• Home
  • Sitemap
  • Contact
  • GE
  • EN
The Portal of National Curriculum The Portal of National Curriculum
  • National Curriculum
    • General Part
      • Introduction
      • General Part
      • Part II. Principles of Lesson Hours Distribution
      Stages/Classes
      • Elementary Stage
        • Grade I
        • Grade II
        • Grade III
        • Grade IV
        • Grade V
        • Grade VI
      • Primary Stage
        • Grade VII
        • Grade VIII
        • Grade IX
      • Secondary Stage
        • Grade X
        • Grade XI
        • Grade XII
    • Subjects
      • Official Language
      • Mathematics
      • Foreign Languages
      • Social Sciences
      • Natural Sciences
      • Technologies
      • Aesthetic Education
      • Sport
      • Elective Courses
    • Competencies
      • icon
        Literacy
      • icon
        Media literacy
      • icon
        Digital Literacy
      • icon
        Quantitative Literacy
      • icon
        Environmental Literacy
      • icon
        Multilingual Competence
      • icon
        Semiotic competence
      • icon
        Learning to learn
      • icon
        Social and Civil
      • icon
        Ethics
      • icon
        Business Competencies
      • icon
        Healthy Lifestyle Competencies
      • icon
        Creative and Critical Thinking
    • Useful resources
      • Recommendations for Parents
      • Publications
      • პროექტი "შავი ზღვის სკივრი"
      სატესტო სექცია
      • National Curriculum 2007
      • Current National Curriculum 2011-2016
      • New National Curriculum 2016-2021
        • დაწყებითი საფეხური - I -VI კლასები (დამტკიცდა 2016 წელს)
        • საბაზო საფეხური -VI - IX კლასები (პროექტი საჯარო განხილვისთვის)
  • Preschool Education
    • Children\'s Literature
      • Content and Goals
      • Structure of the Standard
      • Brief Review of Learning and Development Fields
      • Supplementary Manuals
      Age
      • 0-1 year
      • 1-3 years
      • 3-5 years
      • 5-6 years
    • Field
      • Health and Physical Development
      • Cognitive Development and General Knowledge
      • Approaches to Learning
      • Speech Development
      • Social-Emotional Development
  • Inclusive Education
    • General Part
      • Chapter V. Inclusive Education
      • Useful Websites
      • Samples of Individual Educational Plan
      • Thematic Websites
      • Acronyms
      • Conventions, Declarations and Recommendations
      • Supplementary Manuals
    • Individual Student Alternative Education Plan
  • Dictionary

Foreign Languages

  • Home
  • უცხოური ენები
  • Foreign Languages
Print
  • General Part
    • Introduction
    • General Part
      • Education Process Management
      • Chapter II. Educational Resources
      • Chapter III. School Curriculum
      • Chapter IV. Student Assessment System
      • Chapter V. Inclusive Education
      • Chapter VI. Basic Methodological Orientations
      • Chapter VII. Compulsory and Elective Subjects
      • Chapter VIII. Cross-cultural Competencies
    • Part II. Principles of Lesson Hours Distribution
      • Chapter IX. Timetable
      • Chapter X. Hourly Schedule According to the Grades and Mandatory Minimum of Summative Tasks
  • დონეები
  • Foreign Languages
  • directions
  • Competencies
arrow
  • Level 1    
  • Level 2    
  • Level 3    
  • P4    
  • P5    
  • P6    
  • B-S1    
  • B-S2    
  • B-S3    
  • B-S4    
  • B-S5    
  • B-S6    
  • B-S7    
  • B-S8    

Level 1

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.დ.I.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.        

უცხ.დ.I.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.

უცხ.დ.I.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.

უცხ.დ.I.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

უცხ.დ.I.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.

უცხ.დ.I.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.

 

წერა

უცხ.დ.I.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა. 

 

ლაპარაკი

უცხ.დ.I.8. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

უცხ.დ.I.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა გამეორება.

უცხ.დ.I.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.დ.I.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური

 

სოციოკულტურული გარემოს შედარება.

 

 

სწავლის სწავლა

უცხ.დ.I.13. (EN)

მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

Level 2

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.დ.II.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.

უცხ.დ.II.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების /მონოლოგების გაგება.

უცხ.დ.II.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.

უცხ.დ.II.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

უცხ.დ.II.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.

უცხ.დ.II.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

 

წერა

უცხ.დ.II.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.

 

ლაპარაკი

უცხ.დ.II.8. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ- ჩვევები.

უცხ.დ.II.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.

უცხ.დ.II.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.დ.II.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.

 

სწავლის სწავლა

უცხ.დ.II.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.II.13. (EN)

მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.II.14. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.

Level 3

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.დ.III.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.

უცხ.დ.III.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/ მონოლოგების გაგება.

უცხ.დ.III.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.

უცხ.დ.III.4 (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

უცხ.დ.III.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.

უცხ.დ.III.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

უცხ.დ.III.7. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.

 

წერა

უცხ.დ.III.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება. 

 

ლაპარაკი

უცხ.დ.III.9. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

უცხ.დ.III.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.

უცხ.დ.III.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.დ.III.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.

 

სწავლის სწავლა

უცხ.დ.III.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.III.14. (EN)

მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.III.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.

უცხ.დ.III.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.

P4

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.დ.IV.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.

უცხ.დ.IV.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება.

უცხ.დ.IV.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება.

უცხ.დ.IV.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

უცხ.დ.IV.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

უცხ.დ.IV.6. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

უცხ.დ.IV.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

 

წერა

უცხ.დ.IV.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების შედგენა.

უცხ.დ.IV.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

 

ლაპარაკი

უცხ.დ.IV.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.

უცხ.დ.IV.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.დ.IV.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა.

უცხ.დ.IV.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.დ.IV.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.

უცხ.დ.IV.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურული და  სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება. 

 

სწავლის სწავლა

უცხ.დ.IV.17. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.IV.18. (EN)

მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.IV.19. (EN)

მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.დ.IV.20. (EN)

მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.

უცხ.დ.IV.21. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.

უცხ.დ.IV.22 (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.დ.IV.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის მოწყობა, სპექტაკლის დადგმა, უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება.

P5

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.დ.V.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.

უცხ.დ.V.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).

უცხ.დ.V.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება.

უცხ.დ.V.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

უცხ.დ.V.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი წერილის (ელექტრონული) წაკითხვა და გაგება.

უცხ.დ.V.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება.

უცხ.დ.V.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება(მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან).

უცხ.დ.V.8. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

უცხ.დ.V.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

 

წერა

უცხ.დ.V.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი (ელექტრონული) წერილის მარტივი ენით დაწერა.

უცხ.დ.V.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა.

უცხ.დ.V.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.V.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.

 

ლაპარაკი

უცხ.დ.V.14. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

უცხ.დ.V.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.დ.V.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.

უცხ.დ.V.17. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.V.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. 

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.დ.V.19. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.დ.V.21. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.V.22. (EN)

მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.V.23. (EN)

მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.დ.V.24. (EN)

მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.

უცხ.დ.V.25. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.

უცხ.დ.V.26. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად.

უცხ.დ.V.27. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.დ.V.20. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა).

P6

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.დ.VI.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.

უცხ.დ.VI.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება.

უცხ.დ.VI.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).

უცხ.დ.VI.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საბავშვო გადაცემათა ჩანაწერების ძირითადი შინაარსის გაგება.

უცხ.დ.VI.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

უცხ.დ.VI.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება (მაგ., თამაშის წესი, როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის ნაკეთობა და სხვა).

უცხ.დ.VI.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება. 

უცხ.დ.VI.8. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

უცხ.დ.VI.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი დახასიათებლების ამოცნობა. 

უცხ.დ.VI.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. 

 

წერა

უცხ.დ.VI.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია პირადი (ელექტრონული) წერილის დაწერა.

უცხ.დ.VI.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის თხზულების შექმნა.

უცხ.დ.VI.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.VI.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.

 

ლაპარაკი

უცხ.დ.VI.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.დ.VI.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.

უცხ.დ.VI.17. (EN)

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.VI.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. 

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.დ.VI.19. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.დ.VI.21. (EN)

მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.

უცხ.დ.VI.22. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.

უცხ.დ.VI.23. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

უცხ.დ.VI.24. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.დ.VI.20. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., გენეალოგიური ხის შედგენა, კატალოგის შექმნა-წარმოდგენა და სხვა).

B-S1

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.I.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

 

კითხვა

უცხ.ს.I.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ანბანის წაკითხვა. 

უცხ.ს.I.6. (EN)

მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს.

უცხ.ს.I.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საჯარო წარწერების (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერის, გაჩერების/ მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელების და სხვა) წაიკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება. 

უცხ.ს.I.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ოფიციალური/ადმინისტრაციული ხასიათის დოკუმენტების, ანკეტების (მაგ., კვირის განრიგის, გაკვეთილების ცხრილის, სავიზიტო ბარათის, პირადობის მოწმობის, ბილეთის და სხვა) წაიკითხვა და გაგება. 

უცხ.ს.I.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება. 

უცხ.ს.I.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივი კორესპონდენციის - სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის (მისალოცის, მოსაწვევის, მოწვევის სამადლობელოს და სხვა), მარტივი შეტყობინების წაიკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს. I.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები. 

უცხ.ს.I.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად.

 

წერა

უცხ.ს.I.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების, წინადადებების წერა. 

უცხ.ს.I.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილების ცხრილის, კვირის/დღის განრიგის, ანკეტის შევსება. 

უცხ.ს.I.17. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით ღია ბარათის შედგენა. 

უცხ.ს.I.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მარტივი, ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (კატალოგის, მენიუს, კულინარიული რეცეპტის) შედგენა.

უცხ.ს.I.19. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა.

უცხ.ს.I.20. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.ს.I.21. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.

 

ლაპარაკი

უცხ.ს.I.22. (EN)

მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.I.23. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. 

უცხ.ს.I.24. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გარემოს აღწერა.

უცხ.ს.I.25. (EN)

მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.

უცხ.ს.I.26. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.I.27. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.

უცხ.ს.I.28. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.ს.I.30. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

უცხ.ს.I.31. (EN)

მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. 

უცხ.ს.I.32. (EN)

მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.I.33. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.I.34. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.I.35. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.I.29. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა). 

B-S2

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.II.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II. 4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მარშრუტის მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.

 

კითხვა

უცხ.ს.II.7. (EN)

მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.

უცხ.ს.II.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, ინფორმაცია ყიდვა-დაქირავების შესახებ, მემორიალური დაფა, სხვადასხვა ტიპის აბრა და სხვა).

უცხ.ს.II.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი). 

უცხ.ს.II.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის, ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა და სხვა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.

უცხ.ს.II.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სარეკლამო ხასიათის ტექსტი (ტურისტული ბუკლეტი, აფიშა, ანონსი).

უცხ.ს.II.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან). 

უცხ.ს.II.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური).

უცხ.ს.II.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა. 

უცხ.ს.II.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).

 

წერა

უცხ.ს.II.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი. 

უცხ.ს.II.17. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).

უცხ.ს.II.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).

უცხ.ს.II.19. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა).

უცხ.ს.II.20. (EN)

მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.

უცხ.ს.II.21. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს წერის სათანადო სტრატეგიებს.

 

ლაპარაკი

უცხ.ს.II.22. (EN)

მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.II.23. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. 

უცხ.ს.II.24. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას სატელეფონო საუბარს. 

უცხ.ს.II.25. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი. 

უცხ.ს.II.26. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.

უცხ.ს.II.27. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.II.28. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.

უცხ.ს.II.29. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.ს.II.31. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

უცხ.ს.II.32. (EN)

მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. 

უცხ.ს.II.33. (EN)

მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.II.34. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.II.35. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.II.36. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.II.30. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). 

B-S3

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.III.1. (EN)

უცხ.ს.III.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.

უცხ.ს.III.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.

უცხ.ს.III.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კითხვა

უცხ.ს.III.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ოფიციალური ხასიათის ღია ბარათის, პირადი წერილის, ან მისი ელექტრონული ვერსიის) გაგება.

უცხ.ს.III.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).

უცხ.ს.III.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).

უცხ.ს.III.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

უცხ.ს.III.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.

უცხ.ს.III.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.

 

წერა

უცხ.ს.III.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერილის მიწერა წარმოსახვითი, ან რეალური ადრესატისათვის (მაგ., უცხოელი თანატოლისათვის, მეგობარისათვის და სხვა).

უცხ.ს.III.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (მაგ. ცნობარი, ანოტაცია, დაიჯესტი და სხვა) შედგენა. 

უცხ.ს.III.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.

უცხ.ს.III.14. (EN)

წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები. 

უცხ.ს.III.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

ლაპარაკი

უცხ.ს.III.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. 

უცხ.ს.III.17. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

უცხ.ს.III.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი. 

უცხ.ს.III.19. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.III.20. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.III.21. (EN)

მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.

უცხ.ს.III.22. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.ს.III.24. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

უცხ.ს.III.25. (EN)

მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად. 

უცხ.ს.III.26. (EN)

მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.III.27. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.III.28. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.III.29. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.III.23. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). 

B-S4

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.IV.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.

უცხ.ს.IV.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.

უცხ.ს.IV.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ და სხვა) ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.IV.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. 

 

კითხვა

უცხ.ს.IV.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (მაგ., კომპლექსური დავალების ინსტრუქცია, რჩევა-დარიგება, თამაშის  წესები, რეკომენდაციები და სხვა). 

უცხ.ს.IV.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ცნობარი და სხვა).

უცხ.ს.IV.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).

უცხ.ს.IV.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.IV.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

უცხ.ს.IV.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.

უცხ.ს.IV.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.

 

წერა

უცხ.ს.IV.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების წერა, სადაც დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., პირადი წერილი, დღიური).

უცხ.ს.IV.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.

უცხ.ს.IV.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერისას ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

უცხ.ს.IV.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შედეგის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).

 

ლაპარაკი

უცხ.ს.IV.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.ს.IV.17. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.

უცხ.ს.IV.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ.ს.IV.19. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.IV.20. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. 

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.IV.21. (EN)

მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს. 

უცხ.ს.IV.22. (EN)

მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურის რეალიებს.

უცხ.ს.IV.23. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.ს.IV.25. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

უცხ.ს.IV.26. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. 

უცხ.ს.IV.27. (EN)

მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

უცხ.ს.IV.28. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

უცხ.ს.IV.29. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. 

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.IV.24. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა). 

B-S5

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.V.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე.

უცხ.ს.V.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.V.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. 

 

კითხვა

უცხ.ს.V.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).

უცხ.ს.V.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება. 

უცხ.ს.V.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.V.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.V.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების, ნასწავლი ენობრივი ფორმებისა და მათი ფუნქციის ამოცნობა შინაარსიან კონტექსტში.

უცხ.ს.V.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი. 

უცხ.ს.V.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.

 

წერა

უცხ.ს.V.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს (მაგ., მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, გამოხმაურებას ნანახ სპექტაკლზე/ჩატარებულ ღონისძიებაზე და სხვა).

უცხ.ს.V.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა).

უცხ.ს.V.13. (EN)

წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. 

უცხ.ს.V.14. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).

 

ლაპარაკი

უცხ.ს.V.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.

უცხ.ს.V.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.

უცხ.ს.V.17. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ.ს.V.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.

უცხ.ს.V.19. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.V.20. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადასაჭრელად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. 

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.V.21. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.ს.V.23. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

უცხ.ს.V.24. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული უნარები წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. 

უცხ.ს.V.25. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. 

უცხ.ს.V.26. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

უცხ.ს.V.27. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.V.22. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

B-S6

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.VI.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (რეპორტაჟი, ინტერვიუ).

უცხ.ს.VI.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კითხვა

უცხ.ს.VI.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).

უცხ.ს.VI.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე (მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/mp3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკ-მუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი, კომპიუტერი და სხვა).

უცხ.ს.VI.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური - როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.VI.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის თხრობითი ტექტი (მოთხრობა, ნოველა, ლეგენდა, იგავ-არაკი).

უცხ.ს.VI.7. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

უცხ.ს.VI.8. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. 

 

წერა

უცხ.ს.VI.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილების წერა.

უცხ.ს.VI.10. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ თემაზე/საკითხზე (მაგ., მოსწავლე და მობილური ტელეფონი, მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლის მიმართ, უცხოური ენების სწავლა და სხვა).

უცხ.ს.VI.11. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. 

უცხ.ს.VI.12. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე.

 

ლაპარაკი

უცხ.ს.VI.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.VI.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

უცხ.ს.VI.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა).

უცხ.ს.VI.16. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

უცხ.ს.VI.17. (EN)

მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.VI.18. (EN)

მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.VI.19. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

 

სწავლის სწავლა

უცხ.ს.VI.21. (EN)

მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული სწავლის ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.VI.20. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

B-S7

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.VII.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია).

უცხ.ს.VII.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.

 

კითხვა

უცხ.ს.VII.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).

უცხ.ს.VII.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).

უცხ.ს.VII.5. (EN)

მოსწავლე ფლობს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას.

უცხ.ს.VII.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

უცხ.ს.VII.7. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. 

 

წერა

უცხ.ს.VII.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილის წერა.

უცხ.ს.VII.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა ტიპის ტექსტი (მაგ., ესე, წერილი სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., ძალადობა სკოლაში, ეკოლოგია და სხვა).

უცხ.ს.VII.10. (EN)

წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. 

უცხ.ს.VII.11. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე.

 

ლაპარაკი

უცხ.ს.VII.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.VII.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.

უცხ.ს.VII.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

უცხ.ს.VII.15. (EN)

მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.VII.16. (EN)

მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.VII.17. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.VII.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

B-S8

Foreign Languages

მოსმენა

უცხ.ს.VIII.1. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს კომპლექსური შინაარსის მრავალფეროვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დებატები, ზეპირი გამოსვლა, რეპორტაჟი, ტელეჟურნალი, ლექცია და სხვა).

 

უცხ.ს.VIII.2. (EN)

მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი შინაარსის უკეთ გასააზრებლად.

 

კითხვა

უცხ.ს.VIII.3. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს, მსჯელობას კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით (მაგ., გარემოს დაბინძურება, სამომხმარებლო საზოგადოება, ძალადობა სკოლებში და სხვა).

უცხ.ს.VIII.4. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტი (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).

უცხ.ს.VIII.5. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტი (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).

უცხ.VIII.6. (EN)

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

უცხ.ს.VIII.7. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. 

 

წერა

უცხ.ს.VIII.8. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ტექსტი (ესე, სტატია სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., კომპიუტერულ თამაშებზე, განსხვავებებზე თაობებს შორის და სხვა).

უცხ.ს.VIII.9. (EN)

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს საქმიანი წერილი უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით (მაგ., წერს წერილს ახალგაზრდული ჟურნალის რედაქციას, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა; წერს ტურისტულ ბიუროს, რომლის მომსახურება არ შეესაბამებოდა რეკლამას და სხვა).

უცხ.ს.VIII.10. (EN)

წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. 

უცხ.ს.VIII.11. (EN)

მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე.

 

ლაპარაკი

უცხ.ს.VIII.12. (EN)

მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

უცხ.ს.VIII.13. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

უცხ.ს.VIII.14. (EN)

მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა).

უცხ.ს.VIII.15. (EN)

მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.VIII.16. (EN)

მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.VIII.17. (EN)

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.

 

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს. VIII.18. (EN)

მოსწავლეს შეუძლია თარგმნოს უცხოენოვანი წყაროები/ტექსტები ან დაამუშაოს ისინი სხვა დაინტერესებულ პირთათვის (მაგ., თანაგუნდელისთვის) ან შემდგომი გამოყენებისათვის.

  • Home
  • Sitemap
  • Contact
Inclusive Education Inclusive Education The Preschool Education The Preschool Education Ministry of Education and <br>Science of Georgia Ministry of Education and
Science of Georgia
© 2014 Some Rights Reserved.
Creative Commons LicenseThe Portal of National Curriculum
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design