Information and Communications Technology

Print

მოსწავლე იცნობს სხვადასხვა სტრუქტურის ციფრული მასალის შესაქმნელ/დასამუშავებელ რამდენიმე საშუალებას (EN)

შედეგის დაზუსტება

იცნობს სხვადასხვა სტრუქტურის ციფრული მასალის შესაქმნელ/დასამუშავებელ რამდენიმე საშუალებას. აცნობიერებს კონკრეტულ შემთხვევაში რომელიმე მათგანის უპირატესობას და ადეკვატურად იყენებს მას. მაგალითად, საჭიროა დავითვალოთ და შევადაროთ, წლის განმავლობაში ყოველი თვის 13 რიცხვი კვირის თითოეულ დღეს რამდენჯერ დაემთხვა. ამისთვის მოსწავლე გაიაზრებს ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო ცხრილს: სტრიქონებს გადანომრავს კვირის დღეებით, ხოლო სვეტებს - წელიწადის თვეებით. მოსწავლე კომპიუტერის კალენდარში ნახავს წლის თითოეულ თვეში 13  რიცხვი  კვირის რომელ დღეს დაემთხვა და ჩაწერს ერთიან ცხრილში შესაბამისი უჯრების გადაკვეთაზე.

უმჯობესია, ეს მონაცემები შევიტანოთ ელექტრონულ ცხრილში (გამოთვლები ჩატარდება ავტომატურად) და არა ტექსტურ რედაქტორში. შესაძლებელია, კვირის დღეების მიხედვით უჯრების ჯამის დათვლა ფორმულით და დიაგრამის აგება.

შესაძლებელია, ამგვარი ცხრილი სხვადასხვა წლისთვის შევავსოთ (ფორმულები რიცხვით  მნიშვნელობებს ავტომატურად  დაითვლიან) და შევადაროთ მიღებული შედეგები.