Grade I
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. I. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
- ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
- უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
- მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
- ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).
- მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
- აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
- მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
- წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
- მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
- პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
- იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
- წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
- თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
ქართ. I. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
- ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
- სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
- ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
- ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
- მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
- მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
- ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
- აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
- აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
- იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
- სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
- ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
- მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;
- მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით ½, ორმარცვლიანს - ორი რკალით ½½ და ა.შ.);
- ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
- მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას (მაგ., წითელქუდა ბებიასთან წავიდა – სამი ხაზი: ________ ________ ___________);
- სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
- განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
- სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).
კითხვა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
- ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
- ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
- ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
- სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
- ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
- ცნობს ანბანის ყველა ასოს.
- აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
- ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს;
- წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ. I. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
- დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;
- იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს (მაგ., მითითებების მიხედვით ამზადებს დეკორაციას, დესერტს, ქმნის მარტივ ნაკეთობას და სხვ.);
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ქარ. I. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
- ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
- სათამაშოების/ნივთების კიდობნიდან ამოარჩევს საგნებს, რომლებიც წაკითხული / მოსმენილი ტექსტის მთლიან შინაარსს / ცალკეულ ეპიზოდს ეხმიანება და ხსნის, რატომ აირჩია ესა თუ ის ნივთი;
- ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების, აღძრული გრძნობების/ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ შეგროვებული მასალით (ფოთლებით, ყვავილებით, ხის ტოტებით და ა.შ.);
- ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
- სხვა მოსწავლის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს / მოთხრობას / ლექსს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- კითხვისას წიგნს დაიკავებს სწორად, სათანადო დისტანციაზე;
- კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
- ფორმალური ნიშნების მიხედვით (მაგ., ილუსტრაციების, მსხვილი შრიფტისა და ა. შ. მეშვეობით) ამოიცნობს საბავშვო წიგნს, ჟურნალს;
- განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
- განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
- ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
- ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონებისას, სტრიქონში – სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;
- მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
- პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).
წერა
- აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და ა.შ.);
- ჰაერში ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
- ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
- იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.
ქართ. I. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
- იცავს მანძილს ასოებს შორის;
- ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
- კარნახით წერს ასოებს, მარცვლებს, სიტყვებს;
- მოცემული ბგერებით ადგენს სიტყვებს ზეპირად და შემდეგ წერს;
- დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია.
- წერის პროცესში სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
- მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
- სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
- წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
- მოდელის მიხედვით ქმნის და აფორმებს სხვადასხვა სახის ყოფით ტექსტებს (მისალოც ბარათს, საყვარელი კერძების მენიუს, გამაფრთხილებელ აბრას და სხვ.);
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- წარწერას უკეთებს ილუსტრაციას.
Georgian as a Second Language
მოსმენა
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გამოდი დაფასთან, აიღე ფანქარი, დახურე კარი და სხვა).
- ამოიცნობს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
- იგებს და მიმიკა-ჟესტიკულაციით, რიტმული მოძრაობებით განასახიერებს ლექსებს, გათვლებს, სიმღერებს.
- ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
- რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
- ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
- ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციებთან.
- ტექსტის შინაარსის შესახებ ილუსტრაციების/სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს (მშობლიურ ენაზე);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე (მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია . . . ) დაყრდნობით.
ლაპარაკი
- ცდილობს სწორად წარმოთქვას ქართული ენისათვის დამახასიათებელი ბგერები;
- სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
- ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
- მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებულ მარცვალს;
- მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით, ორმარცვლიანს _ ორი რკალით და ა.შ.);
- ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
- მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს;
- მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებული ბგერით დაწყებულ სიტყვებს;
- ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად.
ქ.მ.I.7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
- იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ცდილობს სწორად და გარკვევით წარმოთქვას ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, ენის გასატეხები;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივი ენით დაწერილ დიალოგებსა და სცენებს;
- ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
- არავერბალური საშუალებებით რეაგირებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე (მაგ., მიმიკა/ჟესტიკულაციით გამოხატავს თანხმობას/უარს; მოწონება/არ მოწონებას; აჩვენებს, რა უნდა; მიუთითებს, ვისია საგანი და სხვა);
- პასუხობს კითხვებს ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (დაამთავრე? _ დიახ/არა; რა გინდა? _ კალამი/საშლელი; არ მაქვს; მინდა და სხვა);
- თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე ან რეაგირებს არავერბალური საშუალებებით (მაგ., ვინ არის და რა ჰქვია, რამდენი წლისაა, ვის რა აქვს/ჰყავს, ვინ რას აკეთებს, ვის რა უყვარს/რა უნდა, როგორი ამინდია, რა ფერისაა ესა თუ ის საგანი და სხვა).
- ასახელებს პერსონაჟს/ცხოველს/საგანს;
- ასახელებს მათ რაოდენობას;
- ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., დიდი, მაღალი, მსუქანი, მრგვალი, ლურჯი);
- ასახელებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., სკამზე, წყალში);
- ასახელებს მათ მოქმედებებს (მაგ., მირბის, მღერის...).
- ასახელებს რა ჰქვია და რამდენი წლისაა;
- ასახელებს, ვინ ჰყავს და რა აქვს;
- ასახელებს, რა უყვარს და რა არ უყვარს.
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე).
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას).
კითხვა
- თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
- ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
- ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
- ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
- სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
- ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
- ცნობს ანბანის ყველა ასოს.
[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.
ქ.მ.I.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა[1].
[1] გაშიფრვა - გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.
- ამოიცნობს ყველა ბეჭდურ და ნაწერ ასოს და სწორად წარმოთქვამს მას;
- აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
- დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
- ილუსტრირებულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის საანბანო ტექსტებს;
- წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
- ფურცელზე განასხვავებს და გამოყოფს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს, სავარჯიშოს პირობას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს;
- გამოყოფს ლექსის სტროფის დასაწყისსა და დასასრულს;
- ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ (მშობლიურ ენაზე).
წერა
ქ.მ. I.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების, მოკლე წინადადებების გადაწერა.
- ხატავს რაიმე საგანს, ნივთს, სცენას ან პერსონაჟს. ასათაურებს ნახატს და სთხოვს მასწავლებელს, დაფაზე დაუწეროს შესაბამისი სიტყვა, რომელსაც შემდეგ გადმოწერს (გადმოხატავს) დაფიდან (მაგ., ხატავს/ამზადებს მისალოც ბარათს და მიაწერს, ვისთვის არის _ „დათოს“ „დათო“ „გილოცავ“; ხატავს სკოლას, კლასელებს, ოჯახის წევრებს და მიაწერს, ვინ არის, რა არის...);
- მასწავლებლის დახმარებით გადმოწერს დაფაზე დაწერილ იმ სიტყვას/სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიულ ხატსაც ცნობს და მიუხატავს შესაბამის ილუსტრაციას;
- ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
- აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და ა.შ.);
- იცავს ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.
გრამატიკა
- განარჩევს სამივე პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში;
- ამოიცნობს და იყენებს I პირის კუთვნილებით ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში;
- ამოიცნობს და იყენებს ნათესაობითს კუთვნილებითობის გამოსახატავად (გიორგის ჩანთა);
- ამოიცნობს და იყენებს ზე/ში თანდებულებს ადგილმდებარეობის გამოსახატავად.
- განარჩევს და იყენებს მაქვს/მყავს ფორმებს.
- იყენებს სახელობით ბრუნვას ნასწავლ ზმნებთან (ბიჭი/გოგო მიდის, მღერის...; აქვს ბურთი/ჩანთა...; უყვარს შოკოლადი...);
- იყენებს მიცემით ბრუნვას ნასწავლ ზმნებთან (ბიჭს/გოგოს აქვს; ჭამს ნაყინს...);
- იყენებს არის//-ა ზმნას შედგენილი შემასმენლის ფუნქციით (ის არის ბიჭი // ის ბიჭია).
- მასწავლებლის დახმარებით იყენებს და ქმნის თვალსაჩინოებას (ბარათი, ლოტო, ნახატი, პლაკატი);
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Grade II
Georgian Language and Literature
წერა
ქართ. II. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
- აკვირდება მოდელს და ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
- ასახელებს მოდელის კომპოზიციურ თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
- თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა ტექსტში;
- ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
- შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.
ქართ. II. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
- წერს და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
- მოკლედ წერს პირადი გამოცდილების შესახებ („ზაფხულის არდადეგები“, „ჩემი მეგობარი“, „შინაური ცხოველები“ და ა. შ.);
- პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;
- წერს კარნახით;
- სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით პერსონაჟებს;
- შეადგენს გამაფრთხილებელ წარწერებს და განცხადებებს (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა ძაღლი“ და ა. შ.);
- მოდელის მიხედვით ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ ხეს, დღის რეჟიმსა და სხვ.);
- გადმოსცემს ნახატით ან მუსიკალური ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
- ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.
ქართ. II. 12. (EN)
მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს სათანადოდ ათანხმებს რიცხვში;
- კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
- იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
- მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
- ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
კითხვა
- თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
- დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
- პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
- ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში - გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა, მომზადების წესი და სხვ.);
- ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ., გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები);
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.).
ქართ. II. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
- განარჩევს დიალოგს და თხრობას;
- მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
- ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
- პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
- ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
- განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
- ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).
ქარ. II. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
- ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
- ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
- ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
- ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის, რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
- მოცემული ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
- ასახელებს მოსმენილი / წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ ადგილებს.
- ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდას, თავფურცელს ავტორისა და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
- ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
- შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
- ყურადღებას აქცევს და იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
- ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
- იყენებს წიგნის სარჩევს, ტექსტის შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს;
- გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
მოსმენა
- ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
- სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ? / ბრძანდებით?);
- ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და ა. შ.).
ქართ. II. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
- ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
- გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
- ასათაურებს ტექსტს;
- ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
- ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
- აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
- გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
- მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
- ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ. II. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
- აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
- განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
- ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
- სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
- სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში;
- განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ან „წამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ ფორმებს.
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქ.მ. II.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., მიპასუხე, გამოდი დაფასთან, გაიმეორე, დახურე ფანჯარა/კარები და სხვა);
- ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
- ამოიცნობს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
- იგებს და მიმიკა-ჟესტიკულაციით, რიტმული მოძრაობებით განასახიერებს ლექსებს, გათვლებს, სიმღერებს.
- ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
- რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
- ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
- ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციებთან.
- ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან; ჟესტიკულაციით განასახიერებს/ხატავს/მიუთითებს რეალურ საგანზე;
- ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს მოცემული ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., გრძელი, მოკლე, მაღალი, ყავისფერი...) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ ხატავს მას;
- ამოიცნობს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., აქ/იქ, მარჯვნივ/მარცხნივ..., ეზოში, ხეზე) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ხატავს/განალაგებს მას.
ქ.მ. II.5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ილუსტრირებული ტექსტის (მარტივი ამბავი, ადაპტირებული რეპეტიტული ხასიათის ზღაპარი) გაგება.
- ამოიცნობს პერსონაჟებს და ასახელებს/ განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე;
- ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს და მიუთითებს სათანადო სურათს, ან განასახიერებს;
- აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
- ამოიცნობს მოქმედებათა ადგილს (მაგ., ტყეში, ეზოში...);
- ამოიცნობს პერსონაჟების დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
- მოქმედებათა თანამიმდევრულობის მიხედვით განალაგებს სურათებს;
- მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ (მშობლიურ ენაზე);
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე (მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია . . . ) დაყრდნობით.
ლაპარაკი
- განარჩევს მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს, მარცვლებს;
- სიტყვას ყოფს მარცვლებად და პირიქით, მარცვლებს ამთლიანებს
სიტყვებად;
- ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებშიც შედის წინასწარ მითითებული
მარცვალი;
- მოსმენილ მარტივ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური
ნიშნით აღნიშნავს მათ რაოდენობას (მაგ., ბიჭი ბურთს თამაშობს – სამი
ხაზი: ------ -------------- ------------);
- სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში
ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც იწყება/მთავრდება წინასწარ
მითითებული ბგერით;
- სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებს
აჯგუფებს თავკიდურა ბგერის მიხედვით;
- სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად;
ქ.მ.II.8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების სწორად წარმოთქმა.
- სწორად წარმოთქვამს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
- სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
- იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს).
- რეაგირებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე;
- პასუხობს კითხვებზე ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (ფანქარი მინდა, მომეცი, არა მაქვს და სხვა);
- მოკლედ პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ვინ სად არის, სად რა დევს, ვის რა აცვია/ახურავს/უკეთია, ვის როდის აქვს დაბადების დღე, ვინ როდის/რომელ საათზე რას აკეთებს, რას აკეთებენ ცხოველები და სხვა);
- კითხულობს და ასახელებს მარტივ მიზეზს (რატომ...? იმიტომ, რომ...);
- მარტივად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, შეფასებას ნივთის, ამინდის, საჭმლის მიმართ (მომწონს/ არ მომწონს);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (სად წავიდა, ვინ შეხვდა და სხვა);
- ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
- ასახელებს მათ რაოდენობას;
- ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., გრძელი თმა, მოკლე ფეხები, მწვანე თვალები);
- ასახელებს, როგორია სხვასთან მიმართებაში (მაგ., დათვზე პატარაა, კურდღელზე დიდია...);
- ასახელებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., სკამის ქვეშ, სახლის წინ/უკან და სხვა);
- ასახელებს მათ მოქმედებებს (მაგ., დარბის, ხატავს, თამაშობს).
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე);
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითება).
კითხვა
- ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს (პერსონაჟის სახელები, ერთი სემანტიკური ველის სიტყვები, მაგ., ცხოველები და სხვა);
- აკავშირებს წინადადებებს შესაბამის ილუსტრაციებთან;
- ტექსტის მიხედვით ქმნის/აფერადებს ნახატს;
- ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად (მაგ., უპასუხე შეკითხვებს, შემოხაზე სწორი ვარიანტი...).
ქ.მ.II.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტის (მაგ., გაკვეთილების ცხრილი) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ცხრილის მონაცემებს (მაგ., კვირის დღეები, საათი, გაკვეთილები, საგნები);
- ცხრილიდან ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეებში აქვს ხატვის გაკვეთილი);
- ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სავარჯიშოების მარტივ ინსტრუქციებს;
- გადაჭრის საკითხავ ამოცანებს არასიტყვიერ საშუალებებზე დაყრდნობით (მაგ., იპოვე, რომელი წინადადება შეესატყვისება ნახატს; დააკავშირე წარწერა ნახატთან; შემოხაზე სწორი ვარიანტი; დაასრულე ნახატი ტექსტის მიხედვით და სხვა);
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად (მაგ., მონიშნე სათანადო უჯრა ცხრილში და სხვა).
- დამარცვლით კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ მარტივ წინადადებას;
- ხმამაღლა კითხულობს სამ-ოთხ წინადადებიან ნაცნობ ტექსტს;
- პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისაგან;
- წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.
- ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს მიკროტექსტის (სამ-ოთხწინადადებიანი) შინაარსს;
- ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონების, სტრიქონში - სიტყვების, სიტყვაში კი – ასოებისას;
- განარჩევს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს, სავარჯიშოს პირობას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს, სათაურს;
- განარჩევს ტიპოგრაფიულ მინიშნებებს (მაგ., მსხვილ, გადახრილ შრიფტს, გამუქებულ შრიფტს და სხვა);
- პოულობს/სვამს სასვენ ნიშნებს მარტივ დიალოგში (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს).
- ფურცელზე განასხვავებს და გამოყოფს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს, სავარჯიშოს პირობას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს;
- ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ.
წერა
ქ.მ.II.18. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების, მოკლე წინადადებების გადაწერა.
- აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს;
- ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს ანბანის ასოებს;
- იცავს ორხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს;
- ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს მარცვლებს, სიტყვებს, წინადადებებს;
- ასრულებს სახალისო აქტივობებს კითხვაში ნასწავლი სიტყვებისა და ასოების გამოყენებით (კროსვორდის შევსება; ნახატის მიხედვით წინადადების დასრულება: ნიკას უყვარს . . . ; სიის შედგენა და სხვა);
- წერს ორთოგრაფიულად დამახსოვრებულ სიტყვებს.
ქ.მ. II.19. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მარტივი კომუნიკაციის განხორციელება არასიტყვიერი საშუალებების მოშველიებით.
- ამზადებს/აფორმებს მისალოც ბარათებს წარწერებითა და ნახატებით;
- სხვადასხვა თემაზე ქმნის მარტივ სქემატურ ნახატებს თავისი წარწერებით (მაგ., ჩემი ოჯახი, ჩემი ოთახი, ჩემი სკოლა და სხვა).
ქ.მ.II.20. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი მიკროტექსტების წერა.
- ავსებს საკუთარ გაკვეთილების ცხრილს;
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
გრამატიკა
- განარჩევს და ასახელებს არსებითი სახელების მხოლობითისა და –ებ-იანი მრავლობითის ფორმებს (ბიჭი/ბიჭები...);
- განარჩევს სამივე პირის ნაცვალსახელს მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში;
- განარჩევს I და II პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში;
- ამოიცნობს და იყენებს ნათესაობითი ბრუნვის ფორმას კუთვნილებითობის გამოსახატავად (დათოს ჩანთა / ძმის ბურთი);
- ამოიცნობს და იყენებს მიცემითი ბრუნვის ფორმას დროის გამოხატვის ფუნქციით (ორშაბათს, კვირას...);
- ამოიცნობს და იყენებს –ში/-ზე თანდებულებს დროის გამოხატვის ფუნქციით (ივნისში, ზაფხულში, გაზაფხულზე...);
- ამოიცნობს და იყენებს ადგილის ზმნიზედებს სივრცეში ორიენტაციის გამოსახატავად (აქ/იქ, წინ/უკან, მარჯვნივ/მარცხნივ...);
- ამოიცნობს და იყენებს ყოფნა ზმნას სამივე დროში (არის _ იყო _ იქნება).
- იყენებს ნასწავლი სახელების შეკუმშულ და შეკვეცილ ფორმებს კუთვნილებითობის გამოხატვისას (მასწავლებლის მაგიდა, ძმის ჩანთა);
- პასუხისას სწორად სვამს სახელს ბრუნვაში კითხვებზე დაყრდნობით (ვინ თამაშობს? - ბიჭი; ვის აქვს? - ბიჭს; რა აქვს? - ბურთი; რას თამაშობს? - ბურთს);
- იყენებს არა/არ ნაწილაკებს (გინდა? - არა; არ მინდა; გიყვარს? – არა; არ მიყვარს).
- თვალსაჩინო მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს მარტივ ენობრივ მექანიზმს;
- იყენებს და ქმნის გრამატიკული მარტივი მექანიზმების ამსახველ თვალსაჩინოებას;
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Grade III
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. III. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშ-ნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრე-სატის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ამოიცნობს საკომუნიკაციო და მიზნობრივი ტექსტების ადრესატს (თანატოლებს, უფროსებს, წარმოსახვით პერსონაჟებს და სხვ.); ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სამეტყველო ეტიკეტსა და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
- მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, სიტუაციურ თამაშებში, წარმართავს დიალოგებს სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან, მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.
ქართ. III. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა
- სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
- ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
- აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
- ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
- მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტექსტის შინაარსს;
- მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
- ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის;
- მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები / არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.);
- შინაარსის უკეთ გასააზრებლად ცდილობს, კითხვების დასმით გაარკვიოს ახალი სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა.
ქართ. III. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანა-დოდ გამოყენება
- სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“, „ცხოველები“, „ქალაქი“, „სოფელი“ და ა. შ.) იყენებს სპეციალურ ლექსიკას;
- სიტყვათა შესაკავშირებლად გააზრებულად იყენებს კავშირებსა და სიტყვა-კავშირებს (ან, თუ, ვინც, რაც, როგორც, როცა / როდესაც...);
- სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით ნაცვალსახელებს;
- სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს სიტყვებს: ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი და სხვ.;
- მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?) და კითხვით წინადადებაში მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე;
- სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში;
- განარჩევს და სწორად იყენებს ჩვეულებრივ და თავაზიანობის გამომხატველ ზმნურ ფორმებს („მოდი – მობრძანდით“; „აიღე – ინებეთ“, „დაჯექი – დაბრძანდით“ და სხვ.).
კითხვა
- თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
- სიტყვათა ჩამონათვალში თავისუფლად მოიძიებს მასწავლებლის მიერ წაკითხულ ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
- პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;
- ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ. III. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
- ამოიცნობს თემას;
- ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, პირობით ნიშანს, რუბრიკას, აბზაცების რაოდენობას, სქემასა და სხვ.);
- ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი? . . . - რუბრიკაში „საკვები“);
- ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ მოცემული წარწერების შინაარსს;
- ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
- ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.
- გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
- ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე;
- ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
- ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს)
- განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის თვისებისა და ოდენობის გამომხატველ ლექსიკას, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
- კითხვების (რა? ვინ? როგორი? რამდენი? რას აკეთებს?) გამოყენებით აჯგუფებს სიტყვებს და ადარებს მათ ერთმანეთთან;
- ამოიცნობს სასვენი ნიშნების (წერტილის, მძიმის, ორწერტილის, მრავალწერტილის, ბრჭყალების, კითხვისა და ძახილის ნიშნების) ფუნქციას;
- ამოიცნობს პირდაპირ ნათქვამს.
ქარ. III. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა
- ვიზუალურად (წაკითხვის ან მოსმენის გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის (რეკლამის, აბრის, რეცეპტის, მარტივი ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას;
- თანმხლები ტექსტის გარეშე ამოიკითხავს ვიდეომასალის სახეობას (რეკლამა, კინოანონსი, რეპორტაჟი);
- მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
- გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
- ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;
- საყვარელი ნაწარმოების / ზღაპრისთვის ქმნის წიგნის მაკეტს.
- ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- წაკითხული შინაარსის უკეთ გაგების მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს მას;
- მთლიანობაში აკვირდება ტექსტის სტრუქტურას, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტსა და სხვ.) და იყენებს მათ საყრდენებად კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისას;
- აღწერს, რა ხერხს მიმართა დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენადაა პასუხის სისწორეში დარწმუნებული („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
- განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბრუნდეს პასუხის დასაზუსტებლად;
- მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით);
სარგებლობს სასკოლო ბიბლიოთეკის კატალოგებით, ავტორისა და სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის სასურველ წიგნს, სახელწოდების მიხედვით – საბავშვო ჟურნალ-გაზეთებს.
წერა
ქართ. III. 11 (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება
- წერს მარტივ ინსტრუქციებს (მაგ., როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის გადასასვლელებზე, როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, როგორ გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს და ა. შ.);
- კონკრეტული მიზნისა და ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს;
თხზავს და შესაბამისად აფორმებს მარტივ დიალოგებს.
ქართ. III. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება
- ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
- სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას (მაგ., „შემოდგომა“, „შინაური ცხოველები“ და სხვ.);
- აღწერს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს წერილობით;
- წერს კარნახით;
- ტექსტის შედგენის დროს იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და ფრაზებს;
- ტექსტის ან ეპიზოდის შინაარსის გადმოცემისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას, ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტებს, მარტივ შედარებებს).
ქართ. III. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას
- იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
- სწორად იყენებს კავშირებს (და, თუ, მაგრამ, ან) რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
- სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს / ის კაცი მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
- სათანადო კონტექსტში სწორად ხმარობს სიტყვებს: ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი;
- სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;
- მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან შეარჩევს მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
- იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
- სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს სტრიქონიდან სტრიქონზე;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს).
- გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, შესაბამისი პირობითი ნიშნებით ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
- კარნახით ნაწერ ტექსტს უდარებს დედანს ჩასწორების მიზნით;
ამოწმებს და ჩაასწორებს ნაწერში მისთვის ნაცნობ სასვენ ნიშნებს.
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქართ. III. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება
- ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
- განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
- აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
- იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
- განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
- ამოიცნობს და ასახელებს დიალოგში მონაწილეთა რაოდენობას;
- ითვლის ტექსტში რეპლიკების რაოდენობას;
- განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის რეპლიკა და ვინ არის მისი ადრესატი;
- განსაზღვრავს რეპლიკის მიზანს (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);
- ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას);
ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს.
ქ.მ. III.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე, ასრულებს ინსტრუქციებს (მაგ., დააწებე, მიაკარი და სხვა).
- ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (ეზოში, მაღაზიაში, ქალაქში...);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, რა, სად, როდის, როგორი და სხვა);
- ამოიცნობს მარტივ მიზეზს (იმიტომ, რომ...);
- ამოიცნობს ადამიანის, საგნებისა და მოვლენებისადმი შეფასება-დამოკიდებულებას (კარგია, მომწონს; მირჩევნია, სულ ერთია, მე მგონი...);
- განარჩევს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს;
- ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან;
- ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (ადგილმდებარეობა, მოქმედება, რაოდენობა, ნიშან-თვისებები... მაგ., კბილებიანი ვეშაპი საშიში ცხოველია; ვეშაპი წყალში ცხოვრობს; ულვაშიანი კაცი დგას გიას გვერდით და სხვა) და მიუთითებს/ შემოხაზავს/განასახიერებს მას.
ქ.მ. III.4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი), ლექსისმოსმენა და გაგება.
- ასახელებს პერსონაჟებს, ამოიცნობს მათ ემოციებს, შეგრძნებებს და მიმიკა _ ჟესტიკულაციით განასახიერებს (მაგ., ეშინია, უხარია, სცივა);
- ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს და მიუთითებს სათანადო სურათზე ან განასახიერებს;
- ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ანუ ვინ რას აკეთებს);
- ამოიცნობს მოქმედებათა ადგილს (მაგ., ქალაქში, მაღაზიაში, სახლში...);
- ამოიცნობს პერსონაჟების დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და მიუთითებს სათანადო სურათზე ან განასახიერებს;
- მოვლენათა თანამიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/დანომრავს სურათებს;
- მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას.
- ნაცნობი შინაარსის ანიმაციურ ფილმებში \"იჭერს\" ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს;
- ამოიცნობს პერსონაჟებს (ვინ ვინ არის);
- ამოიცნობს უცნობი შინაარსის ანიმაციური ფილმების ძირითად შინაარსს.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ (მშობლიურ ენაზე);
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე (მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- უყურებს საბავშვო ტელეგადაცემებს ქართულ ენაზე.
კითხვა
- ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს (პერსონაჟის სახელები, ერთი სემანტიკური ველის სიტყვები, მაგ., ცხოველები და სხვა);
- მოძებნის ტექსტში ილუსტრაციის შესაბამის წინადადებას;
- განარჩევს ტექსტში პერსონაჟების რეპლიკებს;
- განარჩევს დიალოგსა და თხრობას.
- ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სავარჯიშოების მარტივ ინსტრუქციებს;
- გადაჭრის საკითხავ ამოცანებს არასიტყვიერ საშუალებებზე დაყრდნობით (მაგ., იპოვე, რომელი წინადადება შეესატყვისება ნახატს; დააკავშირე წარწერა ნახატთან; მონიშნე, მოცემული ნახატიდან რომელს შეესაბამება ეს ტექსტი; რომელი ინფორმაცია არ არის სწორი; შემოხაზე სწორი ვარიანტი; დაასრულე ნახატი ტექსტის მიხედვით; იპოვე, რა შეცდომა დაუშვა მხატვარმა; დანომრე სურათები და სხვა);
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად (მაგ., ტექსტის მიხედვით შესასრულებელი საკითხავი ამოცანა: მონიშნე სათანადო უჯრა ცხრილში; უპასუხე შეკითხვებს და სხვა).
- თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ მარტივ წინადადებას;
- ხმამაღლა კითხულობს სამ-ოთხ წინადადებიან ნაცნობ ტექსტს;
- პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისაგან;
- წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.
- აკვირდება და ამოიცნობს მასალაში მოცემულ კულტურულ თვალსაჩინოებებს (ილუსტრაციებზე ასახული ზღაპრის გმირები, ტანსაცმელი, ნუგბარი - ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა);
- პოულობს კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (დღესასწაულები, საკუთარი სახელები, ბგერები).
- ფურცელზე განარჩევს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - სავარჯიშოს პირობას, ლოგოს, ილუსტრაციას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს, სათაურს, ქვესათაურს;
- გამოყოფს ტექსტის, აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
- განარჩევს ტიპოგრაფიულ მინიშნებებს (მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა და სხვა);
- პოულობს სასვენ ნიშნებს (ტირე, წერტილი, კითხვის ნიშანი);
- ამოიცნობს სიტყვებს ნაცნობ ასოებზე, მარცვლებზე დაყრდნობით;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს მშობლიურ ენაზე ტექსტის შინაარსის შესახებ;
- შინაარსის გასაგებად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა.
წერა
- ავსებს გაკვეთილების ცხრილს, ანკეტას პირადი მონაცემებით (მაგ., სახელი, გვარი, სადაურობა, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და სხვა);
- მოდელის მიხედვით წერს საკუთარი სკოლის, ოჯახის, ნათესავების შესახებ და სხვა;
- მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., მოცემული ბურთისაგან განსხვავებულს დახატავს და მიუწერს მონაცემებს - ფერი, ზომა, ფასი);
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
ლაპარაკი
- სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სკეტჩებს;
- მონაწილეობს მინისპექტაკლებში;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
- ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს).
- სვამს/პასუხობს კითხვებზე, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა და სხვა);
- პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ნათესავები, სპორტი, გართობა, ინტერესები _ ვინ არის და სადაურია, სად არის, ვინ რას აკეთებს/რა გააკეთა, ვის რა მოსწონს/აინტერესებს/უნდა და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა აქვს, ვინ რა აჩუქა, რა ფერის, რამდენი, როგორი, როდის წავიდა, სად წავიდა, ვის რა მისცა და სხვა).
- ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
- ასახელებს მათ რაოდენობას;
- ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., მსუქანი და ულვაშიანი კაცი; გრძელი შავი თმა; პატარა წითელი ჩანთა; ჭკვიანი და მხიარული და სხვა);
- ასახელებს მათ ადგილმდებარეობას;
- ასახელებს მოქმედებებს (მაგ., დახტის, დაბაჯბაჯებს, დაცურავს და სხვა).
- საუბრობს საკუთარი ოჯახისა და ნათესავების შესახებ;
- იხსენებს მარტივ ამბებს თავის გარშემო (მაგ., რა მოხდა გუშინ; როგორი ბავშვი იყო, როგორი სათამაშო ჰქონდა...);
- საუბრობს საკუთარი ინტერესების შესახებ (მაგ., რა უყვარს და რა აინტერესებს; რას აკეთებს თავისუფალ დროს და სხვა).
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე);
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას).
გრამატიკა
- განარჩევს და იყენებს I, II და III პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობით რიცხვში;
- განარჩევს და იყენებს ჩვენებით ნაცვალსახელებს (ეს/ის);
- იყენებს ნათესაობით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (კუთვნილებითობის, დანიშნულების გამოსახატავად _ ძმის ბურთი, სკოლის ჩანთა, ქართულის გაკვეთილი...);
- იყენებს მოქმედებით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (დროში ორიენტაციის გამოსახატავად _ დილით, ღამით... ინსტრუმენტალისის ფუნქციით _ მიდის ფეხით/ავტობუსით, თამაშობს ბურთით, წერს კალმით და სხვა);
- იყენებს მოთხრობით ბრუნვას ნასწავლ ზმნებთან ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
- იყენებს ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო) და წარსული (წყვეტილი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
- განარჩევს და იყენებს დროისა და ადგილის ზმნიზედებს;
- პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას იყენებს სათანადო ენობრივ საშუალებებს (მაგ., ...-ზე დიდი, უფრო დიდი, ყველაზე დიდი; ულვაშიანი...);
- მარტივი მიზეზის გამოსახატავად იყენებს იმიტომ, რომ კავშირს (მომწონს იმიტომ, რომ ლამაზია);
- სწორად სვამს კითხვებს (ვის აქვს/უყვარს/მოსწონს...? ვინ აკეთებს/გააკეთა? რას აკეთებს/რა გააკეთა?).
- თვალსაჩინო მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს მარტივ ენობრივ მექანიზმს (მაგ., სურათის დახმარებით ამოიცნობს -ზე/-ში თანდებულებს შორის სხვაობას: წიგნი დევს ჩანთაზე/ჩანთაში);
- მასწავლებლის დახმარებით იყენებს და ქმნის მარტივი მექანიზმების შემცველ გრამატიკულ თვალსაჩინოებას;
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი;
- იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას.
სწავლის სწავლა
ქ.მ. III. 20. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., კულინარული რეცეპტის/ნაკეთობის შექმნა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს და ადგენს შესრულების ვადებს;
- ასრულებს მასწავლებლის მიერ მინიჭებულ ფუნქციას;
- მასწავლებლის, მშობლის და ა.შ. დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
- გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
- მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
- იწერს დავალებებს (მშობლიურ ენაზე);
- ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
- ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
- ცდილობს შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები;
- აინტერესებს მასწავლებლის შეფასებები;
- ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
- ხვდება და აღნიშნავს სხვის და საკუთარ შეცდომას.
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება.
- ამოიცნობს სახელმძღვანელოში მოცემულ სიმბოლოებსა და ლოგოებს;
- იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (ბარათი, ლოტო, ნახატი და სხვა).
ქ.მ.III.25. (EN)
მოსწავლე ცდილობს თანამშრომლობას თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და ტოლერანტულია სხვისი შეცდომების მიმართ.
- სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
- უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
- ასახელებს ლიდერის ფუნქციებს კონკრეტული სამუშაოსათვის (მაგ., სამუშაოს და სათანადო მასალის განაწილება);
- ასახელებს გუნდის წევრების მოვალეობას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რიმლებშიც თვითონაა ძლიერი;
- ცდილობს მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა;
- არ დასცინის/არ ამცირებს თანაკლასელებს.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Grade IV
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. IV. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
- ამოიცნობს და განარჩევს ასაკის შესაბამისი სირთულის სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, კამათს, დიალოგს...);
- შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
- განასხვავებს შინაური გარემოს სასაუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (მაგ., სასკოლო საქმიანი სიტუაციის) ენას და შესაბამისად იყენებს მათ;
- განასხვავებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს და დანიშნულებისამებრ იყენებს მათ;
- თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
- მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
- გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.
- მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
- ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
- აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
- უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
- მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
- მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის ან ზღაპრის განხილვაში;
გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
- ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
- კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში
- ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
- მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
- სათანადო კონტექსტებში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი, ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
- კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და ა. შ.);
- მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი, თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
- სწორად უთანხმებს ზმნას არსებით სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
სწორად ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს.
კითხვა
ქართ. IV. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.) წაკითხვა და გაგება
- ასახელებს მარტივი მიზნობრივი ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების, წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);
- მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
- ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიული რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
- გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
- აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
- განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
- აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა
- ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
- საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
- ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
- ასახელებს მოქმედ პირებს;
- მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
- დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
- ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
- აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
- აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და სურვილს/ოცნებას;
- ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
- განსაზღვრავს ტექსტში გადმოცემულ მოქმედებათა, მოვლენათა ქრონოლოგიას;
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
- საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
- განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;
- განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
- აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას - ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა, შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა);
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას/ქვეთემებს, იდეას.
ქართ. IV. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა
- ამოიცნობს და ასახელებს მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს, რომელთა საშუალებით აბზაცში / ტექსტის ცალკეულ ეპიზოდში / ტექსტში გადმოცემულია მოვლენათა თანამიმდევრობა (მაგ. ჯერ დახატა, მერე გაუგზავნა მეგობარს; ჯერ წავიდა, შემდეგ იყიდა, ბოლოს კი შეჭამა...);
- ამოიცნობს და ასახელებს საგნისა (მაგ., წითელი ფანქარი; კარგი ამინდი, მაღალი სახლი) და მოქმედების (ლამაზად წერს) დამახასიათებელ ნიშნებს;
- ამოიცნობს მარტივი აღწერითი ტექსტის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს, მაგ., შედგენილი შემასმენლის აქტიურად გამოყენებას (ეს კალამია, ის რვეულია, ეს კი ჩემი ჩანთაა), აღსაწერი საგნის / ობიექტის აღმნიშვნელი სიტყვის ჩანაცვლებას ნაცვალსახელით ან ზმნიზედით (თბილისი საქართველოს დედაქალაქია; ის დააარსა ვახტანგ გორგასალმა. შარშან თბილისში ვიყავი. იქ ბევრი ლამაზი სახლი ვნახე) და ა.შ.;
- ამოიცნობს და ასახელებს ძირითად სინტაქსურ მიმართებებს, მაგ., შეთანხმებას სახელებს შორის ბრუნვაში (მაგ., ორმა მეგობარმა, ლამაზი სახლი);
ამოიცნობს და ასახელებს ქონა-ყოლის აღმნიშვნელ ზმნებს, ამჩნევს მათი წარმოების თავისებურებებს (დედა მყავს, რვეული მაქვს).
ქართ. IV. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს
- ასახელებს საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს;
- განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
- მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
ქარ. IV. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს
- სათანადოდ აფორმებს მცირე ზომის მიზნობრივ ტექსტებს (სხვადასხვა ხასიათის აბრებს საშუალო სკოლის, საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნისთვის, ზღაპრის ან საბავშვო სპექტაკლის თემაზე შექმნილ პლაკატს და სხვ.);
- ადეკვატურად იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს, დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს;
- ამოიცნობს საბავშვო, შემეცნებით (შემეცნებით-გასართობ), მუსიკალურ, სპორტულ და საინფორმაციო გადაცემებს სპეციფიკური ნიშნების (მუსიკალური ქუდის, ლოგოს, დასაწყისისა და ა.შ.) მიხედვით;
- მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის გაფორმებაში: დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით ქმნის მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეული როლისათვის შესაფერისი კოსტუმის, ნიღბისა და ა.შ. ესკიზებს;
- შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
- ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
- როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს (მეორე ჯგუფი კი ცდილობს ამოიცნოს, კონკრეტულად რომელი ეპიზოდი იყო წარმოდგენილი).
ქართ. IV. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად
- ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
- ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს;
- აკვირდება კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში; მკითხველი დაეყრდნო ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
- უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;
- იცის და ასახელებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ტექსტის გაგებას უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემული ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);
- აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
- სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;
- სწორად იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა);
ამოიცნობს და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ენციკლოპედიებს და ა. შ.).
წერა
- ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
- შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
- ჩამოწერს შეკითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის;
- სწერს წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.).
ქართ. IV. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილს
- იცავს შინაარსობრივ თანამიმდევრობას;
- ნაწარმოების შინაარსის გადმოცემისას შემოქმედებითად იყენებს ავტორისეულ ლექსიკასა და მხატვრულ სახეებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ სხვადასხვა ფორმით (მაგ., მოკლე დახასიათების, გმირის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით და ა.შ.);
ქმნის ნაწარმოების განსხვავებული დასასრულის წერილობით ვერსიას.
ქართ. IV. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა
- აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
- ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
- მართებულად ხმარობს სიტყვებს: თითოეული, ყველა, ზოგი (ზოგიერთი), რამდენიმე და სწორად უთანხმებს რიცხვში ზმნებს;
- სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს, ორწერტილს, მრავალწერტილს...).
- შეადგენს წერითი დავალების მოკლე გეგმას;
- წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი ტექსტებისთვის;
- უბრუნდება ნაწერს კორექტირებისთვის, ასწორებს მარტივი ტიპის შეცდომებს (ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში ასოს, სიტყვას, ფრაზას/წინადადებას);
- ამჩნევს და ასწორებს საკუთარ შეცდომებს (მაგ., სუბიექტსა და ზმნას შორის შეუთანხმებლობას, მსაზღვრელ-საზღვრულს შორის შეუთანხმებლობას, ორთოგრაფიული ხასიათის შეცდომებს და სხვ.);
- ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთესი ვარიანტით.
Georgian as a Second Language
მოსმენა
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე, ასრულებს ინსტრუქციებს.
- ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (მაგ. დაბადების დღე, არდადეგები, ექიმთან და სხვა);
- ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებსა და მათ ემოციებს, შეგრძნებებს, დამოკიდებულებებს (რა აინტერესებთ/არ აინტერესებთ; რა მოსწონთ/არ მოსწონთ და სხვა);
- ამოიცნობს მოქმედების, მდგომარეობის მიზეზს;
- ამოიცნობს მარტივ მიზეზშედეგობრივ კავშირებს;
- განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);
- განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს.
ქ.მ.IV.3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი) მოსმენა და გაგება.
- ასახელებს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მათ შეგრძნებებს, ემოციურ დამოკიდებულებებს;
- ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს) და მათ სიხშირეს;
- ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი);
- ამოიცნობს ამბის განვითარებას (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
- განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს (მაგ., დილით, საღამოს, ზაფხულში, ტყეში, ზღვაზე...);
- ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
- ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას;
- ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს.
- ნაცნობი შინაარსის ანიმაციურ ფილმებში \"იჭერს\" ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, რეპლიკებს, წინადადებებს;
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს უცნობი შინაარსის ანიმაციური ფილმების ძირითად შინაარსს.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- უყურებს ქართულ საბავშვო ტელეგადაცემებს;
- ათვალიერებს ქართულ საბავშვო ჟურნალებს, წიგნებს, ცდილობს ინფორმაციების ამოცნობას.
კითხვა
ქ.მ. IV.6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტის (მაგ., დღის განრიგი, მარტივი რეცეპტი, მარტივი განცხადება, ანკეტა და სხვა) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ცხრილის მონაცემებს (მაგ., კვირის დღეები, საათი);
- ცხრილიდან ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეებში აქვს ხატვის გაკვეთილი);
- რეცეპტიდან ამოიცნობს ინგრედიენტებს, მოქმედებებს (მაგ., დალიე, წაისვი, დაიდე...);
- ამოიცნობს განცხადების ავტორსა და მიზანს;
- ანკეტიდან ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რა გვარია, რა პროფესიისაა, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი).
- ამოიცნობს ავტორს, ადრესატს (თანატოლი, უფროსი);
- ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რამდენი, როდის და სხვა).
ქ.მ.IV.8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი), ლექსისწაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
- კონკრეტულ შინაარსს აკავშირებს სათანადო აბზაცთან;
- მოძებნის ტექსტში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს;
- განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;
- კონკრეტული ინფორმაციით ადარებს სხვადასხვა ტიპის ტექსტს ერთმანეთთან;
- განარჩევს დიალოგსა და თხრობას.
ქ.მ.IV.9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
- ეძებს და პოულობს, ტექსტის რომელ ნაწილს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
- ამოიცნობს ტექსტის ცალკეული ნაწილის თემას, შინაარსს;
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანების შესასრულებლად (მაგ., იპოვე, სწორია თუ არა ესა თუ ის მოცემული ინფორმაცია; შემოხაზე სწორი პასუხი; მოძებნე მსგავსება/განსხვავება და სხვა).
- თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
- ჯერ ჩუმად კითხულობს უცნობ ტექსტს და გაიაზრებს მარტივ წინადადებებს, შემდეგ კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით;
- წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.
- აკვირდება და ასახელებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილის ტიპოგრაფიულ თავისებურებას (მაგ., სათაური მსხვილი შრიფტით, წარწერა - გადახრილი ან ფერადი შრიფტით და სხვა);
- შინაარსის გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიულ მინიშნებებს - მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- განარჩევს ტექსტის სხვადასხვა სახეს სტრუქტურულ, ორგანიზაციულ მახასიათებლებზე დაყრდნობით (მაგ., რეცეპტს განარჩევს ღია ბარათისაგან, ღია ბარათს - შემეცნებითი ტექსტისაგან) და ასახელებს მათ (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, ბოლოს – ხელმოწერა და სხვა);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა.
- აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს (ჯვარი, ჩურჩხელა, მეჩეთი, ხალხური საკრავი, ტანსაცმელი და სხვა);
- პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს (მაგ., პერსონაჟები, დროშა, ნუგბარი, საკუთარი სახელები);
- ასახელებს მშობლიურ ენაზე მოსმენილ ან წაკითხულ ამბებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც გაახსენა შესწავლილმა ტექსტმა.
წერა
ქ.მ.IV.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის წერა.
- ავსებს ანკეტას პირადი მონაცემებით (მაგ., სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და სხვა);
- ადგენს რეცეპტს, წერს განცხადებას;
- მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს / პირად წერილს;
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- წერს თავისი დღის განრიგს;
- წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს (მაგ., იცავს კორესპონდეციის ფორმალურ მხარეს; შემეცნებით ტექსტში _ სათაური, რუბრიკები, აბზაცები; ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად და სხვა);
- სათქმელს ალაგებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი).
- წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);
- პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებები, შედარებები);
- სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
- სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სკეტჩებს;
- მონაწილეობს მინისპექტაკლებში;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
- ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
- ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს.
- სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
- სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ვის როდის აქვს დაბადების დღე? რომელი კერძი/თამაში/ცხოველი/წელიწადის რომელი დრო... მოსწონს/არ მოსწონს? რით ერთობა? რა სიხშირით მოქმედებს და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
- მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., გაცნობა/წარდგენა, ინტერვიუს ჩამორთმევა, ვიზიტი ექიმთან, სატელეფონო დიალოგები და სხვა);
- ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
- წინადადების ფარგლებში იცავს მიზეზშედეგობით კავშირებს (მაგ., მტკივა იმიტომ, რომ ხელი არ დავიბანე...);
- ცდილობს მართებულად გამოიყენოს თავაზიანი და ფამილარული ფორმები;
- სასვენ ნიშნებს უსადაგებს ინტონაციას.
- აღწერს სურათს;
- ნახატებით შესრულებული მარტივი გეგმის მიხედვით ჰყვება მოსმენილი ტექსტის მოკლე შინაარსს;
- ჰყვება ამბავს ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
- ჰყვება ნანახ, თავს გადამხდარ პატარა ამბავს.
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე);
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად.
გრამატიკა
- განარჩევს და იყენებს დროისა და ადგილის ზმნიზედებს;
- მარტივი მიზეზის გამოსახატავად იყენებს იმიტომ, რომ კავშირს (გაცივდა იმიტომ, რომ უქუდოდ გავიდა; ტირის იმიტომ, რომ კბილი სტკივა და სხვა);
- შედარების გამოსახატავად იყენებს ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმებს;
- იმეორებს კონკრეტულ სიტყვათშეხამებას (მაგ., მსაზღვრელ-საზღვრულს სათანადო ბრუნვასა და რიცხვში: ჩემს ძმას, ლამაზ კაბას, ორ ბავშვს, ჩემი ძმის, ორ აპრილს და სხვა);
- იყენებს ნასწავლი სახელების შეკუმშულ და შეკვეცილ ფორმებს სათანადო ფუნქციის გამოხატვისას;
- იყენებს ნასწავლი ზმნების საწყის ფორმებს;
- იყენებს ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო), წარსული (წყვეტილი) და მომავალი (მყოფადი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
- სწორად აფორმებს III სუბიექტური პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში სხვადასხვა ტიპის ზმნასთან (ის თამაშობს, ერთობა; მას მოსწონს, აინტერესებს...);
- ამოიცნობს და იყენებს მოქმედების ქრონოლიგიური თანამიმდევრობისა და ინტენსივობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., წინ, ჯერ, შემდეგ; ყოველთვის, ხშირად, იშვიათად, არასდროს).
- თვალსაჩინო მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს მარტივ ენობრივ მექანიზმს (მაგ., სურათის დახმარებით ამოიცნობს -თან თანდებულის ერთ-ერთ ფუნქციას: ბიჭი არის სახლთან/სახლში; ან სურათის დახმარებით ამოიცნობს -თან თანდებულის სხვადასხვა ფუნქციას: ბიჭი მიდის მეგობართან, ბიჭი მიდის მეგობართან ერთად და სხვა);
- მასწავლებლის დახმარებით იყენებს და ქმნის მარტივი მექანიზმების შემცველ გრამატიკულ თვალსაჩინოებას;
- იყენებს ლექსიკური ერთეულების დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (ხმამაღლა გამეორება, რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება ნახატთან, მოძრაობასთან, რაიმე სიტუაციასთან და სხვა);
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი;
- იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას.
სწავლის სწავლა
ქ.მ.IV.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობების გამოფენის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს და ადგენს შესრულების ვადებს;
- ასრულებს მასწავლებლის მიერ მინიჭებულ ფუნქციას;
- მასწავლებლის, ოჯახის წევრის, უფროსი მეგობრის და ა.შ. დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს მასალის შესაქმნელად;
- მოძიებული მასალის შერჩევისა და დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდის წევრებთან ერთად, საჭიროებისამებრ, მიმართავს მასწავლებელს კონსულტაციისათვის;
- მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
- იწერს დავალებებს;
- ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
- სამუშაოს ყოფს ეტაპებად და გეგმავს, როგორი თანამიმდევრობით შეასრულოს იგი;
- იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესასრულებლად.
- ხალისით ავსებს თვითშეფასების სქემებს;
- ინტერესდება შეფასების შედეგებით;
- ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
- მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ ახალი სიტყვები დაიმახსოვროს) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
- ხვდება და აღნიშნავს სხვის და საკუთარ შეცდომას.
- არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება, ან რაიმე არ ესმის;
- ბედავს საკუთარი აზრის/შეხედულებების გამოხატვას.
- იყენებს სახელმძღვანელოს სარჩევს, ლექსიკონს, ნიმუშებს და სხვა;
- იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (ბარათი, ლოტო, ნახატი და სხვა).
ქ. მ. IV. 26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან და ტოლერანტულია სხვისი შეცდომების მიმართ.
- სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რიმლებშიც თვითონაა ძლიერი;
- მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
- მეწყვილესთან ერთად ვარჯიშობს ინტერაქციაში;
- კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
- ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
- შეძლებისდაგვარად ეხმარება თანაგუნდელებს.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Grade V
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. V. 1. (EN)
მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
- ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
- სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
- ისმენს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ტექსტებს და პოულობს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის;
წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით (მიუთითებს მის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებზე).
- ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
- გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
- მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;
- კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემის დროს იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
ქართ. V. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში
- მართებულად შეარჩევს ბრუნვის ფორმებს კონტექსტური მნიშვნელობების გამოსახატავად;
- ამოიცნობს და შესაბამის კონტექსტებში მართებულად იყენებს ზმნის დრო-კილოთა სათანადო ფორმებს (მაგ., გააკეთა - აკეთებდა - გაუკეთებია და სხვ.);
- სწორად იყენებს არაწესიერი წარმოების (ქონა-ყოლისა და გრძნობა-აღქმის) ზმნათა ფორმებს;
- საუბრის თემის, ადრესატისა და მიზნის მიხედვით ირჩევს შესაბამის სტილს.
- ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
- საუბრობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე;
- მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
- ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
- ჯგუფთან ერთად ირჩევს საკამათო თემას; განსაზღვრავს დისკუსიის წესებს: რეგლამენტს, რიგითობას, ეტიკეტს; იცავს კორექტულობას და ა. შ.;
- მოსმენისას ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებს, საყრდენ ფრაზებს;
- მოსმენისას ამოიცნობს დისკუსიაში გამოთქმულ თვალსაზრისს და ჩაინიშნავს არგუმენტებს;
- ყურადღებით ისმენს ჯგუფის თითოეული წევრის აზრს, ალაგებს გამოთქმულ მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით (ვის აქვს განსხვავებული მოსაზრება, რამდენი თვალსაზრისი გამოითქვა ჯგუფში...);
- ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად;
- ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას სადისკუსიო თემის შესახებ.
კითხვა
- ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
- ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
- შინაარსის შესაბამისად ცვლის სხეულის ენას (მიმიკას, ჟესტიკულაციას).
ქართ. V. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება
- გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
- აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);
- განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან;
- განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
- აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
- ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
ქართ. V. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება
- გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;
- განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათს საქციელს;
- ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
- ყოფს ტექსტს შინაარსობრივ ნაწილებად;
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
- გამოყოფს ნაწარმოებში სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, შუა ნაწილს, დასასრულს);
- საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
- იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთიდან;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
- განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
- ამოიცნობს და განმარტავს ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის მსგავსება-განსხვავებას.
- ასახელებს ნაწარმოების თემას;
- ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან;
- მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ პოზიციას;
- აფასებს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
- ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს.
ქართ. V. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა
- ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ მიზნობრივი ტექსტისთვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (ხშირად გამოყენებულ გრამატიკულ ფორმებს, ლექსიკას; მაგ., ამჩნევს, რომ მოძრაობის წესებისა თუ სხვა აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნების ტექსტში უმეტესწილად გამოიყენება წართქმითი ან უკუთქმითი ბრძანებითი კილოს ფორმები: „შეჩერდით“, „ნუ გადახვალთ“, „დაუკვირდით“, „დაელოდეთ“. შესაბამისად, იმპერატიული შინაარსისაა ამგვარ ტექსტში ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნებიც: „უნდა“, „საჭიროა“, „დაუშვებელია“, „აუცილებელია“ და ა. შ.);
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობას, აღწერას) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას ზედსართავებისა და ნაზმნარი ზედსართავების, ანუ მიმღეობების სიჭარბეზე, ზმნების ნაკლებ რაოდენობაზე; თხრობისას ზმნების სიჭარბეზე, მოქმედების თანამიმდევრულობასა და მის მარკერებზე და სხვ.);
- ამოიცნობს ტექსტში ძირითად მოდალობებს და განმარტავს მათ;
- ადარებს სიტყვებს მორფოლოგიური აგებულების მიხედვით (სახელის ბრუნვის ფორმების, სახელური სიტყვაწარმოების ძირითადი წესებისა და სხვ.);
- ამოიცნობს არსებით, ზედსართავ, რიცხვით სახელებს; ჩაანაცვლებს მათ შესაბამისი ნაცვალსახელებით (კაცი - ის; მაღალი - ასეთი; ექვსი - ამდენი და სხვ.);
- ამოიცნობს და იყენებს მნიშვნელოვან სინტაქსურ მიმართებებს სიტყვათა შორის (ზმნასა და სახელს შორის შეთანხმებას პირსა და რიცხვში, რიცხვითი და / ან ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის ბრუნების წესებს...); შეუძლია კითხვების მეშვეობით ამოიცნოს ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (,,ვინ“ და ,,რა“ ჯგუფის სახელები, ზმნის დროები და ა.შ.);
- განარჩევს ზმნის უმთავრეს კატეგორიებს (პირს, რიცხვს, დროს, კილოს...);
- განარჩევს არაწესიერი წარმოების (ქონა-ყოლისა და გრძნობა-აღქმის) ზმნათა ფორმებს.
ქარ. V. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები
- აკვირდება ტექსტზე დართულ ილუსტრაციებს და მსჯელობს, რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის განწყობას, რას გვეუბნება იგი ტექსტში აღწერილი ადგილის, დროის, ამბის, პერსონაჟთა ხასიათების, მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; აფასებს, რამდენად ეხმარება მას ილუსტრაცია ტექსტის აღქმაში და/ან იძლევა თუ არა იგი დამატებით მასალას ტექსტის შესახებ;
- ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს უცნობი / შესასწავლი ტექსტის შინაარსის, თემატიკის, ადგილის, დროის, პერსონაჟთა ხასიათების, ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; ტექსტის გაცნობის შემდეგ მსჯელობს, რამდენად გამართლდა მისი ვარაუდი;
- ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით); ახსნის, რა კავშირშია მის მიერ შექმნილი ილუსტრაცია/ილუსტრაციები ტექსტთან ან ტექსტის ცალკეულ ეპიზოდთან;
- ქმნის სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტებს (მაგალითად, სარეკლამო განცხადებას, მოსაწვევს სასკოლო ღონისძიების პრეზენტაციაზე და სხვ.) ელექტრონულ ფორმატში, სათანადოდ აფორმებს მათ და დააგზავნის თანაკლასელებთან ელექტრონული ფოსტით;
- აკვირდება და აფასებს თანატოლის მიერ შექმნილ მიზნობრივ ტექსტს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად უწყობს ხელს ტექსტის სტრუქტურა მისი შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის ურთიერთმიმართების, შრიფტის სახესხვაობის, რუბრიკების, ტექტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფის, ნაწილების დასათაურებისა და ა.შ. საფუძველზე).
ქართ. V. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით
- სხვადასხვა საშუალებით (კონტექსტის გათვალისწინებით, კითხვის დასმით, ლექსიკონით) ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;
- სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) მოშველიებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
- დასმულ კითხვებს აჯგუფებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს ისინი (ტექსტში მოცემული ინფორმაციის მოძიებას; რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას; დასკვნების გამოტანას ტექსტში მოცემული ინფორმაციის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირების საფუძველზე);
- კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მას;
- იყენებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ხელს უწყობს ტექსტის გაგებას (მაგ., წარმოსახვაში აცოცხლებს ტექსტში გადმოცემულ ამბებს, ახდენს ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირებას, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის შინაარსს, აკვირდება დასმულ კითხვას იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს იგი და სხვ.);
- საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა/ხერხი გამოიყენა); გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
- კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს საბავშვო ენციკლოპედიის სტატიებს;
- სხვადასხვა საშუალებით (ენციკლოპედიების, ლექსიკონების, ინტერნეტის მეშვეობით) აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს სტატიიდან;
- სარგებლობს ბიბლიოთეკით და დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ირჩევს საკითხავ ლიტერატურას.
წერა
- წერის დაწყებამდე ირჩევს თემას; განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას, ირჩევს სასურველ ჟანრს;
- ამა თუ იმ ჟანრის ტექსტის შექმნისას იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხს (ეპითეტს, შედარებას, გაპიროვნებას, რითმასა და სხვ.);
- წერს ჩანახატებსა და ფელეტონებს საკლასო გაზეთისა და ჟურნალისათვის;
- წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე;
- თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
- იცნობს და მართებულად იყენებს შეფასების / დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (მაგ. „არ გეთანხმები\", „მეც ასე მგონია“, „მეეჭვება“, „არ მჯერა“, „შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ...“ და ა. შ).
- შინაარსობრივი, ენობრივი და ფორმალური ნიშნების მიხედვით ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების), სასწავლო-სამეცნიერო (რაღაცის ახსნის ან დამტკიცების მიზნით მსჯელობის) და მხატვრულ (განცდილი შთაბეჭდილების გადმოსაცემ) ენას;
- ადეკვატურად ცვლის ენას ერთი ტექსტის ფარგლებში, როცა ნაწერში ერთმანეთს ენაცვლება მსჯელობა, შთაბეჭდილებების გადმოცემა ან დიალოგი;
- ტექსტის მიზნის გათვალისწინებით შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებს და გრამატიკულ ფორმებს (მაგ., დიასახლისებისთვის განკუთვნილ რეცეპტს ან რჩევა-დარიგებებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის წერს სასურველი მოქმედების გამომხატველი კავშირებითის ფორმებით და იყენებს შესაბამისი შინაარსის მქონე ლექსიკას: „სასურველია“, „კარგი იქნებოდა“ და ა. შ.);
- მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებიდან კონტექსტის მიხედვით შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულს;
- სწერს წერილებს სხვადასხვა ასაკისა და მდგომარეობის ადამიანებს; წერილში ეტიკეტის დაცვით ეპაექრება/ეთანხმება ადრესატს და მართებულად იყენებს შესაბამის ფორმულებს (მაგ., „მეც ასე მგონია“, „არ მჯერა“, „შეიძლება, მაგრამ...“ და ა.შ.).
ქართ. V. 15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა
- აქტიურად იყენებს მეტყველების ნაწილთა ძირითად ფორმობრივ თავისებურებებს (სახელთა ბრუნებას, სიტყვაწარმოებას, სხვადასხვა დრო-კილოთა ზმნური სიტყვაფორმებს...);
- პრაქტიკულად იყენებს სახელთა შეწყობას ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით, ზმნური კონსტრუქციების ცვლილებების გათვალისწინებით;
- განასხვავებს და სათანადოდ იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს;
- ასწორებს გრამატიკულ შეცდომებს (მაგ: სუბიექტ-ობიექტისა და ზმნის სინტაქსური ურთიერთობის წესების დარღვევისას), ითვალისწინებს ზმნის პირის ფორმათა აგების კანონზომიერებებს;
- ტექსტის შექმნისას იცავს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და აკეთებს კორექტურას.
Georgian as a Second Language
მოსმენა
- ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ინტონაციაზე დაყრდნობით განსაზღვრავს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (მაგ., ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან და სხვა);
- ამოკრებს საუბრიდან კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
- რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი ხასიათი, დამოკიდებულებები, გატაცებები, საქმიანობები, გეგმები და სხვა);
- განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს.
- ამოიცნობს მოტივს, რომლითაც აიხსნება ესა თუ ის დამოკიდებულება (მაგ., რატომ მოსწონს/არ მოსწონს; უნდა/არ უნდა);
ქ.მ.V.2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ამბავი, ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა) მოსმენა და გაგება.
- ასახელებს პერსონაჟებს, ამოიცნობს მათ შორის არსებულ ურთიერთობას;
- გამოკვეთს სიუჟეტურ ხაზს (მაგ., დასაწყისი, ამბის განვითარება, დასასრული);
- ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანამიმდევრობას და მათ შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ;
- აფასებს პერსონაჟთა საქციელს და გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის შესახებ;
- ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს;
- ადგენს მარტივ გეგმას;
- აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან.
- ამოიცნობს თემას;
- ამოიცნობს და მოინიშნავს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რამდენ წელს ცხოვრობს სპილო, რითი იკვებება, სად ბინადრობს ჯიხვი, როგორი კონტინენტია ანტარქტიდა და სხვა).
- თავისუფლად იგებს ნაცნობი შინაარსის ანიმაციურ/საბავშვო ფილმებს;
- იგებს უცნობი ანიმაციური/საბავშვო ფილმების ძირითად შინაარსს;
- უყურებს საბავშვო გასართობ-შემეცნებით გადაცემებს, „იჭერს“ ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., კონკურსანტის ინტერვიუ – ვინ არის, სად სწავლობს, რა გატაცებები აქვს და სხვა).
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.
კითხვა
- ამოიცნობს ავტორს, ადრესატს (თანატოლი, უფროსი);
- ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რამდენი, როდის და სხვა).
- ტექსტში პოულობს რეპლიკებს და მათ ავტორებს;
- პოულობს მითითებულ ეპიზოდებს;
- აკავშირებს გეგმის ცალკეულ პუნქტს სათანადო აბზაცთან/აბზაცებთან.
ქ.მ.V.8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი) წაკითხვა და გაგება.
- სათაურს აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს ცალკეული ეპიზოდის თემას, შინაარსს;
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის განვითარება, დასკვნა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
- ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, აღწერს საგნებს, გარემოს;
- ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს;
ქ.მ.V.10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
- ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (სათაურები, რუბრიკები, ილუსტრაციები, სქემები, ისრები, ლოგოები, წარწერები, სვეტები, ტიპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა);
- სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მშობლიურ ენაზე მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ;
- განარჩევს სხვადასხვა ტიპის ტექსტს მათ სტრუქტურულ, ორგანიზაციულ მახასიათებლებზე დაკვირვებით (მაგ., მოთხრობას, ზღაპარს ლექსისგან, პირადი წერილისგან); ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., შემეცნებით ტექსტებში - სათაურები, რუბრიკები, წარწერები, ილუსტრაციები და სხვა);
- ამოიცნობს და ასახელებს ლიტერატურული ზღაპრისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, თავისებურებებს (მაგ., ავტორი, ზღაპრული ელემენტები, ენობრივი ფორმულები - იყო და არა იყო რა; ჭირი იქა, ლხინი აქა; გადაიარა ცხრა მთა და ცხრა ზღვა და სხვა);
- ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ ნიშნებს (მაგ., მხატვრულ ტექსტში ზმნების ჭარბი გამოყენება, ამბის/მოვლენების განვითარების გამოხატვის შესაბამისი მარკერები, პირდაპირი ნათქვამი, ავტორისეული მეტყველება და სხვა; კორესპონდენციაში - მისალმება/დამშვიდობებისა და მიმართვის ფორმულებს და სხვა);
- ამოიცნობს აღწერითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ ნიშნებს (მაგ., ზედსართავი სახელების ჭარბი გამოყენება, ზმნების ძირითადად ერთი დროის ფორმით ხმარება და სხვა);
- ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
- ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., ორი წერტილი, ტირე).
- მოსწავლე ჯერ ჩუმად კითხულობს და გაიაზრებს წინადადებას, შემდეგ მზერას ფურცლიდან თანაკლასელებისაკენ მიმართავს და იმავე წინადადებას ზეპირად გაიმეორებს;
- მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
- ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
- მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში.
- გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიულ მინიშნებებს /მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- განასხვავებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და მშობლიურ ენაზე გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური და რატომ;
- სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით – იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე განთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა), ამოიცნობს და სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს.
- აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს;
- ავლებს პარალელებს - პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
- ასახელებს მშობლიურ ენაზე მოსმენილ ან წაკითხულ ამბებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, მულტფილმებს, რომლებიც გაახსენა შესწავლილმა ტექსტმა, ნანახმა ანიმაციურმა ფილმმა.
წერა
- ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს მიკროტექსებს;
- კარნახით წერს მიკროტექსტებს.
ა) წერს ღია ბარათს.
- იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვა, ხელმოწერა, თარიღი);
- აყალიბებს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, ამბის შეტყობინება, დაპატიჟება);
- ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება/გამომშვიდობების სათანადო ფორმულებს.
ბ) წერს პირად წერილს.
- იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
- ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება/დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
- გამოკვეთს მიზანს;
- თანამიმდევრობით გადმოსცებს ფაქტებს, მოვლენებს;
- აღწერს ადამიანებს, საგნებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
- გამოხატავს გრძნობებსა და სურვილებს.
- მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., წერს პერსონაჟის საპირისპირო დახასიათებას);
- ასრულებს ამბავს, ან ცვლის დასასრულს საკუთარი წარმოსახვით, ილუსტრაციაზე დაყრდნობით და სხვა;
- ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის;
- ნიმუშის ან მოცემული პირობის მიხედვით წერს აღწერით ტექსტს (მაგ., მეგობრის, საცხოვრებელი ადგილის, ნივთის, ცხოველის აღწერა).
ქ.მ.V.17. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წერა სკოლის გაზეთისთვის/ჟურნალისთვის.
- შეარჩევს თემას (მაგ., სპილო, საახალწლო ტრადიციები და სხვა);
- აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციებს;
- განსაზღვრავს რუბრიკებს (მაგ., ფიზიკური მონაცემები, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა);
- ქმნის ტექსტებს თითოეული რუბრიკისათვის;
- ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატი, ფოტო, ცხრილი);
- წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის სტრუქტურულ ორგანიზებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
- წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- იყენებს კომუნიკაციური სიტუაციის (მაგ., მილოცვა, დაპატიჟება, შთაბეჭდილების გაზიარება, გრძნობის გამოხატვა, ინფორმაციის გაცვლა და სხვა) შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს, შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ ფორმებს;
- წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);
- მართებულად იყენებს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
- ადამიანების/საგნების შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა);
- ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს ბრუნვასა და რიცხვში;
- სათანადოდ აფორმებს მარტივი წინადადების ფარგლებში სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვებს;
- იცავს მარლთწერის წესებს რთული რიცხვების დაწერისას;
- წარსულში შესრულებული მოქმედებებისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს შესაბამისი მწკრივის ფორმას (უწყვეტელი _ წყვეტილი);
- სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
- სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
- წერს შავ ვარიანტს;
- შავ ვარიანტს აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
- გადაიკითხავს ნაწერს მისი გასწორების მიზნით (ასწორებს ენობრივ შეცდომებს, აუმჯობესებს დიზაინს - სიტყვიერი და არასიტყვიერი მაორგანიზებელი ელემენტების განლაგებას);
- შეაქვს მარტივი შესწორებები შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ., სიტყვის/წინადადების ჩამატება ან წაშლა და სხვა).
ლაპარაკი
- ზეპირად კითხულობს ლექსებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებს;
- მონაწილეობს საკლასო სპექტაკლებში;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს;
- ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ მარტივ პრობლემებთან დაკავშირებით.
- სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
- სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., არდადადეგები, საცხოვრებელი ადგილი, მეგობრები, საყვარელი დღესასწაული და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე;
- მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., ინტერვიუს ჩამორთმევა, კაფეში, შეხვედრა თანატოლთან/უფროს ადამიანთან, გამოფენის წარდგენა და სხვა).
- სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს;
- მარტივი გეგმის მიხედვით გადმოსცემს მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
- მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის შინაარსი გადააქვს პირად ან სხვის გამოცდილებაზე, ჰყვება გაგონილ, ნანახ ან თავს გადამხდარ ამბავს;
- საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., ოჯახში, ნათესავების/ მეგობრების შესახებ, თავისუფალ დროს და სხვა).
- იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
- ცდილობს მართებულად გამოიყენოს თავაზიანი და ფამილარული ფორმები;
- სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? როდის? როგორი? რომელი? და სხვა);
- სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
- ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ერთხელ, თავიდან, მერე, ბოლოს);
- იყენებს კონტექსტის შესაფერის მარტივ ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს;
- შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებში სათანადოდ იყენებს მოქმედების ინტენსივობის, ადგილისა და დროის გამომხატველ ზმნიზედებს (მაგ., ხანდახან, ხშირად, იშვიათად);
- კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სხვადასხვა მწკრივის ფორმას (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი);
- სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას.
ლაპარაკის სტრატეგიები
- მშობლიურ ენაზე ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან;
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად.
სწავლის სწავლა
ქ.მ.V.25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., კულინარული რეცეპტების კრებული, მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევისა თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლისაგან იღებს კონსულტაციას გამოსაყენებელ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
- კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად თავს უყრის საჭირო ცოდნასა და რესურსებს;
- გამოკვეთს აქტივობის, სავარჯიშოს ამოცანას;
- მასწავლებლის დახმარებით შესასრულებელ სამუშაოს ყოფს მონაკვეთებად;
- მასწავლებლის დახმარებით ეძებს და ასახელებს სამუშაოს შესრულების ალტერნატიულ გზას;
- შეარჩევს ერთ-ერთს;
- მუშაობის პროცესში ადგენს, რა უჭირს და უზიარებს მასწავლებელს;
- საკონტროლო სამუშაოების წინ იმეორებს განვლილ მასალას, ავსებს ხარვეზებს.
- ხალისით ავსებს თვითშეფასების სქემებს;
- მონაწილეობს თანაშეფასებებში და მასწავლებელთან ერთად მსჯელობს შეფასების კრიტერიუმებზე;
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- ასახელებს ზოგიერთ ფაქტორს, მიზეზს, რომლებიც ხელს უშლის წინსვლაში (მაგ., იყო უყურადღებოდ, არ გაიმეორა მასალა, ვერ გაბედა შეკითხვის დასმა და სხვა);
- მიუთითებს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- გამოსასწორებლად მიმართავს შესაბამის ზომებს.
- არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
- აკვირდება შეცდომას და ცდილობს, გაარკვიოს მიზეზი;
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება, ან რაიმე არ ესმის;
- ცდილობს, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები.
- იყენებს სახელმძღვანელოს სარჩევს, ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, ილუსტრაციებს და სხვა;
- სათანადო შეკითხვებს უსვამს მასწავლებელს/კომპეტენტურ პირს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ანბანური/თემატური ლექსიკონი, პლაკატი, მარტივი სქემა, კითხვარი და სხვა);
- საჭიროების შემთხვევაში, მოიძიებს სასურველ ინფორმაციას სკოლის გარეთ.
- იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
- სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
- ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.
ქ.მ.V.31. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
- იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
- იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს.
ქ.მ. V.32. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან.
- კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
- კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
- შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
- მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
- მეწყვილესთან ერთად ვარჯიშობს ინტერაქციაში;
- თათბირობს თანაგუნდელებთან (როგორ გადაჭრას საკითხი, ვინ რას დაინაწილებს) და ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
- გამოთქვამს მოსაზრებებს, უსმენს სხვებს;
- თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Аҧхьара
Grade VI
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. VI. 1. (EN)
მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
- საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
- განარჩევს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას და სათანადოდ იყენებს მას მეტყველების დროს;
მეტყველების პროცესში თავისუფლად გადმოსცემს სხვის ნათქვამს პარაფრაზის გამოყენებით.
ქართ. VI. 2. (EN)
მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი
- ასახელებს მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერპრეტირებას;
- აფასებს პერსონაჟების ქმედებას კონფლიქტურ, წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ეპიზოდებში;
- მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
- მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე;
- ირჩევს ტექსტში ასახული კონკრეტული პრობლემის გადაჭრისათვის შეთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტებს შორის მისი თვალსაზრისით საუკეთესოს;
- სთავაზობს აუდიტორიას ნაწარმოებში გამოკვეთილი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიას.
ქართ. VI. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად
- საკუთარ კომუნიკაციურ ქცევას უსადაგებს შესაბამის კონტექსტს;
- შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა სახის (საინფორმაციო, ვიზუალურ და ა. შ.) მასალას სანდოობის თვალსაზრისით;
- წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას სხვადასხვა თემაზე;
- განიხილავს მიზნობრივი ტექსტის ამა თუ იმ სახეს, მაგ., რეკლამას, და ასახელებს საგნის ან მოვლენის იმ მხარეს, რომლის აფიშირებასაც ეწევა რეკლამა; საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს რეკლამის ღირსებას ან ნაკლს, ასახელებს სიტყვებს და სხვა გამომხატველობით საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად გადმოსცემს რეკლამის მიზანს;
- ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემულ სხვადასხვა ხასიათის საბავშვო და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს;
- ამოიცნობს ამ პროგრამების სტრუქტურას და აგების ძირითად პრინციპებს;
- თანატოლებთან ერთად მსჯელობს და კამათობს ნანახი ან მოსმენილი გადაცემის შესახებ.
ქართ. VI. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით
- სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;
- სვამს კითხვებს აზრის დაზუსტების, უკეთ გაგების მიზნით;
- ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების (პირის, რიცხვის, პირიანობის, დროის, კილოს) არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით (აშენებს ის მას, ააშენა მან ის, აუშენებია მას ის...);
- ამოიცნობს ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითად ენობრივ თავისებურებებს (სახელთა ბრუნებისას, რიცხვითი ფორმების წარმოებისას, ზმნის უღლებისას).
ქართ. VI. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება
- იყენებს მოცემულ კულტურულ გარემოში მოქმედ წესებს, ეტიკეტურ ნორმებსა და შესაბამის სტრატეგიებს ამა თუ იმ თემის პრეზენტაციის, დისკუსიის, კამათის დროს და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმისას;
- ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში;
- ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
- ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
- აზრის გამოთქმისას იცავს მიღებულ ფორმალობებს (დგება აუდიტორიის წინ და ამყარებს მსმენელებთან მხედველობით კონტაქტს; მეტყველებისას იყენებს მიმართვის, მსმენელთა ყურადღების მობილიზებისა და განსხვავებული აზრის გამოთქმის თავაზიან ფორმებს);
- გეგმავს და ამზადებს ჯგუფურ ან წყვილურ საკომუნიკაციო ამოცანას, სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკის, ინტერნეტის და ა.შ. მეშვეობით) აგროვებს მასალას, გააცნობს მას ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათს აზრს;
შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.
კითხვა
- წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
- ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
- კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან.
ქართ. VI. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება
- ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
- ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
- ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას;
- განარჩევს ვარაუდს ფაქტისაგან, ფაქტს - თვალსაზრისისაგან;
- ამოიცნობს მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
- განარჩევს მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას;
- თხრობითი ხასიათის ტექსტებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, მოქმედების განვითარებას და ა.შ.);
- განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს;
- გამოკვეთს მთავარ ინფორმაციას და გადმოსცემს მას საკუთარი სიტყვებით;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს და პირიქით – ვრცლად გადმოცემულ ამბავს გადმოსცემს მოკლედ.
ქართ. VI. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები
- ერთმანეთისგან განასხვავებს საინფორმაციო ანგარიშს, ამბის თხრობას, მარტივ ინსტრუქციას, ზეპირი კომუნიკაციისა და სხვა ფუნქციურ ტექსტებს;
- მართებულად იყენებს ადმინისტრაციული ხასიათის მარტივ ტექსტებს, სხვადასხვა ინსტრუქციას, ამა თუ იმ დაწესებულებაში მოქმედ წესებს, ფორმულარებს;
- ასახელებს ამგვარი ტექსტების ფორმალურ ნიშნებს, როგორებიცაა, მაგ., მკაცრად ლაკონიური სტილი, ტექსტის პირობითი ფორმა (ბლანკის ტიპისა); სპეციალური/ დარგობრივი ტერმინოლოგია და ა. შ.;
- განასხვავებს საბავშვო, პოპულარულ, დარგობრივ, ამა თუ იმ დაჯგუფებისა და ორგანიზაციის ჟურნალ-გაზეთებს;
- იცნობს პრესის სტრუქტურას და სწორად მოიძიებს საჭირო ინფორმაციას (ხვდება, მისთვის სასურველი ინფორმაცია თუ სტატია გაზეთის ან ჟურნალის რომელ ნაწილში უნდა იყოს განთავსებული);
სწორად „ამოიკითხავს“ ტექსტის ინტონაციას, პაუზებს, აზრობრივ აქცენტებს.
ქართ. VI. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ
- გამოხატავს უშუალო, ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს;
- ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით;
- სვამს კითხვებს და მსჯელობს ნაწარმოებში დრამატულად განვითარებული მოვლენების შესახებ;
- საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად იშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს, მაგალითებს პირადი ცხოვრებიდან;
- ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურ მოვლენას.
ქართ. VI. 10. (EN)
მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი
- ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
- სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით;
- ამოიცნობს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს და ახდენს მათს ინტერპრეტაციას;
- გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახებ;
- მსჯელობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე;
- ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულებას.
ქართ. VI. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა
- ამოიცნობს ხატოვან გამონათქვამებს და მიზანმიმართულად იყენებს მათ;
- თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით;
- ამოიცნობს სხვადასხვა მოდალობის (სურვილის, შესაძლებლობის) გამომხატველ სიტყვებს;
- ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების (პირის, რიცხვის, პირიანობის, დროის, კილოს) არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით (აშენებს ის მას, ააშენა მან ის, აუშენებია მას ის...);
- ამოიცნობს და განარჩევს არსებით, ზედსართავ, რიცხვით სახელებს; ამოიცნობს ზედსართავ სახელებს, მათს ფუნქციას; მიუთითებს ზმნიზედების როლზე ზმნური შინაარსის გამოხატვაში;
- მოიძიებს სხვათა სიტყვას (-მეთქი; -თქო; -ო) და განარჩევს მისი გამოყენების მიზანშეწონილობასა და მართებულობას;
- განარჩევს ზმნისწინით გამოხატულ ძირითად მნიშვნელობებს;
- მიუთითებს წინადადების ძირითად წევრებსა და ძირითად შესიტყვებებზე.
ქარ. VI. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები
- უდარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ და თეატრალიზებულ ვერსიებს;
- ქმნის მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვით პორტრეტს;
- ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის პერსონაჟის/პერსონაჟების ვებ-გვერდს / პროფილს სოციალური ქსელებისათვის;
- ამ მიზნით ამოკრებს და ახარისხებს შესაბამის ინფორმაციას ტექსტიდან; მოიძიებს და შეარჩევს ვიზუალურ მასალას ინტერნეტით და ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შეარჩევს ფოტოებს საოჯახო ალბომებიდან, რეპროდუქციებს და სხვ.;
- წარმოიდგენს და აღწერს წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ერთი ეპიზოდის ამსახველ სცენას წარმოსახვითი ფილმისათვის/მულტფილმისათვის სარეჟისორო სცენარის სახით (აღწერს შერჩეულ ეპიზოდში მოთამაშე მსახიობების / ნახატი გმირების გარეგნობას, კოსტუმებს, გამოყენებულ მუსიკას, ხმაურს და/ან სხვა ბგერით ეფექტებს; დროსა და სივრცეს, სადაც ვითარდება მოქმედება და სხვ.);
- სხვადასხვა გამომხატველობითი საშუალებების (კარიკატურების, აპლიკაციების, ფოტოებისა და ა.შ.) გამოყენებით შეადგენს მარტივი სახის რეკლამებს წინასწარ მოცემული პირობის მიხედვით; გაიაზრებს იმ უპირატესობებს, რისი აფიშირებაც სურს რეკლამის საშუალებით (მაგ., სპორტული მოედნის რეკლამაში წინა პლანზე წამოწევს მის ადგილმდებარეობას: სკოლასთან ახლოსაა და, ამდენად, ყველა ბავშვისთვის მოსახერხებელია...);
- მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);
- თხზავს და სპეციფიკური წესების დაცვით აფორმებს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო და ადმინისტრაციულ ტექსტებს (მაგ., კონკრეტული პირის სახელზე დაწერილ მოკლე ანგარიშს, ახსნა-განმარტებით ბარათს, საინფორმაციო განცხადებას და სხვ.).
- კითხვისას წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მიმართავს სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს, კომენტარებს უკეთებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებს; კონტექსტზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
- სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) გამოყენებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტების მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
- აანალიზებს თანატოლების მიერ შესრულებელ საკითხავ დავალებებს - განარჩევს სწორ და მცდარ პასუხებს; ხსნის, რატომ ვერ გასცა მოსწავლემ სწორად პასუხი, რა ვერ გაიგო, რატომ შეცდა იგი და სხვ.;
- ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას და ხსნის თავის არჩევანს;
- საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა, ხერხი გამოიყენა); მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
- იხსენებს, გამოუყენებია თუ არა მსგავსი სტრატეგიები სხვა საგნებში საკითხავი დავალებების შესრულებისას; მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელ საგნებში და/ან რა სახის ტექსტების წაკითხვისას შეიძლება აღნიშნული სტრატეგიების გამოყენება;
- ადგენს წაკითხული წიგნების კატალოგს (მოკლე ანოტაციით);
- ენციკლოპედიების, ლექსიკონებისა და ინტერნეტის საშუალებით აზუსტებს ტექსტში მოთხრობილ უცნობ ან გაუგებარ ამბავს;
- მართებულად იყენებს განმარტებით და დარგობრივ ლექსიკონებს.
წერა
ქართ. VI. 14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი
- სწორად აგებს ტექსტს კომპოზიციის ელემენტების გამოყენებით;
- აკეთებს მოკლე წერილობით კომენტარს მისთვის მხატვრულად და აზრობრივად საინტერესო მონაკვეთების შესახებ;
- საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;
- ქმნის მისთვის აზრობრივად საინტერესო ეპიზოდის გაგრძელებისა და დასასრულის საკუთარ ვარიანტს;
- კონკრეტული ლიტერატურული ჟანრის ტექსტის დასაწყისის მიხედვით ქმნის შესაბამისი მხატვრული ფორმის მცირე ზომის თხზულებას;
- ქმნის ორიგინალურ თხზულებას.
- წერს სხვადასხვაგვარ თხზულებას, ინფორმაციულ ტექსტს სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენებით;
- ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;
- საჭირო ენობრივი მასალის მოსაძიებლად იყენებს სხვადასხვა დამხმარე საშუალებას (სინონიმურ განმარტებებს, სიტყვათშეხამებებს, მყარ შესიტყვებებს, ფრაზეოლოგიზმებს; მუშაობს ლექსიკონზე...);
- აზრობრივი სრულყოფის მიზნით, დამატებით სვამს ტექსტში საჭირო სიტყვებსა და გამონათქვამებს;
- წერილობით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს როგორც ვრცლად, ისე მოკლედ სხვადასხვა ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენებით, ურთავს კომენტარებს;
- მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით წინასწარ ამზადებს და თხზავს სხვადასხვა ტიპის მიძღვნით ტექსტებს (ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით წარმოსათქმელ სიტყვას, მეგობრისადმი მიძღვნილ სახუმარო ტექსტს, შარჟსა და სხვ.);
- თემისა და რესპოდენტის გათვალისწინებით ადგენს მარტივ შეკითხვებს ინტერვიუსათვის; ატარებს მარტივი სახის გამოკითხვას კონკრეტულ თემაზე; ჩაწერს და შესაბამისად აფორმებს ტექსტს.
ქართ. VI. 16. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება
- სწორად იყენებს ირიბ ნათქვამსა და ციტირებას;
- განარჩევს ნაცვალსახელთა ჯგუფებს და შესაფერის კონტექსტში სწორად უნაცვლებს მათ სათანადო სახელთა ფორმებს;
- მართებულად იყენებს მისათითებელ სიტყვათა და კავშირთა (წევრ-კავშირთა) კონსტრუქციულ შესაძლებლობებს მიზეზ-შედეგობრიობისა თუ სხვა ნიუანსების გადმოსაცემად;
- იცნობს და იყენებს სიტყვათა მართლწერის ძირითად წესებს; მართლწერის შესამოწმებლად იყენებს დამხმარე საშუალებებს;
- იყენებს ნაირგვარ სტილისტურ თუ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებას განცხადების, ანკეტის, ავტობიოგრაფიის შესადგენად;
- სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს;
- გადაიკითხავს ნაწერს და ჩაასწორებს მას როგორც ენობრივ-სტილური, ისე პუნქტუაციის თვალსაზრისით;
- კითხულობს ნაწერს გააზრებულად, კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ენობრივად სწორ, დასაშვებ და შესაძლებელ ფორმებს;
- გადაიკითხავს და ჩაასწორებს ტექსტს აზრობრივად;
- ამოწმებს ტექსტში გამოყენებულ ფორმებს და სიტყვათშეხამებებს ენის მოქმედი ნორმების მიხედვით; ტექსტის კორექტირებისას იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონს.
Georgian as a Second Language
მოსმენა
- ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს, ინტერვიუერს/რესპონდენტს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, რა, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
- რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი ხასიათი, დამოკიდებულებები, გატაცებები, საქმიანობები, გეგმები და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა შორის არსებულ ურთიერთობას (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, ფორმალური, დიდი ხნის ნაცნობები და სხვა);
- განასხვავებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, მოთხოვნა, ბრძანება, შეკითხვა).
ქ. მ. VI. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.
- ამოიცნობს, სად არის გაკეთებული განცხადება (სადგურში, თვითმფრინავში, სტადიონზე, სკოლაში, სუპერმარკეტში, მეტროში, ქუჩაში და სხვა);
- ამოიცნობს განცხადების თემას/მიზანს (რეკლამირება, გაფრთხილება, რეკომენდაციების/რჩევების მიცემა, მარშრუტის ახსნა და სხვა);
- ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი შეტყობინება, განცხადება);
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (სასკოლო ღონისძიების დრო და ადგილი, დაკარგული ნივთის მახასიათებლები, სურსათის ფასი, გამგზავრების დრო, უსაფრთხოების წესები, დანიშნულების ადგილი და მიმართულება და სხვა);
- ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებსა და მათ თანამიმდევრულობას (მაგ. ჯერ მარჯვნივ გაუხვიე, შემდეგ ქუჩა გადაკვეთე და იარე პირდაპირ და სხვა).
- ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან, რჩევას ბრძანებისაგან და სხვა;
- ამოიცნობს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნისწინები, ადგილის ზმნიზედები, თანდებულები და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
- ამოიცნობს შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამომხატველ მარკერებს (მაგ., სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, აკრძალვა: შეგიძლია/უნდა/არ + გააკეთო).
- იგებს საბავშვო მხატვრული ფილმების ძირითად შინაარსს;
- იგებს დოკუმენტური ფილმების ძირითად შინაარსს მისთვის საინტერესო თემაზე;
- იგებს საბავშვო გასართობ-შემეცნებითი გადაცემების ძირითად შინაარსს.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ (შესაძლებელია მშობლიურ ენაზეც);
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
- მარტივად აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.
კითხვა
ქ.მ.VI.6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს განცხადების მიზანს, თემას (რეკლამირება, გაფრთხილება, რჩევის/რეკომენდაციის მიცემა და სხვა);
- ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი ტექსტი);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი, საჭირო მასალა და მისი მახასიათებლები და სხვა);
- ინსტრუქციების კითხვისას, პირველ რიგში, აკვირდება არასიტყვიერ და სიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურები, რუბრიკები, ლოგოები, წარწერები, ილუსტრაციები, სქემები, ისრები, ძირითადი ტექსტის განლაგება, ტიპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა) და განსაზღვრავს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
- ამოიცნობს მითითებებს;
- ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
- ამოიცნობს და ასახელებს ავტორს, ადრესატს;
- ამოიცნობს მათ მისამართებსა და გაგზავნის თარიღს;
- ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი და სხვა);
- ამოიცნობს ავტორის ემოციებს, განწყობებს, დამოკიდებულებებს.
ქ.მ.VI. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მარტივი ბიოგრაფიული ტექსტის (დღიური, მოგონება) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ამბის მთხრობელს, პერსონაჟებს;
- განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
- ადგენს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ტექსტში ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის მიხედვით ახასიათებს პიროვნებას.
- ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
- ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
- ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო, ადგილი და სხვა);
- ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;
- ამოიცნობს ტექსტის ნაწილებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს);
- ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან.
ქ.მ.VI.10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი, ლეგენდა) წაკითხვა და გაგება.
- სათაურს აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს ცალკეული ეპიზოდის თემას, შინაარსს;
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის განვითარება, დასკვნა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
- ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, აღწერს საგნებს, გარემოს;
- ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს;
- ამოიცნობს და განმარტავს ლიტერატურული ზღაპრის მსგავსება-განსხვავებას ხალხურ ზღაპართან;
- განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და მიუთითებს შესაბამის მარკერებზე.
ქ.მ.VI.11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია აარამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და ნაზმნარი ზედსართავების, ანუ მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანამიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა);
- სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას;
- კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს კონკრეტული თანდებულის ფუნქციას (მაგ., -დან - -მდე თანდებულებით ადგილისა და დროში სიხშირის/ინტენსივობის განსაზღვრა და სხვა);
- ამოიცნობს დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებსა და კავშირებს;
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
- ამოიცნობს და მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს ერთმანეთთან (მაგ., იქ - სადაც, მაშინ - როცა და სხვა);
- ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს, რა არის გამოხატული ძახილის ნიშნით - ბრძანება, თხოვნა, სიხარული, მწუხარება და სხვა).
- ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით კითხულობს კლასის წინაშე სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
- თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს დიალოგს, სკეტჩს.
ქ.მ.VI.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
- გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიული მინიშნებები /მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
- პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს და არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
- სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ადგილებს;
- კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
- კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად წაიკითხავს ტექსტს, ეძებს შესაბამისს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების/პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებებს;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით – იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე განთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა), ამოიცნობს და მოიძიებს, ძირითად, საბავშვო სერიულ გამოცემებს;
- მარტივი ენით აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.
- აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს;
- პოულობს მსგავსებებს, განსხვავებს;
- ასახელებს მშობლიურ ენაზე მოსმენილ ან წაკითხულ ამბებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, მულტფილმებს, რომლებიც გაახსენა შესწავლილმა ტექსტმა, ნანახმა ანიმაციურმა ფილმმა.
წერა
- იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
- ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს შესაბამის სტილს;
- იყენებს მიმართვისა და დამშვიდობების ადეკვატურ ფორმებს;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებს, მოვლენებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ფაქტისადმი/მოვლენისადმი /ადამიანისადმი;
- გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, სურვილებს;
- ინფორმაციის გადმოცემისას იცავს ლოგიკურ კავშირებს.
ა) შეუძლია ინსტრუქციების (რაიმეს მომზადების/მოხმარების/ჩატარების წესები, რჩევა-დარიგება) წერა.
- განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
- ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს კონკრეტული ამოცანისათვის (მაგ., როგორ ჩაატაროს თანაკლასელმა ექსპერიმენტი).
ბ) შეუძლია გზამკვლევის (ტურისტული, საინფორმაციო ბუკლეტი) წერა.
- განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
- განსაზღვრავს სათაურს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციების წარწერებს;
- ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- წერს ძირითად ტექსტს (მაგ., ადგილმდებარეობა, დამატებით სხვა საინტერესო ადგილები, სიძველე, განსაკუთრებულობა და სხვა) და ურთავს შეფასებებს;
- იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
- შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა).
- ტექსტის მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- განსაზღვრავს ტექსტის თემას (მაგ., კონკრეტული პიროვნების/ადგილის შესახებ რაიმე ამბის/ისტორიის გახსენება);
- ამბების წერისას ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს;
- კონკრეტული ადამიანისადმი/მოვლენისადმი გამოხატავს გრძნობებს /განცდებსა და დამოკიდებულებებს;
- ფორმალური მხარის დაცვით წერს დღიურს (ჩანაწერებს უთითებს თარიღს, ერთი თარიღით გაერთიანებულ ჩანაწერებს კრავს ერთი თემის გარშემო და ასათაურებს და სხვა).
- ნიმუშის ან მოცემული პირობის მიხედვით წერს მცირე ზომის თხრობით ტექსტს (მაგ., გამოგონილი პერსონაჟის ერთი პატარა ისტორია);
- ასრულებს კონკრეტულ ამბავს, ან ცვლის მის დასასრულს;
- მოცემული პირობის მიხედვით წერს მცირე ზომის აღწერით ტექსტს (მაგ., ჩემი ოცნების სახლი);
- ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის.
- შეარჩევს თემას (მაგ., ციური სხეულები, ქვეყნები და ქალაქები და სხვა);
- აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციებს მის შესახებ;
- განსაზღვრავს რუბრიკებს;
- ქმნის ტექსტებს და ილუსტრაციებს თითოეული რუბრიკისათვის (ნახატი, ფოტო, სქემა და სხვა);
- წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის სტრუქტურულ ორგანიზებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
ქ.მ. VI.20. (EN)
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა, შეუძლია გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციის წარმოდგენისას (მაგ., ინფორმაცია, რჩევა, თხოვნა, მოპატიჟება და სხვა) იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს;
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (მაგ., ხშირად გამოყენებული ესა თუ ის გრამატიკული ფორმები, სინტაქსური წყობა, ლექსიკა);
- დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს სათანადო ფორმულებსა და სიტყვათშეხამებებს;
- დროში თანამიმდევრული მოქმედების გადმოცემისას იყენებს ერთი დროის ფორმებს;
- განარჩევს და იყენებს ზმნების შესაბამისი დროის ფორმებს (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი, II კავშირებითი) კონკრეტულ ენობრივ კონსტრუქციებში (მაგ., ახლა ვაკეთებ, გუშინ გავაკეთე, ხვალ გავაკეთებ/ უნდა გავაკეთო/გააკეთო);
- მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითისფორმით;
- ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს ბრუნვასა და რიცხვში;
- იცავს მართლწერის წესებს ბრუნვის ნიშნებთან და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებით (მაგ., ერთნაირი ბგერის თავმოყრა სახელსა და ზმნაში: ქათამმა, ვვარჯიშობ და სხვა);
- სწორად სვამს სასვენ ნიშნებს რთულ წინადადებაში.
- საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი, საგაზეთო სტატია და სხვა);
- მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
- არჩევს გზამკვლევის რუბრიკებს;
- ადგენს შესასრულებელი მასალის სამუშაო გეგმას;
- სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო ენობრივ რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
- წერს შავ ვარიანტს;
- აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
- გადაიკითხავს ნაწერს მისი გასწორების მიზნით (ასწორებს ენობრივ შეცდომებს, აუმჯობესებს დიზაინს - სიტყვიერი და არასიტყვიერი მაორგანიზებელი ელემენტების განლაგებას).
ლაპარაკი
- სვამს /პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობი თემის გარშემო (მაგ., სტუმრად ქალაქში/სოფელში, ჩემი ეზო/სახლი, ოჯახი/მეგობრები, საყვარელი საქმიანობა/გართობა და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
- ახერხებს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;
- მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., მარშრუტის ახსნა, ტელეფონით ინფორმაციის მოპოვება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა);
- გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხზე, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;
- გამოხატავს თავის ემოციებს, განწყობებს, სურვილებს.
- ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.
- სურათებზე დაყრდნობით იგონებს და ჰყვება ამბავს;
- გეგმის მიხედვით ჰყვება წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
- ჰყვება გაგონილ, ნანახ, თავს გადამხდარ ამბავს;
- საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., მეგობრები, ერთი დღე უცხო ქალაქში და სხვა);
- საუბრობს საკუთარ თავზე (გეგმები, სურვილები, გატაცებები, საყვარელი
საქმიანობა და სხვა).
- ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს (მაგ.; თუ შეიძლება, სთხოვეთ/მითხარით/დამეხმარეთ და სხვა);
- ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
- მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
- სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? მერამდენე? როგორი? ვისი? რისი? როდის? როგორ?);
- მართებულად იყენებს შესაბამის ფორმულებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., შეფასება/დამოკიდებულების გამოსახატავად: მიყვარს/მომწონს + საწყისი; ჩემი აზრით; მე ვფიქრობ, რომ და სხვა);
- დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);
- მომავალი დროის გამოსახატავად კონტექსტის მიხედვით იყენებს მყოფადისა და II კავშირებითისფორმებს.
- კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სათანადო ფორმებს (მაგ., აკეთებს / გააკეთა / გააკეთებს);
- იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
- სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას;
- სწორად იყენებს ქართულისათვის დამახასიათებელ ინტონაციას (მაგ., განცდების გამოსახატავად, სასვენი ნიშნების ფუნქციით).
ლაპარაკის სტრატეგიები
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
- ადგენს სასაუბრო თემის მარტივ გეგმას;
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად;
- ხვდება და ასწორებს შეცდომას.
სწავლის სწავლა
ქ.მ.VI. 26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., სადღესასწაულო სუფრის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
- გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ და აუმჯობესებენ;
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევისა თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდები ერთმანეთს უწევენ კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- გუნდის წევრებთან ერთად შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
- კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად თავს უყრის საჭირო რესურსებს და ახდენს ცოდნის მობილიზაციას;
- გამოკვეთს შესასრულებელი სამუშაოს მთავარ ამოცანას;
- მასწავლებლის დახმარებით შესასრულებელ სამუშაოს ყოფს მონაკვეთებად;
- ეძებს და ასახელებს სამუშაოს შესრულების ალტერნატიულ გზას;
- გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანამიმდევრობას;
- სამუშაოს დასრულებისას წარმოაჩენს და განიხილავს არჩეულ გზას (როგორი ტაქტიკა აირჩია, რა გაუადვილდა, რა გაუჭირდა, როგორ აჯობებდა და სხვა);
- აკვირდება სხვების მიერ არჩეულ ვარიანტს და მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი იყო ოპტიმალური;
- იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
- ავსებს თვითშეფასების სქემებს;
- მონაწილეობს თანაშეფასებებში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სადა აქვს წინსვლა;
- ასახელებს ზოგიერთ ფაქტორს, მიზეზს, რომლებიც ხელს უშლის მის წინსვლას (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, არ იყო გუნებაზე და სხვა);
- მიუთითებს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
- არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
- აკვირდება შეცდომას და ცდილობს, გაარკვიოს მიზეზი;
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება ან რაიმე არ ესმის;
- ცდილობს, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები.
- იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი და სხვა);
- სათანადო შეკითხვებს უსვამს მასწავლებელს/კომპეტენტურ პირს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ანბანური/თემატური ლექსიკონი, სქემა, კითხვარი, ცხრილი და სხვა);
- სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ახარისხებს სხვადასხვა რესურსში მოპოვებულ ინფორმაციას;
- საჭიროების შემთხვევაში, მოიძიებს სასურველ ინფორმაციას როგორც სკოლაში არსებული რესურსების ფარგლებში (თვალსაჩინოებები, სკოლის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი და სხვა), ისე სკოლის გარეთ.
ქ.მ. VI. 31. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ლექსიკური მასალის ასათვისებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., ერთი ფუძის სიტყვები, ანტონიმური/სინონიმური წყვილები, ასოცირება რამესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
- სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
- ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.
ქ.მ.VI.32. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
- იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
- იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს;
- ადარებს ერთმანეთს მეორე ენისა და მშობლიური ენის გრამატიკულ მოვლენებს.
ქ.მ. VI. 33. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.
- კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
- კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
- შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
- მეწყვილესთან/გუნდის წევრებთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
- თათბირობს თანაგუნდელებთან (როგორ გადაჭრას საკითხი, ვინ რას დაინაწილებს) და ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
- კამათისას ისმენს თანაგუნდელის არგუმენტს, მოაქვს საკუთარი არგუმენტი;
- თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში;
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Аҧхьара
Grade VII
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. VII. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
- ისმენს ჩუმად, ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს არავერბალური ხერხებით: ყურადღებიანი მზერით, თავის დაქნევით, ღიმილით და სხვ.;
- სასაუბრო სიტუაციაში ითხოვს თანამოსაუბრისაგან ინფორმაციის დაზუსტებას (ვერ მიგიხვდი / მიგიხვდით; ხომ არ გაიმეორებ? / გაიმეორებთ? რას გულისხმობ? / გულისხმობთ?);
- აზრის დასაზუსტებლად იმეორებს თანამოსაუბრის ნათქვამს (როგორც გავიგე, შენი/თქვენი აზრით, შენ/თქვენ თვლი/თვლით...);
- მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;
- მოსმენილ ინფორმაციაში განასხვავებს ფაქტებს დამოკიდებულებებისაგან (შეფასებებისგან);
- ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციიდან და დასკვნის სახით წარმოადგენს მას აუდიტორიის წინაშე;
- წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე;
- შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
- აქცენტს აკეთებს (ინტონაციით, პერიფრაზით, განმარტებებით...) ზეპირი გამოსვლის არსებით საკითხებზე;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის შინაარსს / ამბავს პირადი გამოცდილებიდან;
- მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).
ქართ. VII. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით
- ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (ისმენს სკოლაში მოწვეული სტუმრის, ტელე- და რადიოგადაცემების წამყვანთა და მონაწილეთა საუბარს და განსაზღვრავს, რა მიზანს ისახავენ ისინი: მსმენელის ინფორმირებას, დარწმუნებას თუ გართობას);
- მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გაართვა თავი მოსაუბრემ საკომუნიკაციო ამოცანას (ანუ გასაგებად მიაწოდა თუ არა მსმენელს ინფორმაცია; შეძლო თუ არა მისი დარწმუნება, გართობა და ა.შ.);
- აანალიზებს სატელევიზიო ინტერვიუს ან დისკუსიას (რა იყო გადაცემის თემა; რატომ მოიწვია წამყვანმა მაინცდამაინც ეს ადამიანები; იყო თუ არა წამყვანი კორექტული; უსმენდა თუ არა სტუმარს; იყო თუ არა რაიმე გამაღიზიანებელი წამყვანის მეტყველებაში; რამდენად ეფექტურად იყენებდნენ მოსაუბრეები ჟესტ-მიმიკის ენას და სხვ.);
- მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი ინფორმაცია.
ქართ. VII. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- რეაგირებს მსმენელთა ვერბალურ და არავერბალურ რეაქციებზე (იმეორებს ნათქვამს უფრო ხმამაღლა და გარკვევით, ანელებს ან აჩქარებს მეტყველების ტემპს);
- ლექსის ან მხატვრული პროზის ფრაგმენტების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას და ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
- ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა (სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით;
წარმოადგენს ზეპირი ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიას აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგ., როგორ მოუყვებოდა ერთსა და იმავე ამბავს სკოლის დირექტორს, მეგობარს, პატარა და-ძმას და სხვ.).
- ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
- გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს;
- საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
- ისმენს და ეთანხმება, ან კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს;
- დამაჯერებლად იცავს საკუთარ აზრს, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
- სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია და არა რიგითი მონაწილე).
ქართ. VII. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება
- ამოიცნობს და იყენებს ზეპირი თხრობის დამახასიათებელ ნიშნებს (მაგ., სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, მიმართავს ჟესტებისა და მიმიკის ენას და სხვ.);
- საუბრობს ტექსტში გამოთქმული ჰიპოთეზის შესახებ და სწორად იყენებს ვარაუდის გამომხატველ სინტაქსურ კონსტრუქციებს, სიტყვა-კავშირებს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამონათქვამებს („რადგან...“, „თუ ... მაშინ“, „ამის გათვალისწინებით...“, „აქედან გამომდინარე...“);
- განასხვავებს და მართებულად იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის (სასაუბრო, ოფიციალურ-საქმიანი) დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს;
- ამოიცნობს და ახასიათებს პოეტურ ნაწარმოებში ბგერწერითი ეფექტის შემქმნელ ელემენტებს (რითმას, რიტმს, ალიტერაციას);
- ინტონაციასა და სიტყვიერ სიგნალებზე დაყრდნობით ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (მაგ., ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან; შეფასების გამომხატველ სიტყვებზე დაყრდნობით ამოიცნობს მოსაუბრის დამოკიდებულებას საუბრის თემის მიმართ და ა. შ.);
- ამოიცნობს და იყენებს შეფასების (დამოკიდებულების) გამომხატველ სიტყვებს (განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს; გარკვეული მოდალობების გამომხატველ მარტივ და შედგენილ შემასმენელს: „არა მგონია...“, „ვფიქრობ...“, „დასაშვებია...“, „სავარაუდოა...“, „სამწუხაროა...“ და სხვ.);
- თხრობისას სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს; გადაჰყავს პირველ პირში მონათხრობი მესამე პირში;
- მართებულად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, დაბოლოს, დასასრულს და სხვ.).
- იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
- ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, მაგ., აზრის პერიფრაზირებას, მოკლე განმარტებების ჩართვას, ცხოვრებისეული მაგალითების დამოწმებას და ა. შ.);
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
- აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად დასახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
კითხვა
ქართ. VII. 7. (EN)
. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა
- კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
- საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
- ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
- ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
- ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
- ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
- გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
- პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
- ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
- აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს, უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (მაგ., „რა იქნებოდა, რომ...“);
- ასახელებს საყვარელ წიგნს, მწერალს, პერსონაჟს და განმარტავს თავის არჩევანს.
ქართ. VII. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან
- ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რისთვის არის დაწერილი - მკითხველის ინფორმირების, გართობის, თუ დარწმუნებისათვის) და აუდიტორიას (ვისთვის არის განკუთვნილი);
- შეაფასებს ტექსტს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგალითად, არის თუ არა სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციები გასაგები; შეძლო თუ არა რეკლამამ მისი დარწმუნება; ისიამოვნა თუ არა მხატვრული ნაწარმოების კითხვით; მიიქცია თუ არა საგაზეთო სტატიის სათაურმა მისი ყურადღება და სხვ.);
- მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
- გამოყოფს სიუჟეტში მოქმედების განვითარების საფეხურებს;
- აკეთებს კომენტარს მხატვრულ ნაწარმოებში დიალოგის ფუნქციის შესახებ; ხედვის კუთხის (ვისი თვალით არის აღქმული მოვლენები; ვინ არის მთხრობელი; შეიცვლებოდა თუ არა რაიმე, სხვა პერსონაჟს რომ მოეთხრო იგივე ამბავი);
- განმარტავს, რა მოლოდინს ქმნის ნაწარმოების დასაწყისი; მართლდება თუ არა ეს მოლოდინი;
- ამოიცნობს და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ხერხებს ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა, მაგ., რეკლამა, საინფორმაციო ბუკლეტი და ა.შ.;
- განმარტავს, რა ხერხებს იყენებს გაზეთი მკითხველის ყურადღების მისაპყრობად (მასალის განლაგება, სად არის მოთავსებული ახალი ამბები, რეკლამა, სტატია; რუბრიკები, სათაურები, შრიფტი და სხვ.);
- განსაზღვრავს საგაზეთო მასალის ძირითად იდეას და განმარტავს, რა ხერხებს იყენებს ავტორი ძირითადი იდეის წარმოსაჩენად (ეფექტური სათაური, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.).
ქართ. VII. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით
- ამოიცნობს და ახასიათებს სხვადასხვა ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მხატვრულს, პუბლიცისტურს, საქმიანს);
- ამოიცნობს მეტყველების ტიპებს (თხრობას, აღწერას, მსჯელობას) ერთი ტექსტის ფარგლებში;
- ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ძირითადი მახასიათებლების დანიშნულებას (მაგალითად, სტროფებად დაყოფის ან რიტმის, რითმის და ბგერწერითი ეფექტების დანიშნულებას ლექსში; აბზაცის დანიშნულებას პროზაულ ტექსტებში);
- გამოყოფს საინფორმაციო ტექსტში წამყვან აბზაცს და დამატებით აბზაცებს;
- ამოიცნობს და განმარტავს, როგორ ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში: ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების (მაგალითად, დეტექტივის, ისტორიული მოთხრობის, იგავ-არაკის...) დასაწყისს; განმარტავს, რა იქცევს მკითხველის ყურადღებას;
- ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს (მაგ., ავტორისეულ დახასიათებას, მეტყველებას, პორტრეტს, ინტერიერს და სხვ.);
- ამოიცნობს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს, რომლებიც მსჯელობის შედეგს ასახავს (მაგ., „შესაბამისად...“, „აქედან ის დასკვნა გამოგვაქვს, რომ...“, „მაშასადამე...“ , „ამგვარად...“, „ესე იგი...“, „დაბოლოს...“ და სხვ.);
- ამოიცნობს და განმარტავს ფრაზებსა და სიტყვებს (განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველ ზმნებს), რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან (თვალსაზრისისაგან);
- ამოიცნობს და განმარტავს ზოგიერთ სტილისტურ ხერხს (მაგ., განმეორებას, პარალელიზმს და ა.შ.);
- ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და განმარტავს მათს ფუნქციას ტექსტში;
- განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები და რა მარკერები მიგვანიშნებს მათზე (მაგ., დროის აღნიშვნა: მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ და ა. შ.; ადგილის აღნიშვნა: შორს, ცხრა მთას იქით, პატარა სოფელში და ა. შ.; მოვლენათა თანამიმდევრობის აღნიშვნა: მაშინ, შემდეგ, დაბოლოს და სხვ.);
- განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში; ატარებს ექსპერიმენტს _ გადაჰყავს I პირში მონათხრობი III პირში ან პირიქით და აღწერს მიღებულ ეფექტს;
- აკვირდება და ასახელებს, რა სახის ტექსტები იწერება I, II ან III პირში (ავტობიოგრაფიული, მემუარული, ლირიკული ტექსტები, დღიურები, პირადი წერილები, განცხადებები და სხვ.);
- ატარებს ექსპერიმენტს ზმნის დროებთან დაკავშირებით: იღებს თხრობითი ხასიათის ტექსტს, გადაჰყავს ზმნები წარსული დროის ფორმიდან აწმყოში და მსჯელობს მიღებულ ეფექტზე;
- ამოიცნობს და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ენობრივ საშუალებებს ტექსტში (სინტაქსურ კონსტრუქციებს, სპეციფიკურ ლექსიკას, ფრაზეოლოგიზმებს, მყარ შესიტყვებებს);
- განმარტავს ენის არასალიტერატურო ფორმების (ჟარგონის, დიალექტიზმის, ბარბარიზმის) გამოყენების მიზეზებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში.
- წიგნის გაცნობის მიზნით იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს (ეცნობა ავტორს, ნახულობს წიგნის სათაურს, კითხულობს ანოტაციას, ეპიგრაფს, თავების სახელწოდებებს; ათვალიერებს ილუსტრაციებს, სქემებს, ტაბულებს);
- კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად ჩაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების, პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებას;
- შესწავლის მიზნით ნელა კითხულობს ტექსტს, ხელახლა გადაიკითხავს ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს და სხვ.;
- იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს);
- ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
- მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან).
წერა
- გადმოსცემს შთაბეჭდილებას წაკითხულ წიგნზე, ნანახ სპექტაკლზე (აღნიშნავს, რა მოეწონა, რამ დააინტერესა, რა არ მოეწონა და რატომ);
- წერს საინფორმაციო წერილს სკოლის გაზეთისათვის, იცავს ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა და ფორმას;
- წერს სარეკლამო ტექსტს (თანაკლასელების მიერ შექმნილ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებისთვის, ვიდეორგოლებისთვის, ფოტოგამოფენისთვის, სასკოლო ღონისძიებისთვის და სხვ.);
- წერს საქმიან ტექსტს (მაგალითად, განცხადებას ან თხოვნას);
- წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს;
- წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს (მაგალითად, საკუთარ ან სხვის ბიოგრაფიას, რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს);
- თხზავს თხრობითი ტექსტის დასაწყისის რამდენიმე ვერსიას (იყენებს დასაწყისის ცნობილ მოდელებს: მიმართვას მკითხველისადმი; აფორიზმს ან საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას; მოქმედების დროისა და ადგილის აღნიშვნას და სხვ.).
ქართ. VII. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- წერს წინასიტყვაობას საყვარელი წიგნისთვის, რომელშიც ურჩევს თანატოლებს, რომ აუცილებლად წაიკითხონ ეს წიგნი;
- წერს წაკითხული წიგნის ანოტაციას სხვადასხვა (ავტორის, გამომცემლის, მკითხველის) პოზიციიდან;
- წერს მისალოც ან მოსაწვევ ბარათს სხვადასხვა ადრესატისათვის (მეგობრის, შორეული ნაცნობის, ასაკით უფროსი ადამიანისათვის), თავს არიდებს კლიშეებსა და შტამპებს;
- წერს სარეკლამო ტექსტს სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, ბავშვებისა და დიდებისათვის);
- წერს ერთსა და იმავე ისტორიას ბავშვებისა და უფროსებისათვის;
- სწერს წერილს მეგობარს, წიგნის ავტორს, პერსონაჟს, გამოჩენილ ადამიანს, შესაბამისად ცვლის წერის სტილს.
ქართ. VII. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა
- სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს (სათაურს, ქვესათაურს და ა. შ.);
- თანამიმდევრულად აგებს თხრობას, სწორად იყენებს ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ., ჯერ, შემდეგ, ბოლოს...);
- იყენებს სხვადასხვა მოდალობის (თხრობით, კითხვით, ძახილის), აგებულებისა (მარტივი, თანწყობილი, ქვეწყობილი) და შედგენილობის (გავრცობილი, გაუვრცობელი) წინადადებებს;
- მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს ციტირებისას და დიალოგის გადმოცემის დროს;
- მართებულად იყენებს და აფორმებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს;
- იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.
ქართ. VII. 14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
- წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას; აგროვებს მასალას;
- იყენებს სხვადასხვა რესურსს (ლექსიკონს, ბიბლიოთეკას და სხვ.);
- ადგენს ტექსტის გეგმას;
- წერს ტექსტის პირველ ვარიანტს;
- გადაამუშავებს და გადაათეთრებს ნაწერს, ყურადღებას ამახვილებს როგორც შინაარსზე, ისე სტილის ელემენტებზე;
- დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის) დახმარებით; ასწორებს პუნქტუაციურ, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს;
- მასწავლებელთან ერთად ისახავს ხარვეზების გამოსწორების გზებს.
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქ.მ.VII.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციის (დიალოგი, ინტერვიუ) მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა თვალსაზრისებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
- ამოიცნობს დიალოგში მონაწილე პირთა მიერ გამოთქმულ დადებით და უარყოფით შეფასებებს.
ქ. მ. VII. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების გაგება.
- ამოიცნობს, სად არის განცხადება გაკეთებული (მეტროში, სადგურში, აეროპორტში და სხვა);
- ამოიცნობს განცხადების თემას/მიზანს (რეკლამირება, გაფრთხილება, ინფორმირება და სხვა);
- ამოიცნობს განცხადების ადრესატს;
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (გამგზავრების/გასვლის/ჩამოსვლის დრო, მიმართულება და სხვა).
- ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან, რჩევას ბრძანებისაგან და სხვა;
- ამოიცნობს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ფორმულებზე დაყრდნობით
ამოიცნობს მოსაუბრის დამოკიდებულებას საუბრის თემის მიმართ (მაგ., მეც ასე მგონია/ვფიქრობ და სხვა);
- ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნისწინები, ადგილის ზმნიზედები, თანდებულები და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
- ამოიცნობს შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამომხატველ მარკერებს (მაგ., სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, აკრძალვა: შეგიძლია/იქნებ/უნდა/არ + გააკეთო).
მოსმენის სტრატეგიები
ქ.მ.VII.4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ინტონაცია, ჟესტიკულაცია, ხმის მოდულაცია - ტემპი, სიმაღლე, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია);
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
- ქართულ ენაზე უყურებს თავIჩთვის საინტერესო ტელეგადაცემებს, ფილმებს.
კითხვა
ქ. მ. VII. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება.
ა) შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათი, პირადი წერილი) წაკითხვა და გაგება.
- ასახელებს ავტორს, ადრესატს, მათ მისამართებს, გაგზავნის თარიღს;
- ასახელებს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოწვევა, მადლობის გამოხატვა, შეთავაზება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ახსნა-განმარტება და სხვა);
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი და სხვა);
- ამოიცნობს რესპონდენტის ემოციებს, დამოკიდებულებებს, თვალსაზრისებს.
ბ) შეუძლია სხვადასხვა საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
- ამოიცნობს მთავარ თემას;
- ამოიცნობს ტექსტის ცალკეული აბზაცის ძირითად სათქმელს;
- ამოკრებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით (მსგავსება-განსხვავება და სხვა);
- მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
- ამოიცნობს ფაქტებსა და მოვლენებს შორის ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან.
გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, მოგონებები, დღიური) გაგება.
- ამოიცნობს ამბის მთხრობელს, პერსონაჟებს;
- განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
- ადგენს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროებს;
დ) მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (აფიშა, ანონსი, ანოტაცია, რეკლამა) გაგება.
- ამოიცნობს ტექტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ადრესატი, ფორმატი);
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღი, ფასი, ადგილი და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას.
ქ. მ.VII.6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული მხატვრული ტექსტის (მოთხრობა, იგავ-არაკი) გაგება და გაანალიზება.
- სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
- ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე ტექსტის გააზრების საფუძველზე;
- ასახელებს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ;
- ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, განვითარება, დასასრული);
- ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას.
ქ.მ.VII.7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
- აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან /თვალსაზრისისაგან;
- განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და რა მარკერები გამოიყენება ამისათვის (მაგ., დროის - მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ; ადგილის - შორს, ამ მთის იქით, პატარა სოფელში; მოვლენათა თანამიმდევრობის - მაშინ, შემდეგ, ბოლოს და სხვა);
- შესაბამის მწკრივის ფორმაზე (წყვეტილი/უწყვეტელი) დაყრდნობით განარჩევს შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას წარსულში (მოქმედების პროცესი და შედეგი, განმეორებადობა, სიხშირე).
- წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
- ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
- შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს;
- მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქ.მ. VII. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
- ტექსტის გაცნობის მიზნით იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს (ეცნობა სათაურს, გამოყოფილ სიტყვებს, რუბრიკებს, აბზაცებს, ილუსტრაციებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე);
- იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს (სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას);
- იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს (კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, გადაიკითხავს და ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს და სხვა);
- დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (ილუსტრაციები, კონტექსტი, ნაცნობი ძირი/ფუძე და ა.შ);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ კულტურულ-სოციალურ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ კულტურულ-სოციალურ გარემოსთან (აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები და სხვა);
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- ამოიცნობს წარმოებული სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში.
წერა
ქ.მ.VII. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (რეკლამის, აფიშის, ტელეგადაცემების, ფილმების ანონსის, ანოტაციის) წერა.
- მიუთითებს გადაცემის თემას, სიუჟეტს და იძლევა შესაბამის შეფასებას თემისა და რესპონდენტის გათვალისწინებით;
- წინასწარ მოცემული პირობის მიხედვით ადგენს მცირე ზომის სარეკლამო ტექსტებს (რეკლამა, აფიშა);
- განსაზღვრავს სარეკლამო ტექსტის მიზანს, ტექსტის ფორმატსა და ადრესატს და იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს (მაგ. რატომ უნდა უყუროს ამა თუ იმ გადაემას, ფილმს და სხვა);
- მიუთითებს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგ., თარიღი, ფასი, ადგილი, პირობები და სხვა);
- ფაქტობრივ ინფორმაციას დაურთავს შეფასებებს;
- ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს (მიუთითებს გადაცემის თემას, სიუჟეტს და ურთავს შეფასებას).
- კორესპონდენციის ფორმალური მხარის დაცვით წერს წერილს მეგობართან, ახლობელთან (თარიღი, ხელმოწერა, მისამართი);
- კორესპონდენციის მიზანს უსადაგებს მის შინაარსს (მაგ., მილოცვა, მადლობის გადახდა, თხოვნა, შთაბეჭდილებების გაზიარება, ინფორმაციის შეტყობინება, რჩევა, მოპატიჟება და სხვა);
- ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სტილსა და ფორმას;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს მოვლენებს, ფაქტებს;
- იცავს ფრაზებს შორის ლოგიკურ კავშირს;
- გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, სურვილებს;
- გამოთქვამს შეფასებებს.
- ტექსტის მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- განსაზღვრავს ტექსტის თემას (მაგ., საკუთარი ბიოგრაფიიდან ან კონკრეტული პიროვნების/ადგილის შესახებ რაიმე ამბის/Iჩთორიის გახსენება; რაიმე მოვლენის აღწერა);
- ამბების წერისას ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს;
- კონკრეტული ადამიანისადმი/მოვლენისადმი გამოხატავს გრძნობებს /განცდებსა და დამოკიდებულებებს;
- საკუთარი პოზიციიდან აფასებს ფაქტებს, მოვლენებსა და ადამიანებს.
ქ.მ. VII.14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.
- ქმნის მოცემული ნაწარმოების ფინალისაგან განსხვავებულ საკუთარ ვერსიას;
- წერს თხრობითი ხასიათის მცირე ზომის ტექსტს (მაგ., რეალურ ან გამოგონილ ამბავს მისთვის საინტერესო თემაზე);
- გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, ემოციებს;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს მოვლენებს.
ქ.მ.VII.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენების უნარი.
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., კორესპონდენციის ფორმალური მხარე; სარეკლამო ხასიათის ტექსტებში - სათაურები, რუბრიკები, ლოგოები, წარწერები, ილუსტრაციები, სქემები, ძირითადი ტექსტის განლაგება, ტიპოგრაფიული მახასიათებლები; დღიურის ფორმალური მხარე და სხვა);
- სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციის წარმოდგენისას (მაგ., ინფორმაცია, რჩევა, თხოვნა, მოპატიჟება და სხვა) იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს;
- ადამიანების/საგნების შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა; ისე + ზმნა + როგორც / ისეთი + ზედსართავი სახელი, როგორიც);
- იყენებს თანდებულიან ბრუნვებს შესაბამისი ფუნქციით (მაგ., გამო თანდებულიან ნათესაობითს მიზეზის გამოსახატავად: სიშორის გამო და სხვა);
- მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითისა და ხოლმეობითის ფორმებით;
- სწორად იყენებს არ და ნუ ნაწილაკებთან ერთად შესაბამისი მწკრივის ფორმებს;
- ადეკვატურად იყენებს განსხვავებული მოდალობების გამომხატველ ფორმებს (უნდა, ნეტავ და სხვა);
- სწორად ხმარობს სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვის ფორმებს ნასწავლ რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში;
- იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს.
- განსაზღვრავს მიზანსა და აუდიტორიას;
- საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან (ინტერვიუ, საგაზეთო სტატია, ელექტრონული მედია და სხვა);
- მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
- არჩევს სარეკლამო რუბრიკებს;
- ადგენს შესასრულებელი მასალის სამუშაო გეგმას;
- წერს შავ ვარიანტს;
- სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
- შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები;
- სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს.
ლაპარაკი
- სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
- სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე;
- ახერხებს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;
- მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში (შეხვედრა ქუჩაში, მარშრუტის ახსნა, ტელეფონით კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება და სხვა);
- ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას;
- გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
- აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს;
- პერსონაჟების მიმართ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას;
- ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.
- მარტივი ენით საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (არდადეგები, სამომავლო გეგმები, მეგობრები);
- ჰყვება თავს გადამხდარ, გაგონილ, ნანახ, წაკითხულ ამბავს;
- გადმოსცემს ნანახი ფილმის შინაარსს;
- საუბრობს საყვარელ წიგნის, ფილმის, პერსონაჟის შესახებ და ასაბუთებს თავის არჩევანს.
- მკაფიოდ აყალიბებს პროექტის მიზანს;
- გეგმის მიხედვით გადმოსცემს სათქმელს (შესავალ ნაწილში გამოკვეთს საუბრის თემას, წარმოადგენს განსახილველ საკითხებს; მოჰყავს ფაქტები, მაგალითები);
- საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
- თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
- გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/განსახილველი საკითხისადმი/პრობლემისადმი.
- საუბრის მიზნის, ადრესატისა და კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და სათანადოდ აფორმებს შესაბამის სტილს;
- ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
- კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანებისა და გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
- დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);
- მომავალი დროის გამოსახატავად კონტექსტის მიხედვით იყენებს მყოფადისა და II კავშირებითის ფორმებს.
- წართქმითი და უკუთქმითი ბრძანების (არ/ნუ) გამოსახატავად სწორად იყენებს ზმნის სათანადო მწკრივის ფორმებს.
ქ.მ.VII.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის/პროექტისათვის და მოიძიებს შესაბამის ინფორმაციულ თუ ვიზუალურ მასალას;
- შეადგენს თემის გეგმას;
- სიტყვის დავიწყების ან არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვა სიტყვებით აღწერა, სინონიმური სიტყვის ჩანაცვლება და სხვა);
- ხვდება და ასწორებს დაშვებულ მარტივ შეცდომას;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას.
სწავლის სწავლა
ქ.მ.VII. 22. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., გამოფენის მოწყობა, სკოლის/კლასის ჟურნალის, კლასის ვებგვერდია შექმნა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას.
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გუნდის წევრებთან გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
ქ.მ. VII. 23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
ქ.მ. VII. 24. (EN)
მოსწავლეს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები.
- საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
- მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
- თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
- ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან; განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
- აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
- მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისწინების მიზნით;
ქ.მ. VII. 25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი, ილუსტრაციები და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით;
- იყენებს ICT –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.
ქ.მ.VII.26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია, ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად მიმართოს სხვადასხვა ხერხს.
- სისთემატურად იმეორებს გავლილ ლექსიკურ მასალას;
- ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
- იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა).
ქ.მ.VII.27. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკის ათვისების ხელშეწყობის მიზნით (გასაადვილებლად) სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
- იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
- ადარებს ერთმანეთს ქართული და მშობლიური ენის გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს;
- იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს.
ქ.მ.VII. 28. (EN)
მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესების მიზნით შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.
- ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
- ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
- მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების ურთიერთგაუმჯობესების ხელშესაწყობად.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Grade VIII
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. VIII. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
- სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
- მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
- მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
- საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
- ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და ა. შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);
- კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ. როლურ ტექსტს, თხრობას, კამათს და ა. შ.);
- ისმენს / თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.
ქართ. VIII. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- ისმენს და კრიტიკულად აფასებს, რამდენად შეესაბამება სხვების მიერ გამოყენებული ენობრივ-სტილური საშუალებები მსჯელობისას გადმოცემულ შეფასებებს, დამოკიდებულებებსა და დასკვნებს;
- ლექსიკის, ფრაზეოლოგიზმების, სინტაქსური კონსტრუქციისა თუ სხვა ენობრივი ნიშნების მიხედვით ამოიცნობს, თუ რომელი აუდიტორიისათვის არის გამოსვლა გამიზნული;
- აფასებს, რამდენად შეესაბამება მოსაუბრის მიერ გამოყენებული ენობრივი საშუალებები საუბრის თემას, მიზანსა და აუდიტორიას;
- ასახელებს გამოხატვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურ და სუსტ ადგილებს საუბრიდან (სად იყო თხრობა საინტერესო, შთამბეჭდავი, მონოტონური, მოსაწყენი, რა ვერბალური თუ არავერბალური საშუალებებით მიიღწეოდა ეფექტი).
ქართ. VIII. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება
- ამოიცნობს და იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა. შ.);
- მოსმენით განასხვავებს და ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს (სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს: ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვ.);
- ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისთვის დამახასიათებელი ფუნქციური სტილის ენობრივ მახასიათებლებს (ნომინალურ წინადადებებს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციებს და სხვ.);
- ამოიცნობს და იყენებს რიტორიკულ ფიგურებს (მაგ., რიტორიკულ შეკითხვას, რიტორიკულ შეძახილს, გამეორებას, პაუზას და სხვ.), რომლებიც ეფექტურად გამოხატავენ მსჯელობის მიზანს (არგუმენტების გამოყენებით ამა თუ იმ პიროვნების შექება / გაკიცხვა, კონკრეტული მოვლენის გამართლება / უარყოფითად შეფასება და ა. შ.);
- განარჩევს და სათანადოდ იყენებს საკუთარ მეტყველებაში გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვს (მაგ., იდიომებს, ხატოვან გამონათქვამებს, რიტორიკულ ფიგურებს, სახე-სიმბოლოებს და ა. შ.).
ქართ. VIII. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
- ისმენს სასაუბრო ტექსტებს (მაგალითად, მოწვეული პიროვნებების მეტყველებას, საინფორმაციო თუ სარეკლამო ტექსტს) და ამოიცნობს იმ დამარწმუნებელ საშუალებებს (მაგალითად, არგუმენტაციის სიძლიერეს, სათანადო მაგალითებს, ლირიკულ გადახვევას, ფიგურალურ გამონათქვამებს, ემოციურ ფონს და სხვ.), რომლებიც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიაზე;
- ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
- აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).
კითხვა
ქართ. VIII. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე
- დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
- ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
- არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
- პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;
- მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად;
- საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ საკვანძო საკითხს;
- პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
- გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან
- მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს;
- მსჯელობს, რა საშუალებებით ახდენს გავლენას ავტორი კონკრეტულ აუდიტორიაზე და როგორ ქმნის განწყობას;
- ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს და მისი გათვალისწინებით მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე;
- მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის დიზაინი მიზანსა და აუდიტორიას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა და სხვ.);
- მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს სხვადასხვა მხატვრული დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას.
- მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;
- აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;
- საუბრობს, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ნაწარმოების შინაარსი კონტექსტური (დრო-სივრცული) ფაქტორების ცვლილებამ;
- ხსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია კონტექსტური ფაქტორების ცვლილებამ;
- საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონტექსტური ფაქტორები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
ქართ. VIII. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად
- ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას (მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
- შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;
- ამოიცნობს და აღწერს ზოგიერთ ტექნიკურ ხერხს, რომელიც გამოყენებულია გარკვეული განწყობის შესაქმნელად (მაგალითად, ტექსტის დიზაინს: დიალოგებისა და მონოლოგების მონაცვლეობა, ტექსტის თავებად და აბზაცებად დაყოფა; ნაწილების დასათაურება და ა. შ.);
- ამოიცნობს ავტორის მიერ მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას (არქაიზმებს, დიალექტურ ფორმებს, ჟარგონს, ნეოლოგიზმებს, ბარბარიზმებს და სხვ.).
- ხელახლა უბრუნდება გაუგებარ ადგილებს;
- მონიშნავს ტექსტში ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვან ადგილებს;
- იყენებს მარკირების საკუთარ სისტემას (მაგალითად, ტექსტის არშიაზე პირობით ნიშნებს, მარკერს);
- მონიშნავს უცნობ და ძნელად აღსაქმელ ლექსიკურ ერთეულებს და ტექსტის არშიაზე აკეთებს განმარტებებს, მინიშნებებს, კომენტარებს;
- აზუსტებს ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას (გადაამოწმებს ინფორმაციას ენციკლოპედიაში, ლექსიკონებში);
- იყენებს საკითხების ჩამონათვალის ფორმით შედგენილ რეზიუმეს და გრაფიკულ ცხრილებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გამოსაკვეთად.
წერა
ქართ. VIII. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით
- პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
- ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
- უარყოფს ან ეთანხმება საგაზეთო პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებას და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას;
- პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს: ჩანახატს, სცენარს როლური თამაშებისათვის, მცირე ზომის მოთხრობას;
- გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;
- ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.
ქართ. VIII. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების/მოსაზრებების დამოწმება, მიმართვის ან ემოციის გამოხატვის ფორმები და სხვ.), რომლებიც შეესაბამება სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა და მიზნებს;
- აუდიტორიის ასაკისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით აფორმებს ტექსტს;
- წერს კონკრეტულ პრობლემაზე სხვადასხვა პოზიციიდან და სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, სკოლაში არსებული პრობლემური სიტუაციის შესახებ წერს მშობლის, თავად მოსწავლის, დირექტორის და ა. შ. პოზიციიდან);
- წარმოადგენს პრობლემური საკითხის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნით (დარწმუნების, თანაგრძნობის გამოწვევის მოტივით და სხვ.).
ქართ. VIII. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად
- სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა და ქცევის ფორმებს;
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს;
- მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ წინადადებებს ინფორმაციის დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით (მაგალითად, „ჩემი ძმა, რომელიც თორმეტი წლისაა“..., „ჩემი ძმა, თორმეტი წლის ბიჭი“...);
- მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“, „ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
- მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს.
ქართ. VIII. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
- ირჩევს ტექსტის თემატიკას, ტიპს და შეადგენს გეგმას სპეციფიკური მიზნებისა და აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- შეარჩევს მასალას და აჯგუფებს გეგმის შესაბამისად;
- შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები, რათა იგი იყოს მკაფიო, ლოგიკური და თანამიმდევრული;
- ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს; იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს;
- მსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად იყენებს მასალას (ციტატებს სხვადასხვა წყაროდან, ცხრილებს, ფოტოებსა და ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს);
- იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
Georgian as a Second Language
მოსმენა
- განსაზღვრავს რეპორტაჟის მიზანს, თემას;
- იგებს ძირითად შინაარსს;
- განარჩევს მთავარ და არამთავარ საკითხებს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
- ამოიცნობს მონაწილეთა შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
- მოვლენებს შორის ამოიცნობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
ქ.მ.VIII.2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო გადაცემების, ჩანაწერების (რადიო/ტელეპროგრამა, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) ქართულ ენაზე მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის თემას/მიზანს;
- ამოიცნობს საინფორმაციო გადაცემის რუბრიკებს (ახალი ამბები, სპორტი, ამინდის პროგნოზი და სხვა);
- ამოკრებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას (დღე, საათი, ადგილი, ანგარიში);
- ინფორმაციას აჯგუფებს გარკვეული მონაცემების მიხედვით (მაგ., საინტერესო გადაცემები უმცროსკლასელებისათვის);
- გამოაქვს დასკვნა.
ქ.მ. VIII.3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის ყოველდღიურ თემებზე მიმდინარე ინტერაქციის მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს, სად მიმდინარეობს საუბარი;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, როგორი, როგორ, რატომ და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებებს/შეფასებებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა შორის ურთიერთობებს (დიდი ხნის ნაცნობები, ახალგაცნობილები, უცნობები და სხვა).
- ამოიცნობს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებსა და სინტაქსურ კონსტრუქციებს (მაგ., პუბლიცIჩთური სტილისათვის - მსმენელებისადმი უშუალო მიმართვები, კითხვისა და ძახილის წინადადებების ხშირი ხმარება, ძირითადად მარტივი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება და სხვა);
- ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა და სხვა);
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან / დამოკიდებულებისაგან;
- ამოიცნობს შეფასების (დამოკიდებულების) გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებს.
მოსმენის სტრატეგიები
ქ.მ.VIII.5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ინტონაცია, ჟესტიკულაცია, ხმის მოდულაცია - ტემპი, სიმაღლე, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი, სიტყვის ფუძე და სხვა);
- სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;
- ისმენს მისთვის საინტერესო ქართულ ტელეგადაცემებს;
- უყურებს ფილმებს ქართულ ენაზე.
კითხვა
ქ.მ. VIII. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.
ა) შეუძლია საგაზეთო პუბლიკაციის მისთვის საინტერესო თემებზე (ქრონიკა, ინტერვიუ...) გაგება.
- ასახელებს სტატიის თემას;
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად და სხვა);
- გამიჯნავს ავტორის თვალსაზრისს, შეფასებას ფაქტისაგან;
- ამოიცნობს ავტორის ემოციებსა და დამოკიდებულებებს თემისადმი, რესპოდენტისადმი;
- ამოიცნობს ავტორის, რესპოდენტის ემოციებს, დადებით და უარყოფით დამოკიდებულებებს.
ბ) შეუძლია სხვადასხვა საინფორმაციო -შემეცნებითი ტექსტის (Iჩთორიის, კულტურის, გეოგრაფიის და სხვა სფეროდან) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
- ტექსტს ყოფს აზრობრივად გაერთიანებულ ნაწილებად (ქვეთემებად);
- ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
- ტექსტიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში მოცემული ინფორმაციის შესახებ და განმარტავს მას.
გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, მოგონებები, პორტრეტები) გაგება და გაანალიზება.
- ამოიცნობს ავტორს;
- განასხვავებს ავტორსა და კონკრეტული ამბის მთხრობელს;
- განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
- ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროებს, გამოყოფს კარიერის ეტაპებს;
- ტექსტში მოცემული ინფორმაციის (საქმიანობის, ურთიერთობის, ქცევის) გააზრების საფუძველზე ახასიათებს პიროვნებას;
- შინაარსიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;
- ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ბიოგრაფიულ ტექსტს (ბიოგრაფია, მოგონებები) და ავლებს მათ შორის პარალელს მსგავსება-განსხვავების მიხედვით (მაგ., ავტორის ვინაობა, რას ეყრდნობა მისი ნაამბობი და სხვა).
ქ.მ.VIII.7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
- აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან /თვალსაზრისისაგან;
- კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება;
- აღნიშნავს, რომელი პირია (I თუ III) ტექსტში ავტორი და რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი - ზმნა/ირიბი - სხვათა სიტყვის -მეთქი, -ო);
- ახასიათებს ტექსტს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი);
- განსაზღვრავს ნაწარმოების თემას;
- სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);
- ამოიცნობს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟს/პერსონაჟებს;
- ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
- ასახელებს გმირების მოქმედების მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
ქ.მ.VIII.9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა);
- ახასიათებს ტექსტს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი);
- ამოიცნობს და განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში;
- ამოიცნობს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, ჩართული და სხვა);
- ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების დანიშნულებას.
- წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
- ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
- შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს;
- კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
- მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქ.მ.VIII.11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყო-ბად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
ა) შეუძლია მიმართოს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.
- მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს, განსაზღვრავს ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს, გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე დაყრდნობით (სათაური, ქვესათაური, ილუსტრაცია, საკვანძო სიტყვა, აბზაცების დასაწყისი, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები და სხვა);
- გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე, ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.
ბ) შეუძლია მიმართოს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით.
- ჯერ ზოგადად ეცნობა ტექსტს (იხ. გაცნობითი კითხვა);
- შემდეგ გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს, ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე (კონტექსტი, ქართულში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები, სიტყვის ნაცნობი ფუძე და სხვა) დაყრდნობით;
- უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი);
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილებს.
გ) შეუძლია მიმართოს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.
- თვალს გადავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს თავIჩთვის საჭირო ინფორმაციას.
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ კულტურულ-სოციალურ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ კულტურულ-სოციალურ გარემოსთან (ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები და სხვა);
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში;
- ამოიცნობს წარმოებული სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში;
- ამოიცნობს უცხო კულტურIჩთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს;
- ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ ტექსტებში ასახულ კულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს.
წერა
ა) შეუძლია ბიოგრაფიული ცნობარის, ბიოგრაფიის წერა.
- კონკრეტული პირობის/მოდელის მიხედვით წერს შესაბამის ტექსტს (მაგ., მოცემული ბიოგრაფიის მიხედვით ბიოგრაფიული ცნობარის დაწერა; საკუთარი ან სხვისი ბიოგრაფიის დაწერა);
- მიუთითებს დაბადების თარიღსა და ადგილს;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ცხოვრების ეტაპებს;
- გამოკვეთს მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ფაქტებს, დეტალებს.
ბ) შეუძლია პორტრეტის (საკუთარი ან მეგობრის, ცნობილი ადამიანის და სხვა) შექმნა.
- დაწვრილებით აღწერს მის გარეგნობას;
- ახასიათებს, როგორია შინაგანად და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები მისი პირადი ცხოვრებიდან, ქცევებიდან;
- აღწერს მის განცდებს, ემოციებს, ფიქრებს;
- მიუთითებს მის საქმიანობაზე;
- გამოკვეთს მის ინტერესებს, გატაცებებს, სურვილებს;
- გამოკვეთს ინტერვიუს, სტატიის მთავარ თემას, სათქმელს;
- გამოკვეთს მთავარ და მეორეხარისხოვან საკითხებს;
- ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- რესპონდენტის ნათქვამის, აზრის გადმოცემისას იყენებს პარაფრაზირებისა და ციტირენის ხერხებს;
- ასათაურებს წერილს, ინტერვიუს, სტატიას.
ქ.მ. VIII.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტის შექმნა, სადაც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.
- ქმნის მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ცალკეული ეპიზოდების/ამბის გაგრძელებისა და დასასრულის საკუთარ ვარიანტს;
- კონკრეტული მოდელის მიხედვით ქმნის მხატვრული ტექსტის ფრაგმენტს;
- ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
- კონტექსტის მიხედვით იყენებს ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმებს (მოტკბო - ტკბილი - უტკბესი);
- აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას (მაგ., მარტივი: ქვასავით გული; გავრცობილი: ისე - როგორც, ისეთი - როგორიც და სხვა);
- სათანადოდ იყენებს I და II ობიექტური პირისა და რიცხვის ნიშნებს შესაბამის პირთა კომბინაციის დროს ვინიან ზმნებთან (მაგ., ის მწერს მე / ის გწერს შენ; მე გხატავ შენ / შენ მხატავ მე);
- კონტექსტის მიხედვით წარსულში შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს შესაბამისი მწკრივის ფორმით (მაგ., წყვეტილი, უწყვეტელი, ხოლმეობითი, I თურმეობითი = დაწერა, წერდა, დაწერდა, დაუწერია);
- სწორად აფორმებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს შესაბამის სიტუაციებში;
- გადააკეთებს პირდაპირ ნათქვამს ირიბად და პირიქით;
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ქ.მ.VIII.17. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.
- მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (ლექსიკონი, ნიმუში, გრამატიკული ცნობარი და სხვა);
- საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
- ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას;
- მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
- საკომუნიკაციო მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს სათანადო ენობრივ მასალას (ლექსიკური ერთეულები, კლიშეები, გრამატიკული ფორმები და სხვა);
- წერს შავ ვარიანტს;
- გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
- ცდილობს შეასწოროს შინაარსობრივი ხარვეზები, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და, გარკვეულწილად, შეაფერხოს კომუნიკაცია - ამოიღებს ან ამატებს სიტყვას/წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ცვლის სტრუქტურას, აუმჯობესებს დიზაინს;
- ათეთრებს ნაწერს.
ლაპარაკი
ქ.მ.VIII.18. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება მარტივ საკლასო დისკუსიებში წინასწარ მომზადებულ მისთვის აქტუალურ საკითხებზე.
- სვამს კონკრეტულ საკითხს;
- ისმენს სხვების აზრს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და სვამს შესაბამის კითხვებს;
- დასმულ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას, დამოკიდებულებას და განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე;
- საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად მოჰყავს სათანადო მაგალითები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან;
- აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს.
ქ.მ.VIII.19. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად საუბარი მისთვის საინტერესო/ სასურველ თემებზე (საყვარელი გადაცემა/წიგნი/მუსიკა/ მოგზაურობა და სხვა).
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ამბებს;
- ამბების გადმოცემისას გამოკვეთს და აღწერს მისთვის საინტერსო დეტალებს;
- ძირითადი თემის/ამბის გასაშლელად შემოაქვს დამატებითი ინფორმაციები;
- საუბრობს საკუთარ გეგმებზე, მიზნებზე, სურვილებზე, ოცნებებზე;
- განმარტავს საკუთარ არჩევანს და ასაბუთებს;
- გამოხატავს საკუთარ ან სხვის ემოციებსა და განწყობილებას;
- სხვადასხვა სიტუაციის/პერსონაჟის აღწერისას სათანადოდ იყენებს სხვადასხვა ენობრივ საშუალებას (შესაბამისი ლექსიკა; შედარების მარტივი და გავრცობილი ხერხები; სინონიმები, ანტონიმები და სხვა);
- გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- ერთი აზრობრივი ნაწილიდან/საკითხიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (მაგ., პირველად, შემდეგ, ბოლოს და სხვა);
- სწორად იყენებს მოქმედებით ბრუნვასსათანადო ფუნქციით (მხარეების დასახელებისას; ინსტრუმენტალისის გამოხატვისას, მოქმედების დროის, ადგილის, მიმართულების და ვითარების მითითებისას და სხვა);
- შინაარსობრივი ნიუანსების გათვალისწინებით სათანადოდ იყენებს უარყოფით ნაწილაკებს - არა, ვერა, ნუ;
- შესაბამისად იყენებს ზმნის აქტიურ და პასიურ ფორმებს (ის აშენებს სახლს / სახლი შენდება...);
- სწორად განალაგებს სიტყვებს წინადადებაში.
ქ.მ.VIII.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
- კომუნიკაციის წარმართვისათვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მოდელები, საკვანძო სიტყვები, ფრაზები, გამოთქმები, კლიშეები);
- იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, ანტონიმის/სინონიმის მითითება, პერიფრაზირება /ნაგულისხმევი საგნის აღწერა ან მისი დანიშნულების მითითება და სხვა);
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად;
- ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს გამეორებას, განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას.
ქ.მ.VIII.23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
- განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
ქ.მ.VIII.24. (EN)
მოსწავლეს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები.
- სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
- მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებენ ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
- საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
- მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
- თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
- ადარებს სხვადასხვა ენის, მათ შორის მშობლიურის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან; განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
- აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
- მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისწინების მიზნით;
- ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
- ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
- ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.
ქ.მ.VIII.25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი, ილუსტრაციები და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით;
- იყენებს ICT-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
- იყენებს ICT-ს პროექტების განსახორციელებლად.
ქ.მ. VIII.26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
- ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
- ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
- გუნდის წევრებთან მოქმედებს შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
- ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
- ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
- საჭიროებისამებრ, მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
- აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
- მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
სწავლის სწავლა
ქ.მ.VIII.22. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ICT-ის გამოყენებით ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიული ცნობარი/შტრიხები პორტრეტისათვის შედგენა; ვიქტორინის, აქციის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევის, თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე სხვებს უწევს კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გუნდის წევრებთან გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
Abkhazian Language and Literature
Ажәаҳәа
Аҧхьара
Grade IX
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. IX. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე
- პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
- იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
- მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
- ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
- ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
ქართ. IX. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
- აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
- აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., „თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“);
- განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების და ა.შ.);
- დრამატული მონოლოგის ან როლური ტექსტის სახით წარმოადგენს განსხვავებული თვალსაზრისის მისეულ ინტერპრეტაციას;
- ისმენს რადიო და სატელევიზიო ინტერვიუებს, გამოსვლებს, განიხილავს მათში ჩამოყალიბებულ ან ნაგულისხმევ განსხვავებულ თვალსაზრისებს;
- განსხვავებული თვალსაზრისების განხილვისას იყენებს აუდიო და ვიზუალურ (მულტიმედია, ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები და სხვა თვალსაჩინო მასალა) საშუალებებს.
- მსჯელობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მსმენელის სოციალურ-კულტურული ინტერესები, ცოდნა და შეხედულებები მოსმენილი ტექსტის მისეულ ინტერპრეტაციაზე (მაგ., რას მიაქცევდა ყურადღებას პოლიტიკოსის გამოსვლაში გლეხი, სახელმწიფო მოხელე, ხელოვანი, მოზარდი და ა.შ.);
- ამოიცნობს და შეაფასებს დისკუსიების, დებატების, პოლიტიკური გამოსვლების, დრამატული მონოლოგის ეფექტურ ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“);
- საუბრობს იმაზე, თუ როგორ იცვლება მოსაუბრის ენა ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობისას აუდიტორიის სოციალურ-კულტურული ინტერესების, ცოდნისა და შეხედულებების გათვალისწინებით;
- ამოიცნობს, ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი რა ნიშნები შემოდის ენაში მსჯელობის წერილობითიდან ზეპირ ფორმატში გადასვლისას (მაგალითად, ჟესტიკულაციის, მიმიკის, ინტონაციის, ხმის დონის და სხვა არავერბალური საშუალებების გამოყენება საქმიან, ფორმალურ და არაფორმალურ სიტუაციაში, დებატებში და ა.შ.).
ქართ. IX. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება
- განსხვავებული თვალსაზრისის წარმოდგენისას საკომუნიკაციო ამოცანის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით შეარჩევს დარწმუნების ენობრივ ფორმულებს, რიტორიკულ ფიგურებს;
- ამოიცნობს და მრავალპლანიან ტექსტზე მსჯელობისას მართებულად იყენებს შესაბამის ენობრივ სტრუქტურებსა და მოდელებს: მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს, შესაბამის კავშირებს, გრამატიკულ ფორმებს, სპეციალურ ლექსიკას და ა. შ. (მაგ., „რადგან...“, „თუ ... მაშინ“, „მაშასადამე“, „ესე იგი“, „აქედან გამომდინარე...“ და სხვ.);
- ანალოგიაზე დამყარებული მსჯელობისას მართებულად იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს, კავშირებს, ლექსიკას (მაგ., „შესაბამისად...“, „...გათვალისწინებით“, „...მსგავსად“, „როგორც, ... ისე...“ და სხვ.);
- მართებულად იყენებს კერძოობითი მსჯელობის განზოგადებისათვის, ანუ ინდუქციური მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ სტრუქტურებს, მოდელებს, ლექსიკას.
- წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
- აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;
- ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
- სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
- ითვალისწინებს დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
- საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის;
- აუდიტორიის დასაინტერესებლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას (მაგ. ანეკდოტებს, ვიზუალურ მასალას, ემოციურ წიაღსვლებს და ა. შ.).
კითხვა
ქართ. IX. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
- კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
- აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
- ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
- კითხულობს სხვადასხვა მოცულობისა და სირთულის ტექსტებს, მსჯელობს თემებსა და საკამათო საკითხებზე და ხედავს პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა პერსპექტივას;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ განსხვავებულ თვალსაზრისებზე;
- აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ;
- შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;
- კითხულობს პრესას, ელექტრონულ ტექსტებს, შეაფასებს წარმოდგენილ არგუმენტებსა და გამოთქმულ თვალსაზრისებს;
- შეაფასებს წაკითხულ ტექსტებში ასახულ თვალსაზრისებს განსხვავებული (თავისი, ოპონენტის, ნეიტრალური) პოზიციებიდან;
- უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს, სპექტაკლებს და სხვ.
ქართ. IX. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას
- ადარებს ენობრივ-გრამატიკულ ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება (მაგალითად, სასწავლო ტექსტი გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან და მოგზაურის შთაბეჭდილებები);
- ადარებს ერთმანეთს გამომსახველობით ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში (მაგალითად, სტერეოტიპებს რეკლამებში და სიმბოლოებს მხატვრულ ტექსტებში);
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი და ირიბი ნათქვამი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის დანიშნულებაზე;
- შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;
- ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.
- ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;
- სწორად იგებს და სათანადოდ იყენებს იმ მინიშნებებსა და დამატებით ინფორმაციას, რომლებიც გადმოცემულია სათაურის, ილუსტრაციების, ცხრილების, სქემების, განსხვავებული შრიფტის საშუალებით;
- აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას; ამოწერს საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშავებისათვის;
- იყენებს სქემებს, დიაგრამებს, ცნებების განმარტებებს, აზრობრივ რუკებს ან სხვა საშუალებებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად;
- იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის/ფრაზის მნიშვნელობის გასაგებად;
- ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.
წერა
ქართ. IX. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება
- წერს თხზულებას კონკრეტული თემის ან საკითხის შესახებ, რომელშიც აანალიზებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ ალტერნატიულ შეხედულებებს;
- საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
- განიხილავს მხატვრულ ტექსტში გამოკვეთილ იდეებსა და პრობლემებს ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
- გამოკვეთს ნაწერში მხატვრული ტექსტის ძირითად იდეას ცალკეული ეპიზოდების, მხატვრული დეტალების, პერსონაჟთა ქმედების, მოტივაციის, მათი ხასიათის, გრძნობებისა და მსოფლმხედველობის გათვალისწინებით;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემების მიმართ მისთვის სასურველი ფორმით (მოთხრობის, ნოველის, ესეის, ჩანახატის, ლექსის და ა.შ.);
- საკუთარი თვალსაზრისისა და ემოციურ-ფასეულობითი დამოკიდებულების გამოსახატავად ქმნის პერსონაჟთა შედარებით და შეპირისპირებით დახასიათებებს;
- შესწავლილი ტექსტის კონტექსტის (დრო, ადგილი, ეპოქა, გარემო და ა.შ.) შეცვლით თხზავს ახალ თხზულებას იმავე თემაზე, პრობლემაზე.
ქართ. IX. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა
- შესაბამისი მოდელის მიხედვით წერს საინფორმაციო ანგარიშს საკამათო საკითხზე გამართული მინი-დისკუსიის შესახებ;
- სათანადო ფორმის დაცვით შეადგენს მოსწავლეთა სადისკუსიო კლუბის, კლასის კრების და ა. შ. სხდომის ოქმს;
- მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს ინსტრუქციებს კონკრეტული ამოცანისთვის (მაგალითად, დისკუსიის და დებატების წარმართვის თანამიმდევრობის შესახებ; როგორ ჩაატაროს თანაკლასელმა კონკრეტული ექსპერიმენტი და სხვ.);
- წერს მინი-რეპორტაჟს სასკოლო ღონისძიების შესახებ;
- წერს მიმოხილვითი ხასიათის სტატიას სკოლის გაზეთისათვის, რომელშიც აყალიბებს განსხვავებულ თვალსაზრისებს;
- წერს განმარტებითი ხასიათის ტექსტებს, რომლებშიც იყენებს სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ ინფორმაციას (საენციკლოპედიო სტატიას, საგაზეთო ინფორმაციას, ინტერნეტს და სხვ.);
- გადმოსცემს სხვათა თვალსაზრისს და უკეთებს კომენტარს.
ქართ. IX. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- წერისას ითვალისწინებს აუდიტორიის ასაკობრივ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებს;
- სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია, ვებგვერდის სტატია, ესეი და ა.შ.), რათა უპასუხოს მათს მოთხოვნებსა და ინტერესებს;
- კონკრეტული მიზნის მიხედვით ცვლის ტექსტის ტიპს, გადაჰყავს ერთი ტიპის ტექსტი მეორეში (მაგალითად, თანაკლასელთა ინფორმირების მიზნით პრესაში გამოქვეყნებული ანგარიშის ტექსტს აყალიბებს თხრობით ტექსტად);
- აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ / დამაინტერესებელ საშუალებას (მაგალითად, მოგონებას, ციტატას, იუმორს, პარალელს და სხვ.).