Grade I
Georgian as a Second Language
მოსმენა
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გამოდი დაფასთან, აიღე ფანქარი, დახურე კარი და სხვა).
- ამოიცნობს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
- იგებს და მიმიკა-ჟესტიკულაციით, რიტმული მოძრაობებით განასახიერებს ლექსებს, გათვლებს, სიმღერებს.
- ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
- რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
- ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
- ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციებთან.
- ტექსტის შინაარსის შესახებ ილუსტრაციების/სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს (მშობლიურ ენაზე);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე (მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია . . . ) დაყრდნობით.
ლაპარაკი
- ცდილობს სწორად წარმოთქვას ქართული ენისათვის დამახასიათებელი ბგერები;
- სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
- ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
- მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებულ მარცვალს;
- მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით, ორმარცვლიანს _ ორი რკალით და ა.შ.);
- ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
- მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს;
- მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებული ბგერით დაწყებულ სიტყვებს;
- ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად.
ქ.მ.I.7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
- იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ცდილობს სწორად და გარკვევით წარმოთქვას ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, ენის გასატეხები;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივი ენით დაწერილ დიალოგებსა და სცენებს;
- ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
- არავერბალური საშუალებებით რეაგირებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე (მაგ., მიმიკა/ჟესტიკულაციით გამოხატავს თანხმობას/უარს; მოწონება/არ მოწონებას; აჩვენებს, რა უნდა; მიუთითებს, ვისია საგანი და სხვა);
- პასუხობს კითხვებს ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (დაამთავრე? _ დიახ/არა; რა გინდა? _ კალამი/საშლელი; არ მაქვს; მინდა და სხვა);
- თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე ან რეაგირებს არავერბალური საშუალებებით (მაგ., ვინ არის და რა ჰქვია, რამდენი წლისაა, ვის რა აქვს/ჰყავს, ვინ რას აკეთებს, ვის რა უყვარს/რა უნდა, როგორი ამინდია, რა ფერისაა ესა თუ ის საგანი და სხვა).
- ასახელებს პერსონაჟს/ცხოველს/საგანს;
- ასახელებს მათ რაოდენობას;
- ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., დიდი, მაღალი, მსუქანი, მრგვალი, ლურჯი);
- ასახელებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., სკამზე, წყალში);
- ასახელებს მათ მოქმედებებს (მაგ., მირბის, მღერის...).
- ასახელებს რა ჰქვია და რამდენი წლისაა;
- ასახელებს, ვინ ჰყავს და რა აქვს;
- ასახელებს, რა უყვარს და რა არ უყვარს.
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე).
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას).
კითხვა
- თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
- ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
- ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
- ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
- სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
- ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
- ცნობს ანბანის ყველა ასოს.
[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.
ქ.მ.I.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა[1].
[1] გაშიფრვა - გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.
- ამოიცნობს ყველა ბეჭდურ და ნაწერ ასოს და სწორად წარმოთქვამს მას;
- აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
- დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
- ილუსტრირებულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის საანბანო ტექსტებს;
- წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
- ფურცელზე განასხვავებს და გამოყოფს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს, სავარჯიშოს პირობას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს;
- გამოყოფს ლექსის სტროფის დასაწყისსა და დასასრულს;
- ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ (მშობლიურ ენაზე).
წერა
ქ.მ. I.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების, მოკლე წინადადებების გადაწერა.
- ხატავს რაიმე საგანს, ნივთს, სცენას ან პერსონაჟს. ასათაურებს ნახატს და სთხოვს მასწავლებელს, დაფაზე დაუწეროს შესაბამისი სიტყვა, რომელსაც შემდეგ გადმოწერს (გადმოხატავს) დაფიდან (მაგ., ხატავს/ამზადებს მისალოც ბარათს და მიაწერს, ვისთვის არის _ „დათოს“ „დათო“ „გილოცავ“; ხატავს სკოლას, კლასელებს, ოჯახის წევრებს და მიაწერს, ვინ არის, რა არის...);
- მასწავლებლის დახმარებით გადმოწერს დაფაზე დაწერილ იმ სიტყვას/სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიულ ხატსაც ცნობს და მიუხატავს შესაბამის ილუსტრაციას;
- ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
- აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და ა.შ.);
- იცავს ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.
გრამატიკა
- განარჩევს სამივე პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში;
- ამოიცნობს და იყენებს I პირის კუთვნილებით ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში;
- ამოიცნობს და იყენებს ნათესაობითს კუთვნილებითობის გამოსახატავად (გიორგის ჩანთა);
- ამოიცნობს და იყენებს ზე/ში თანდებულებს ადგილმდებარეობის გამოსახატავად.
- განარჩევს და იყენებს მაქვს/მყავს ფორმებს.
- იყენებს სახელობით ბრუნვას ნასწავლ ზმნებთან (ბიჭი/გოგო მიდის, მღერის...; აქვს ბურთი/ჩანთა...; უყვარს შოკოლადი...);
- იყენებს მიცემით ბრუნვას ნასწავლ ზმნებთან (ბიჭს/გოგოს აქვს; ჭამს ნაყინს...);
- იყენებს არის//-ა ზმნას შედგენილი შემასმენლის ფუნქციით (ის არის ბიჭი // ის ბიჭია).
- მასწავლებლის დახმარებით იყენებს და ქმნის თვალსაჩინოებას (ბარათი, ლოტო, ნახატი, პლაკატი);
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი.
Grade II
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქ.მ. II.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., მიპასუხე, გამოდი დაფასთან, გაიმეორე, დახურე ფანჯარა/კარები და სხვა);
- ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
- ამოიცნობს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
- იგებს და მიმიკა-ჟესტიკულაციით, რიტმული მოძრაობებით განასახიერებს ლექსებს, გათვლებს, სიმღერებს.
- ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
- რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
- ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
- ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციებთან.
- ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან; ჟესტიკულაციით განასახიერებს/ხატავს/მიუთითებს რეალურ საგანზე;
- ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს მოცემული ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., გრძელი, მოკლე, მაღალი, ყავისფერი...) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ ხატავს მას;
- ამოიცნობს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., აქ/იქ, მარჯვნივ/მარცხნივ..., ეზოში, ხეზე) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს/ხატავს/განალაგებს მას.
ქ.მ. II.5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ილუსტრირებული ტექსტის (მარტივი ამბავი, ადაპტირებული რეპეტიტული ხასიათის ზღაპარი) გაგება.
- ამოიცნობს პერსონაჟებს და ასახელებს/ განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე;
- ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს და მიუთითებს სათანადო სურათს, ან განასახიერებს;
- აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
- ამოიცნობს მოქმედებათა ადგილს (მაგ., ტყეში, ეზოში...);
- ამოიცნობს პერსონაჟების დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
- მოქმედებათა თანამიმდევრულობის მიხედვით განალაგებს სურათებს;
- მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ (მშობლიურ ენაზე);
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე (მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია . . . ) დაყრდნობით.
ლაპარაკი
- განარჩევს მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს, მარცვლებს;
- სიტყვას ყოფს მარცვლებად და პირიქით, მარცვლებს ამთლიანებს
სიტყვებად;
- ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებშიც შედის წინასწარ მითითებული
მარცვალი;
- მოსმენილ მარტივ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური
ნიშნით აღნიშნავს მათ რაოდენობას (მაგ., ბიჭი ბურთს თამაშობს – სამი
ხაზი: ------ -------------- ------------);
- სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში
ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც იწყება/მთავრდება წინასწარ
მითითებული ბგერით;
- სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებს
აჯგუფებს თავკიდურა ბგერის მიხედვით;
- სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად;
ქ.მ.II.8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების სწორად წარმოთქმა.
- სწორად წარმოთქვამს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
- სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
- იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს).
- რეაგირებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე;
- პასუხობს კითხვებზე ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (ფანქარი მინდა, მომეცი, არა მაქვს და სხვა);
- მოკლედ პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ვინ სად არის, სად რა დევს, ვის რა აცვია/ახურავს/უკეთია, ვის როდის აქვს დაბადების დღე, ვინ როდის/რომელ საათზე რას აკეთებს, რას აკეთებენ ცხოველები და სხვა);
- კითხულობს და ასახელებს მარტივ მიზეზს (რატომ...? იმიტომ, რომ...);
- მარტივად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, შეფასებას ნივთის, ამინდის, საჭმლის მიმართ (მომწონს/ არ მომწონს);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (სად წავიდა, ვინ შეხვდა და სხვა);
- ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
- ასახელებს მათ რაოდენობას;
- ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., გრძელი თმა, მოკლე ფეხები, მწვანე თვალები);
- ასახელებს, როგორია სხვასთან მიმართებაში (მაგ., დათვზე პატარაა, კურდღელზე დიდია...);
- ასახელებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., სკამის ქვეშ, სახლის წინ/უკან და სხვა);
- ასახელებს მათ მოქმედებებს (მაგ., დარბის, ხატავს, თამაშობს).
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე);
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითება).
კითხვა
- ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს (პერსონაჟის სახელები, ერთი სემანტიკური ველის სიტყვები, მაგ., ცხოველები და სხვა);
- აკავშირებს წინადადებებს შესაბამის ილუსტრაციებთან;
- ტექსტის მიხედვით ქმნის/აფერადებს ნახატს;
- ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად (მაგ., უპასუხე შეკითხვებს, შემოხაზე სწორი ვარიანტი...).
ქ.მ.II.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტის (მაგ., გაკვეთილების ცხრილი) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ცხრილის მონაცემებს (მაგ., კვირის დღეები, საათი, გაკვეთილები, საგნები);
- ცხრილიდან ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეებში აქვს ხატვის გაკვეთილი);
- ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სავარჯიშოების მარტივ ინსტრუქციებს;
- გადაჭრის საკითხავ ამოცანებს არასიტყვიერ საშუალებებზე დაყრდნობით (მაგ., იპოვე, რომელი წინადადება შეესატყვისება ნახატს; დააკავშირე წარწერა ნახატთან; შემოხაზე სწორი ვარიანტი; დაასრულე ნახატი ტექსტის მიხედვით და სხვა);
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად (მაგ., მონიშნე სათანადო უჯრა ცხრილში და სხვა).
- დამარცვლით კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ მარტივ წინადადებას;
- ხმამაღლა კითხულობს სამ-ოთხ წინადადებიან ნაცნობ ტექსტს;
- პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისაგან;
- წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.
- ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს მიკროტექსტის (სამ-ოთხწინადადებიანი) შინაარსს;
- ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონების, სტრიქონში - სიტყვების, სიტყვაში კი – ასოებისას;
- განარჩევს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს, სავარჯიშოს პირობას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს, სათაურს;
- განარჩევს ტიპოგრაფიულ მინიშნებებს (მაგ., მსხვილ, გადახრილ შრიფტს, გამუქებულ შრიფტს და სხვა);
- პოულობს/სვამს სასვენ ნიშნებს მარტივ დიალოგში (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს).
- ფურცელზე განასხვავებს და გამოყოფს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს, სავარჯიშოს პირობას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს;
- ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ.
წერა
ქ.მ.II.18. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების, მოკლე წინადადებების გადაწერა.
- აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს;
- ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს ანბანის ასოებს;
- იცავს ორხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს;
- ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს მარცვლებს, სიტყვებს, წინადადებებს;
- ასრულებს სახალისო აქტივობებს კითხვაში ნასწავლი სიტყვებისა და ასოების გამოყენებით (კროსვორდის შევსება; ნახატის მიხედვით წინადადების დასრულება: ნიკას უყვარს . . . ; სიის შედგენა და სხვა);
- წერს ორთოგრაფიულად დამახსოვრებულ სიტყვებს.
ქ.მ. II.19. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მარტივი კომუნიკაციის განხორციელება არასიტყვიერი საშუალებების მოშველიებით.
- ამზადებს/აფორმებს მისალოც ბარათებს წარწერებითა და ნახატებით;
- სხვადასხვა თემაზე ქმნის მარტივ სქემატურ ნახატებს თავისი წარწერებით (მაგ., ჩემი ოჯახი, ჩემი ოთახი, ჩემი სკოლა და სხვა).
ქ.მ.II.20. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი მიკროტექსტების წერა.
- ავსებს საკუთარ გაკვეთილების ცხრილს;
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
გრამატიკა
- განარჩევს და ასახელებს არსებითი სახელების მხოლობითისა და –ებ-იანი მრავლობითის ფორმებს (ბიჭი/ბიჭები...);
- განარჩევს სამივე პირის ნაცვალსახელს მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში;
- განარჩევს I და II პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში;
- ამოიცნობს და იყენებს ნათესაობითი ბრუნვის ფორმას კუთვნილებითობის გამოსახატავად (დათოს ჩანთა / ძმის ბურთი);
- ამოიცნობს და იყენებს მიცემითი ბრუნვის ფორმას დროის გამოხატვის ფუნქციით (ორშაბათს, კვირას...);
- ამოიცნობს და იყენებს –ში/-ზე თანდებულებს დროის გამოხატვის ფუნქციით (ივნისში, ზაფხულში, გაზაფხულზე...);
- ამოიცნობს და იყენებს ადგილის ზმნიზედებს სივრცეში ორიენტაციის გამოსახატავად (აქ/იქ, წინ/უკან, მარჯვნივ/მარცხნივ...);
- ამოიცნობს და იყენებს ყოფნა ზმნას სამივე დროში (არის _ იყო _ იქნება).
- იყენებს ნასწავლი სახელების შეკუმშულ და შეკვეცილ ფორმებს კუთვნილებითობის გამოხატვისას (მასწავლებლის მაგიდა, ძმის ჩანთა);
- პასუხისას სწორად სვამს სახელს ბრუნვაში კითხვებზე დაყრდნობით (ვინ თამაშობს? - ბიჭი; ვის აქვს? - ბიჭს; რა აქვს? - ბურთი; რას თამაშობს? - ბურთს);
- იყენებს არა/არ ნაწილაკებს (გინდა? - არა; არ მინდა; გიყვარს? – არა; არ მიყვარს).
- თვალსაჩინო მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს მარტივ ენობრივ მექანიზმს;
- იყენებს და ქმნის გრამატიკული მარტივი მექანიზმების ამსახველ თვალსაჩინოებას;
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი.
Grade III
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქართ. III. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება
- ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
- განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
- აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
- იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
- განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
- ამოიცნობს და ასახელებს დიალოგში მონაწილეთა რაოდენობას;
- ითვლის ტექსტში რეპლიკების რაოდენობას;
- განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის რეპლიკა და ვინ არის მისი ადრესატი;
- განსაზღვრავს რეპლიკის მიზანს (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);
- ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას);
ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს.
ქ.მ. III.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე, ასრულებს ინსტრუქციებს (მაგ., დააწებე, მიაკარი და სხვა).
- ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (ეზოში, მაღაზიაში, ქალაქში...);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, რა, სად, როდის, როგორი და სხვა);
- ამოიცნობს მარტივ მიზეზს (იმიტომ, რომ...);
- ამოიცნობს ადამიანის, საგნებისა და მოვლენებისადმი შეფასება-დამოკიდებულებას (კარგია, მომწონს; მირჩევნია, სულ ერთია, მე მგონი...);
- განარჩევს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს;
- ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან;
- ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (ადგილმდებარეობა, მოქმედება, რაოდენობა, ნიშან-თვისებები... მაგ., კბილებიანი ვეშაპი საშიში ცხოველია; ვეშაპი წყალში ცხოვრობს; ულვაშიანი კაცი დგას გიას გვერდით და სხვა) და მიუთითებს/ შემოხაზავს/განასახიერებს მას.
ქ.მ. III.4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი), ლექსისმოსმენა და გაგება.
- ასახელებს პერსონაჟებს, ამოიცნობს მათ ემოციებს, შეგრძნებებს და მიმიკა _ ჟესტიკულაციით განასახიერებს (მაგ., ეშინია, უხარია, სცივა);
- ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს და მიუთითებს სათანადო სურათზე ან განასახიერებს;
- ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ანუ ვინ რას აკეთებს);
- ამოიცნობს მოქმედებათა ადგილს (მაგ., ქალაქში, მაღაზიაში, სახლში...);
- ამოიცნობს პერსონაჟების დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და მიუთითებს სათანადო სურათზე ან განასახიერებს;
- მოვლენათა თანამიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/დანომრავს სურათებს;
- მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას.
- ნაცნობი შინაარსის ანიმაციურ ფილმებში \"იჭერს\" ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს;
- ამოიცნობს პერსონაჟებს (ვინ ვინ არის);
- ამოიცნობს უცნობი შინაარსის ანიმაციური ფილმების ძირითად შინაარსს.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ (მშობლიურ ენაზე);
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე (მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- უყურებს საბავშვო ტელეგადაცემებს ქართულ ენაზე.
კითხვა
- ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს (პერსონაჟის სახელები, ერთი სემანტიკური ველის სიტყვები, მაგ., ცხოველები და სხვა);
- მოძებნის ტექსტში ილუსტრაციის შესაბამის წინადადებას;
- განარჩევს ტექსტში პერსონაჟების რეპლიკებს;
- განარჩევს დიალოგსა და თხრობას.
- ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სავარჯიშოების მარტივ ინსტრუქციებს;
- გადაჭრის საკითხავ ამოცანებს არასიტყვიერ საშუალებებზე დაყრდნობით (მაგ., იპოვე, რომელი წინადადება შეესატყვისება ნახატს; დააკავშირე წარწერა ნახატთან; მონიშნე, მოცემული ნახატიდან რომელს შეესაბამება ეს ტექსტი; რომელი ინფორმაცია არ არის სწორი; შემოხაზე სწორი ვარიანტი; დაასრულე ნახატი ტექსტის მიხედვით; იპოვე, რა შეცდომა დაუშვა მხატვარმა; დანომრე სურათები და სხვა);
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად (მაგ., ტექსტის მიხედვით შესასრულებელი საკითხავი ამოცანა: მონიშნე სათანადო უჯრა ცხრილში; უპასუხე შეკითხვებს და სხვა).
- თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ მარტივ წინადადებას;
- ხმამაღლა კითხულობს სამ-ოთხ წინადადებიან ნაცნობ ტექსტს;
- პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისაგან;
- წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.
- აკვირდება და ამოიცნობს მასალაში მოცემულ კულტურულ თვალსაჩინოებებს (ილუსტრაციებზე ასახული ზღაპრის გმირები, ტანსაცმელი, ნუგბარი - ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა);
- პოულობს კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (დღესასწაულები, საკუთარი სახელები, ბგერები).
- ფურცელზე განარჩევს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - სავარჯიშოს პირობას, ლოგოს, ილუსტრაციას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს, სათაურს, ქვესათაურს;
- გამოყოფს ტექსტის, აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
- განარჩევს ტიპოგრაფიულ მინიშნებებს (მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა და სხვა);
- პოულობს სასვენ ნიშნებს (ტირე, წერტილი, კითხვის ნიშანი);
- ამოიცნობს სიტყვებს ნაცნობ ასოებზე, მარცვლებზე დაყრდნობით;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს მშობლიურ ენაზე ტექსტის შინაარსის შესახებ;
- შინაარსის გასაგებად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა.
წერა
- ავსებს გაკვეთილების ცხრილს, ანკეტას პირადი მონაცემებით (მაგ., სახელი, გვარი, სადაურობა, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და სხვა);
- მოდელის მიხედვით წერს საკუთარი სკოლის, ოჯახის, ნათესავების შესახებ და სხვა;
- მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., მოცემული ბურთისაგან განსხვავებულს დახატავს და მიუწერს მონაცემებს - ფერი, ზომა, ფასი);
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
ლაპარაკი
- სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სკეტჩებს;
- მონაწილეობს მინისპექტაკლებში;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
- ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს).
- სვამს/პასუხობს კითხვებზე, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა და სხვა);
- პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ნათესავები, სპორტი, გართობა, ინტერესები _ ვინ არის და სადაურია, სად არის, ვინ რას აკეთებს/რა გააკეთა, ვის რა მოსწონს/აინტერესებს/უნდა და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა აქვს, ვინ რა აჩუქა, რა ფერის, რამდენი, როგორი, როდის წავიდა, სად წავიდა, ვის რა მისცა და სხვა).
- ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
- ასახელებს მათ რაოდენობას;
- ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., მსუქანი და ულვაშიანი კაცი; გრძელი შავი თმა; პატარა წითელი ჩანთა; ჭკვიანი და მხიარული და სხვა);
- ასახელებს მათ ადგილმდებარეობას;
- ასახელებს მოქმედებებს (მაგ., დახტის, დაბაჯბაჯებს, დაცურავს და სხვა).
- საუბრობს საკუთარი ოჯახისა და ნათესავების შესახებ;
- იხსენებს მარტივ ამბებს თავის გარშემო (მაგ., რა მოხდა გუშინ; როგორი ბავშვი იყო, როგორი სათამაშო ჰქონდა...);
- საუბრობს საკუთარი ინტერესების შესახებ (მაგ., რა უყვარს და რა აინტერესებს; რას აკეთებს თავისუფალ დროს და სხვა).
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე);
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას).
გრამატიკა
- განარჩევს და იყენებს I, II და III პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობით რიცხვში;
- განარჩევს და იყენებს ჩვენებით ნაცვალსახელებს (ეს/ის);
- იყენებს ნათესაობით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (კუთვნილებითობის, დანიშნულების გამოსახატავად _ ძმის ბურთი, სკოლის ჩანთა, ქართულის გაკვეთილი...);
- იყენებს მოქმედებით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (დროში ორიენტაციის გამოსახატავად _ დილით, ღამით... ინსტრუმენტალისის ფუნქციით _ მიდის ფეხით/ავტობუსით, თამაშობს ბურთით, წერს კალმით და სხვა);
- იყენებს მოთხრობით ბრუნვას ნასწავლ ზმნებთან ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
- იყენებს ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო) და წარსული (წყვეტილი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
- განარჩევს და იყენებს დროისა და ადგილის ზმნიზედებს;
- პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას იყენებს სათანადო ენობრივ საშუალებებს (მაგ., ...-ზე დიდი, უფრო დიდი, ყველაზე დიდი; ულვაშიანი...);
- მარტივი მიზეზის გამოსახატავად იყენებს იმიტომ, რომ კავშირს (მომწონს იმიტომ, რომ ლამაზია);
- სწორად სვამს კითხვებს (ვის აქვს/უყვარს/მოსწონს...? ვინ აკეთებს/გააკეთა? რას აკეთებს/რა გააკეთა?).
- თვალსაჩინო მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს მარტივ ენობრივ მექანიზმს (მაგ., სურათის დახმარებით ამოიცნობს -ზე/-ში თანდებულებს შორის სხვაობას: წიგნი დევს ჩანთაზე/ჩანთაში);
- მასწავლებლის დახმარებით იყენებს და ქმნის მარტივი მექანიზმების შემცველ გრამატიკულ თვალსაჩინოებას;
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი;
- იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას.
სწავლის სწავლა
ქ.მ. III. 20. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., კულინარული რეცეპტის/ნაკეთობის შექმნა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს და ადგენს შესრულების ვადებს;
- ასრულებს მასწავლებლის მიერ მინიჭებულ ფუნქციას;
- მასწავლებლის, მშობლის და ა.შ. დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
- გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
- მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
- იწერს დავალებებს (მშობლიურ ენაზე);
- ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
- ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
- ცდილობს შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები;
- აინტერესებს მასწავლებლის შეფასებები;
- ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
- ხვდება და აღნიშნავს სხვის და საკუთარ შეცდომას.
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება.
- ამოიცნობს სახელმძღვანელოში მოცემულ სიმბოლოებსა და ლოგოებს;
- იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (ბარათი, ლოტო, ნახატი და სხვა).
ქ.მ.III.25. (EN)
მოსწავლე ცდილობს თანამშრომლობას თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და ტოლერანტულია სხვისი შეცდომების მიმართ.
- სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
- უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
- ასახელებს ლიდერის ფუნქციებს კონკრეტული სამუშაოსათვის (მაგ., სამუშაოს და სათანადო მასალის განაწილება);
- ასახელებს გუნდის წევრების მოვალეობას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რიმლებშიც თვითონაა ძლიერი;
- ცდილობს მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა;
- არ დასცინის/არ ამცირებს თანაკლასელებს.
Grade IV
Georgian as a Second Language
მოსმენა
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე, ასრულებს ინსტრუქციებს.
- ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (მაგ. დაბადების დღე, არდადეგები, ექიმთან და სხვა);
- ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებსა და მათ ემოციებს, შეგრძნებებს, დამოკიდებულებებს (რა აინტერესებთ/არ აინტერესებთ; რა მოსწონთ/არ მოსწონთ და სხვა);
- ამოიცნობს მოქმედების, მდგომარეობის მიზეზს;
- ამოიცნობს მარტივ მიზეზშედეგობრივ კავშირებს;
- განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);
- განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს.
ქ.მ.IV.3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი) მოსმენა და გაგება.
- ასახელებს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მათ შეგრძნებებს, ემოციურ დამოკიდებულებებს;
- ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს) და მათ სიხშირეს;
- ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი);
- ამოიცნობს ამბის განვითარებას (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
- განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს (მაგ., დილით, საღამოს, ზაფხულში, ტყეში, ზღვაზე...);
- ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
- ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას;
- ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს.
- ნაცნობი შინაარსის ანიმაციურ ფილმებში \"იჭერს\" ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, რეპლიკებს, წინადადებებს;
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს უცნობი შინაარსის ანიმაციური ფილმების ძირითად შინაარსს.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- უყურებს ქართულ საბავშვო ტელეგადაცემებს;
- ათვალიერებს ქართულ საბავშვო ჟურნალებს, წიგნებს, ცდილობს ინფორმაციების ამოცნობას.
კითხვა
ქ.მ. IV.6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტის (მაგ., დღის განრიგი, მარტივი რეცეპტი, მარტივი განცხადება, ანკეტა და სხვა) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ცხრილის მონაცემებს (მაგ., კვირის დღეები, საათი);
- ცხრილიდან ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეებში აქვს ხატვის გაკვეთილი);
- რეცეპტიდან ამოიცნობს ინგრედიენტებს, მოქმედებებს (მაგ., დალიე, წაისვი, დაიდე...);
- ამოიცნობს განცხადების ავტორსა და მიზანს;
- ანკეტიდან ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რა გვარია, რა პროფესიისაა, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი).
- ამოიცნობს ავტორს, ადრესატს (თანატოლი, უფროსი);
- ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რამდენი, როდის და სხვა).
ქ.მ.IV.8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი), ლექსისწაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
- კონკრეტულ შინაარსს აკავშირებს სათანადო აბზაცთან;
- მოძებნის ტექსტში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს;
- განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;
- კონკრეტული ინფორმაციით ადარებს სხვადასხვა ტიპის ტექსტს ერთმანეთთან;
- განარჩევს დიალოგსა და თხრობას.
ქ.მ.IV.9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
- ეძებს და პოულობს, ტექსტის რომელ ნაწილს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
- ამოიცნობს ტექსტის ცალკეული ნაწილის თემას, შინაარსს;
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანების შესასრულებლად (მაგ., იპოვე, სწორია თუ არა ესა თუ ის მოცემული ინფორმაცია; შემოხაზე სწორი პასუხი; მოძებნე მსგავსება/განსხვავება და სხვა).
- თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
- ჯერ ჩუმად კითხულობს უცნობ ტექსტს და გაიაზრებს მარტივ წინადადებებს, შემდეგ კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით;
- წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.
- აკვირდება და ასახელებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილის ტიპოგრაფიულ თავისებურებას (მაგ., სათაური მსხვილი შრიფტით, წარწერა - გადახრილი ან ფერადი შრიფტით და სხვა);
- შინაარსის გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიულ მინიშნებებს - მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- განარჩევს ტექსტის სხვადასხვა სახეს სტრუქტურულ, ორგანიზაციულ მახასიათებლებზე დაყრდნობით (მაგ., რეცეპტს განარჩევს ღია ბარათისაგან, ღია ბარათს - შემეცნებითი ტექსტისაგან) და ასახელებს მათ (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, ბოლოს – ხელმოწერა და სხვა);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა.
- აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს (ჯვარი, ჩურჩხელა, მეჩეთი, ხალხური საკრავი, ტანსაცმელი და სხვა);
- პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს (მაგ., პერსონაჟები, დროშა, ნუგბარი, საკუთარი სახელები);
- ასახელებს მშობლიურ ენაზე მოსმენილ ან წაკითხულ ამბებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც გაახსენა შესწავლილმა ტექსტმა.
წერა
ქ.მ.IV.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის წერა.
- ავსებს ანკეტას პირადი მონაცემებით (მაგ., სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და სხვა);
- ადგენს რეცეპტს, წერს განცხადებას;
- მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს / პირად წერილს;
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- წერს თავისი დღის განრიგს;
- წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს (მაგ., იცავს კორესპონდეციის ფორმალურ მხარეს; შემეცნებით ტექსტში _ სათაური, რუბრიკები, აბზაცები; ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად და სხვა);
- სათქმელს ალაგებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი).
- წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);
- პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებები, შედარებები);
- სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
- სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სკეტჩებს;
- მონაწილეობს მინისპექტაკლებში;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
- ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
- ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს.
- სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
- სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ვის როდის აქვს დაბადების დღე? რომელი კერძი/თამაში/ცხოველი/წელიწადის რომელი დრო... მოსწონს/არ მოსწონს? რით ერთობა? რა სიხშირით მოქმედებს და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
- მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., გაცნობა/წარდგენა, ინტერვიუს ჩამორთმევა, ვიზიტი ექიმთან, სატელეფონო დიალოგები და სხვა);
- ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
- წინადადების ფარგლებში იცავს მიზეზშედეგობით კავშირებს (მაგ., მტკივა იმიტომ, რომ ხელი არ დავიბანე...);
- ცდილობს მართებულად გამოიყენოს თავაზიანი და ფამილარული ფორმები;
- სასვენ ნიშნებს უსადაგებს ინტონაციას.
- აღწერს სურათს;
- ნახატებით შესრულებული მარტივი გეგმის მიხედვით ჰყვება მოსმენილი ტექსტის მოკლე შინაარსს;
- ჰყვება ამბავს ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
- ჰყვება ნანახ, თავს გადამხდარ პატარა ამბავს.
ლაპარაკის სტრატეგიები
- ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე);
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად.
გრამატიკა
- განარჩევს და იყენებს დროისა და ადგილის ზმნიზედებს;
- მარტივი მიზეზის გამოსახატავად იყენებს იმიტომ, რომ კავშირს (გაცივდა იმიტომ, რომ უქუდოდ გავიდა; ტირის იმიტომ, რომ კბილი სტკივა და სხვა);
- შედარების გამოსახატავად იყენებს ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმებს;
- იმეორებს კონკრეტულ სიტყვათშეხამებას (მაგ., მსაზღვრელ-საზღვრულს სათანადო ბრუნვასა და რიცხვში: ჩემს ძმას, ლამაზ კაბას, ორ ბავშვს, ჩემი ძმის, ორ აპრილს და სხვა);
- იყენებს ნასწავლი სახელების შეკუმშულ და შეკვეცილ ფორმებს სათანადო ფუნქციის გამოხატვისას;
- იყენებს ნასწავლი ზმნების საწყის ფორმებს;
- იყენებს ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო), წარსული (წყვეტილი) და მომავალი (მყოფადი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
- სწორად აფორმებს III სუბიექტური პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში სხვადასხვა ტიპის ზმნასთან (ის თამაშობს, ერთობა; მას მოსწონს, აინტერესებს...);
- ამოიცნობს და იყენებს მოქმედების ქრონოლიგიური თანამიმდევრობისა და ინტენსივობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., წინ, ჯერ, შემდეგ; ყოველთვის, ხშირად, იშვიათად, არასდროს).
- თვალსაჩინო მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს მარტივ ენობრივ მექანიზმს (მაგ., სურათის დახმარებით ამოიცნობს -თან თანდებულის ერთ-ერთ ფუნქციას: ბიჭი არის სახლთან/სახლში; ან სურათის დახმარებით ამოიცნობს -თან თანდებულის სხვადასხვა ფუნქციას: ბიჭი მიდის მეგობართან, ბიჭი მიდის მეგობართან ერთად და სხვა);
- მასწავლებლის დახმარებით იყენებს და ქმნის მარტივი მექანიზმების შემცველ გრამატიკულ თვალსაჩინოებას;
- იყენებს ლექსიკური ერთეულების დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (ხმამაღლა გამეორება, რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება ნახატთან, მოძრაობასთან, რაიმე სიტუაციასთან და სხვა);
- ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი, არ ვიცი;
- იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას.
სწავლის სწავლა
ქ.მ.IV.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობების გამოფენის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს და ადგენს შესრულების ვადებს;
- ასრულებს მასწავლებლის მიერ მინიჭებულ ფუნქციას;
- მასწავლებლის, ოჯახის წევრის, უფროსი მეგობრის და ა.შ. დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს მასალის შესაქმნელად;
- მოძიებული მასალის შერჩევისა და დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდის წევრებთან ერთად, საჭიროებისამებრ, მიმართავს მასწავლებელს კონსულტაციისათვის;
- მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
- იწერს დავალებებს;
- ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
- სამუშაოს ყოფს ეტაპებად და გეგმავს, როგორი თანამიმდევრობით შეასრულოს იგი;
- იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესასრულებლად.
- ხალისით ავსებს თვითშეფასების სქემებს;
- ინტერესდება შეფასების შედეგებით;
- ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
- მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ ახალი სიტყვები დაიმახსოვროს) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
- ხვდება და აღნიშნავს სხვის და საკუთარ შეცდომას.
- არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება, ან რაიმე არ ესმის;
- ბედავს საკუთარი აზრის/შეხედულებების გამოხატვას.
- იყენებს სახელმძღვანელოს სარჩევს, ლექსიკონს, ნიმუშებს და სხვა;
- იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (ბარათი, ლოტო, ნახატი და სხვა).
ქ. მ. IV. 26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან და ტოლერანტულია სხვისი შეცდომების მიმართ.
- სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რიმლებშიც თვითონაა ძლიერი;
- მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
- მეწყვილესთან ერთად ვარჯიშობს ინტერაქციაში;
- კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
- ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
- შეძლებისდაგვარად ეხმარება თანაგუნდელებს.
Grade V
Georgian as a Second Language
მოსმენა
- ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ინტონაციაზე დაყრდნობით განსაზღვრავს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (მაგ., ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან და სხვა);
- ამოკრებს საუბრიდან კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
- რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი ხასიათი, დამოკიდებულებები, გატაცებები, საქმიანობები, გეგმები და სხვა);
- განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს.
- ამოიცნობს მოტივს, რომლითაც აიხსნება ესა თუ ის დამოკიდებულება (მაგ., რატომ მოსწონს/არ მოსწონს; უნდა/არ უნდა);
ქ.მ.V.2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ამბავი, ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა) მოსმენა და გაგება.
- ასახელებს პერსონაჟებს, ამოიცნობს მათ შორის არსებულ ურთიერთობას;
- გამოკვეთს სიუჟეტურ ხაზს (მაგ., დასაწყისი, ამბის განვითარება, დასასრული);
- ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანამიმდევრობას და მათ შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ;
- აფასებს პერსონაჟთა საქციელს და გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის შესახებ;
- ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს;
- ადგენს მარტივ გეგმას;
- აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან.
- ამოიცნობს თემას;
- ამოიცნობს და მოინიშნავს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რამდენ წელს ცხოვრობს სპილო, რითი იკვებება, სად ბინადრობს ჯიხვი, როგორი კონტინენტია ანტარქტიდა და სხვა).
- თავისუფლად იგებს ნაცნობი შინაარსის ანიმაციურ/საბავშვო ფილმებს;
- იგებს უცნობი ანიმაციური/საბავშვო ფილმების ძირითად შინაარსს;
- უყურებს საბავშვო გასართობ-შემეცნებით გადაცემებს, „იჭერს“ ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., კონკურსანტის ინტერვიუ – ვინ არის, სად სწავლობს, რა გატაცებები აქვს და სხვა).
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.
კითხვა
- ამოიცნობს ავტორს, ადრესატს (თანატოლი, უფროსი);
- ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რამდენი, როდის და სხვა).
- ტექსტში პოულობს რეპლიკებს და მათ ავტორებს;
- პოულობს მითითებულ ეპიზოდებს;
- აკავშირებს გეგმის ცალკეულ პუნქტს სათანადო აბზაცთან/აბზაცებთან.
ქ.მ.V.8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი) წაკითხვა და გაგება.
- სათაურს აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს ცალკეული ეპიზოდის თემას, შინაარსს;
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის განვითარება, დასკვნა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
- ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, აღწერს საგნებს, გარემოს;
- ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს;
ქ.მ.V.10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
- ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (სათაურები, რუბრიკები, ილუსტრაციები, სქემები, ისრები, ლოგოები, წარწერები, სვეტები, ტიპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა);
- სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მშობლიურ ენაზე მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ;
- განარჩევს სხვადასხვა ტიპის ტექსტს მათ სტრუქტურულ, ორგანიზაციულ მახასიათებლებზე დაკვირვებით (მაგ., მოთხრობას, ზღაპარს ლექსისგან, პირადი წერილისგან); ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., შემეცნებით ტექსტებში - სათაურები, რუბრიკები, წარწერები, ილუსტრაციები და სხვა);
- ამოიცნობს და ასახელებს ლიტერატურული ზღაპრისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, თავისებურებებს (მაგ., ავტორი, ზღაპრული ელემენტები, ენობრივი ფორმულები - იყო და არა იყო რა; ჭირი იქა, ლხინი აქა; გადაიარა ცხრა მთა და ცხრა ზღვა და სხვა);
- ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ ნიშნებს (მაგ., მხატვრულ ტექსტში ზმნების ჭარბი გამოყენება, ამბის/მოვლენების განვითარების გამოხატვის შესაბამისი მარკერები, პირდაპირი ნათქვამი, ავტორისეული მეტყველება და სხვა; კორესპონდენციაში - მისალმება/დამშვიდობებისა და მიმართვის ფორმულებს და სხვა);
- ამოიცნობს აღწერითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ ნიშნებს (მაგ., ზედსართავი სახელების ჭარბი გამოყენება, ზმნების ძირითადად ერთი დროის ფორმით ხმარება და სხვა);
- ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
- ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., ორი წერტილი, ტირე).
- მოსწავლე ჯერ ჩუმად კითხულობს და გაიაზრებს წინადადებას, შემდეგ მზერას ფურცლიდან თანაკლასელებისაკენ მიმართავს და იმავე წინადადებას ზეპირად გაიმეორებს;
- მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
- ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
- მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში.
- გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიულ მინიშნებებს /მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- განასხვავებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და მშობლიურ ენაზე გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური და რატომ;
- სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით – იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე განთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა), ამოიცნობს და სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს.
- აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს;
- ავლებს პარალელებს - პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
- ასახელებს მშობლიურ ენაზე მოსმენილ ან წაკითხულ ამბებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, მულტფილმებს, რომლებიც გაახსენა შესწავლილმა ტექსტმა, ნანახმა ანიმაციურმა ფილმმა.
წერა
- ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს მიკროტექსებს;
- კარნახით წერს მიკროტექსტებს.
ა) წერს ღია ბარათს.
- იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვა, ხელმოწერა, თარიღი);
- აყალიბებს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, ამბის შეტყობინება, დაპატიჟება);
- ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება/გამომშვიდობების სათანადო ფორმულებს.
ბ) წერს პირად წერილს.
- იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
- ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება/დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
- გამოკვეთს მიზანს;
- თანამიმდევრობით გადმოსცებს ფაქტებს, მოვლენებს;
- აღწერს ადამიანებს, საგნებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
- გამოხატავს გრძნობებსა და სურვილებს.
- მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., წერს პერსონაჟის საპირისპირო დახასიათებას);
- ასრულებს ამბავს, ან ცვლის დასასრულს საკუთარი წარმოსახვით, ილუსტრაციაზე დაყრდნობით და სხვა;
- ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის;
- ნიმუშის ან მოცემული პირობის მიხედვით წერს აღწერით ტექსტს (მაგ., მეგობრის, საცხოვრებელი ადგილის, ნივთის, ცხოველის აღწერა).
ქ.მ.V.17. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წერა სკოლის გაზეთისთვის/ჟურნალისთვის.
- შეარჩევს თემას (მაგ., სპილო, საახალწლო ტრადიციები და სხვა);
- აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციებს;
- განსაზღვრავს რუბრიკებს (მაგ., ფიზიკური მონაცემები, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა);
- ქმნის ტექსტებს თითოეული რუბრიკისათვის;
- ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატი, ფოტო, ცხრილი);
- წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის სტრუქტურულ ორგანიზებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
- წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- იყენებს კომუნიკაციური სიტუაციის (მაგ., მილოცვა, დაპატიჟება, შთაბეჭდილების გაზიარება, გრძნობის გამოხატვა, ინფორმაციის გაცვლა და სხვა) შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს, შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ ფორმებს;
- წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);
- მართებულად იყენებს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
- ადამიანების/საგნების შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა);
- ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს ბრუნვასა და რიცხვში;
- სათანადოდ აფორმებს მარტივი წინადადების ფარგლებში სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვებს;
- იცავს მარლთწერის წესებს რთული რიცხვების დაწერისას;
- წარსულში შესრულებული მოქმედებებისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს შესაბამისი მწკრივის ფორმას (უწყვეტელი _ წყვეტილი);
- სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
- სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
- წერს შავ ვარიანტს;
- შავ ვარიანტს აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
- გადაიკითხავს ნაწერს მისი გასწორების მიზნით (ასწორებს ენობრივ შეცდომებს, აუმჯობესებს დიზაინს - სიტყვიერი და არასიტყვიერი მაორგანიზებელი ელემენტების განლაგებას);
- შეაქვს მარტივი შესწორებები შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ., სიტყვის/წინადადების ჩამატება ან წაშლა და სხვა).
ლაპარაკი
- ზეპირად კითხულობს ლექსებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებს;
- მონაწილეობს საკლასო სპექტაკლებში;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს;
- ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ მარტივ პრობლემებთან დაკავშირებით.
- სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
- სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., არდადადეგები, საცხოვრებელი ადგილი, მეგობრები, საყვარელი დღესასწაული და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე;
- მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., ინტერვიუს ჩამორთმევა, კაფეში, შეხვედრა თანატოლთან/უფროს ადამიანთან, გამოფენის წარდგენა და სხვა).
- სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს;
- მარტივი გეგმის მიხედვით გადმოსცემს მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
- მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის შინაარსი გადააქვს პირად ან სხვის გამოცდილებაზე, ჰყვება გაგონილ, ნანახ ან თავს გადამხდარ ამბავს;
- საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., ოჯახში, ნათესავების/ მეგობრების შესახებ, თავისუფალ დროს და სხვა).
- იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
- ცდილობს მართებულად გამოიყენოს თავაზიანი და ფამილარული ფორმები;
- სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? როდის? როგორი? რომელი? და სხვა);
- სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
- ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ერთხელ, თავიდან, მერე, ბოლოს);
- იყენებს კონტექსტის შესაფერის მარტივ ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს;
- შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებში სათანადოდ იყენებს მოქმედების ინტენსივობის, ადგილისა და დროის გამომხატველ ზმნიზედებს (მაგ., ხანდახან, ხშირად, იშვიათად);
- კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სხვადასხვა მწკრივის ფორმას (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი);
- სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას.
ლაპარაკის სტრატეგიები
- მშობლიურ ენაზე ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან;
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად.
სწავლის სწავლა
ქ.მ.V.25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., კულინარული რეცეპტების კრებული, მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევისა თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლისაგან იღებს კონსულტაციას გამოსაყენებელ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
- კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად თავს უყრის საჭირო ცოდნასა და რესურსებს;
- გამოკვეთს აქტივობის, სავარჯიშოს ამოცანას;
- მასწავლებლის დახმარებით შესასრულებელ სამუშაოს ყოფს მონაკვეთებად;
- მასწავლებლის დახმარებით ეძებს და ასახელებს სამუშაოს შესრულების ალტერნატიულ გზას;
- შეარჩევს ერთ-ერთს;
- მუშაობის პროცესში ადგენს, რა უჭირს და უზიარებს მასწავლებელს;
- საკონტროლო სამუშაოების წინ იმეორებს განვლილ მასალას, ავსებს ხარვეზებს.
- ხალისით ავსებს თვითშეფასების სქემებს;
- მონაწილეობს თანაშეფასებებში და მასწავლებელთან ერთად მსჯელობს შეფასების კრიტერიუმებზე;
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- ასახელებს ზოგიერთ ფაქტორს, მიზეზს, რომლებიც ხელს უშლის წინსვლაში (მაგ., იყო უყურადღებოდ, არ გაიმეორა მასალა, ვერ გაბედა შეკითხვის დასმა და სხვა);
- მიუთითებს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- გამოსასწორებლად მიმართავს შესაბამის ზომებს.
- არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
- აკვირდება შეცდომას და ცდილობს, გაარკვიოს მიზეზი;
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება, ან რაიმე არ ესმის;
- ცდილობს, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები.
- იყენებს სახელმძღვანელოს სარჩევს, ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, ილუსტრაციებს და სხვა;
- სათანადო შეკითხვებს უსვამს მასწავლებელს/კომპეტენტურ პირს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ანბანური/თემატური ლექსიკონი, პლაკატი, მარტივი სქემა, კითხვარი და სხვა);
- საჭიროების შემთხვევაში, მოიძიებს სასურველ ინფორმაციას სკოლის გარეთ.
- იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
- სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
- ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.
ქ.მ.V.31. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
- იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
- იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს.
ქ.მ. V.32. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან.
- კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
- კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
- შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
- მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
- მეწყვილესთან ერთად ვარჯიშობს ინტერაქციაში;
- თათბირობს თანაგუნდელებთან (როგორ გადაჭრას საკითხი, ვინ რას დაინაწილებს) და ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
- გამოთქვამს მოსაზრებებს, უსმენს სხვებს;
- თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.
Grade VI
Georgian as a Second Language
მოსმენა
- ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს, ინტერვიუერს/რესპონდენტს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, რა, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
- რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი ხასიათი, დამოკიდებულებები, გატაცებები, საქმიანობები, გეგმები და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა შორის არსებულ ურთიერთობას (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, ფორმალური, დიდი ხნის ნაცნობები და სხვა);
- განასხვავებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, მოთხოვნა, ბრძანება, შეკითხვა).
ქ. მ. VI. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.
- ამოიცნობს, სად არის გაკეთებული განცხადება (სადგურში, თვითმფრინავში, სტადიონზე, სკოლაში, სუპერმარკეტში, მეტროში, ქუჩაში და სხვა);
- ამოიცნობს განცხადების თემას/მიზანს (რეკლამირება, გაფრთხილება, რეკომენდაციების/რჩევების მიცემა, მარშრუტის ახსნა და სხვა);
- ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი შეტყობინება, განცხადება);
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (სასკოლო ღონისძიების დრო და ადგილი, დაკარგული ნივთის მახასიათებლები, სურსათის ფასი, გამგზავრების დრო, უსაფრთხოების წესები, დანიშნულების ადგილი და მიმართულება და სხვა);
- ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებსა და მათ თანამიმდევრულობას (მაგ. ჯერ მარჯვნივ გაუხვიე, შემდეგ ქუჩა გადაკვეთე და იარე პირდაპირ და სხვა).
- ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან, რჩევას ბრძანებისაგან და სხვა;
- ამოიცნობს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნისწინები, ადგილის ზმნიზედები, თანდებულები და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
- ამოიცნობს შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამომხატველ მარკერებს (მაგ., სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, აკრძალვა: შეგიძლია/უნდა/არ + გააკეთო).
- იგებს საბავშვო მხატვრული ფილმების ძირითად შინაარსს;
- იგებს დოკუმენტური ფილმების ძირითად შინაარსს მისთვის საინტერესო თემაზე;
- იგებს საბავშვო გასართობ-შემეცნებითი გადაცემების ძირითად შინაარსს.
მოსმენის სტრატეგიები
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ (შესაძლებელია მშობლიურ ენაზეც);
- ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
- მარტივად აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.
კითხვა
ქ.მ.VI.6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს განცხადების მიზანს, თემას (რეკლამირება, გაფრთხილება, რჩევის/რეკომენდაციის მიცემა და სხვა);
- ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი ტექსტი);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი, საჭირო მასალა და მისი მახასიათებლები და სხვა);
- ინსტრუქციების კითხვისას, პირველ რიგში, აკვირდება არასიტყვიერ და სიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურები, რუბრიკები, ლოგოები, წარწერები, ილუსტრაციები, სქემები, ისრები, ძირითადი ტექსტის განლაგება, ტიპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა) და განსაზღვრავს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
- ამოიცნობს მითითებებს;
- ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
- ამოიცნობს და ასახელებს ავტორს, ადრესატს;
- ამოიცნობს მათ მისამართებსა და გაგზავნის თარიღს;
- ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი და სხვა);
- ამოიცნობს ავტორის ემოციებს, განწყობებს, დამოკიდებულებებს.
ქ.მ.VI. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მარტივი ბიოგრაფიული ტექსტის (დღიური, მოგონება) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ამბის მთხრობელს, პერსონაჟებს;
- განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
- ადგენს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ტექსტში ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის მიხედვით ახასიათებს პიროვნებას.
- ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
- ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
- ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო, ადგილი და სხვა);
- ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;
- ამოიცნობს ტექსტის ნაწილებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს);
- ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან.
ქ.მ.VI.10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი, ლეგენდა) წაკითხვა და გაგება.
- სათაურს აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს პერსონაჟებს;
- ამოიცნობს ცალკეული ეპიზოდის თემას, შინაარსს;
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის განვითარება, დასკვნა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
- ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, აღწერს საგნებს, გარემოს;
- ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს;
- ამოიცნობს და განმარტავს ლიტერატურული ზღაპრის მსგავსება-განსხვავებას ხალხურ ზღაპართან;
- განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და მიუთითებს შესაბამის მარკერებზე.
ქ.მ.VI.11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია აარამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და ნაზმნარი ზედსართავების, ანუ მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანამიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა);
- სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას;
- კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს კონკრეტული თანდებულის ფუნქციას (მაგ., -დან - -მდე თანდებულებით ადგილისა და დროში სიხშირის/ინტენსივობის განსაზღვრა და სხვა);
- ამოიცნობს დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებსა და კავშირებს;
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
- ამოიცნობს და მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს ერთმანეთთან (მაგ., იქ - სადაც, მაშინ - როცა და სხვა);
- ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს, რა არის გამოხატული ძახილის ნიშნით - ბრძანება, თხოვნა, სიხარული, მწუხარება და სხვა).
- ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით კითხულობს კლასის წინაშე სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
- თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს დიალოგს, სკეტჩს.
ქ.მ.VI.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
- გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიული მინიშნებები /მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
- პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს და არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
- სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ადგილებს;
- კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
- კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად წაიკითხავს ტექსტს, ეძებს შესაბამისს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების/პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებებს;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით – იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე განთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა), ამოიცნობს და მოიძიებს, ძირითად, საბავშვო სერიულ გამოცემებს;
- მარტივი ენით აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.
- აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს;
- პოულობს მსგავსებებს, განსხვავებს;
- ასახელებს მშობლიურ ენაზე მოსმენილ ან წაკითხულ ამბებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, მულტფილმებს, რომლებიც გაახსენა შესწავლილმა ტექსტმა, ნანახმა ანიმაციურმა ფილმმა.
წერა
- იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
- ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს შესაბამის სტილს;
- იყენებს მიმართვისა და დამშვიდობების ადეკვატურ ფორმებს;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებს, მოვლენებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ფაქტისადმი/მოვლენისადმი /ადამიანისადმი;
- გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, სურვილებს;
- ინფორმაციის გადმოცემისას იცავს ლოგიკურ კავშირებს.
ა) შეუძლია ინსტრუქციების (რაიმეს მომზადების/მოხმარების/ჩატარების წესები, რჩევა-დარიგება) წერა.
- განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
- ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს კონკრეტული ამოცანისათვის (მაგ., როგორ ჩაატაროს თანაკლასელმა ექსპერიმენტი).
ბ) შეუძლია გზამკვლევის (ტურისტული, საინფორმაციო ბუკლეტი) წერა.
- განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
- განსაზღვრავს სათაურს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციების წარწერებს;
- ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- წერს ძირითად ტექსტს (მაგ., ადგილმდებარეობა, დამატებით სხვა საინტერესო ადგილები, სიძველე, განსაკუთრებულობა და სხვა) და ურთავს შეფასებებს;
- იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
- შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა).
- ტექსტის მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- განსაზღვრავს ტექსტის თემას (მაგ., კონკრეტული პიროვნების/ადგილის შესახებ რაიმე ამბის/ისტორიის გახსენება);
- ამბების წერისას ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს;
- კონკრეტული ადამიანისადმი/მოვლენისადმი გამოხატავს გრძნობებს /განცდებსა და დამოკიდებულებებს;
- ფორმალური მხარის დაცვით წერს დღიურს (ჩანაწერებს უთითებს თარიღს, ერთი თარიღით გაერთიანებულ ჩანაწერებს კრავს ერთი თემის გარშემო და ასათაურებს და სხვა).
- ნიმუშის ან მოცემული პირობის მიხედვით წერს მცირე ზომის თხრობით ტექსტს (მაგ., გამოგონილი პერსონაჟის ერთი პატარა ისტორია);
- ასრულებს კონკრეტულ ამბავს, ან ცვლის მის დასასრულს;
- მოცემული პირობის მიხედვით წერს მცირე ზომის აღწერით ტექსტს (მაგ., ჩემი ოცნების სახლი);
- ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის.
- შეარჩევს თემას (მაგ., ციური სხეულები, ქვეყნები და ქალაქები და სხვა);
- აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციებს მის შესახებ;
- განსაზღვრავს რუბრიკებს;
- ქმნის ტექსტებს და ილუსტრაციებს თითოეული რუბრიკისათვის (ნახატი, ფოტო, სქემა და სხვა);
- წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის სტრუქტურულ ორგანიზებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
ქ.მ. VI.20. (EN)
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა, შეუძლია გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციის წარმოდგენისას (მაგ., ინფორმაცია, რჩევა, თხოვნა, მოპატიჟება და სხვა) იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს;
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (მაგ., ხშირად გამოყენებული ესა თუ ის გრამატიკული ფორმები, სინტაქსური წყობა, ლექსიკა);
- დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს სათანადო ფორმულებსა და სიტყვათშეხამებებს;
- დროში თანამიმდევრული მოქმედების გადმოცემისას იყენებს ერთი დროის ფორმებს;
- განარჩევს და იყენებს ზმნების შესაბამისი დროის ფორმებს (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი, II კავშირებითი) კონკრეტულ ენობრივ კონსტრუქციებში (მაგ., ახლა ვაკეთებ, გუშინ გავაკეთე, ხვალ გავაკეთებ/ უნდა გავაკეთო/გააკეთო);
- მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითისფორმით;
- ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს ბრუნვასა და რიცხვში;
- იცავს მართლწერის წესებს ბრუნვის ნიშნებთან და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებით (მაგ., ერთნაირი ბგერის თავმოყრა სახელსა და ზმნაში: ქათამმა, ვვარჯიშობ და სხვა);
- სწორად სვამს სასვენ ნიშნებს რთულ წინადადებაში.
- საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი, საგაზეთო სტატია და სხვა);
- მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
- არჩევს გზამკვლევის რუბრიკებს;
- ადგენს შესასრულებელი მასალის სამუშაო გეგმას;
- სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო ენობრივ რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
- წერს შავ ვარიანტს;
- აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
- გადაიკითხავს ნაწერს მისი გასწორების მიზნით (ასწორებს ენობრივ შეცდომებს, აუმჯობესებს დიზაინს - სიტყვიერი და არასიტყვიერი მაორგანიზებელი ელემენტების განლაგებას).
ლაპარაკი
- სვამს /პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობი თემის გარშემო (მაგ., სტუმრად ქალაქში/სოფელში, ჩემი ეზო/სახლი, ოჯახი/მეგობრები, საყვარელი საქმიანობა/გართობა და სხვა);
- პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
- ახერხებს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;
- მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., მარშრუტის ახსნა, ტელეფონით ინფორმაციის მოპოვება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა);
- გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხზე, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;
- გამოხატავს თავის ემოციებს, განწყობებს, სურვილებს.
- ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.
- სურათებზე დაყრდნობით იგონებს და ჰყვება ამბავს;
- გეგმის მიხედვით ჰყვება წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
- ჰყვება გაგონილ, ნანახ, თავს გადამხდარ ამბავს;
- საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., მეგობრები, ერთი დღე უცხო ქალაქში და სხვა);
- საუბრობს საკუთარ თავზე (გეგმები, სურვილები, გატაცებები, საყვარელი
საქმიანობა და სხვა).
- ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს (მაგ.; თუ შეიძლება, სთხოვეთ/მითხარით/დამეხმარეთ და სხვა);
- ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
- მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
- სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? მერამდენე? როგორი? ვისი? რისი? როდის? როგორ?);
- მართებულად იყენებს შესაბამის ფორმულებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., შეფასება/დამოკიდებულების გამოსახატავად: მიყვარს/მომწონს + საწყისი; ჩემი აზრით; მე ვფიქრობ, რომ და სხვა);
- დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);
- მომავალი დროის გამოსახატავად კონტექსტის მიხედვით იყენებს მყოფადისა და II კავშირებითისფორმებს.
- კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სათანადო ფორმებს (მაგ., აკეთებს / გააკეთა / გააკეთებს);
- იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
- სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას;
- სწორად იყენებს ქართულისათვის დამახასიათებელ ინტონაციას (მაგ., განცდების გამოსახატავად, სასვენი ნიშნების ფუნქციით).
ლაპარაკის სტრატეგიები
- იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
- ადგენს სასაუბრო თემის მარტივ გეგმას;
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად;
- ხვდება და ასწორებს შეცდომას.
სწავლის სწავლა
ქ.მ.VI. 26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., სადღესასწაულო სუფრის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
- გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ და აუმჯობესებენ;
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევისა თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდები ერთმანეთს უწევენ კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- გუნდის წევრებთან ერთად შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
- კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად თავს უყრის საჭირო რესურსებს და ახდენს ცოდნის მობილიზაციას;
- გამოკვეთს შესასრულებელი სამუშაოს მთავარ ამოცანას;
- მასწავლებლის დახმარებით შესასრულებელ სამუშაოს ყოფს მონაკვეთებად;
- ეძებს და ასახელებს სამუშაოს შესრულების ალტერნატიულ გზას;
- გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანამიმდევრობას;
- სამუშაოს დასრულებისას წარმოაჩენს და განიხილავს არჩეულ გზას (როგორი ტაქტიკა აირჩია, რა გაუადვილდა, რა გაუჭირდა, როგორ აჯობებდა და სხვა);
- აკვირდება სხვების მიერ არჩეულ ვარიანტს და მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი იყო ოპტიმალური;
- იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
- ავსებს თვითშეფასების სქემებს;
- მონაწილეობს თანაშეფასებებში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სადა აქვს წინსვლა;
- ასახელებს ზოგიერთ ფაქტორს, მიზეზს, რომლებიც ხელს უშლის მის წინსვლას (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, არ იყო გუნებაზე და სხვა);
- მიუთითებს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
- არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
- აკვირდება შეცდომას და ცდილობს, გაარკვიოს მიზეზი;
- სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება ან რაიმე არ ესმის;
- ცდილობს, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები.
- იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი და სხვა);
- სათანადო შეკითხვებს უსვამს მასწავლებელს/კომპეტენტურ პირს;
- ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ანბანური/თემატური ლექსიკონი, სქემა, კითხვარი, ცხრილი და სხვა);
- სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ახარისხებს სხვადასხვა რესურსში მოპოვებულ ინფორმაციას;
- საჭიროების შემთხვევაში, მოიძიებს სასურველ ინფორმაციას როგორც სკოლაში არსებული რესურსების ფარგლებში (თვალსაჩინოებები, სკოლის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი და სხვა), ისე სკოლის გარეთ.
ქ.მ. VI. 31. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ლექსიკური მასალის ასათვისებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., ერთი ფუძის სიტყვები, ანტონიმური/სინონიმური წყვილები, ასოცირება რამესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
- სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
- ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.
ქ.მ.VI.32. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
- იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
- იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს;
- ადარებს ერთმანეთს მეორე ენისა და მშობლიური ენის გრამატიკულ მოვლენებს.
ქ.მ. VI. 33. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.
- კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
- კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
- შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
- მეწყვილესთან/გუნდის წევრებთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
- თათბირობს თანაგუნდელებთან (როგორ გადაჭრას საკითხი, ვინ რას დაინაწილებს) და ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
- კამათისას ისმენს თანაგუნდელის არგუმენტს, მოაქვს საკუთარი არგუმენტი;
- თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში;
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას.
Grade VII
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქ.მ.VII.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციის (დიალოგი, ინტერვიუ) მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა თვალსაზრისებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
- ამოიცნობს დიალოგში მონაწილე პირთა მიერ გამოთქმულ დადებით და უარყოფით შეფასებებს.
ქ. მ. VII. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების გაგება.
- ამოიცნობს, სად არის განცხადება გაკეთებული (მეტროში, სადგურში, აეროპორტში და სხვა);
- ამოიცნობს განცხადების თემას/მიზანს (რეკლამირება, გაფრთხილება, ინფორმირება და სხვა);
- ამოიცნობს განცხადების ადრესატს;
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (გამგზავრების/გასვლის/ჩამოსვლის დრო, მიმართულება და სხვა).
- ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან, რჩევას ბრძანებისაგან და სხვა;
- ამოიცნობს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
- შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ფორმულებზე დაყრდნობით
ამოიცნობს მოსაუბრის დამოკიდებულებას საუბრის თემის მიმართ (მაგ., მეც ასე მგონია/ვფიქრობ და სხვა);
- ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნისწინები, ადგილის ზმნიზედები, თანდებულები და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
- ამოიცნობს შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამომხატველ მარკერებს (მაგ., სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, აკრძალვა: შეგიძლია/იქნებ/უნდა/არ + გააკეთო).
მოსმენის სტრატეგიები
ქ.მ.VII.4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ინტონაცია, ჟესტიკულაცია, ხმის მოდულაცია - ტემპი, სიმაღლე, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია);
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
- ქართულ ენაზე უყურებს თავIჩთვის საინტერესო ტელეგადაცემებს, ფილმებს.
კითხვა
ქ. მ. VII. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება.
ა) შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათი, პირადი წერილი) წაკითხვა და გაგება.
- ასახელებს ავტორს, ადრესატს, მათ მისამართებს, გაგზავნის თარიღს;
- ასახელებს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოწვევა, მადლობის გამოხატვა, შეთავაზება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ახსნა-განმარტება და სხვა);
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი და სხვა);
- ამოიცნობს რესპონდენტის ემოციებს, დამოკიდებულებებს, თვალსაზრისებს.
ბ) შეუძლია სხვადასხვა საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
- ამოიცნობს მთავარ თემას;
- ამოიცნობს ტექსტის ცალკეული აბზაცის ძირითად სათქმელს;
- ამოკრებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით (მსგავსება-განსხვავება და სხვა);
- მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
- ამოიცნობს ფაქტებსა და მოვლენებს შორის ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან.
გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, მოგონებები, დღიური) გაგება.
- ამოიცნობს ამბის მთხრობელს, პერსონაჟებს;
- განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
- ადგენს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროებს;
დ) მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (აფიშა, ანონსი, ანოტაცია, რეკლამა) გაგება.
- ამოიცნობს ტექტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ადრესატი, ფორმატი);
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღი, ფასი, ადგილი და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას.
ქ. მ.VII.6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული მხატვრული ტექსტის (მოთხრობა, იგავ-არაკი) გაგება და გაანალიზება.
- სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
- ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე ტექსტის გააზრების საფუძველზე;
- ასახელებს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ;
- ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, განვითარება, დასასრული);
- ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას.
ქ.მ.VII.7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
- აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან /თვალსაზრისისაგან;
- განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და რა მარკერები გამოიყენება ამისათვის (მაგ., დროის - მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ; ადგილის - შორს, ამ მთის იქით, პატარა სოფელში; მოვლენათა თანამიმდევრობის - მაშინ, შემდეგ, ბოლოს და სხვა);
- შესაბამის მწკრივის ფორმაზე (წყვეტილი/უწყვეტელი) დაყრდნობით განარჩევს შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას წარსულში (მოქმედების პროცესი და შედეგი, განმეორებადობა, სიხშირე).
- წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
- ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
- შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს;
- მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქ.მ. VII. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
- ტექსტის გაცნობის მიზნით იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს (ეცნობა სათაურს, გამოყოფილ სიტყვებს, რუბრიკებს, აბზაცებს, ილუსტრაციებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე);
- იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს (სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას);
- იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს (კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, გადაიკითხავს და ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს და სხვა);
- დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (ილუსტრაციები, კონტექსტი, ნაცნობი ძირი/ფუძე და ა.შ);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ კულტურულ-სოციალურ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ კულტურულ-სოციალურ გარემოსთან (აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები და სხვა);
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- ამოიცნობს წარმოებული სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში.
წერა
ქ.მ.VII. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (რეკლამის, აფიშის, ტელეგადაცემების, ფილმების ანონსის, ანოტაციის) წერა.
- მიუთითებს გადაცემის თემას, სიუჟეტს და იძლევა შესაბამის შეფასებას თემისა და რესპონდენტის გათვალისწინებით;
- წინასწარ მოცემული პირობის მიხედვით ადგენს მცირე ზომის სარეკლამო ტექსტებს (რეკლამა, აფიშა);
- განსაზღვრავს სარეკლამო ტექსტის მიზანს, ტექსტის ფორმატსა და ადრესატს და იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს (მაგ. რატომ უნდა უყუროს ამა თუ იმ გადაემას, ფილმს და სხვა);
- მიუთითებს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგ., თარიღი, ფასი, ადგილი, პირობები და სხვა);
- ფაქტობრივ ინფორმაციას დაურთავს შეფასებებს;
- ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს (მიუთითებს გადაცემის თემას, სიუჟეტს და ურთავს შეფასებას).
- კორესპონდენციის ფორმალური მხარის დაცვით წერს წერილს მეგობართან, ახლობელთან (თარიღი, ხელმოწერა, მისამართი);
- კორესპონდენციის მიზანს უსადაგებს მის შინაარსს (მაგ., მილოცვა, მადლობის გადახდა, თხოვნა, შთაბეჭდილებების გაზიარება, ინფორმაციის შეტყობინება, რჩევა, მოპატიჟება და სხვა);
- ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სტილსა და ფორმას;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს მოვლენებს, ფაქტებს;
- იცავს ფრაზებს შორის ლოგიკურ კავშირს;
- გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, სურვილებს;
- გამოთქვამს შეფასებებს.
- ტექსტის მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- განსაზღვრავს ტექსტის თემას (მაგ., საკუთარი ბიოგრაფიიდან ან კონკრეტული პიროვნების/ადგილის შესახებ რაიმე ამბის/Iჩთორიის გახსენება; რაიმე მოვლენის აღწერა);
- ამბების წერისას ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს;
- კონკრეტული ადამიანისადმი/მოვლენისადმი გამოხატავს გრძნობებს /განცდებსა და დამოკიდებულებებს;
- საკუთარი პოზიციიდან აფასებს ფაქტებს, მოვლენებსა და ადამიანებს.
ქ.მ. VII.14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.
- ქმნის მოცემული ნაწარმოების ფინალისაგან განსხვავებულ საკუთარ ვერსიას;
- წერს თხრობითი ხასიათის მცირე ზომის ტექსტს (მაგ., რეალურ ან გამოგონილ ამბავს მისთვის საინტერესო თემაზე);
- გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, ემოციებს;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს მოვლენებს.
ქ.მ.VII.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენების უნარი.
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., კორესპონდენციის ფორმალური მხარე; სარეკლამო ხასიათის ტექსტებში - სათაურები, რუბრიკები, ლოგოები, წარწერები, ილუსტრაციები, სქემები, ძირითადი ტექსტის განლაგება, ტიპოგრაფიული მახასიათებლები; დღიურის ფორმალური მხარე და სხვა);
- სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციის წარმოდგენისას (მაგ., ინფორმაცია, რჩევა, თხოვნა, მოპატიჟება და სხვა) იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს;
- ადამიანების/საგნების შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა; ისე + ზმნა + როგორც / ისეთი + ზედსართავი სახელი, როგორიც);
- იყენებს თანდებულიან ბრუნვებს შესაბამისი ფუნქციით (მაგ., გამო თანდებულიან ნათესაობითს მიზეზის გამოსახატავად: სიშორის გამო და სხვა);
- მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითისა და ხოლმეობითის ფორმებით;
- სწორად იყენებს არ და ნუ ნაწილაკებთან ერთად შესაბამისი მწკრივის ფორმებს;
- ადეკვატურად იყენებს განსხვავებული მოდალობების გამომხატველ ფორმებს (უნდა, ნეტავ და სხვა);
- სწორად ხმარობს სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვის ფორმებს ნასწავლ რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში;
- იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს.
- განსაზღვრავს მიზანსა და აუდიტორიას;
- საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან (ინტერვიუ, საგაზეთო სტატია, ელექტრონული მედია და სხვა);
- მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
- არჩევს სარეკლამო რუბრიკებს;
- ადგენს შესასრულებელი მასალის სამუშაო გეგმას;
- წერს შავ ვარიანტს;
- სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
- შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები;
- სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს.
ლაპარაკი
- სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
- სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე;
- ახერხებს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;
- მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში (შეხვედრა ქუჩაში, მარშრუტის ახსნა, ტელეფონით კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება და სხვა);
- ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას;
- გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
- აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს;
- პერსონაჟების მიმართ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას;
- ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.
- მარტივი ენით საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (არდადეგები, სამომავლო გეგმები, მეგობრები);
- ჰყვება თავს გადამხდარ, გაგონილ, ნანახ, წაკითხულ ამბავს;
- გადმოსცემს ნანახი ფილმის შინაარსს;
- საუბრობს საყვარელ წიგნის, ფილმის, პერსონაჟის შესახებ და ასაბუთებს თავის არჩევანს.
- მკაფიოდ აყალიბებს პროექტის მიზანს;
- გეგმის მიხედვით გადმოსცემს სათქმელს (შესავალ ნაწილში გამოკვეთს საუბრის თემას, წარმოადგენს განსახილველ საკითხებს; მოჰყავს ფაქტები, მაგალითები);
- საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
- თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
- გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/განსახილველი საკითხისადმი/პრობლემისადმი.
- საუბრის მიზნის, ადრესატისა და კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და სათანადოდ აფორმებს შესაბამის სტილს;
- ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
- კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანებისა და გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
- დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);
- მომავალი დროის გამოსახატავად კონტექსტის მიხედვით იყენებს მყოფადისა და II კავშირებითის ფორმებს.
- წართქმითი და უკუთქმითი ბრძანების (არ/ნუ) გამოსახატავად სწორად იყენებს ზმნის სათანადო მწკრივის ფორმებს.
ქ.მ.VII.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის/პროექტისათვის და მოიძიებს შესაბამის ინფორმაციულ თუ ვიზუალურ მასალას;
- შეადგენს თემის გეგმას;
- სიტყვის დავიწყების ან არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვა სიტყვებით აღწერა, სინონიმური სიტყვის ჩანაცვლება და სხვა);
- ხვდება და ასწორებს დაშვებულ მარტივ შეცდომას;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას.
სწავლის სწავლა
ქ.მ.VII. 22. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., გამოფენის მოწყობა, სკოლის/კლასის ჟურნალის, კლასის ვებგვერდია შექმნა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას.
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გუნდის წევრებთან გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
ქ.მ. VII. 23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
ქ.მ. VII. 24. (EN)
მოსწავლეს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები.
- საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
- მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
- თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
- ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან; განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
- აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
- მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისწინების მიზნით;
ქ.მ. VII. 25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი, ილუსტრაციები და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით;
- იყენებს ICT –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.
ქ.მ.VII.26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია, ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად მიმართოს სხვადასხვა ხერხს.
- სისთემატურად იმეორებს გავლილ ლექსიკურ მასალას;
- ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
- იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა).
ქ.მ.VII.27. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკის ათვისების ხელშეწყობის მიზნით (გასაადვილებლად) სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
- იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
- ადარებს ერთმანეთს ქართული და მშობლიური ენის გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს;
- იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს.
ქ.მ.VII. 28. (EN)
მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესების მიზნით შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.
- ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
- ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
- მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების ურთიერთგაუმჯობესების ხელშესაწყობად.
Grade VIII
Georgian as a Second Language
მოსმენა
- განსაზღვრავს რეპორტაჟის მიზანს, თემას;
- იგებს ძირითად შინაარსს;
- განარჩევს მთავარ და არამთავარ საკითხებს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
- ამოიცნობს მონაწილეთა შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
- მოვლენებს შორის ამოიცნობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
ქ.მ.VIII.2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო გადაცემების, ჩანაწერების (რადიო/ტელეპროგრამა, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) ქართულ ენაზე მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის თემას/მიზანს;
- ამოიცნობს საინფორმაციო გადაცემის რუბრიკებს (ახალი ამბები, სპორტი, ამინდის პროგნოზი და სხვა);
- ამოკრებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას (დღე, საათი, ადგილი, ანგარიში);
- ინფორმაციას აჯგუფებს გარკვეული მონაცემების მიხედვით (მაგ., საინტერესო გადაცემები უმცროსკლასელებისათვის);
- გამოაქვს დასკვნა.
ქ.მ. VIII.3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის ყოველდღიურ თემებზე მიმდინარე ინტერაქციის მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს, სად მიმდინარეობს საუბარი;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, როგორი, როგორ, რატომ და სხვა);
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებებს/შეფასებებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით;
- ამოიცნობს თანამოსაუბრეთა შორის ურთიერთობებს (დიდი ხნის ნაცნობები, ახალგაცნობილები, უცნობები და სხვა).
- ამოიცნობს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებსა და სინტაქსურ კონსტრუქციებს (მაგ., პუბლიცIჩთური სტილისათვის - მსმენელებისადმი უშუალო მიმართვები, კითხვისა და ძახილის წინადადებების ხშირი ხმარება, ძირითადად მარტივი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება და სხვა);
- ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა და სხვა);
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან / დამოკიდებულებისაგან;
- ამოიცნობს შეფასების (დამოკიდებულების) გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებს.
მოსმენის სტრატეგიები
ქ.მ.VIII.5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ინტონაცია, ჟესტიკულაცია, ხმის მოდულაცია - ტემპი, სიმაღლე, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი, სიტყვის ფუძე და სხვა);
- სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;
- ისმენს მისთვის საინტერესო ქართულ ტელეგადაცემებს;
- უყურებს ფილმებს ქართულ ენაზე.
კითხვა
ქ.მ. VIII. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.
ა) შეუძლია საგაზეთო პუბლიკაციის მისთვის საინტერესო თემებზე (ქრონიკა, ინტერვიუ...) გაგება.
- ასახელებს სტატიის თემას;
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად და სხვა);
- გამიჯნავს ავტორის თვალსაზრისს, შეფასებას ფაქტისაგან;
- ამოიცნობს ავტორის ემოციებსა და დამოკიდებულებებს თემისადმი, რესპოდენტისადმი;
- ამოიცნობს ავტორის, რესპოდენტის ემოციებს, დადებით და უარყოფით დამოკიდებულებებს.
ბ) შეუძლია სხვადასხვა საინფორმაციო -შემეცნებითი ტექსტის (Iჩთორიის, კულტურის, გეოგრაფიის და სხვა სფეროდან) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
- ტექსტს ყოფს აზრობრივად გაერთიანებულ ნაწილებად (ქვეთემებად);
- ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
- ტექსტიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში მოცემული ინფორმაციის შესახებ და განმარტავს მას.
გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, მოგონებები, პორტრეტები) გაგება და გაანალიზება.
- ამოიცნობს ავტორს;
- განასხვავებს ავტორსა და კონკრეტული ამბის მთხრობელს;
- განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
- ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროებს, გამოყოფს კარიერის ეტაპებს;
- ტექსტში მოცემული ინფორმაციის (საქმიანობის, ურთიერთობის, ქცევის) გააზრების საფუძველზე ახასიათებს პიროვნებას;
- შინაარსიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;
- ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ბიოგრაფიულ ტექსტს (ბიოგრაფია, მოგონებები) და ავლებს მათ შორის პარალელს მსგავსება-განსხვავების მიხედვით (მაგ., ავტორის ვინაობა, რას ეყრდნობა მისი ნაამბობი და სხვა).
ქ.მ.VIII.7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
- აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან /თვალსაზრისისაგან;
- კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება;
- აღნიშნავს, რომელი პირია (I თუ III) ტექსტში ავტორი და რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი - ზმნა/ირიბი - სხვათა სიტყვის -მეთქი, -ო);
- ახასიათებს ტექსტს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი);
- განსაზღვრავს ნაწარმოების თემას;
- სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);
- ამოიცნობს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟს/პერსონაჟებს;
- ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
- ასახელებს გმირების მოქმედების მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
ქ.მ.VIII.9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა);
- ახასიათებს ტექსტს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი);
- ამოიცნობს და განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში;
- ამოიცნობს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, ჩართული და სხვა);
- ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების დანიშნულებას.
- წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
- ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
- შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს;
- კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
- მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქ.მ.VIII.11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყო-ბად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
ა) შეუძლია მიმართოს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.
- მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს, განსაზღვრავს ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს, გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე დაყრდნობით (სათაური, ქვესათაური, ილუსტრაცია, საკვანძო სიტყვა, აბზაცების დასაწყისი, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები და სხვა);
- გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე, ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.
ბ) შეუძლია მიმართოს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით.
- ჯერ ზოგადად ეცნობა ტექსტს (იხ. გაცნობითი კითხვა);
- შემდეგ გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს, ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე (კონტექსტი, ქართულში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები, სიტყვის ნაცნობი ფუძე და სხვა) დაყრდნობით;
- უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი);
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილებს.
გ) შეუძლია მიმართოს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.
- თვალს გადავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს თავIჩთვის საჭირო ინფორმაციას.
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ კულტურულ-სოციალურ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ კულტურულ-სოციალურ გარემოსთან (ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები და სხვა);
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში;
- ამოიცნობს წარმოებული სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში;
- ამოიცნობს უცხო კულტურIჩთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს;
- ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ ტექსტებში ასახულ კულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს.
წერა
ა) შეუძლია ბიოგრაფიული ცნობარის, ბიოგრაფიის წერა.
- კონკრეტული პირობის/მოდელის მიხედვით წერს შესაბამის ტექსტს (მაგ., მოცემული ბიოგრაფიის მიხედვით ბიოგრაფიული ცნობარის დაწერა; საკუთარი ან სხვისი ბიოგრაფიის დაწერა);
- მიუთითებს დაბადების თარიღსა და ადგილს;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ცხოვრების ეტაპებს;
- გამოკვეთს მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ფაქტებს, დეტალებს.
ბ) შეუძლია პორტრეტის (საკუთარი ან მეგობრის, ცნობილი ადამიანის და სხვა) შექმნა.
- დაწვრილებით აღწერს მის გარეგნობას;
- ახასიათებს, როგორია შინაგანად და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები მისი პირადი ცხოვრებიდან, ქცევებიდან;
- აღწერს მის განცდებს, ემოციებს, ფიქრებს;
- მიუთითებს მის საქმიანობაზე;
- გამოკვეთს მის ინტერესებს, გატაცებებს, სურვილებს;
- გამოკვეთს ინტერვიუს, სტატიის მთავარ თემას, სათქმელს;
- გამოკვეთს მთავარ და მეორეხარისხოვან საკითხებს;
- ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- რესპონდენტის ნათქვამის, აზრის გადმოცემისას იყენებს პარაფრაზირებისა და ციტირენის ხერხებს;
- ასათაურებს წერილს, ინტერვიუს, სტატიას.
ქ.მ. VIII.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტის შექმნა, სადაც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.
- ქმნის მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ცალკეული ეპიზოდების/ამბის გაგრძელებისა და დასასრულის საკუთარ ვარიანტს;
- კონკრეტული მოდელის მიხედვით ქმნის მხატვრული ტექსტის ფრაგმენტს;
- ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
- კონტექსტის მიხედვით იყენებს ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმებს (მოტკბო - ტკბილი - უტკბესი);
- აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას (მაგ., მარტივი: ქვასავით გული; გავრცობილი: ისე - როგორც, ისეთი - როგორიც და სხვა);
- სათანადოდ იყენებს I და II ობიექტური პირისა და რიცხვის ნიშნებს შესაბამის პირთა კომბინაციის დროს ვინიან ზმნებთან (მაგ., ის მწერს მე / ის გწერს შენ; მე გხატავ შენ / შენ მხატავ მე);
- კონტექსტის მიხედვით წარსულში შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს შესაბამისი მწკრივის ფორმით (მაგ., წყვეტილი, უწყვეტელი, ხოლმეობითი, I თურმეობითი = დაწერა, წერდა, დაწერდა, დაუწერია);
- სწორად აფორმებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს შესაბამის სიტუაციებში;
- გადააკეთებს პირდაპირ ნათქვამს ირიბად და პირიქით;
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ქ.მ.VIII.17. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.
- მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (ლექსიკონი, ნიმუში, გრამატიკული ცნობარი და სხვა);
- საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
- ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას;
- მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
- საკომუნიკაციო მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს სათანადო ენობრივ მასალას (ლექსიკური ერთეულები, კლიშეები, გრამატიკული ფორმები და სხვა);
- წერს შავ ვარიანტს;
- გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
- ცდილობს შეასწოროს შინაარსობრივი ხარვეზები, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და, გარკვეულწილად, შეაფერხოს კომუნიკაცია - ამოიღებს ან ამატებს სიტყვას/წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ცვლის სტრუქტურას, აუმჯობესებს დიზაინს;
- ათეთრებს ნაწერს.
ლაპარაკი
ქ.მ.VIII.18. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება მარტივ საკლასო დისკუსიებში წინასწარ მომზადებულ მისთვის აქტუალურ საკითხებზე.
- სვამს კონკრეტულ საკითხს;
- ისმენს სხვების აზრს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და სვამს შესაბამის კითხვებს;
- დასმულ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას, დამოკიდებულებას და განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე;
- საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად მოჰყავს სათანადო მაგალითები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან;
- აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს.
ქ.მ.VIII.19. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად საუბარი მისთვის საინტერესო/ სასურველ თემებზე (საყვარელი გადაცემა/წიგნი/მუსიკა/ მოგზაურობა და სხვა).
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ამბებს;
- ამბების გადმოცემისას გამოკვეთს და აღწერს მისთვის საინტერსო დეტალებს;
- ძირითადი თემის/ამბის გასაშლელად შემოაქვს დამატებითი ინფორმაციები;
- საუბრობს საკუთარ გეგმებზე, მიზნებზე, სურვილებზე, ოცნებებზე;
- განმარტავს საკუთარ არჩევანს და ასაბუთებს;
- გამოხატავს საკუთარ ან სხვის ემოციებსა და განწყობილებას;
- სხვადასხვა სიტუაციის/პერსონაჟის აღწერისას სათანადოდ იყენებს სხვადასხვა ენობრივ საშუალებას (შესაბამისი ლექსიკა; შედარების მარტივი და გავრცობილი ხერხები; სინონიმები, ანტონიმები და სხვა);
- გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- ერთი აზრობრივი ნაწილიდან/საკითხიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (მაგ., პირველად, შემდეგ, ბოლოს და სხვა);
- სწორად იყენებს მოქმედებით ბრუნვასსათანადო ფუნქციით (მხარეების დასახელებისას; ინსტრუმენტალისის გამოხატვისას, მოქმედების დროის, ადგილის, მიმართულების და ვითარების მითითებისას და სხვა);
- შინაარსობრივი ნიუანსების გათვალისწინებით სათანადოდ იყენებს უარყოფით ნაწილაკებს - არა, ვერა, ნუ;
- შესაბამისად იყენებს ზმნის აქტიურ და პასიურ ფორმებს (ის აშენებს სახლს / სახლი შენდება...);
- სწორად განალაგებს სიტყვებს წინადადებაში.
ქ.მ.VIII.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
- კომუნიკაციის წარმართვისათვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მოდელები, საკვანძო სიტყვები, ფრაზები, გამოთქმები, კლიშეები);
- იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, ანტონიმის/სინონიმის მითითება, პერიფრაზირება /ნაგულისხმევი საგნის აღწერა ან მისი დანიშნულების მითითება და სხვა);
- წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად;
- ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს გამეორებას, განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას.
ქ.მ.VIII.23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
- განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
ქ.მ.VIII.24. (EN)
მოსწავლეს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები.
- სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
- მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებენ ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
- საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
- მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
- თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
- ადარებს სხვადასხვა ენის, მათ შორის მშობლიურის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან; განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
- აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
- მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისწინების მიზნით;
- ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
- ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
- ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.
ქ.მ.VIII.25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი, ილუსტრაციები და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით;
- იყენებს ICT-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
- იყენებს ICT-ს პროექტების განსახორციელებლად.
ქ.მ. VIII.26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
- ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
- ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
- გუნდის წევრებთან მოქმედებს შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
- ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
- ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
- საჭიროებისამებრ, მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
- აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
- მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
სწავლის სწავლა
ქ.მ.VIII.22. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ICT-ის გამოყენებით ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიული ცნობარი/შტრიხები პორტრეტისათვის შედგენა; ვიქტორინის, აქციის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევის, თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე სხვებს უწევს კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გუნდის წევრებთან გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
Grade IX
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქ.მ. IX.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია აქტუალურ და მისთვის საინტერესო საკითხზე / თემაზე არსებული დისკუსიის მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს დისკუსიის თემას;
- იგებს ძირითად დებულებებს;
- ამოიცნობს სადისკუსიო საკითხთან დაკავშირებით მონაწილეთა მიერ გამოთქმულ თვალსაზრისებს/შეხედულებებს;
- აჯგუფებს მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით (რამდენი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა; ვინ იზიარებს ამა თუ იმ თვალსაზრისს);
- ამოიცნობს არგუმენტებს და შესაბამის მაგალითებს;
- არგუმენტებს აკავშირებს დებულებებთან;
- ამოიცნობს მოხმობილ ფაქტობრივ მონაცემებს;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
ქ.მ.IX.2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე (ტელე-რადიოს საინფორმაციო/შემეცნებითი გადაცემა, ინტერვიუ და სხვა) სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტის გაგება.
- იგებს გადაცემის ძირითად აზრს/შინაარსს;
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
- ავტორის თვალსაზრისს მიჯნავს რესპონდენტის/მონაწილის თვალსაზრისისაგან;
- ფაქტს მიჯნავს თვალსაზრისისაგან/შეფასებისაგან;
- ამოიცნობს მონაწილეთა შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით განსაზღვრავს მოსაუბრის დამოკიდებულებას საუბრის თემის მიმართ (მაგ., მომხრე ვარ იმისა, რომ; ვიზიარებ შეხედულებას იმის შესახებ, რომ და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებსა და გამოთქმებს;
- ამოიცნობს სათანადო ლექსიკას;
- ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, ბრძანება და სხვა).
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი, ნაცნობი ენობრივი კონსტრუქციები);
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- ქართულ ენაზე უყურებს და უსმენს თავIჩთვის საინტერესო ტელე\\რადიო გადაცემებს, ფილმებს.
კითხვა
ქ.მ. IX.5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის (სხვადასხვა სახის საგაზეთო პუბლიკაცია; სხვადასხვა თემაზე შექმნილი შემეცნებითი ტექსტი) გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რIჩთვის არის დაწერილი ტექსტი: მკითხველის ინფორმირება, შთაბეჭდილების გაზიარება, გართობა, დარიგება, ახსნა-განმარტების მიცემა, კრიტიკა, გამოხმაურება...) და აუდიტორიას (ვისთვის არის განკუთვნილი);
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, აზრი, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
- ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითი, შეპირისპირებითი, ქრონოლოგიური და სხვა) და ტექსტიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა;
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
- დასკვნა გამოაქვს მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
- მიჯნავს ერთმანეთისგან ვარაუდსა და ფაქტს; ფაქტებს დამოკიდებულებებისგან, შეფასებისგან;
ქ.მ. IX. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
- აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) და განმარტავს მათ დანიშნულებას;
- ამოიცნობს და განმარტავს მსჯელობითი ტექსტის მახასიათებლებს (მაგ., მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები, კითხვები, ავტორისეული შეფასება);
- ამოიცნობს და განმარტავს პირდაპირი ნათქვამის ფუნქციას (მაგ., პირდაპირი ნათქვამი, როგორც ინფორმაციის პირველწყარო და სხვა);
- განსაზღვრავს ნაწარმოების თემას, მთავარ სათქმელს;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას (რას ვიზამდი, როგორ მოვიქცეოდი);
- ამოიცნობს პერსონაჟების ხასიათებს, თვისებებს არაპირდაპირი ხერხებით (მაგ., პერსონაჟის ქცევით);
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
- თხრობითი ხასიათის ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს;
ქ.მ. IX. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
- ამოიცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას ნაწარმოებში;
- ახასიათებს ტექსტს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი);
- აღნიშნავს, რომელი პირია (I თუ III) ტექსტში ავტორი და რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
- ატარებს ექსპერიმენტს, გადაჰყავს I პირში მონათხრობი III პირში ან პირიქით და აღწერს მიღებულ ეფექტს;
- კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება;
- სათანადო კონსტრუქციებზე დაყრდნობით განსაზღვრავს მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (მაგ., ფაქტის გამოხატვა: ... რომ (თუ) ვიქნები, + მყოფადი; სურვილის/ვარაუდის გამოხატვა: ... რომ ვიყო, + ხოლმეობითი);
- სათანადოდ იგებს და განმარტავს კომპოზიტთა შედგენილობასა და მნიშვნელობას;
- I თურმეობითზე დაყრდნობით ამოიცნობს წარსულში შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (მაგ., უნახავი მოქმედების გამოხატვა / შესრულებული მოქმედების შედეგი: წასულა, უთქვამს, უტირია და სხვა);
- II თურმეობითზე დაყრდნობით ამოიცნობს წარსულში შესასრულებელ მოქმედებას (უნდოდა, გაეკეთებინა / გადაწყვიტა, წასულიყო...);
- ამოიცნობს და კონტექსტის მიხედვით განმარტავს სათანადო ლექსიკას (სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობები, მნიშვნელობის გაფართოება-დავიწროება, კონტექსტური მნიშვნელობა).
- წაკითხვამდე განსაზღვრავს, რისი აქცენტირება სურს ტექსტში და რა საშუალებებით;
- ეფექტურად იყენებს ინტონაციას (სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს) და სხეულის ენას (მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ (აზრობრივ) და ფსიქოლოგიურ (დაძაბულობის, მოლოდინის, გაჩუმების) პაუზას;
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ მახვილს, როგორც სიტყვის გამოყოფისა და ხაზგასმის საშუალებას წინადადებაში;
- კითხვის პროცესში ამყარებს მხედველობით კონტაქტს აუდიტორიასთან.
ქ.მ. IX.10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
- იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
- იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
- იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს და სხვა;
- დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები და სხვა);
- სხვადასხვა ელემენტის მოშველიებით (სათაური, აბზაცების დასაწყისი, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
- ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ კულტურულ-სოციალურ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ კულტურულ-სოციალურ გარემოსთან (ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები და სხვა);
- აანალიზებს პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული სოციალურ- კულტურული ფასეულობების მიმართ და ავლებს პარალელს საკუთარ გარემოსთან (მაგ., მისი დამოკიდებულება, შეხედულება სხვა სოციალურ-კულტურული ფასეულობების მქონე თანაკლასელის, მეზობლის და სხვათა წეს-ჩვეულებაზე, ტრადიციაზე);
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში.
- ამოიცნობს უცხო კულტურისათვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს;
- ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, საყოფაცხოვრებო რეალიებს.
წერა
ა) შეუძლია რეზიუმეს (ე.წ. CV-ს) წერა.
- იცავს საჭირო ფორმატს (რუბრიკა, რუბრიკის ქვეშ შესაბამისი ინფორმაციები);
- განსაზღვრავს აუცილებელ რუბრიკებს;
- რუბრიკების ქვეშ განათავსებს სათანადო ინფორმაციას;
- იცავს რეზიუმეს (CV-ს) შესაბამის სტილს (ინფორმაციის ქრონოლოგიურად დახარისხება და ლაკონურად გადმოცემა).
ბ) შეუძლია სამოტივაციო წერილის წერა.
- იცავს საჭირო ფორმატს (სათანადო ადგილზე მიუთითებს ავტორისა და ადრესატის პირად მონაცემებს: სახელი, გვარი, თანამდებობა; მისამართი; თარიღი);
- განაცხადებს წერილის მიზანს;
- სათანადოდ გამოკვეთს მოტივაციას - წარმოაჩენს გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, თვისებებს;
- სათანადოდ გამოკვეთს ძლიერ მხარეებს;
- მიუთითებს დანართს (მაგ., ავტობიოგრაფია).
ქ.მ. IX.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სათანადო სტრუქტურის შექმნა, აგრეთვე საბაზო ენობრივ-გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენება.
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., სათაური; სტატიის წინ განსხვავებული შრიფტით გამოყოფილი ტექსტი, სადაც გამოტანილია სტატიაში მოცემული მთავარი ინფორმაცია/ავტორის მთავარი სათქმელი; ავტორის გვარი; ძირითადი ტექსტი და სხვა);
- სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს (სათაური, ქვესათაური და ა.შ.);
- ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ განმეორებებს (სინონიმური/ანტონიმური ჩანაცვლებები, სემანტიკური განმეორებები), ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს, სიტყვებისა და წინადადებების რიგს და სხვა);
- სწორად იყენებს სათანადო მწკრივის ფორმებს წარსული შეუსრულებელი მოქმედების გადმოცემისას შესაბამისი პოზიციის გამოსახატავად (არ გავაკეთე, ვერ გავაკეთე, არ გამიკეთებია);
- სწორად აფორმებს აქტიური და პასიური ზმნის სუბიექტსა და ობიექტს;
- სწორად იყენებს კავშირებს რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
- სათანადოდ იყენებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებს.
ქ.მ. IX.14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ისეთი მხატვრული ტექსტის შექმნა, სადაც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.
- მოდელის/პირობის მიხედვით წერს ტექსტს;
- თხზავს კონკრეტული ტექსტის დასაწყისის ან დასასრულის სხვადასხვა ვერსიას;
- საკუთარი თვალსაზრისისა და განწყობის გამოსახატავად ქმნის პერსონაჟის პორტრეტს, წერს წერილს ახლობელს;
- პერსონაჟის ხასიათის წარმოსაჩენად იყენებს სხვადასხვა ხერხს (საკუთარ თავთან ან სხვა პერსონაჟთან დიალოგის საშუალებით, მისი განცდების, ფიქრებისა და სურვილების აღწერით);
- მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებებს.
ქ.მ. IX.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე ფუნქციურად გამოიყენოს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევები.
- აღწერა-დახასიათებისას მართებულად იყენებს შესაბამის ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმები, ანტონიმები);
- სწორად იყენებს და აფორმებს მსაზღვრელს შესაბამისი ფუნქციით;
- რთული წინადადების აგებისას მართებულად აკავშირებს ერთმანეთთან მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს ნაცნობ სინტაქსურ კონსტრუქციებში (ის, რომელიც მოდის / ის, რომელსაც ხედავ...);
- სწორად იყენებს შესაბამისი მწკრივის ფორმებს (მყოფადი, ხოლმეობითი) მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად (მაგ., ფაქტი: ... რომ ვიქნები, + მყოფადი; სურვილი/ვარაუდი: ... რომ ვიყო, + ხოლმეობითი);
- წარსული ამბების გადმოცემისას სწორად იყენებს სათანადო მწკრივის ფორმას;
- ნაცნობი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით აგებს რთულ წინადადებას;
- რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებს იყენებს სათანადო ფუნქციით;
- იცავს მართლწერის წესებს მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების დროს;
- იცავს პუნქტუაციისა და კომპოზიტთა მართლწერის ნორმებს.
ქ.მ. IX.16. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.
- მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (ლექსიკონი, ნიმუში, გრამატიკული ცნობარი და სხვა);
- საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
- ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას;
- მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
- შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, გადაარჩევს და გადაახარისხებს; მოიფიქრებს, როგორ დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან;
- მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
- საკომუნიკაციო მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს სათანადო ენობრივ მასალას (ლექსიკური ერთეულები, კლიშეები, გრამატიკული ფორმები და სხვა);
- წერს შავ ვარიანტს;
- გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
- ათეთრებს ნაწერს.
ლაპარაკი
ქ.მ. IX.17. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წინასწარ მოემზადოს და მონაწილეობა მიიღოს საკლასო დისკუსიებში ისეთი კონკრეტული საკითხის/პრობლემის გარშემო, რომელსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.
- სვამს კონკრეტულ პრობლემას/პრობლემებს;
- დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას/დამოკიდებულებას;
- საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები, მაგალითები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან;
- სხვის მიერ წარმოდგენილ თვალსაზრისზე/შეხედულებაზე აკეთებს კომენტარს და მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
- ასახელებს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ასახელებს საკუთარ დამოკიდებულებას;
- გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.
ქ.მ. IX.18. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წინასწარი მომზადების გარეშე ისაუბროს მისთვის ნაცნობ პრობლემაზე (ურთიერთობა თანატოლებთან, მშობლებთან, უფროს თაობასთან და სხვა).
- ამბების გადმოცემისას აღწერს მისთვის საინტერესო დეტალებს;
- ინფორმაციას ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- გამოკვეთს მთავარ სათქმელს;
- აღწერს საკუთარ/სხვის სურვილებს, განწყობებს/ემოციებს;
- გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას კონკრეტული მოვლენის, ქცევის, მოქმედების შესახებ და ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტებით;
- ცალკეულ ინფორმაციებს ლოგიკურად აკავშირებს ძირითად სათქმელთან;
- საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას.
- მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს;
- გამოსავალს პოულობს მოულოდნელ, უჩვეულო სიტუაციებში (მაგ., სხვის მიერ მისი ადგილის დაკავება მგზავრობისას/კინოთეატრში, რჩევების მიცემა კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით და სხვა);
- აკეთებს არჩევანს და გამოკვეთს მის დადებით მხარეებს (მაგ., რატომ უნდა დაეთანხმონ მის გადაწყვეტილებას, რატომ უნდა წაიკითხონ მაინცადამაინც ესა თუ ის წიგნი და სხვა).
- პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამოსახატავად მართებულად იყენებს შესაბამის სინტაქსურ კონსტრუქციებს, მოდალურ ელემენტებს, სათანადო ლექსიკას;
- მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისათვის შესაფერის სინტაქსურ კონსტრუქციებსა და შესაბამის ფორმულებს (მაგ., მსჯელობისათვის დამახასიათებელ ვრცელ და რთულ წინადადებებს - ამას ადასტურებს ის, რომ; თუ ეს ასეა, მაშინ; აუცილებელია, რადგან და სხვა);
- კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- ადეკვატურად გამოხატავს დამოკიდებულებებს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) და შესაბამისად აფორმებს მათ სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებებით (მაგ., ჩართული, დანართი და სხვა);
- სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს;
- სხვადასხვა სიტუაციის აღწერისას სათანადოდ იყენებს სპეციფიკურ ლექსიკას (მაგ., პროფესიული, დარგობრივი ლექსიკა და სხვა);
- კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს კონკრეტული ზმნის მწკრივის ფორმებს;
ქ.მ.IX.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესა-წყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
- სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება/აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა).
სწავლის სწავლა
ქ.მ. IX. 22. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ბუნებრივი კატაკლიზმები - მიწისძვრა, წყალდიდობა; ჯანმრთელი კვება; მავნე ჩვევები და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევის, თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე სხვებს უწევს კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გუნდის წევრებთან გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
ქ.მ.IX.23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
- განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
ქ.მ. IX. 24. (EN)
მოსწავლეს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები.
- სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
- მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებენ ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში;
- საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
- მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
- თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
- ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან; განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
- აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
- მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისიწინების მიზნით;
- ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
- ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
- ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.
ქ.მ. IX.25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი, ილუსტრაციები და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით;
- იყენებს ICT-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
- იყენებს ICT–ს პროექტების განსახორციელებლად.
ქ.მ.IX.26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
- ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
- ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
- მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად;
- მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
- ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
- ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
- საჭიროებისამებრ, მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
- აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
- მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
Grade X
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქ.მ.X.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის აუდიო/ვიდეო ჩანაწერის (საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი ხასიათის ტელე-რადიო გადაცემები და სხვა) მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეებს, თემას, საკითხებს);
- ამოიცნობს გადაცემის მიზანს (რას ემსახურება: მსმენელის ინფორმირება, გართობა, კრიტიკა, გამოხმაურება და სხვა) და ადრესატს (ვIჩთვის არის განკუთვნილი);
- იგებს გადაცემის შინაარსს;
- ამოიცნობს წამყვანის/მონაწილეების მიერ გამოთქმულ პოზიციებს, თვალსაზრისებსა და შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
- განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან;
- ამოიცნობს არგუმენტებს და აფასებს, რამდენად დამაჯერებელია და ეფექტური არგუმენტაცია;
- ამოიცნობს მონაწილეთა განწყობილებებსა და ემოციებს;
- მოვლენებს შორის ამოიცნობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- ავტორის თვალსაზრისს მიჯნავს რესპონდენტის/მონაწილის თვალსაზრისისაგან;
- ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტIჩთვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (მაგ., მხატვრულ-პუბლიცIჩთურში - მსმენელისადმი უშუალო მიმართვა, რესპონდენტების აქტიური ჩართვა, კითხვითი და ძახილის წინადადებების ხშირი გამოყენება, ემოციურობა, პოზიცია/დამოკიდებულების ღია გამოვლენა და ა.შ.; ოფიციალურ-საქმიანში - ენობრივი ფორმულების, კლიშეებისა და შტამპების გამოყენება, ზუსტი თარიღების მითითება, სათანადო ლექსიკის გამოყენება და სხვა);
- ამოიცნობს დროისა და მოვლენათა თანამიმდევრობის აღმნიშვნელ ენობრივ-გრამატიკულ ერთეულებს (მაგ., დიდი ხნის წინათ...; მაშინ - როდესაც; როგორც კი - მაშინვე და სხვა);
- ამოიცნობს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს და განარჩევს სხვათა სიტყვას;
- ამოიცნობს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს;
ქ.მ. X. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი);
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური;
- იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
- უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ქართულენოვან ტელე\\რადიო გადაცემებსა და ფილმებს.
კითხვა
- ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რისთვის არის დაწერილი ტექსტი) და ადრესატს (ვIჩთვის არის განკუთვნილი);
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, აზრი, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
- ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
- ამოიცნობს ავტორის მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს კონკრეტულ საკითხზე;
- ადარებს სხვადასხვა ტექსტს ერთი და იმავე თემის/იდეის/პრობლემის მიხედვით და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა;
- მსჯელობს ტექსტში განვითარებული მოვლენების შესახებ და საკუთარი პოზიციის/დამოკიდებულების დასასაბუთებლად იყენებს ტექსტის შესაბამის ადგილებს;
- დასკვნა გამოაქვს მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
- მიჯნავს ფაქტს დამოკიდებულებისაგან /ვარაუდისაგან/ შეფასებისაგან;
ქ. მ. X. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.
- მსჯელობს ტექსტის გრაფიკულ-გამომსახველობითი საშუალებების ეფექტურობაზე; აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს;
- ამოიცნობს და განმარტავს სათანადო ლოგიკურ და ქრონოლოგიურ მარკერებს (მაგ., მიზეზშედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და სხვა);
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი/ირიბი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;
- ამოიცნობს და განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში;
- I პირში მონათხრობი გადაჰყავს III პირში და მსჯელობს მიღებულ ეფექტზე.
- განსაზღვრავს, რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი;
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (სად და როდის ხდება მოქმედება; გამოკვეთს დროისა და სივრცის მიმანიშნებელ დეტალებს და სხვა);
- ამოიცნობს პერსონაჟის ხასიათის წარმოჩენის პირდაპირ (ავტორისეული დახასიათება) და არაპირდაპირ (პერსონაჟის საქციელი, მისი ფიქრები/განცდები...) ხერხებს;
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
- თხრობითი ხასიათის ნაწარმოებში გამოკვეთს მოვლენათა თანამიმდევრულობას; ამოიცნობს ამბის დასაწყისსა და დასასრულს შორის ლოგიკურ კავშირებს;
- განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი კონფლიქტის/პრობლემის/ამბის ინტერპრეტაციას;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას/პოზიციას ტექსტში ასახულ კონფლიქტთან/პრობლემასთან/მოვლენასთან დაკავშირებით და ასაბუთებს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
ქ. მ. X. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.
- ამოიცნობს სხვადასხვა ხასიათის/სახის ტექსტის სტილურ და ენობრივ მახასიათებლებს (მაგ., საგაზეთო პუბლიკაციებში - მკითხველისადმი უშუალო მიმართვა, დარწმუნებისა და ზემოქმედების ხერხები, რესპონდენტების აქტიური ჩართვა, კითხვითი და ძახილის წინადადებების ხშირი გამოყენება, სხვათა ნათქვამის გამოყენება; შემეცნებით ტექსტში - ინფორმაციის წყაროების მითითება, სხვისი სიტყვების ჩართვა, სპეციალური ტერმინების გამოყენება, ზმნების სიმცირე და არსებითი სახელების სიჭარბე და სხვა);
- ამოიცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას ნაწარმოებში;
- კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება;
- ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟის სახის შექმნის ხერხს/გზას (მაგ., ავტორისეული დახასიათება, პორტრეტი, მეტყველება, ქცევა, ურთიერთობა და სხვა).
- წაკითხვამდე განსაზღვრავს, რისი აქცენტირება სურს ტექსტში და რა საშუალებებით;
- ეფექტურად იყენებს ინტონაციას (სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს) და სხეულის ენას (მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ (აზრობრივ) და ფსიქოლოგიურ (დაძაბულობის, მოლოდინის, გაჩუმების) პაუზას;
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ მახვილს, როგორც სიტყვის გამოყოფისა და ხაზგასმის საშუალებას წინადადებაში;
- კითხვის პროცესში ამყარებს მხედველობით კონტაქტს აუდიტორიასთან.
ქ. მ. X. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
- იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
- იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს და სხვა;
- დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები და სხვა);
- სხვადასხვა ელემენტის მოშველიებით (სათაური, აბზაცების დასაწყისი, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას.
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან (მაგ., აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, Iჩთორიული ეპოქის თავისებურებები და სხვა);
- აანალიზებს პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული სოციოკულტურული ფასეულობების მიმართ და ავლებს პარალელს საკუთარ გარემოსთან (მაგ., მისი დამოკიდებულება, შეხედულება სხვა სოციოკულტურული ფასეულობების მქონე თანაკლასელის, მეზობლის და სხვათა წეს-ჩვეულებაზე, ტრადიციაზე);
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში;
- ამოიცნობს მყარი იდიომატური გამოთქმების მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში;
- სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს სხვა სოციოკულტურული გარემოსათვის დამახასიათებელ ნორმებს;
წერა
ქ.მ. X.11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა არამხატვრული (საინფორმაციო, შემეცნებითი, ესე და სხვა) ტექსტის დაწერა.
- მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს ტექსტის სტილსა და ფორმას;
- განსაზღვრავს პრობლემას, გამოკვეთს საკითხის/თემის აქტუალურობას;
- ეთანხმება ან უარყოფს არსებულ მოსაზრებებს სათანადო მხარდამჭერი ან უარმყოფელი არგუმენტების მოშველიებით;
- მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს საკუთარ პოზიციას პრობლემის მიმართ;
- საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები (მაგ., ფაქტები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან, სტატIჩთიკური წყაროებიდან...);
- ტექსტის შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დისციპლინებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
- სათანადოდ აფორმებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს.
ქ.მ. X.12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.
- ითვალისწინებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., კორესპონდენციის ფორმალური მხარე);
- სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს (სათაური, ქვესათაური და ა.შ.);
- სათანადოდ იყენებს შესაბამისი სტილის დამახასიათებელ ენობრივ თავისებურებებს (მაგ., მკითხველისადმი უშუალო მიმართვა; სხვათა ნათქვამის, ანუ ციტირების გამოყენება);
- საგანგებოდ გამოყოფს ცალკეულ თვალსაზრისს შესაბამისი ენობრივი ფორმულებით (მაგ., როგორც ავტორი ამბობს და სხვა);
- იყენებს შესაბამის მარკერებს სუბიექტური დამოკიდებულების გამოსახატავად (მაგ., არა მგონია, ვფიქრობ, დასაშვებია, სავარაუდოა და სხვა);
- მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისათვის დამახასიათებელ ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს;
- იყენებს ემოციურ სიტყვებსა და გამოთქმებს, შთამბეჭდავ შედარებებს;
- ნაცნობი სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით აგებს და სათანადო ფუნქციით იყენებს რთულ წინადადებებს;
- პირდაპირი ნათქვამის ირიბად გადაკეთებისას სათანადოდ იყენებს შესაბამის კავშირებს (მაგ., თუ პირდაპირი ნათქვამი კითხვითია, თუ კავშირს (მაგ., გიორგიმ ჰკითხა, თუ წამოვა), თხრობითის ან ბრძანებითის შემთხვევაში კი _ რომ კავშირს (მაგ., გიორგიმ უთხრა, რომ წამოვიდეს);
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ქ.მ. X.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით დაწეროს მცირე ზომის მხატვრული ტექსტი.
- მოდელის, პირობის მიხედვით წერს ტექსტს;
- შესწავლილი ტექსტის კონტექსტის (სოციალური, Iჩთორიული, კულტურული - დრო, ადგილი, ეპოქა, გარემო და სხვა) შეცვლით თხზავს ახალ თხზულებას იმავე თემაზე, პრობლემაზე;
- ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის ან ფაბულის მიხედვით;
- მოცემული დასაწყისის მიხედვით აგრძელებს ტექსტს ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- პერსონაჟის ხასიათის წაარმოსაჩენად მიმართავს სხვადასხვა ხერხს (საქციელის აღწერა; სიტყვები, გამონათქვამები, რომლებიც მის ხასიათზე მეტყველებენ...);
- მოვლენების აღწერისას გადმოსცემს საკუთარ განცდებსა და შთაბეჭდილებებს.
ქ.მ.X.14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.
- იცავს თხრობითი ხასიათის მხატვრული ტექსტის დამახასიათებელ არსებით ნიშნებს (თემა, სიუჟეტი, ფაბულა, პერსონაჟი);
- იცავს სიუჟეტის განვითარების ეტაპებს (დასაწყისი - მოვლენათა განვითარება - დასასრული);
- აღწერა-დახასიათებისას მართებულად იყენებს შესაბამის ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს;
- სწორად განსაზღვრავს ერთ საზღვრულთან დაკავშირებულ რამდენიმე მსაზღვრელის რიგს წინადადებაში;
- მოვლენების სხვადასხვა დროში გადმოცემისას სწორად იყენებს ზმნის სათანადო მწკრივის ფორმებს;
- რთული კონსტრუქციების აგებისას იყენებს როგორც კავშირიან, ისე უკავშირო შეერთებას;
- მომავალში შესასრულებელი სასურველი თუ სავარაუდო მოქმედების გამოსახატავად იყენებს ზმნის მარტივ და რთულ ფორმებს;
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ქ.მ. X.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.
- საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
- მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს/ჩაინიშნავს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
- შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
- წერს ტექსტს გეგმაზე დაყრდნობით;
- ნაწერის შესწორებისას ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
- ცდილობს შეასწოროს შინაარსობრივი ხარვეზები, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია - ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ცვლის სტრუქტურას, აუმჯობესებს დიზაინს;
- ასწორებს გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებს; ამისათვის იყენებს სასწავლო რესურსებს;
- აკითხებს თანაკლასელს და მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
- ნაწერს გადაათეთრებს;
- იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას; ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას; გამოაქვს დასკვნები;
ლაპარაკი
ქ.მ. X.16. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიებში იმ კონკრეტული პრობლემის გარშემო, რომელსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.
- აყალიბებს მსჯელობის საგანს ანუ სადისკუსიო თემას;
- გამოყოფს პრობლემას და ამ პრობლემასთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას/დამოკიდებულებას;
- მკაფიოდ აყალიბებს პოზიციას;
- საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები, მაგალითები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან;
- სხვის მიერ წარმოდგენილ თვალსაზრისზე/შეხედულებაზე აკეთებს კომენტარს და მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
- ისმენს სხვების აზრს და სვამს შესაბამის კითხვებს.
- მკაფიოდ აყალიბებს გამოსვლის მიზანს, გამოკვეთს თემას;
- თანამიმდევრულად ავითარებს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას წარმოდგენილი თემის შესახებ;
- საკუთარ პოზიციას ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტებით (მაგ., მოჰყავს ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან; ეყრდნობა სტატIჩთიკურ მონაცემებს, ინტერვიუს და სხვა);
- მოვლენების გადმოცემისას გამოკვეთს და დაწვრილებით აღწერს მისთვის საინტერესო დეტალებს;
- გამოხატავს საკუთარ ან სხვის ემოციებსა და განწყობილებებს;
- ძირითადი თემის გასაშლელად შემოაქვს დამატებითი ინფორმაციები;
- განმარტავს საკუთარ არჩევანს და ასაბუთებს;
- საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
- დამატებით იყენებს სხვადასხვა თვალსაჩინოებას (ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა).
ქ.მ. X.18. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას უჩვეულო საკომუნიკაციო სიტუაციებს (მაგ., აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია; ნათხოვარი ნივთი შემთხვევით დაუზიანდა; შინაურულად ხვდება ადამიანი, რომელსაც ვერ ცნობს და სხვა).
- გამოხატავს პროტესტს;
- ხსნის პრობლემის არსს;
- ასაბუთებს საკუთარ სიმართლეს;
- იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
- აკეთებს არჩევანს და განმარტავს, რატომ იქცევა ასე;
- ადეკვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებზე.
ქ.მ. X.19. (EN)
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებების გამოყენების უნარი.
- მეტყველების მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, მართებულად იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს (მაგ., არაოფიციალურ სიტუაციაში, ნაცნობ ადამიანებთან საუბრისას - ძირითადად, მარტივი გაუვრცობელი და გავრცობილი წინადადებები, თავაზიანი თუ ფამილარული ფორმები და სხვა; ოფიციალური გამოსვლისას - სპეციალური ტერმინებისა და კლიშეების გამოყენება და სხვა);
- მსჯელობისას სათანადოდ იყენებს შესაბამის ენობრივ სტრუქტურებსა და მოდელებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითშედეგობრივი და სხვა);
- სხვადასხვა სიტუაციის /მოვლენის/განწყობა-ემოციის აღწერისას სათანადოდ იყენებს სპეციფიკურ ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს;
- სწორად განსაზღვრავს სიტყვათა რიგსა და წინადადების მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების/შეფასების გამომხატველ შესაბამის ენობრივ ფორმულებს (განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, გარკვეული მოდალობების გამომხატველი მარტივი და შედგენილი შემასმენლები: \"არა მგონია\", \"ვფიქრობ\" \"დასაშვებია\" \"სავარაუდოდ\" და სხვა);
- სწორად განსაზღვრავს სიტყვათა შორის სინტაქსურ მიმართებებს (მაგ., ზმნასა და სახელს შორის შეთანხმება პირსა და რიცხვში; რიცხვითი, ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის შეთანხმება ბრუნვასა და რიცხვში და სხვა).
ქ.მ. X. 20. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
- წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
- სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება; აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა);
- სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
- აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო მის წარმატებას, ან გამოიწვია წარუმეტებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.
სწავლის სწავლა
ქ.მ.X.21. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ზეიმის მოწყობა; შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებთან, კოლორიტებთან და ა.შ. ადგილობრივი მუზეუმის კატალოგის შექმნა ვებგვერდზე განსათავსებლად და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- გუნდის წევრებთან ერთად აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
- განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
ქ.მ. X. 23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
- სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
- მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებენ ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში;
- საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს და ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებთან;
- მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
- თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
- ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან; განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
- აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
- მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვების შედეგად აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისწინების მიზნით;
- ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
- ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
- ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.
ქ.მ. X.24. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი, ილუსტრაციები და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით;
- იყენებს ICT-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
- იყენებს ICT-ს პროექტების განსახორციელებლად.
ქ.მ. X.25. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
- აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკური რუკა, სქემატური ჩანაწერები, ტაბულა, გრაფიკი, მონაცემთა ბაზა და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილს შორის;
- სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს, აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას.
ქ.მ.X.26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანა-კლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
- ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
- ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
- მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად - მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გადასანაწილებლად;
- ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
- ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
- საჭიროებისამებრ, მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
- აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
- მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
Grade XI
Georgian as a Second Language
მოსმენა
ქ.მ.XI.1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ აქტუალურ თემაზე, პრობლემაზე არგუმენ-ტირებული მსჯელობის მოსმენა და გაგება.
- განსაზღვრავს მსჯელობის/დისკუსიის თემას;
- ამოიცნობს დისკუსიის თემასთან დაკავშირებით მონაწილეთა მიერ გამოთქმულ პოზიციებს, თვალსაზრისებს;
- კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით გამოკვეთს მონაწილეთა დამოკიდებულებას, შეფასებასა და შესაბამის განმარტებებს;
- აფასებს, რამდენად შეესაბამება მოსაზრებები და სათანადო განმარტებები ერთმანეთს;
- ამოიცნობს არგუმენტებს და აფასებს, რამდენად დამაჯერებელია და ეფექტური არგუმენტაცია;
- ალაგებს მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით (მაგ., რამდენი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა; ვინ იზიარებს ამა თუ იმ მოსაზრებას და სხვა);
- გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.
ქ.მ. XI. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო და აქტუალურ თემაზე კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თემას, საკითხებს, თანამოსაუბრეებს);
- იგებს ტექსტის ძირითად შინაარსს;
- განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან;
- გამოყოფს მთავარ საკითხთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს;
- გამოყოფს მის პირად მოთხოვნილებასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
- ამოიცნობს წამყვანის/მონაწილეების განწყობილებებსა და ემოციებს;
- არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას აკავშირებს ახალთან (მოსმენილთან, ნანახთან).
- ამოიცნობს სხვადასხვა ფუნქციურ სტილს (სასაუბრო, მხატვრული, პუბლიცIჩთური, ოფიციალურ-საქმიანი) და მისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს;
- ამოიცნობს სათანადო ფორმულებსა და კლიშეებს, რომლებიც მიუთითებს საუბრის მიმართულების შეცვლაზე;
- ამოიცნობს ავტორისეული პოზიციის გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., დამხმარე ზმნები, ჩართული, დანართი და სხვა).
ქ.მ. XI. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი);
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ქართულენოვან ტელე\\რადიო გადაცემებს, ფილმებს;
- მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაში მიღებულ გამოცდილებას;
- იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას; ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას; გამოაქვს დასკვნები;
კითხვა
ქ.მ. XI.5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის (ესე; სხვადასხვა სახის კორესპონდენცია; საშუალო სირთულის სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი და სხვა) გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის მიზანს (მკითხველის ინფორმირება, შთაბეჭდილების გაზიარება, კრიტიკა, გამომხაურება და სხვა) და ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი);
- ამოკრებს კონცეპტუალურ ინფორმაციას (გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითების, ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
- ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან (მოსმენილი, ნანახი, წაკითხული);
- მიჯნავს ერთმანეთისაგან ვარაუდსა და ფაქტს; ფაქტებს დამოკიდებულებებისაგან და შეფასებისაგან;
- ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა;
- ამოიცნობს და მიუთითებს, სად და როგორ მჟღავნდება ავტორის პოზიცია, შთაბეჭდილებები;
- ამოიცნობს ტექსტში მოტანილ თვალსაზრისებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას / შეფასებას მათ მიმართ;
- წარმოადგენს ტექსტში მოცემული ინფორმაციის შესახებ საკუთარ პოზიციას / დამოკიდებულებას / შეფასებას და ასაბუთებს.
ქ.მ. XI. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.
- მსჯელობს ტექსტის გრაფიკულ-გამომსახველობითი საშუალებების ეფექტურობაზე; აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციას ტექსტში;
- ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომელთა მეშვეობითაც ავტორი ახერხებს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება გადმოსაცემი ფაქტის მიმართ (ჩართული სიტყვები და გამოთქმები: ცხადია, მართალია, კერძოდ, რასაკვირველია, საბედნიეროდ, სამწუხაროდ, სახელდობრ, სხვათა შორის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ამბობენ, ერთი სიტყვით და სხვა) და მსჯელობს, კონკრეტულად რისი გამოხატვა ეკისრება მათ ტექსტში;
- მსჯელობს ციტატის როლზე სამეცნიერო ხასიათის ტექსტში (მაგ., დამოწმებები Iჩთორიული თუ ლიტერატურული წყაროებიდან; მკვლევართა გამონათქვამები, მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხის შესახებ და სხვა);
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი/ირიბი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;
- განსაზღვრავს ნაწარმოების მთავარ თემას/პრობლემატიკას და ამოიცნობს, როგორ არის ის გამოხატული ტექსტში (პირდაპირ - ავტორის ან პერსონაჟის მიერ, ან შეფარულად - პერსონაჟთა ქცევის მიღმა დაფარული);
- ამოიცნობს პერსონაჟის ხასიათის წარმოჩენის პირდაპირ (ავტორისეული დახასიათება) და არაპირდაპირ (პერსონაჟის საქციელი, მისი ფიქრები/განცდები და სხვა) ხერხებს;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (რა იქნებოდა, რომ);
- ხსნის პერსონაჟთა განცდების/ემოციების მიზეზებს და ასაბუთებს ტექსტიდან მოხმობილი მაგალითებით;
- თხრობითი ხასიათის ნაწარმოებში გამოკვეთს მოვლენათა თანამიმდევრულობას, რომელიც ითვალისწინებს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს.
- განსაზღვრავს ავტორის/მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას, თვალსაზრისს და ასაბუთებს ტექსტიდან მოხმობილი მაგალითებით;
- ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით.
ქ.მ. XI. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.
- ამოიცნობს შესწავლილი ჟანრების ენობრივ, სტილურ და სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება, მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა);
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა, ახსნა-განმარტება და სხვა) და განმარტავს მათ დანიშნულებას;
- კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება;
- ამოიცნობს და სათანადოდ განმარტავს მოქმედებათა თანადროულობას, თანამიმდევრობასა და დაპირისპირებას შესაბამისი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით;
- მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე ნაწარმოებში (მაგ., პორტრეტი, ავტორისეული დახასიათება, პერსონაჟის მეტყველება და სხვა);
- შუალობითი კონტაქტის გამოსახატავად იყენებს სხვადასხვა საშუალებას (მაგ., სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს: ...-ის თხოვნით / სურვილით /ბრძანებით/იძულებით; ზმნის შესაბამის ფორმას: აწერინებს, აცვლევინებს);
- სწორად განსაზღვრავს და სათანადო ბრუნვის ფორმით წარმოადგენს სუბიექტ-ობიექტებს შუალობითი კონტაქტის შემცველ ზმნურ კონსტრუქციაში (მაგ., კაცმა ააშენებინა მშენებელს სახლი);
- სათანადოდ იგებს და საუბრობს კომპოზიტთა შედგენილობასა და მნიშვნელობაზე.
- ტექსტს მთლიანად წაიკითხავს, განსხვავებული სიმბოლოებით მონიშნავს მთავარ საკითხებს, მეორეხარისხოვან იდეებს, საკვანძო სიტყვებს;
- განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების დანიშნულებას (მთავარი იდეის ილუსტრირება, მიზეზების ახსნა, დაზუსტება და სხვა);
- ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას (სქემატური გეგმა, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა);
- აჩვენებს შესრულებულ სქემას თანაკლასელებს, ეცნობა სხვებისას;
- სხვებთან ერთად აფასებს სქემატურ ჩანაწერებს (რომელი ჯობია და რატომ, ვინ რა უნდა გააუმჯობესოს და სხვა);
- იძლევა/ითვალისწინებს შენიშვნებს, რეკომენდაციებს;
- თანამშრომლობს კლასელებთან, მასწავლებელთან სქემატური ჩანაწერის გასაუმჯობესებლად.
- წაკითხვამდე განსაზღვრავს, რისი აქცენტირება სურს ტექსტში და რა საშუალებებით;
- ეფექტურად იყენებს ინტონაციასა (სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს) და სხეულის ენას (მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ (აზრობრივ) და ფსიქოლოგიურ (დაძაბულობის, მოლოდინის, გაჩუმების) პაუზას;
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ მახვილს, როგორც სიტყვის გამოყოფისა და ხაზგასმის საშუალებას წინადადებაში;
- კითხვის პროცესში ამყარებს მხედველობით კონტაქტს აუდიტორიასთან.
ქ.მ. XI.11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
- იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
- იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს და სხვა);
- დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები და სხვა);
- სხვადასხვა ელემენტის მოშველიებით (სათაური, აბზაცების დასაწყისი, საკვანძო სიტყვები, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
- საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას;
- მსჯელობს ტექსტში ასახული პრობლემის შესახებ კონკრეტული ეპოქის თავისებურებების (მაგ., კულტურული, Iჩთორიული, სოციალური და სხვა) გათვალისწინებით;
- მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე და ასახელებს მათ გამომწვევ ფაქტორებს;
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან;
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში და განჭვრეტს, როგორ მოიქცეოდა იგი განსხვავებულ სოციალურ, Iჩთორიულ და კულტურულ გარემოში.
წერა
- მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს ტექსტის სტილსა და ფორმას;
- განსაზღვრავს პრობლემას, გამოკვეთს საკითხის/თემის აქტუალურობას;
- გამოკვეთს ავტორის პოზიციას, საკითხის/პრობლემის გარშემო არსებულ სხვა თვალსაზრისებს;
- ეთანხმება ან უარყოფს არსებულ მოსაზრებებს სათანადო მხარდამჭერი ან უარმყოფელი არგუმენტების მოშველიებით;
- მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს საკუთარ პოზიციას პრობლემის მიმართ;
- წარმოადგენს საკითხის/პრობლემის გადაწყვეტის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს და იძლევა პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიებს;
- საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები (მაგ., ფაქტები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან; Iჩთორიული, მეცნიერული, სტატIჩთიკური წყაროებიდან);
- საკუთარი მოსაზრების/პოზიციის მართებულობაში დასარწმუნებლად მიმართავს დარწმუნების ტექნიკას (მაგ., განამტკიცებს აზრს ფაქტებითა და დეტალებით, მოიხმობს თვალსაჩინო მაგალითებს, მიმართავს შთამბეჭდავ შედარებებს და სხვა);
- ტექსტის შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დისციპლინებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
ქ.მ. XI.14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს შესაბამისი ენობრივი საშუალებები.
- სტრუქტურული მახასიათებლების დაცვით აფორმებს სხვადასხვა სახის ტექსტს;
- მიზნისა და მკითხველის გათვალისწინებით ირჩევს წერილობითი ტექსტის დიზაინს (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- იცავს არგუმენტირებული მსჯელობის სტრუქტურას - თეზისი, არგუმენტი, დასკვნა;
- იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირება, პერიფრაზირება (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს ავტორს, თხზულებას, გამოცემის წელს, გვერდს; პერიფრაზირებისას იყენებს ირიბი ნათქვამის კავშირიან ფორმას);
- სათანადოდ იყენებს მსჯელობითი ხასიათის ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ მახასიათებლებს (მაგ., რთული სინტაქსური კონსტრუქციები, ჩართული სიტყვები და გამოთქმები, შესაბამისი წევრ-კავშირები და სხვა);
- ცალკეულ თვალსაზრისს გამოყოფს შესაბამისი ენობრივი ფორმულებითა და კლიშეებით (მაგ., როგორც ავტორი ამბობს, ეს თვალსაზრისი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც და სხვა);
- შესაბამისი ინტონაციისა და აზრობრივი აქცენტის გადმოსაცემად სათანადოდ იყენებს კითხვა-ძახილის ნიშანსა და მრავალწერტილს;
- მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ისე როგორც და არა ისე როგორიც);
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ქ.მ. XI.15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შექმნას სხვადასხვა ჟანრის ისეთი ტექსტი, რომელშიც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.
- სათანადო მოდელის, პირობის მიხედვით წერს ტექსტს;
- იყენებს მოთხრობIჩთვის დამახასიათებელ ელემენტებს (იცავს სიუჟეტის განვითარების ეტაპებს; განსაზღვრავს დროსა და სივრცეს და სხვა);
- პერსონაჟის ხასიათის წარმოჩენისათვის იყენებს პირდაპირ (ავტორისეული დახასიათება) და არაპირდაპირ (პერსონაჟის საქციელი, ფიქრები, განცდები) ხერხებს;
- შესწავლილი ტექსტის კონტექსტის (სოციალური, Iჩთორიული, კულტურული - დრო, ადგილი, ეპოქა, გარემო) შეცვლით ქმნის ახალ თხზულებას იმავე თემაზე, პრობლემაზე;
ქ.მ. XI.16. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.
- სათანადოდ იყენებს ერთი ტექსტის ფარგლებში ფუნქციურ სტილთა შესაძლო მონაცვლეობას, როცა ერთმანეთს ენაცვლება აღწერა, თხრობა და მსჯელობა;
- ადეკვატურად იყენებს აღწერითი, თხრობითი და მსჯელობითი ხასიათის ტექსტIჩთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებსა და შესაბამის კავშირებს;
- ავტორის დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს სათანადო სიტყვებსა და გამოთქმებს;
- ადეკვატურად ცვლის ენას ერთი ტექსტის ფარგლებში, როცა ნაწერში ერთმანეთს ენაცვლება მონოლოგი და დიალოგი და იყენებს მათთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ენობრივ მახასიათებლებს (მაგ., მონოლოგური მეტყველებIჩთვის დამახასიათებელი მიმართვების, ნაცვალსახელების, მეორე პირის ზმნების სიჭარბე და სხვა; დიალოგური მეტყველებისათვის დამახასიათებელი მარტივი გავრცობილი და გაუვრცობელი, სრული და უსრული წინადადებები და სხვა);
- პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის, ემოციების გადმოცემისას მართებულად იყენებს შესაბამის ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს;
- რთული ქვეწყობილი წინადადების ასაგებად მართებულად იყენებს როგორც კავშირიან, ისე უკავშირო შეერთებას (მაგ., ისე წავიდა, (რომ) არავIჩთვის უთქვამს; არავIჩთვის უთქვამს, ისე წავიდა და სხვა);
- სწორად იყენებს წევრ-კავშირებს რთულ წინადადებაში (მაგ., დატოვა განცხადება, რომელშიც და არა დატოვა განცხადება, სადაც და სხვა);
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ქ.მ.XI.17. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე შედეგის გასაუმჯობესებლად (მოსამზადებელი სამუშაო, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.
- დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას;
- საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
- მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოთვლის ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
- შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
- წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით;
- ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს; განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
- პოტენციური მკითხველის თვალით აფასებს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
- ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს;
- აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
- ნაწერს გადაათეთრებს;
- იხსენებს სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
- მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.
ლაპარაკი
- მკაფიოდ გამოხატავს პირად დაინტერესებას რაიმე მოვლენის ან ცდის მიმართ (მაგ., უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში; თვითონ სცადოს კონკრეტული დავალების შესრულება და სხვა);
- ასაბუთებს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს შესაბამისი არგუმენტის მოშველიებით;
- აკეთებს სათანადო არჩევანს და განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე;
- გამოხატავს სათანადო ემოციებს;
- ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებზე;
- თავს ართმევს უჩვეულო სიმულაციურ სიტუაციას კონკრეტული და დამაჯერებელი ახსნა-განმარტების საშუალებით.
ქ.მ. XI.19. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემებზე/საკითხებზე წინასწარი მომზადების გარეშე გაბმულად საუბარი.
- ითვალისწინებს აუდიტორიის ინტელექტუალურ დონეს, ასაკს, სოციალურ ფონს და ა.შ.;
- ამბების გადმოცემისას დაწვრილებით აღწერს მნიშვნელოვან დეტალებს;
- ინფორმაციას ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- დაწვრილებით აღწერს საკუთარ/სხვის განწყობებს/ემოციებს;
- გამოხატავს თავის დამოკიდებულებას/შეფასებას კონკრეტული ფილმის, მოვლენის, ეპიზოდის, გმირის ქცევის/მოქმედების შესახებ;
- მკაფიოდ და დეტალურად პასუხობს საკითხის/თემის გარშემო დასმულ კითხვებზე;
- იძლევა მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს;
- დაწვრილებით საუბრობს მომავალ გეგმებზე.
- გამოყოფს პრობლემას და ამ პრობლემასთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას; განმარტავს, რატომაა ესა თუ ის საკითხი პრობლემატური;
- მიმოიხილავს სხვადასხვა თვალსაზრისს არსებული პრობლემის გარშემო და უკეთებს მოკლე კომენტარს;
- აყალიბებს არსებული თვალსაზრისის საწინააღმდეგო დებულებას და ასაბუთებს სათანადო არგუმენტებით;
- საუბრობს პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და წარმოადგენს მისი გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებსა და საშუალებებს;
- გარკვევით საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე;
- საკუთარ პოზიციას ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტების, განმარტებებისა და კომენტარების მოშველიებით (მაგ., მოჰყავს მაგალითები, ფაქტები ლიტერატურიდან, Iჩთორიიდან, პირადი გამოცდილებიდან; ეყრდნობა სტატIჩთიკურ მონაცემებს, ინტერვიუს და სხვა);
- ცალკეულ ინფორმაციას ლოგიკურად აკავშირებს ძირითად სათქმელთან.
- საკომუნიკაციო ამოცანის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სტილს;
- მეტი დამაჯერებლობისათვის მიმართავს ანალოგიებს, კანონზომიერებებს და იყენებს შესაბამის ენობრივ საშუალებებს (მაგ., მიხედვით/შესაბამისად/მსგავსად; ისე როგორც; როგორც ცნობილია და სხვა);
- თეზისის, არგუმენტისა და დასკვნის დასაკავშირებლად იყენებს შესაბამის ლოგიკურ და გრამატიკულ კავშირებს (მაგ., ჯერ ერთი, მეორეც, და ბოლოს, ამგვარად, ასე რომ, ამრიგად, მიუხედავად იმისა, თუმცა და სხვა);
- საწინააღმდეგო დებულების წარმოდგენისას იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს (მაგ., -ის საწინააღმდეგოდ, ამ მოსაზრებისაგან განსხვავებით და სხვა);
- სხვადასხვა სიტუაციის, მოვლენის, პიროვნების, განწყობა-ემოციის აღწერისას სათანადოდ იყენებს სპეციფიკურ ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს;
- მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან შეარჩევს და იყენებს მოცემული კონტექსტIჩთვის შესაფერის სიტყვას;
- სწორად განსაზღვრავს სიტყვათა რიგსა და წინადადების მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
ქ.მ.XI.22. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
- სიტყვის დავიწყების/არ ცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება; აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა);
- სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
- აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.
სწავლის სწავლა
ქ.მ. XI.23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., წარმოსახვითი მოგზაურობა უცნობ ადგილებში, ეკოლოგიური საფრთხეები, ბუნების დაცვა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გუნდის წევრებთან ერთად გადის რეპეტიციას; აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
ქ.მ. XI.24. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ქართულენოვანი წყაროების/ტექსტების დამუშავება შემდგომი გამოყენებისათვის (მაგ., მასალის მოძიება-შეგროვება სასკოლო პროექტების განსახორციელებლად).
- აკეთებს ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს დაინტერესებული პირებისათვის (მაგ., თანაგუნდელებისათვის);
- აკეთებს სქემატურ ჩანაწერებს;
- შეისწავლის ქართულენოვან წყაროებს და სასწავლო ენაზე წერს ორ-სამ სიტყვიან განმარტებას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
- თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციული, შემეცნებითი და სხვა) ტექსტებს.
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
- განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
ქ.მ.XI.26. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული უნარების გამოყენება.
- სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
- მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ რომელ მიდგომებს გამოიყენებენ ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში;
- საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
- მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
- თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
- ადარებს სხვადასხვა, მათ შორის, მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან; განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლის პროცესში;
- აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
- მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
- შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
- აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისწინების მიზნით;
- ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
- ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
- ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.
ქ.მ. XI. 27. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი, ილუსტრაციები და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
- მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით;
- იყენებს ICT-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
- იყენებს ICT-ს პროექტების განსახორციელებლად.
ქ.მ. XI.28. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
- აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკური რუკა, სქემატური ჩანაწერები, ტაბულა, გრაფიკი, მონაცემთა ბაზა და სხვა);
- სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს, აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას.
ქ.მ.XI.29. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
- ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
- ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
- მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
- ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
- ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
- საჭიროებისამებრ, მონაწილეობს მეწყვილეს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
- აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
- მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
Grade XII
Georgian as a Second Language
მოსმენა
- განსაზღვრავს მოხსენების/საჯარო გამოსვლის თემას;
- აფასებს არგუმენტების, შეფასებების, განმარტებების დამაჯერებლობასა და ეფექტურობას;
- ამოიცნობს და აფასებს, რამდენად მკაფიოდ იყო გამოკვეთილი მოხსენების/გამოსვლის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;
- განსაზღვრავს მოხსენების/გამოსვლის მნიშვნელოვან აქცენტებს (მაგ., რომელი საკითხი იყო სრულად და ამომწურავად განხილული, რა იყო ზოგადი და ბუნდოვანი, რომელი საკითხი დარჩა საერთოდ ყურადღების მიღმა და ა.შ.);
- აფასებს წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკურია დასკვნა მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, მსჯელობის ფონზე).
ქ.მ. XII.2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემაზე კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თემას, საკითხებს, თანამოსაუბრეებს);
- იგებს ტექსტის ძირითად შინაარსს;
- გამოყოფს მთავარ საკითხთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს;
- ამოიცნობს მონაწილეთა მიერ გამოთქმულ თვალსაზრისებს და ალაგებს მათ მსგავსება-განსხვავების მიხედვით;
- გამოყოფს თავის პირად მოთხოვნილებასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
- ამოიცნობს წამყვანის/მონაწილეების განწყობილებებსა და ემოციებს;
- არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას აკავშირებს ახალთან (მოსმენილთან, ნანახთან).
- ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს და სხვა);
- ამოიცნობს წარმოდგენილი საჯარო გამოსვლისთვის/თემისათვის დამახასიათებელ ლექსიკას, ტერმინოლოგიას;
- შეფასების (დამოკიდებულების) გამომხატველ სიტყვებზე დაყრდნობით ამოიცნობს მოსაუბრის ან ავტორის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
ქ.მ. XII. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი);
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
- ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური;
- იყენებს სქემატური ჩანიშვნების ტექნიკას ინფორმაციის დასახარისხებლად;
- უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ქართულენოვან ტელე\\რადიო გადაცემებს, ფილმებს;
- მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას;
- იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
- მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები.
კითხვა
- მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
- განსაზღვრავს ძირითად იდეას და განმარტავს, როგორ უწყობს ხელს სხვადასხვა დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას (მაგ., რა ეფექტს ახდენს სათაური, რომელი სფეროდანაა მოპოვებული ინფორმაცია, ფაქტებს ეფუძნება მონათხრობი თუ მოსაზრებებს და ა.შ.);
- Iჩთორიული კონტექსტის გათვალისწინებით მსჯელობს ავტორის პოზიციაზე;
- განმარტავს კონკრეტული აბზაცის დანიშნულებას;
- ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას/პოზიციას მათ შესახებ და ასაბუთებს;
- ამოიცნობს ექსპლიციტურად და იმპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
- ამოკრებს კონცეპტუალურ ინფორმაციას (გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითების, ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
- გამოაქვს დასკვნა როგორც მთლიანი ტექსტის, ისე ცალკეული ნაწილის გააზრების საფუძველზე.
ქ.მ. XII.6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.
- მსჯელობს ტექსტის გრაფიკულ-გამომსახველობითი საშუალებების ეფექტურობაზე; აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას;
- მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს;
- გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციას;
- ლოგიკურ და ქრონოლოგიურ მარკერებზე დაყრდნობით ამოიცნობს და განმარტავს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირს (მიზეზშედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმ-დევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და სხვა);
- ადარებს ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს სხვადასხვა ტიპის იმ ტექსტებში, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება;
- გამოყოფს მწერლის მთავარ სათქმელს და მიუთითებს ადრესატზე (ანუ ვის მიმართავს მწერალი);
- ამოიცნობს, როგორ არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი გამოხატული (მაგ., პირდაპირ - ავტორის ან პერსონაჟის მიერ, თუ შეფარულად - პერსონაჟთა ქცევის, მოვლენათა თანამიმდევრობისა თუ სხვა დეტალების მიღმა დაფარული) და ასაბუთებს ტექსტიდან მოყვანილი მაგალითების საშუალებით;
- ამოიცნობს ინპლიციტურ ინფორმაციას და ხსნის საკუთარი ვერსიით;
- ახასიათებს პერსონაჟებს მათი ქცევებისა თუ სხვა პერსონაჟებთან ან საკუთარ თავთან საუბარზე დაკვირვებით;
- საუბრობს ავტორის/მთხრობელის დამოკიდებულებაზე კონკრეტული გმირის მიმართ და ასაბუთებს ტექსტიდან სათანადო მაგალითების მოხმობით;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და განჭვრეტს, როგორ მოიქცეოდა განსხვავებულ სიტუაციებში;
- დეტალებზე დაკვირვებით გამოაქვს დასკვნა, რისი თქმა სურს ავტორს;
- ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ. და ადარებს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან;
- ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით.
ქ.მ. XII. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.
- ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების დანიშნულებას (მაგ., აბზაცის დანიშნულება პროზაულ ტექსტში; იგავ-არაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები და მათი ფუნქცია და სხვა);
- ამოიცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას ნაწარმოებში, ან რომლებშიც იგულისხმება ერთგვარი ირონია და სხვა;
- ამოიცნობს სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც წარმოაჩენს ავტორის დამოკიდებულებას თხრობის (ასევე აღწერის, მსჯელობის) საგნის მიმართ;
- მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე ნაწარმოებში (მაგ., პორტრეტი, ავტორისეული დახასიათება, პერსონაჟის მეტყველება და სხვა);
- მსჯელობს პროზაული ნაწაროების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი) დანიშნულებაზე;
- ამოიცნობს ხშირად ხმარებულ მყარ შესიტყვებებს (იდიომატური გამოთქმები, ფრაზეოლოგიზმები);
- სათანადოდ იგებს და საუბრობს კომპოზიტთა შედგენილობასა და მნიშვნელობაზე.
- გამოყოფს მთავარ და მეორეხარისხოვან იდეებს; მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვან იდეებს – ქვესათაურების სახით;
- განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა;
- ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებს სქემატური ჩანაწერების ტექნიკას (სქემატური გეგმა, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა);
- სქემატურ ჩანაწერებზე დაყრდნობით აღადგენს ტექსტის შინაარსს საკუთარი სიტყვებით;
- გამოყოფს ფაქტებს, მოვლენებს, ციტატებს, რომლებიც მთავარი აზრის დასასაბუთებლად ან გასავითარებლად, გასაშლელად არის მოხმობილი;
- გამოავლენს ტექსტის სტრუქტურას ანუ ტექსტში ინფორმაციის ორგანიზების წესს (მაგ., ქრონოლოგიური სტრუქტურა – რა რის შემდეგ უნდა შესრულდეს; სივრცული სტრუქტურა – ერთ ადგილს მეორე მოსდევს გეოგრაფიული შინაარსის ტექსტში; კრიტერიუმებზე აგებული სტრუქტურა: ერთი პრობლემა და ამ პრობლემის სხვადასხვა ასპექტი; სამნაწილიანი სტრუქტურა – ფაქტი/პრობლემა, შედეგი; ფაქტი/პრობლემა, მიზეზი, გამოსავალი და სხვა).
- წაკითხვამდე განსაზღვრავს, რისი აქცენტირება სურს ტექსტში და რა საშუალებებით;
- ეფექტურად იყენებს ინტონაციას (სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს) და სხეულის ენას (მიმიკა, ჟესტიკულაცია);
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ (აზრობრივ) და ფსიქოლოგიურ (დაძაბულობის, მოლოდინის, გაჩუმების) პაუზას;
- ეფექტურად იყენებს ლოგიკურ მახვილს, როგორც სიტყვის გამოყოფისა და ხაზგასმის საშუალებას წინადადებაში;
- კითხვის პროცესში ამყარებს მხედველობით კონტაქტს აუდიტორიასთან;
- პირველ რიგში, ტექსტს თვალს გადაავლებს - აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილუსტრაციებს და სხვა;
- იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით;
- სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან;
- მთლიანობაში ეცნობა ტექსტს ინფორმაციების მოძიების მიზნით, ამ ეტაპზე არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე, განსხვავებული სიმბოლოებით აღნიშნავს ტექსტში არსებით საკითხებს, რომლებასაც უნდა მიუბრუნდეს მათი გაღრმავების მიზნით, საკვანძო სიტყვებს და სხვა;
- მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვების მნიშვნელობები;
- ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვების მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარი ხდება;
- ისევ კითხულობს ტექსტს და გადაიკითხავს, თუ გამორჩა რაიმე მნიშვნელოვანი;
- მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს სქემატური ჩანაწერების სტრატეგიები;
- ქმნის მცირე ლექსიკონს;
- განსხვავებული კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის უკეთ გასააზრებლად მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედია, Iჩთორიული წყარო, პრესა, ინტერნეტი და სხვა).
- მსჯელობს ტექსტში ასახული პრობლემის შესახებ კონკრეტული ეპოქის თავისებურებების (მაგ., კულტურული, Iჩთორიული, სოციალური...) გათვალისწინებით;
- მსჯელობს ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას/პოზიციას შესაბამისი არგუმენტების მოხმობით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა; იმოწმებს ანდაზებს, აფორიზმებს, ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს, წეს-ჩვეულებებს და სხვა);
- მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე და ასახელებს მათ გამომწვევ ფაქტორებს;
- ამოიცნობს ტექსტში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან (აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა, ისტორიული ეპოქის თავისებურებები და სხვა);
- კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას კონკრეტული Iჩთორიული ფასეულობების მიმართ (ავლებს პარალელებს, პოულობს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის, მაგ., განცდები, დამოკიდებულებები, შეხედულებები, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები);
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში და განჭვრეტს, როგორ მოიქცეოდა იგი განსხვავებულ სოციალურ, Iჩთორიულ და კულტურულ გარემოში;
- ამოიწერს/მონიშნავს სხვადასხვა კულტურის მქონე ერებისათვის დამახასიათებელ ფრაზეოლოგიზმებს, იდიომატურ გამოთქმებს და სხვა;
წერა
ქ.მ. XII.13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო ან სამეცნიერო მასალის დამუშავების მიზნით ტექსტის დაწერა.
ა) შეუძლია კონსპექტის შედგენა.
- დაკონსპექტებამდე ყურადღებით გადაიკითხავს ტექსტს და წინასწარ შეადგენს სათანადო გეგმას;
- ამზადებს სქემატურ ჩანაწერს;
- ამ ჩანაწერზე დაყრდნობით საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ინფორმაციას/ტექსტის შინაარსს;
- გამოკვეთს ტექსტის თემას (ანუ რის შესახებაა ტექსტში საუბარი);
- გამოკვეთს მთავარ საკითხს არამთავარი საკითხებისაგან;
- თითოეულ საკითხს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს გამოყოფს, მონიშნავს მარკერით (ან სხვა დამატებითი საშუალებებით);
- უცნობ სიტყვებსა და ტერმინებს განმარტავს სათანადო ლექსიკონების გამოყენებით;
- მიმართავს ტექსტის პერიფრაზირებას (ანუ ინფორმაციას გადმოწერს საკუთარი სიტყვებით).
ბ) შეუძლია რეზიუმეს დაწერა.
- რეზიუმეს დაწერამდე ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- აზრობრივი მონაკვეთები დაჰყავს ძირითად, მთავარ აზრამდე, სათქმელამდე;
- მიუთითებს ტექსტის ძირითად მახასიათებლებს (ავტორი, სათაური, გამოცემის წელი და სხვა);
- აყალიბებს მთავარ თემას (ანუ რის შესახებაა ტექსტში საუბარი);
- მარტივად და ნათლად გადმოსცემს ცალკეული მონაკვეთის ძირითად სათქმელს/აზრს;
დ) შეუძლია გამოკვლევის დაწერა.
- შეარჩევს თემას/საკითხს;
- ტექსტის ტიპის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს ფორმასა და სტილს;
- ფაქტებზე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას;
- მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას/პოზიციას მოცემული პრობლემის, საკითხის მიმართ;
- მსჯელობს გამოთქმული თვალსაზრისების/პოზიციების შესახებ და აფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
- საკუთარი პოზიციის/მოსაზრების დასაბუთებისას იყენებს პირდაპირი (მაგ., არგუმენტებიდან გამომდინარე დასკვნით ამტკიცებს თეზისს ანუ დებულებას) და ირიბი (მაგ., საწინააღმდეგო დებულების მტკიცებით ასაბუთებს ძირითად დებულებას) დასაბუთების ხერხებს;
- არგუმენტების წარმოდგენისას იმოწმებს სხვადასხვა წყაროს (მაგ., ფაქტები Iჩთორიიდან, მეცნიერებიდან, პრესა, ინტერნეტი და ა.შ.);
- აანალიზებს და აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ თემასთან/საკითხთან დაკავშირებით და გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.
ქ.მ. XII.14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს შესაბამისი ენობრივი საშუალებები.
- მიზნისა და მკითხველის გათვალისწინებით ირჩევს წერილობითი ტექსტის დიზაინს (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა) და სათანადოდ აფორმებს სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტს;
- განსხვავებული თვალსაზრისების წარმოსაჩენად შეარჩევს სპეციფიკურ ლექსიკას (მაგ., სათანადო დარგის პროფესიულ ტერმინოლოგიას, სიტყვათშეხამებებს, ფრაზებს, ენობრივ ფორმულებს და სხვა);
- იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირება, პერიფრაზირება (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს ავტორს, თხზულებას, გამოცემის წელს, გვერდს);
- სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს;
- ტექსტის შექმნისას მართებულად იყენებს აღწერითი და მსჯელობითი ხასიათის ტექსტისათვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს; ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს; ჩართულ სიტყვებსა და გამონათქვამებს და სხვა;
- გადაჰყავს I პირში მონათხრობი III პირში;
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
- წერს მოთხრობას მოცემული სათაურის, თემის, იდეის, კონკრეტული წინადადების მიხედვით;
- წერს იგავს კონკრეტული მორალური სენტენციის საილუსტრაციოდ;
- მოცემული დასაწყისის მიხედვით აგრძელებს თხზულებას ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- წერს ტექსტის ან რომელიმე ეპიზოდის ანალიზს (განსაზღვრავს იდეას; ახასიათებს პერსონაჟებს - ქმნის ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით, აანალიზებს მათ დამოკიდებულებას არსებულ კონფლიქტთან და ა.შ.; აანალიზებს Iჩთორიულ ეპოქას სხვადასხვა კუთხით და სხვა).
ქ.მ.XII.16. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.
- მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს წერილობითი ტექსტის შესაფერის სტილსა და ფორმას;
- იყენებს სხვადასხვა ჟანრისათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ელემენტებს და იცავს მათთვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- სათანადოდ იყენებს ერთი ტექსტის ფარგლებში ფუნქციურ სტილთა შესაძლო მონაცვლეობას, როცა ერთმანეთს ენაცვლება თხრობა, მსჯელობა, აღწერა;
- ადეკვატურად იყენებს თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისათვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს და ამ კონსტრუქციების კავშირებს;
- აღწერა-დახასიათებისას მართებულად იყენებს შესაბამის ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმები, ანტონიმები);
- კონტექსტის მიხედვით სათანადოდ იყენებს მისთვის კარგად ნაცნობ მყარ შესიტყვებებსა და ფიგურალურ გამოთქმებს (მაგ., იდიომები, ფრაზეოლოგიზმები და სხვა);
- შუალობითი კონტაქტის გამოსახატავად იყენებს სხვადასხვა საშუალებას (მაგ., სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს: ...-ის თხოვნით / სურვილით /ბრძანებით/იძულებით; ზმნის შესაბამის ფორმას: აწერინებს, აცვლევინებს);
- სწორად განსაზღვრავს და სათანადო ბრუნვის ფორმით წარმოადგენს სუბიექტ-ობიექტებს შუალობითი კონტაქტის შემცველ ზმნურ კონსტრუქციაში (მაგ., კაცმა ააშენებინა მშენებელს სახლი);
- იცავს რთული ქვეწყობილი წინადადების სტრუქტურას (მაგ., დამოკიდებული წინადადების ადგილს განსაზღვრავს მისი ფუნქციის გათვალისწინებით: იმის მიხედვით, როგორია დროული მიმართება მთავარსა და დამოკიდებულში გადმოცემულ მოვლენებს შორის; საკავშირებელი სიტყვების გათვალისწინებით და სხვა);
- შესაბამისი ინტონაციისა და აზრობრივი აქცენტის გადმოსაცემად სათანადოდ იყენებს კითხვა-ძახილის ნიშანსა და მრავალწერტილს;
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ქ.მ. XII.17. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.
- დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ თვით სიუჟეტთან დაკავშირებულს);
- საჭიროების შემთხვევაში რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას.
- მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
- შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
- წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით;
- ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს; განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, სჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
- ნაწერის შესწორებისას მუდმივად ინარჩუნებს კომუნიკაციას თავის მკითხველთან, ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
- ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და, გარკვეულწილად, შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს;
- ცდილობს გაამდიდროს ნაშრომი ახალი ინფორმაციით (ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს გეგმა, შეცვალოს ტექსტი და სხვა);
- აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
- ნაწერს გადაათეთრებს;
- იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
- მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.
ლაპარაკი
- სთავაზობს გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან (მაგ., კარგი იქნებოდა, ეს რომ გაეკეთებინა);
- მკაფიოდ ხსნის, რატომ ვერ შეასრულებს თხოვნას, კონკრეტულ დავალებას (მაგ., რატომ არის მისთვის ეს ძნელი, მიუღებელი და ა.შ.);
- ხსნის წამოჭრილი პრობლემის არსს;
- მოითხოვს საკუთარი პრეტენზიების, პირობების შესრულებას და ასახელებს სათანადო მოტივს;
- დეტალურად განმარტავს საკუთარი ქცევის მოტივს;
- ადეკვატურად და მკაფიოდ პასუხობს კითხვებზე.
ქ.მ. XII.19. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემებზე/საკითხებზე წინასწარი მომზადების გარეშე გაბმულად საუბარი.
- ყურადღებას ამახვილებს არსებით მომენტებსა და მნიშვნელოვან დეტალებზე;
- დაწვრილებით აღწერს საკუთარ გამოცდილებას, ან მასთან დაკავშირებულ რეაქციებსა და განცდებს;
- დაწვრილებით აღწერს მოულოდნელ შემთხვევებსა და მათთან დაკავშირებულ რეაქციებსა და განცდებს;
- აღწერს საკუთარ ოცნებებს, იმედებს, მისწრაფებებს;
- აკეთებს კონკრეტულ არჩევანს და განმარტავს მის პოზიტიურ მხარეებს;
- სხვადასხვა მხრიდან წარმოაჩენს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს;
- იძლევა საკუთარი გეგმებისა და მოქმედებების განმარტებებს.
- წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით გადმოსცემს სათქმელს;
- ინფორმაციას ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად და, შესაბამისად, საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
- საკუთარი პოზიციის/მოსაზრების დასაბუთებისას იყენებს პირდაპირი (მაგ., არგუმენტებიდან გამომდინარე დასკვნით ამტკიცებს თეზისს ანუ დებულებას) და ირიბი (მაგ., საწინააღმდეგო დებულების მტკიცებით ასაბუთებს ძირითად დებულებას) დასაბუთების ხერხებს;
- საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები (ფაქტები - ლიტერატურული, ისტორიული, ცხოვრებისეული, სტატIჩთიკური, მეცნიერული; ავტორიტეტები - ცნობილი ადამიანების აზრები და გამონათქვამები და სხვა);
- ცალკეული მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
- მოჰყავს დამატებითი მტკიცებულებები საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად;
- რეაგირებას ახდენს სხვათა არგუმენტებზე (მაგ., იძლევა კონტრარგუმენტებს, კონკრეტულად სცემს პასუხს მოსაუბრის მტკიცებულებებს);
- აფასებს ალტერნატიულ წინადადებებს;
- ზუსტად და მკაფიოდ პასუხობს თემის/პრობლემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე.
- საკომუნიკაციო ამოცანის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სტილს;
- სწორად განსაზღვრავს სიტყვათა რიგსა და წინადადების მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- მსმენელის ყურადღების მისაპყრობად იყენებს ეფექტიანობის გასაძლიერებელ ენობრივ საშუალებებს (მაგ., მსმენელისადმი პირდაპირი მიმართვის ფორმებს - მიაქციეთ ყურადღება; თუ დააკვირდებით; მოდით, ვნახოთ და ა.შ. ჩანართებს, რიტორიკულ შეკითხვებს და სხვა);
- პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინადადებებში სათანადოდ იყენებს საჭირო სინტაქსურ კონსტრუქციებს, მოდალურ ელემენტებს, შესაბამის ლექსიკას და სხვა;
- სქემატური აღწერისათვის იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ წინადადებებს;
ქ.მ.XII.22. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, ჟესტიკულაცია და სხვა);
- ტექსტის შინაარსის შესაბამისად მნიშვნელოვან აზრს/პოზიციას წარმოთქვამს ნელა და ხმამაღლა, დამარცვლით, ლოგიკური მახვილის გამოყენებით და ა.შ.;
- აუდიტორიასთან ამყარებს კონტაქტს (მაგ., მხედველობითი კონტაქტი; ერთი ნაწილიდან/საკითხიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და ინტერესდება, აქვთ თუ არა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით);
- წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
- გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
- სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება; აღწერს ნაგულისხმებ საგანს, ან მიუთითებს, რაში გამოიყენება და სხვა);
- სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
- აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას, ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.
სწავლის სწავლა
ქ.მ. XII. 23. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., შეხვედრის მოწყობა ცნობილ ადამიანთან, დებატების მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
- მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
- გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
- მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
- განახორციელებს პროექტს;
- გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
- აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
ქ.მ. XII.24. (EN)
მოსწავლეს წარმატებული სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარ-ჩვევები.
- იყენებს მრავალფეროვან (კოგნიტურ, ემოციურ და მეტაკოგნიტურ) სტრატეგიებს კომუნიკაციური და ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებისა და განმტკიცების ხელშესაწყობად;
- იყენებს მრავალფეროვან სტრატეგიებს ენების სწავლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად;
- ეფექტურად იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
- იყენებს პროექტის შექმნის სათანადო სტრატეგიებს;
- მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.