დ­მ­ჟა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.
  • აწო­ნეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 4 გრა­მი ნატ­რი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის გრა­ნუ­ლე­ბი და ჩა­ყა­რეთ N2 სინ­ჯა­რა­ში. კარ­გად მო­უ­რი­ეთ თერ­მო­მეტ­რით, აით­ვა­ლეთ თერ­მო­მეტ­რის ჩვე­ნე­ბა და შე­დე­გი ჩა­ი­წე­რეთ მო­ნა­ცემ­თა ცხრილ­ში.
  • აწო­ნეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 გ ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი და და­ა­მა­ტეთ N3 ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში. კარ­გად მო­უ­რი­ეთ თერ­მო­მეტ­რით, გა­ზო­მეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა და შე­დე­გი ჩა­ი­წე­რეთ მო­ნა­ცემ­თა ცხრილ­ში.
  • N4 ქი­მი­ურ ჭი­ქას და­ა­მა­ტეთ 100 მლ 2M მა­რილ­მ­ჟა­ვას ხსნა­რი. კარ­გად მო­უ­რი­ეთ თერ­მო­მეტ­რით და მო­ნა­ცემ­თა ცხრილ­ში ჩა­ი­წე­რეთ თერ­მო­მეტ­რის ჩვე­ნე­ბა.

 

მო­ნა­ცემ­თა ცხრი­ლი

მარილმჟავათი ცდის შედეგები

ცდის ანა­ლი­ზი: ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი სით­ბუ­რი ეფექ­ტის მი­ხედ­ვით იყო­ფა ეგ­ზო­თერ­მულ და ენ­დო­თერ­მულ რე­აქ­ცი­ე­ბად. სით­ბოს გა­მო­ყო­ფით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეგ­ზო­თერ­მუ­ლი ეწო­დე­ბა, ხო­ლო იმ რე­აქ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ სით­ბოს გა­რე­მო­დან მი­წო­დე­ბას, ენ­დო­თერ­მუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ეწო­დე­ბა.

სით­ბუ­რი ეფექ­ტი ახ­ლავს გახ­ს­ნის პრო­ცე­სებ­საც. ზო­გი­ერ­თი ნივ­თი­ე­რე­ბის გახ­ს­ნი­სას დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სით­ბო გა­მო­ი­ყო­ფა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ნა­წი­ლა­კე­ბის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბით გამ­ხ­ს­ნე­ლის მო­ლე­კუ­ლებ­თან. გახ­ს­ნის პრო­ცესს შე­საძ­ლოა ახ­ლ­დეს სით­ბოს შთან­თ­ქ­მაც. მო­ცე­მულ ცდა­ში, გო­გირ­დ­მ­ჟა­ვას და ტუ­ტის წყალ­ში გახ­ს­ნას ახ­ლავს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სით­ბოს გა­მო­ყო­ფა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ჰიდ­რა­ტი­რე­ბუ­ლი იონე­ბის წარ­მოქ­მ­ნი­სას დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გი­ის გა­მო­ყო­ფით. ასე­ვე ენერ­გი­ის გა­მო­ყო­ფით მიმ­დი­ნა­რე­ობს ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის რე­აქ­ცია. ენ­დო­თერ­მუ­ლი რე­აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფ­რ­თხი­ლეს მო­ითხოვს, ამი­ტომ მო­ცე­მულ ცდა­ში გან­ხი­ლუ­ლია მხო­ლოდ ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტის წყალ­ში გახ­ს­ნის ენ­დო­თერ­მუ­ლი პრო­ცე­სი.

სით­ბოს ცვლი­ლე­ბა თი­თო­ე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ფიქ­სირ­დე­ბა სის­ტე­მის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბით.