Grade I
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. I. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
- ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
- უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
- მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
- ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).
- მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
- აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
- მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
- წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
- მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
- პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
- იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
- წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
- თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
ქართ. I. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
- ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
- სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
- ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
- ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
- მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
- მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
- ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
- აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
- აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
- იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
- სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
- ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
- მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;
- მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით ½, ორმარცვლიანს - ორი რკალით ½½ და ა.შ.);
- ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
- მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას (მაგ., წითელქუდა ბებიასთან წავიდა – სამი ხაზი: ________ ________ ___________);
- სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
- განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
- სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).
კითხვა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
- ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
- ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
- ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
- სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
- ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
- ცნობს ანბანის ყველა ასოს.
- აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
- სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
- ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს;
- წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ. I. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
- დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;
- იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს (მაგ., მითითებების მიხედვით ამზადებს დეკორაციას, დესერტს, ქმნის მარტივ ნაკეთობას და სხვ.);
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ქარ. I. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
- ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
- სათამაშოების/ნივთების კიდობნიდან ამოარჩევს საგნებს, რომლებიც წაკითხული / მოსმენილი ტექსტის მთლიან შინაარსს / ცალკეულ ეპიზოდს ეხმიანება და ხსნის, რატომ აირჩია ესა თუ ის ნივთი;
- ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების, აღძრული გრძნობების/ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ შეგროვებული მასალით (ფოთლებით, ყვავილებით, ხის ტოტებით და ა.შ.);
- ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
- სხვა მოსწავლის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს / მოთხრობას / ლექსს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- კითხვისას წიგნს დაიკავებს სწორად, სათანადო დისტანციაზე;
- კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
- ფორმალური ნიშნების მიხედვით (მაგ., ილუსტრაციების, მსხვილი შრიფტისა და ა. შ. მეშვეობით) ამოიცნობს საბავშვო წიგნს, ჟურნალს;
- განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
- განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
- ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
- ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონებისას, სტრიქონში – სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;
- მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
- პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).
წერა
- აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და ა.შ.);
- ჰაერში ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
- ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
- იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.
ქართ. I. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
- იცავს მანძილს ასოებს შორის;
- ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
- კარნახით წერს ასოებს, მარცვლებს, სიტყვებს;
- მოცემული ბგერებით ადგენს სიტყვებს ზეპირად და შემდეგ წერს;
- დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია.
- წერის პროცესში სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
- მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
- სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
- წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
- მოდელის მიხედვით ქმნის და აფორმებს სხვადასხვა სახის ყოფით ტექსტებს (მისალოც ბარათს, საყვარელი კერძების მენიუს, გამაფრთხილებელ აბრას და სხვ.);
- ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
- წარწერას უკეთებს ილუსტრაციას.
Grade II
Georgian Language and Literature
წერა
ქართ. II. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
- აკვირდება მოდელს და ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
- ასახელებს მოდელის კომპოზიციურ თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
- თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა ტექსტში;
- ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
- შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.
ქართ. II. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
- წერს და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
- მოკლედ წერს პირადი გამოცდილების შესახებ („ზაფხულის არდადეგები“, „ჩემი მეგობარი“, „შინაური ცხოველები“ და ა. შ.);
- პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;
- წერს კარნახით;
- სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით პერსონაჟებს;
- შეადგენს გამაფრთხილებელ წარწერებს და განცხადებებს (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა ძაღლი“ და ა. შ.);
- მოდელის მიხედვით ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ ხეს, დღის რეჟიმსა და სხვ.);
- გადმოსცემს ნახატით ან მუსიკალური ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
- ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.
ქართ. II. 12. (EN)
მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს სათანადოდ ათანხმებს რიცხვში;
- კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
- იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
- მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
- ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
კითხვა
- თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
- დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
- ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
- პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
- ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში - გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა, მომზადების წესი და სხვ.);
- ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ., გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები);
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.).
ქართ. II. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
- განარჩევს დიალოგს და თხრობას;
- მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
- ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
- პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
- ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
- განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
- ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).
ქარ. II. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
- ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
- ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
- ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
- ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის, რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
- მოცემული ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
- ასახელებს მოსმენილი / წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ ადგილებს.
- ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდას, თავფურცელს ავტორისა და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
- ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
- შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
- ყურადღებას აქცევს და იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
- ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
- იყენებს წიგნის სარჩევს, ტექსტის შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს;
- გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
მოსმენა
- ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
- სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ? / ბრძანდებით?);
- ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და ა. შ.).
ქართ. II. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
- ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
- გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
- ასათაურებს ტექსტს;
- ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
- ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
- აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
- გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
- მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
- ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ. II. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
- აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
- განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
- ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
- სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
- სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში;
- განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ან „წამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ ფორმებს.
Grade III
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. III. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშ-ნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრე-სატის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ამოიცნობს საკომუნიკაციო და მიზნობრივი ტექსტების ადრესატს (თანატოლებს, უფროსებს, წარმოსახვით პერსონაჟებს და სხვ.); ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სამეტყველო ეტიკეტსა და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
- მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, სიტუაციურ თამაშებში, წარმართავს დიალოგებს სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან, მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.
ქართ. III. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა
- სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
- ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
- აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
- ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
- მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტექსტის შინაარსს;
- მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
- ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის;
- მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები / არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.);
- შინაარსის უკეთ გასააზრებლად ცდილობს, კითხვების დასმით გაარკვიოს ახალი სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა.
ქართ. III. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანა-დოდ გამოყენება
- სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“, „ცხოველები“, „ქალაქი“, „სოფელი“ და ა. შ.) იყენებს სპეციალურ ლექსიკას;
- სიტყვათა შესაკავშირებლად გააზრებულად იყენებს კავშირებსა და სიტყვა-კავშირებს (ან, თუ, ვინც, რაც, როგორც, როცა / როდესაც...);
- სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით ნაცვალსახელებს;
- სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს სიტყვებს: ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი და სხვ.;
- მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?) და კითხვით წინადადებაში მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე;
- სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში;
- განარჩევს და სწორად იყენებს ჩვეულებრივ და თავაზიანობის გამომხატველ ზმნურ ფორმებს („მოდი – მობრძანდით“; „აიღე – ინებეთ“, „დაჯექი – დაბრძანდით“ და სხვ.).
კითხვა
- თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
- სიტყვათა ჩამონათვალში თავისუფლად მოიძიებს მასწავლებლის მიერ წაკითხულ ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
- პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;
- ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ. III. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
- ამოიცნობს თემას;
- ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, პირობით ნიშანს, რუბრიკას, აბზაცების რაოდენობას, სქემასა და სხვ.);
- ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი? . . . - რუბრიკაში „საკვები“);
- ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ მოცემული წარწერების შინაარსს;
- ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
- ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
- ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.
- გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
- ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე;
- ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
- ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს)
- განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის თვისებისა და ოდენობის გამომხატველ ლექსიკას, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
- კითხვების (რა? ვინ? როგორი? რამდენი? რას აკეთებს?) გამოყენებით აჯგუფებს სიტყვებს და ადარებს მათ ერთმანეთთან;
- ამოიცნობს სასვენი ნიშნების (წერტილის, მძიმის, ორწერტილის, მრავალწერტილის, ბრჭყალების, კითხვისა და ძახილის ნიშნების) ფუნქციას;
- ამოიცნობს პირდაპირ ნათქვამს.
ქარ. III. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა
- ვიზუალურად (წაკითხვის ან მოსმენის გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის (რეკლამის, აბრის, რეცეპტის, მარტივი ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას;
- თანმხლები ტექსტის გარეშე ამოიკითხავს ვიდეომასალის სახეობას (რეკლამა, კინოანონსი, რეპორტაჟი);
- მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
- გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
- ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;
- საყვარელი ნაწარმოების / ზღაპრისთვის ქმნის წიგნის მაკეტს.
- ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- წაკითხული შინაარსის უკეთ გაგების მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს მას;
- მთლიანობაში აკვირდება ტექსტის სტრუქტურას, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტსა და სხვ.) და იყენებს მათ საყრდენებად კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისას;
- აღწერს, რა ხერხს მიმართა დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენადაა პასუხის სისწორეში დარწმუნებული („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
- განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბრუნდეს პასუხის დასაზუსტებლად;
- მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით);
სარგებლობს სასკოლო ბიბლიოთეკის კატალოგებით, ავტორისა და სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის სასურველ წიგნს, სახელწოდების მიხედვით – საბავშვო ჟურნალ-გაზეთებს.
წერა
ქართ. III. 11 (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება
- წერს მარტივ ინსტრუქციებს (მაგ., როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის გადასასვლელებზე, როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, როგორ გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს და ა. შ.);
- კონკრეტული მიზნისა და ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს;
თხზავს და შესაბამისად აფორმებს მარტივ დიალოგებს.
ქართ. III. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება
- ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
- სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას (მაგ., „შემოდგომა“, „შინაური ცხოველები“ და სხვ.);
- აღწერს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს წერილობით;
- წერს კარნახით;
- ტექსტის შედგენის დროს იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და ფრაზებს;
- ტექსტის ან ეპიზოდის შინაარსის გადმოცემისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას, ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტებს, მარტივ შედარებებს).
ქართ. III. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას
- იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
- სწორად იყენებს კავშირებს (და, თუ, მაგრამ, ან) რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
- სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს / ის კაცი მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
- სათანადო კონტექსტში სწორად ხმარობს სიტყვებს: ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი;
- სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;
- მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან შეარჩევს მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
- იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
- სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს სტრიქონიდან სტრიქონზე;
- სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს).
- გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, შესაბამისი პირობითი ნიშნებით ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
- კარნახით ნაწერ ტექსტს უდარებს დედანს ჩასწორების მიზნით;
ამოწმებს და ჩაასწორებს ნაწერში მისთვის ნაცნობ სასვენ ნიშნებს.
Grade IV
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. IV. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
- ამოიცნობს და განარჩევს ასაკის შესაბამისი სირთულის სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, კამათს, დიალოგს...);
- შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
- განასხვავებს შინაური გარემოს სასაუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (მაგ., სასკოლო საქმიანი სიტუაციის) ენას და შესაბამისად იყენებს მათ;
- განასხვავებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს და დანიშნულებისამებრ იყენებს მათ;
- თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
- მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
- გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.
- მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
- ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
- აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
- უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
- მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
- მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის ან ზღაპრის განხილვაში;
გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
- ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
- კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში
- ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
- მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
- სათანადო კონტექსტებში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი, ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
- კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და ა. შ.);
- მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი, თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
- სწორად უთანხმებს ზმნას არსებით სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
სწორად ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს.
კითხვა
ქართ. IV. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.) წაკითხვა და გაგება
- ასახელებს მარტივი მიზნობრივი ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების, წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);
- მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
- ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიული რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
- გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
- აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
- განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
- აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა
- ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
- საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
- ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
- ასახელებს მოქმედ პირებს;
- მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
- დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
- ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
- აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
- აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და სურვილს/ოცნებას;
- ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
- განსაზღვრავს ტექსტში გადმოცემულ მოქმედებათა, მოვლენათა ქრონოლოგიას;
- გამოყოფს სიუჟეტის განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
- საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
- განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;
- განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
- აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას - ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა, შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა);
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას/ქვეთემებს, იდეას.
ქართ. IV. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა
- ამოიცნობს და ასახელებს მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს, რომელთა საშუალებით აბზაცში / ტექსტის ცალკეულ ეპიზოდში / ტექსტში გადმოცემულია მოვლენათა თანამიმდევრობა (მაგ. ჯერ დახატა, მერე გაუგზავნა მეგობარს; ჯერ წავიდა, შემდეგ იყიდა, ბოლოს კი შეჭამა...);
- ამოიცნობს და ასახელებს საგნისა (მაგ., წითელი ფანქარი; კარგი ამინდი, მაღალი სახლი) და მოქმედების (ლამაზად წერს) დამახასიათებელ ნიშნებს;
- ამოიცნობს მარტივი აღწერითი ტექსტის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს, მაგ., შედგენილი შემასმენლის აქტიურად გამოყენებას (ეს კალამია, ის რვეულია, ეს კი ჩემი ჩანთაა), აღსაწერი საგნის / ობიექტის აღმნიშვნელი სიტყვის ჩანაცვლებას ნაცვალსახელით ან ზმნიზედით (თბილისი საქართველოს დედაქალაქია; ის დააარსა ვახტანგ გორგასალმა. შარშან თბილისში ვიყავი. იქ ბევრი ლამაზი სახლი ვნახე) და ა.შ.;
- ამოიცნობს და ასახელებს ძირითად სინტაქსურ მიმართებებს, მაგ., შეთანხმებას სახელებს შორის ბრუნვაში (მაგ., ორმა მეგობარმა, ლამაზი სახლი);
ამოიცნობს და ასახელებს ქონა-ყოლის აღმნიშვნელ ზმნებს, ამჩნევს მათი წარმოების თავისებურებებს (დედა მყავს, რვეული მაქვს).
ქართ. IV. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს
- ასახელებს საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს;
- განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
- მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
ქარ. IV. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს
- სათანადოდ აფორმებს მცირე ზომის მიზნობრივ ტექსტებს (სხვადასხვა ხასიათის აბრებს საშუალო სკოლის, საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნისთვის, ზღაპრის ან საბავშვო სპექტაკლის თემაზე შექმნილ პლაკატს და სხვ.);
- ადეკვატურად იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს, დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს;
- ამოიცნობს საბავშვო, შემეცნებით (შემეცნებით-გასართობ), მუსიკალურ, სპორტულ და საინფორმაციო გადაცემებს სპეციფიკური ნიშნების (მუსიკალური ქუდის, ლოგოს, დასაწყისისა და ა.შ.) მიხედვით;
- მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის გაფორმებაში: დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით ქმნის მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეული როლისათვის შესაფერისი კოსტუმის, ნიღბისა და ა.შ. ესკიზებს;
- შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
- ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
- როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს (მეორე ჯგუფი კი ცდილობს ამოიცნოს, კონკრეტულად რომელი ეპიზოდი იყო წარმოდგენილი).
ქართ. IV. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად
- ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
- ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს;
- აკვირდება კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში; მკითხველი დაეყრდნო ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
- უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;
- იცის და ასახელებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ტექსტის გაგებას უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემული ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);
- აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
- სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;
- სწორად იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა);
ამოიცნობს და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ენციკლოპედიებს და ა. შ.).
წერა
- ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
- შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
- ჩამოწერს შეკითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის;
- სწერს წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.).
ქართ. IV. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილს
- იცავს შინაარსობრივ თანამიმდევრობას;
- ნაწარმოების შინაარსის გადმოცემისას შემოქმედებითად იყენებს ავტორისეულ ლექსიკასა და მხატვრულ სახეებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ სხვადასხვა ფორმით (მაგ., მოკლე დახასიათების, გმირის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით და ა.შ.);
ქმნის ნაწარმოების განსხვავებული დასასრულის წერილობით ვერსიას.
ქართ. IV. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა
- აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
- ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
- მართებულად ხმარობს სიტყვებს: თითოეული, ყველა, ზოგი (ზოგიერთი), რამდენიმე და სწორად უთანხმებს რიცხვში ზმნებს;
- სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს, ორწერტილს, მრავალწერტილს...).
- შეადგენს წერითი დავალების მოკლე გეგმას;
- წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი ტექსტებისთვის;
- უბრუნდება ნაწერს კორექტირებისთვის, ასწორებს მარტივი ტიპის შეცდომებს (ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში ასოს, სიტყვას, ფრაზას/წინადადებას);
- ამჩნევს და ასწორებს საკუთარ შეცდომებს (მაგ., სუბიექტსა და ზმნას შორის შეუთანხმებლობას, მსაზღვრელ-საზღვრულს შორის შეუთანხმებლობას, ორთოგრაფიული ხასიათის შეცდომებს და სხვ.);
- ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთესი ვარიანტით.
Grade V
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. V. 1. (EN)
მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
- ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
- სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
- ისმენს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ტექსტებს და პოულობს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის;
წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით (მიუთითებს მის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებზე).
- ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
- გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
- მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;
- კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემის დროს იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
ქართ. V. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში
- მართებულად შეარჩევს ბრუნვის ფორმებს კონტექსტური მნიშვნელობების გამოსახატავად;
- ამოიცნობს და შესაბამის კონტექსტებში მართებულად იყენებს ზმნის დრო-კილოთა სათანადო ფორმებს (მაგ., გააკეთა - აკეთებდა - გაუკეთებია და სხვ.);
- სწორად იყენებს არაწესიერი წარმოების (ქონა-ყოლისა და გრძნობა-აღქმის) ზმნათა ფორმებს;
- საუბრის თემის, ადრესატისა და მიზნის მიხედვით ირჩევს შესაბამის სტილს.
- ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
- საუბრობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე;
- მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
- ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
- ჯგუფთან ერთად ირჩევს საკამათო თემას; განსაზღვრავს დისკუსიის წესებს: რეგლამენტს, რიგითობას, ეტიკეტს; იცავს კორექტულობას და ა. შ.;
- მოსმენისას ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებს, საყრდენ ფრაზებს;
- მოსმენისას ამოიცნობს დისკუსიაში გამოთქმულ თვალსაზრისს და ჩაინიშნავს არგუმენტებს;
- ყურადღებით ისმენს ჯგუფის თითოეული წევრის აზრს, ალაგებს გამოთქმულ მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით (ვის აქვს განსხვავებული მოსაზრება, რამდენი თვალსაზრისი გამოითქვა ჯგუფში...);
- ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად;
- ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას სადისკუსიო თემის შესახებ.
კითხვა
- ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
- ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
- შინაარსის შესაბამისად ცვლის სხეულის ენას (მიმიკას, ჟესტიკულაციას).
ქართ. V. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება
- გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
- აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);
- განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან;
- განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
- აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
- ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
ქართ. V. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება
- გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;
- განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;
- ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათს საქციელს;
- ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
- ყოფს ტექსტს შინაარსობრივ ნაწილებად;
- გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
- გამოყოფს ნაწარმოებში სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, შუა ნაწილს, დასასრულს);
- საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
- იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთიდან;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
- განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
- ამოიცნობს და განმარტავს ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის მსგავსება-განსხვავებას.
- ასახელებს ნაწარმოების თემას;
- ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან;
- მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ პოზიციას;
- აფასებს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
- ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს.
ქართ. V. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა
- ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ მიზნობრივი ტექსტისთვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (ხშირად გამოყენებულ გრამატიკულ ფორმებს, ლექსიკას; მაგ., ამჩნევს, რომ მოძრაობის წესებისა თუ სხვა აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნების ტექსტში უმეტესწილად გამოიყენება წართქმითი ან უკუთქმითი ბრძანებითი კილოს ფორმები: „შეჩერდით“, „ნუ გადახვალთ“, „დაუკვირდით“, „დაელოდეთ“. შესაბამისად, იმპერატიული შინაარსისაა ამგვარ ტექსტში ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნებიც: „უნდა“, „საჭიროა“, „დაუშვებელია“, „აუცილებელია“ და ა. შ.);
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობას, აღწერას) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას ზედსართავებისა და ნაზმნარი ზედსართავების, ანუ მიმღეობების სიჭარბეზე, ზმნების ნაკლებ რაოდენობაზე; თხრობისას ზმნების სიჭარბეზე, მოქმედების თანამიმდევრულობასა და მის მარკერებზე და სხვ.);
- ამოიცნობს ტექსტში ძირითად მოდალობებს და განმარტავს მათ;
- ადარებს სიტყვებს მორფოლოგიური აგებულების მიხედვით (სახელის ბრუნვის ფორმების, სახელური სიტყვაწარმოების ძირითადი წესებისა და სხვ.);
- ამოიცნობს არსებით, ზედსართავ, რიცხვით სახელებს; ჩაანაცვლებს მათ შესაბამისი ნაცვალსახელებით (კაცი - ის; მაღალი - ასეთი; ექვსი - ამდენი და სხვ.);
- ამოიცნობს და იყენებს მნიშვნელოვან სინტაქსურ მიმართებებს სიტყვათა შორის (ზმნასა და სახელს შორის შეთანხმებას პირსა და რიცხვში, რიცხვითი და / ან ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის ბრუნების წესებს...); შეუძლია კითხვების მეშვეობით ამოიცნოს ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (,,ვინ“ და ,,რა“ ჯგუფის სახელები, ზმნის დროები და ა.შ.);
- განარჩევს ზმნის უმთავრეს კატეგორიებს (პირს, რიცხვს, დროს, კილოს...);
- განარჩევს არაწესიერი წარმოების (ქონა-ყოლისა და გრძნობა-აღქმის) ზმნათა ფორმებს.
ქარ. V. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები
- აკვირდება ტექსტზე დართულ ილუსტრაციებს და მსჯელობს, რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის განწყობას, რას გვეუბნება იგი ტექსტში აღწერილი ადგილის, დროის, ამბის, პერსონაჟთა ხასიათების, მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; აფასებს, რამდენად ეხმარება მას ილუსტრაცია ტექსტის აღქმაში და/ან იძლევა თუ არა იგი დამატებით მასალას ტექსტის შესახებ;
- ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს უცნობი / შესასწავლი ტექსტის შინაარსის, თემატიკის, ადგილის, დროის, პერსონაჟთა ხასიათების, ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; ტექსტის გაცნობის შემდეგ მსჯელობს, რამდენად გამართლდა მისი ვარაუდი;
- ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით); ახსნის, რა კავშირშია მის მიერ შექმნილი ილუსტრაცია/ილუსტრაციები ტექსტთან ან ტექსტის ცალკეულ ეპიზოდთან;
- ქმნის სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტებს (მაგალითად, სარეკლამო განცხადებას, მოსაწვევს სასკოლო ღონისძიების პრეზენტაციაზე და სხვ.) ელექტრონულ ფორმატში, სათანადოდ აფორმებს მათ და დააგზავნის თანაკლასელებთან ელექტრონული ფოსტით;
- აკვირდება და აფასებს თანატოლის მიერ შექმნილ მიზნობრივ ტექსტს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად უწყობს ხელს ტექსტის სტრუქტურა მისი შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის ურთიერთმიმართების, შრიფტის სახესხვაობის, რუბრიკების, ტექტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფის, ნაწილების დასათაურებისა და ა.შ. საფუძველზე).
ქართ. V. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით
- სხვადასხვა საშუალებით (კონტექსტის გათვალისწინებით, კითხვის დასმით, ლექსიკონით) ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;
- სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) მოშველიებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
- დასმულ კითხვებს აჯგუფებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს ისინი (ტექსტში მოცემული ინფორმაციის მოძიებას; რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას; დასკვნების გამოტანას ტექსტში მოცემული ინფორმაციის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირების საფუძველზე);
- კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მას;
- იყენებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ხელს უწყობს ტექსტის გაგებას (მაგ., წარმოსახვაში აცოცხლებს ტექსტში გადმოცემულ ამბებს, ახდენს ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირებას, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის შინაარსს, აკვირდება დასმულ კითხვას იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს იგი და სხვ.);
- საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა/ხერხი გამოიყენა); გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
- კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს საბავშვო ენციკლოპედიის სტატიებს;
- სხვადასხვა საშუალებით (ენციკლოპედიების, ლექსიკონების, ინტერნეტის მეშვეობით) აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს სტატიიდან;
- სარგებლობს ბიბლიოთეკით და დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ირჩევს საკითხავ ლიტერატურას.
წერა
- წერის დაწყებამდე ირჩევს თემას; განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას, ირჩევს სასურველ ჟანრს;
- ამა თუ იმ ჟანრის ტექსტის შექმნისას იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხს (ეპითეტს, შედარებას, გაპიროვნებას, რითმასა და სხვ.);
- წერს ჩანახატებსა და ფელეტონებს საკლასო გაზეთისა და ჟურნალისათვის;
- წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე;
- თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
- იცნობს და მართებულად იყენებს შეფასების / დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (მაგ. „არ გეთანხმები\", „მეც ასე მგონია“, „მეეჭვება“, „არ მჯერა“, „შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ...“ და ა. შ).
- შინაარსობრივი, ენობრივი და ფორმალური ნიშნების მიხედვით ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების), სასწავლო-სამეცნიერო (რაღაცის ახსნის ან დამტკიცების მიზნით მსჯელობის) და მხატვრულ (განცდილი შთაბეჭდილების გადმოსაცემ) ენას;
- ადეკვატურად ცვლის ენას ერთი ტექსტის ფარგლებში, როცა ნაწერში ერთმანეთს ენაცვლება მსჯელობა, შთაბეჭდილებების გადმოცემა ან დიალოგი;
- ტექსტის მიზნის გათვალისწინებით შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებს და გრამატიკულ ფორმებს (მაგ., დიასახლისებისთვის განკუთვნილ რეცეპტს ან რჩევა-დარიგებებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის წერს სასურველი მოქმედების გამომხატველი კავშირებითის ფორმებით და იყენებს შესაბამისი შინაარსის მქონე ლექსიკას: „სასურველია“, „კარგი იქნებოდა“ და ა. შ.);
- მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებიდან კონტექსტის მიხედვით შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულს;
- სწერს წერილებს სხვადასხვა ასაკისა და მდგომარეობის ადამიანებს; წერილში ეტიკეტის დაცვით ეპაექრება/ეთანხმება ადრესატს და მართებულად იყენებს შესაბამის ფორმულებს (მაგ., „მეც ასე მგონია“, „არ მჯერა“, „შეიძლება, მაგრამ...“ და ა.შ.).
ქართ. V. 15. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა
- აქტიურად იყენებს მეტყველების ნაწილთა ძირითად ფორმობრივ თავისებურებებს (სახელთა ბრუნებას, სიტყვაწარმოებას, სხვადასხვა დრო-კილოთა ზმნური სიტყვაფორმებს...);
- პრაქტიკულად იყენებს სახელთა შეწყობას ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით, ზმნური კონსტრუქციების ცვლილებების გათვალისწინებით;
- განასხვავებს და სათანადოდ იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს;
- ასწორებს გრამატიკულ შეცდომებს (მაგ: სუბიექტ-ობიექტისა და ზმნის სინტაქსური ურთიერთობის წესების დარღვევისას), ითვალისწინებს ზმნის პირის ფორმათა აგების კანონზომიერებებს;
- ტექსტის შექმნისას იცავს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და აკეთებს კორექტურას.
Grade VI
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. VI. 1. (EN)
მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
- საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
- განარჩევს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას და სათანადოდ იყენებს მას მეტყველების დროს;
მეტყველების პროცესში თავისუფლად გადმოსცემს სხვის ნათქვამს პარაფრაზის გამოყენებით.
ქართ. VI. 2. (EN)
მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი
- ასახელებს მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერპრეტირებას;
- აფასებს პერსონაჟების ქმედებას კონფლიქტურ, წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ეპიზოდებში;
- მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
- მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე;
- ირჩევს ტექსტში ასახული კონკრეტული პრობლემის გადაჭრისათვის შეთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტებს შორის მისი თვალსაზრისით საუკეთესოს;
- სთავაზობს აუდიტორიას ნაწარმოებში გამოკვეთილი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიას.
ქართ. VI. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად
- საკუთარ კომუნიკაციურ ქცევას უსადაგებს შესაბამის კონტექსტს;
- შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა სახის (საინფორმაციო, ვიზუალურ და ა. შ.) მასალას სანდოობის თვალსაზრისით;
- წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას სხვადასხვა თემაზე;
- განიხილავს მიზნობრივი ტექსტის ამა თუ იმ სახეს, მაგ., რეკლამას, და ასახელებს საგნის ან მოვლენის იმ მხარეს, რომლის აფიშირებასაც ეწევა რეკლამა; საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს რეკლამის ღირსებას ან ნაკლს, ასახელებს სიტყვებს და სხვა გამომხატველობით საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად გადმოსცემს რეკლამის მიზანს;
- ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემულ სხვადასხვა ხასიათის საბავშვო და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს;
- ამოიცნობს ამ პროგრამების სტრუქტურას და აგების ძირითად პრინციპებს;
- თანატოლებთან ერთად მსჯელობს და კამათობს ნანახი ან მოსმენილი გადაცემის შესახებ.
ქართ. VI. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით
- სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;
- სვამს კითხვებს აზრის დაზუსტების, უკეთ გაგების მიზნით;
- ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების (პირის, რიცხვის, პირიანობის, დროის, კილოს) არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით (აშენებს ის მას, ააშენა მან ის, აუშენებია მას ის...);
- ამოიცნობს ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითად ენობრივ თავისებურებებს (სახელთა ბრუნებისას, რიცხვითი ფორმების წარმოებისას, ზმნის უღლებისას).
ქართ. VI. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება
- იყენებს მოცემულ კულტურულ გარემოში მოქმედ წესებს, ეტიკეტურ ნორმებსა და შესაბამის სტრატეგიებს ამა თუ იმ თემის პრეზენტაციის, დისკუსიის, კამათის დროს და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმისას;
- ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში;
- ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
- ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
- აზრის გამოთქმისას იცავს მიღებულ ფორმალობებს (დგება აუდიტორიის წინ და ამყარებს მსმენელებთან მხედველობით კონტაქტს; მეტყველებისას იყენებს მიმართვის, მსმენელთა ყურადღების მობილიზებისა და განსხვავებული აზრის გამოთქმის თავაზიან ფორმებს);
- გეგმავს და ამზადებს ჯგუფურ ან წყვილურ საკომუნიკაციო ამოცანას, სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკის, ინტერნეტის და ა.შ. მეშვეობით) აგროვებს მასალას, გააცნობს მას ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათს აზრს;
შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.
კითხვა
- წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
- ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
- კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან.
ქართ. VI. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება
- ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
- ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
- ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას;
- განარჩევს ვარაუდს ფაქტისაგან, ფაქტს - თვალსაზრისისაგან;
- ამოიცნობს მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
- განარჩევს მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას;
- თხრობითი ხასიათის ტექსტებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, მოქმედების განვითარებას და ა.შ.);
- განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს;
- გამოკვეთს მთავარ ინფორმაციას და გადმოსცემს მას საკუთარი სიტყვებით;
- განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს და პირიქით – ვრცლად გადმოცემულ ამბავს გადმოსცემს მოკლედ.
ქართ. VI. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები
- ერთმანეთისგან განასხვავებს საინფორმაციო ანგარიშს, ამბის თხრობას, მარტივ ინსტრუქციას, ზეპირი კომუნიკაციისა და სხვა ფუნქციურ ტექსტებს;
- მართებულად იყენებს ადმინისტრაციული ხასიათის მარტივ ტექსტებს, სხვადასხვა ინსტრუქციას, ამა თუ იმ დაწესებულებაში მოქმედ წესებს, ფორმულარებს;
- ასახელებს ამგვარი ტექსტების ფორმალურ ნიშნებს, როგორებიცაა, მაგ., მკაცრად ლაკონიური სტილი, ტექსტის პირობითი ფორმა (ბლანკის ტიპისა); სპეციალური/ დარგობრივი ტერმინოლოგია და ა. შ.;
- განასხვავებს საბავშვო, პოპულარულ, დარგობრივ, ამა თუ იმ დაჯგუფებისა და ორგანიზაციის ჟურნალ-გაზეთებს;
- იცნობს პრესის სტრუქტურას და სწორად მოიძიებს საჭირო ინფორმაციას (ხვდება, მისთვის სასურველი ინფორმაცია თუ სტატია გაზეთის ან ჟურნალის რომელ ნაწილში უნდა იყოს განთავსებული);
სწორად „ამოიკითხავს“ ტექსტის ინტონაციას, პაუზებს, აზრობრივ აქცენტებს.
ქართ. VI. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ
- გამოხატავს უშუალო, ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს;
- ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით;
- სვამს კითხვებს და მსჯელობს ნაწარმოებში დრამატულად განვითარებული მოვლენების შესახებ;
- საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად იშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს, მაგალითებს პირადი ცხოვრებიდან;
- ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურ მოვლენას.
ქართ. VI. 10. (EN)
მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი
- ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
- სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით;
- ამოიცნობს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს და ახდენს მათს ინტერპრეტაციას;
- გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახებ;
- მსჯელობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე;
- ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულებას.
ქართ. VI. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა
- ამოიცნობს ხატოვან გამონათქვამებს და მიზანმიმართულად იყენებს მათ;
- თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით;
- ამოიცნობს სხვადასხვა მოდალობის (სურვილის, შესაძლებლობის) გამომხატველ სიტყვებს;
- ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების (პირის, რიცხვის, პირიანობის, დროის, კილოს) არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით (აშენებს ის მას, ააშენა მან ის, აუშენებია მას ის...);
- ამოიცნობს და განარჩევს არსებით, ზედსართავ, რიცხვით სახელებს; ამოიცნობს ზედსართავ სახელებს, მათს ფუნქციას; მიუთითებს ზმნიზედების როლზე ზმნური შინაარსის გამოხატვაში;
- მოიძიებს სხვათა სიტყვას (-მეთქი; -თქო; -ო) და განარჩევს მისი გამოყენების მიზანშეწონილობასა და მართებულობას;
- განარჩევს ზმნისწინით გამოხატულ ძირითად მნიშვნელობებს;
- მიუთითებს წინადადების ძირითად წევრებსა და ძირითად შესიტყვებებზე.
ქარ. VI. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები
- უდარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ და თეატრალიზებულ ვერსიებს;
- ქმნის მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვით პორტრეტს;
- ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის პერსონაჟის/პერსონაჟების ვებ-გვერდს / პროფილს სოციალური ქსელებისათვის;
- ამ მიზნით ამოკრებს და ახარისხებს შესაბამის ინფორმაციას ტექსტიდან; მოიძიებს და შეარჩევს ვიზუალურ მასალას ინტერნეტით და ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შეარჩევს ფოტოებს საოჯახო ალბომებიდან, რეპროდუქციებს და სხვ.;
- წარმოიდგენს და აღწერს წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ერთი ეპიზოდის ამსახველ სცენას წარმოსახვითი ფილმისათვის/მულტფილმისათვის სარეჟისორო სცენარის სახით (აღწერს შერჩეულ ეპიზოდში მოთამაშე მსახიობების / ნახატი გმირების გარეგნობას, კოსტუმებს, გამოყენებულ მუსიკას, ხმაურს და/ან სხვა ბგერით ეფექტებს; დროსა და სივრცეს, სადაც ვითარდება მოქმედება და სხვ.);
- სხვადასხვა გამომხატველობითი საშუალებების (კარიკატურების, აპლიკაციების, ფოტოებისა და ა.შ.) გამოყენებით შეადგენს მარტივი სახის რეკლამებს წინასწარ მოცემული პირობის მიხედვით; გაიაზრებს იმ უპირატესობებს, რისი აფიშირებაც სურს რეკლამის საშუალებით (მაგ., სპორტული მოედნის რეკლამაში წინა პლანზე წამოწევს მის ადგილმდებარეობას: სკოლასთან ახლოსაა და, ამდენად, ყველა ბავშვისთვის მოსახერხებელია...);
- მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);
- თხზავს და სპეციფიკური წესების დაცვით აფორმებს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო და ადმინისტრაციულ ტექსტებს (მაგ., კონკრეტული პირის სახელზე დაწერილ მოკლე ანგარიშს, ახსნა-განმარტებით ბარათს, საინფორმაციო განცხადებას და სხვ.).
- კითხვისას წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მიმართავს სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს, კომენტარებს უკეთებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებს; კონტექსტზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
- სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) გამოყენებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტების მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
- აანალიზებს თანატოლების მიერ შესრულებელ საკითხავ დავალებებს - განარჩევს სწორ და მცდარ პასუხებს; ხსნის, რატომ ვერ გასცა მოსწავლემ სწორად პასუხი, რა ვერ გაიგო, რატომ შეცდა იგი და სხვ.;
- ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას და ხსნის თავის არჩევანს;
- საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა, ხერხი გამოიყენა); მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
- იხსენებს, გამოუყენებია თუ არა მსგავსი სტრატეგიები სხვა საგნებში საკითხავი დავალებების შესრულებისას; მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელ საგნებში და/ან რა სახის ტექსტების წაკითხვისას შეიძლება აღნიშნული სტრატეგიების გამოყენება;
- ადგენს წაკითხული წიგნების კატალოგს (მოკლე ანოტაციით);
- ენციკლოპედიების, ლექსიკონებისა და ინტერნეტის საშუალებით აზუსტებს ტექსტში მოთხრობილ უცნობ ან გაუგებარ ამბავს;
- მართებულად იყენებს განმარტებით და დარგობრივ ლექსიკონებს.
წერა
ქართ. VI. 14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი
- სწორად აგებს ტექსტს კომპოზიციის ელემენტების გამოყენებით;
- აკეთებს მოკლე წერილობით კომენტარს მისთვის მხატვრულად და აზრობრივად საინტერესო მონაკვეთების შესახებ;
- საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;
- ქმნის მისთვის აზრობრივად საინტერესო ეპიზოდის გაგრძელებისა და დასასრულის საკუთარ ვარიანტს;
- კონკრეტული ლიტერატურული ჟანრის ტექსტის დასაწყისის მიხედვით ქმნის შესაბამისი მხატვრული ფორმის მცირე ზომის თხზულებას;
- ქმნის ორიგინალურ თხზულებას.
- წერს სხვადასხვაგვარ თხზულებას, ინფორმაციულ ტექსტს სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენებით;
- ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;
- საჭირო ენობრივი მასალის მოსაძიებლად იყენებს სხვადასხვა დამხმარე საშუალებას (სინონიმურ განმარტებებს, სიტყვათშეხამებებს, მყარ შესიტყვებებს, ფრაზეოლოგიზმებს; მუშაობს ლექსიკონზე...);
- აზრობრივი სრულყოფის მიზნით, დამატებით სვამს ტექსტში საჭირო სიტყვებსა და გამონათქვამებს;
- წერილობით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს როგორც ვრცლად, ისე მოკლედ სხვადასხვა ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენებით, ურთავს კომენტარებს;
- მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით წინასწარ ამზადებს და თხზავს სხვადასხვა ტიპის მიძღვნით ტექსტებს (ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით წარმოსათქმელ სიტყვას, მეგობრისადმი მიძღვნილ სახუმარო ტექსტს, შარჟსა და სხვ.);
- თემისა და რესპოდენტის გათვალისწინებით ადგენს მარტივ შეკითხვებს ინტერვიუსათვის; ატარებს მარტივი სახის გამოკითხვას კონკრეტულ თემაზე; ჩაწერს და შესაბამისად აფორმებს ტექსტს.
ქართ. VI. 16. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება
- სწორად იყენებს ირიბ ნათქვამსა და ციტირებას;
- განარჩევს ნაცვალსახელთა ჯგუფებს და შესაფერის კონტექსტში სწორად უნაცვლებს მათ სათანადო სახელთა ფორმებს;
- მართებულად იყენებს მისათითებელ სიტყვათა და კავშირთა (წევრ-კავშირთა) კონსტრუქციულ შესაძლებლობებს მიზეზ-შედეგობრიობისა თუ სხვა ნიუანსების გადმოსაცემად;
- იცნობს და იყენებს სიტყვათა მართლწერის ძირითად წესებს; მართლწერის შესამოწმებლად იყენებს დამხმარე საშუალებებს;
- იყენებს ნაირგვარ სტილისტურ თუ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებას განცხადების, ანკეტის, ავტობიოგრაფიის შესადგენად;
- სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს;
- გადაიკითხავს ნაწერს და ჩაასწორებს მას როგორც ენობრივ-სტილური, ისე პუნქტუაციის თვალსაზრისით;
- კითხულობს ნაწერს გააზრებულად, კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ენობრივად სწორ, დასაშვებ და შესაძლებელ ფორმებს;
- გადაიკითხავს და ჩაასწორებს ტექსტს აზრობრივად;
- ამოწმებს ტექსტში გამოყენებულ ფორმებს და სიტყვათშეხამებებს ენის მოქმედი ნორმების მიხედვით; ტექსტის კორექტირებისას იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონს.
Grade VII
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. VII. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
- ისმენს ჩუმად, ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს არავერბალური ხერხებით: ყურადღებიანი მზერით, თავის დაქნევით, ღიმილით და სხვ.;
- სასაუბრო სიტუაციაში ითხოვს თანამოსაუბრისაგან ინფორმაციის დაზუსტებას (ვერ მიგიხვდი / მიგიხვდით; ხომ არ გაიმეორებ? / გაიმეორებთ? რას გულისხმობ? / გულისხმობთ?);
- აზრის დასაზუსტებლად იმეორებს თანამოსაუბრის ნათქვამს (როგორც გავიგე, შენი/თქვენი აზრით, შენ/თქვენ თვლი/თვლით...);
- მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;
- მოსმენილ ინფორმაციაში განასხვავებს ფაქტებს დამოკიდებულებებისაგან (შეფასებებისგან);
- ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციიდან და დასკვნის სახით წარმოადგენს მას აუდიტორიის წინაშე;
- წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე;
- შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
- აქცენტს აკეთებს (ინტონაციით, პერიფრაზით, განმარტებებით...) ზეპირი გამოსვლის არსებით საკითხებზე;
- თანამიმდევრულად გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის შინაარსს / ამბავს პირადი გამოცდილებიდან;
- მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).
ქართ. VII. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით
- ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (ისმენს სკოლაში მოწვეული სტუმრის, ტელე- და რადიოგადაცემების წამყვანთა და მონაწილეთა საუბარს და განსაზღვრავს, რა მიზანს ისახავენ ისინი: მსმენელის ინფორმირებას, დარწმუნებას თუ გართობას);
- მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გაართვა თავი მოსაუბრემ საკომუნიკაციო ამოცანას (ანუ გასაგებად მიაწოდა თუ არა მსმენელს ინფორმაცია; შეძლო თუ არა მისი დარწმუნება, გართობა და ა.შ.);
- აანალიზებს სატელევიზიო ინტერვიუს ან დისკუსიას (რა იყო გადაცემის თემა; რატომ მოიწვია წამყვანმა მაინცდამაინც ეს ადამიანები; იყო თუ არა წამყვანი კორექტული; უსმენდა თუ არა სტუმარს; იყო თუ არა რაიმე გამაღიზიანებელი წამყვანის მეტყველებაში; რამდენად ეფექტურად იყენებდნენ მოსაუბრეები ჟესტ-მიმიკის ენას და სხვ.);
- მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი ინფორმაცია.
ქართ. VII. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- რეაგირებს მსმენელთა ვერბალურ და არავერბალურ რეაქციებზე (იმეორებს ნათქვამს უფრო ხმამაღლა და გარკვევით, ანელებს ან აჩქარებს მეტყველების ტემპს);
- ლექსის ან მხატვრული პროზის ფრაგმენტების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას და ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
- ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა (სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით;
წარმოადგენს ზეპირი ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიას აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგ., როგორ მოუყვებოდა ერთსა და იმავე ამბავს სკოლის დირექტორს, მეგობარს, პატარა და-ძმას და სხვ.).
- ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
- გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს;
- საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
- ისმენს და ეთანხმება, ან კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს;
- დამაჯერებლად იცავს საკუთარ აზრს, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
- სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია და არა რიგითი მონაწილე).
ქართ. VII. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება
- ამოიცნობს და იყენებს ზეპირი თხრობის დამახასიათებელ ნიშნებს (მაგ., სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, მიმართავს ჟესტებისა და მიმიკის ენას და სხვ.);
- საუბრობს ტექსტში გამოთქმული ჰიპოთეზის შესახებ და სწორად იყენებს ვარაუდის გამომხატველ სინტაქსურ კონსტრუქციებს, სიტყვა-კავშირებს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამონათქვამებს („რადგან...“, „თუ ... მაშინ“, „ამის გათვალისწინებით...“, „აქედან გამომდინარე...“);
- განასხვავებს და მართებულად იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის (სასაუბრო, ოფიციალურ-საქმიანი) დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს;
- ამოიცნობს და ახასიათებს პოეტურ ნაწარმოებში ბგერწერითი ეფექტის შემქმნელ ელემენტებს (რითმას, რიტმს, ალიტერაციას);
- ინტონაციასა და სიტყვიერ სიგნალებზე დაყრდნობით ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (მაგ., ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან; შეფასების გამომხატველ სიტყვებზე დაყრდნობით ამოიცნობს მოსაუბრის დამოკიდებულებას საუბრის თემის მიმართ და ა. შ.);
- ამოიცნობს და იყენებს შეფასების (დამოკიდებულების) გამომხატველ სიტყვებს (განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს; გარკვეული მოდალობების გამომხატველ მარტივ და შედგენილ შემასმენელს: „არა მგონია...“, „ვფიქრობ...“, „დასაშვებია...“, „სავარაუდოა...“, „სამწუხაროა...“ და სხვ.);
- თხრობისას სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს; გადაჰყავს პირველ პირში მონათხრობი მესამე პირში;
- მართებულად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, დაბოლოს, დასასრულს და სხვ.).
- იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
- ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, მაგ., აზრის პერიფრაზირებას, მოკლე განმარტებების ჩართვას, ცხოვრებისეული მაგალითების დამოწმებას და ა. შ.);
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
- აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად დასახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
კითხვა
ქართ. VII. 7. (EN)
. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა
- კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
- საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
- ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
- ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
- ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
- ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
- გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
- პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
- ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
- აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ;
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს, უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (მაგ., „რა იქნებოდა, რომ...“);
- ასახელებს საყვარელ წიგნს, მწერალს, პერსონაჟს და განმარტავს თავის არჩევანს.
ქართ. VII. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან
- ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რისთვის არის დაწერილი - მკითხველის ინფორმირების, გართობის, თუ დარწმუნებისათვის) და აუდიტორიას (ვისთვის არის განკუთვნილი);
- შეაფასებს ტექსტს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგალითად, არის თუ არა სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციები გასაგები; შეძლო თუ არა რეკლამამ მისი დარწმუნება; ისიამოვნა თუ არა მხატვრული ნაწარმოების კითხვით; მიიქცია თუ არა საგაზეთო სტატიის სათაურმა მისი ყურადღება და სხვ.);
- მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
- გამოყოფს სიუჟეტში მოქმედების განვითარების საფეხურებს;
- აკეთებს კომენტარს მხატვრულ ნაწარმოებში დიალოგის ფუნქციის შესახებ; ხედვის კუთხის (ვისი თვალით არის აღქმული მოვლენები; ვინ არის მთხრობელი; შეიცვლებოდა თუ არა რაიმე, სხვა პერსონაჟს რომ მოეთხრო იგივე ამბავი);
- განმარტავს, რა მოლოდინს ქმნის ნაწარმოების დასაწყისი; მართლდება თუ არა ეს მოლოდინი;
- ამოიცნობს და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ხერხებს ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა, მაგ., რეკლამა, საინფორმაციო ბუკლეტი და ა.შ.;
- განმარტავს, რა ხერხებს იყენებს გაზეთი მკითხველის ყურადღების მისაპყრობად (მასალის განლაგება, სად არის მოთავსებული ახალი ამბები, რეკლამა, სტატია; რუბრიკები, სათაურები, შრიფტი და სხვ.);
- განსაზღვრავს საგაზეთო მასალის ძირითად იდეას და განმარტავს, რა ხერხებს იყენებს ავტორი ძირითადი იდეის წარმოსაჩენად (ეფექტური სათაური, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.).
ქართ. VII. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით
- ამოიცნობს და ახასიათებს სხვადასხვა ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მხატვრულს, პუბლიცისტურს, საქმიანს);
- ამოიცნობს მეტყველების ტიპებს (თხრობას, აღწერას, მსჯელობას) ერთი ტექსტის ფარგლებში;
- ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ძირითადი მახასიათებლების დანიშნულებას (მაგალითად, სტროფებად დაყოფის ან რიტმის, რითმის და ბგერწერითი ეფექტების დანიშნულებას ლექსში; აბზაცის დანიშნულებას პროზაულ ტექსტებში);
- გამოყოფს საინფორმაციო ტექსტში წამყვან აბზაცს და დამატებით აბზაცებს;
- ამოიცნობს და განმარტავს, როგორ ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში: ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების (მაგალითად, დეტექტივის, ისტორიული მოთხრობის, იგავ-არაკის...) დასაწყისს; განმარტავს, რა იქცევს მკითხველის ყურადღებას;
- ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს (მაგ., ავტორისეულ დახასიათებას, მეტყველებას, პორტრეტს, ინტერიერს და სხვ.);
- ამოიცნობს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს, რომლებიც მსჯელობის შედეგს ასახავს (მაგ., „შესაბამისად...“, „აქედან ის დასკვნა გამოგვაქვს, რომ...“, „მაშასადამე...“ , „ამგვარად...“, „ესე იგი...“, „დაბოლოს...“ და სხვ.);
- ამოიცნობს და განმარტავს ფრაზებსა და სიტყვებს (განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველ ზმნებს), რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან (თვალსაზრისისაგან);
- ამოიცნობს და განმარტავს ზოგიერთ სტილისტურ ხერხს (მაგ., განმეორებას, პარალელიზმს და ა.შ.);
- ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და განმარტავს მათს ფუნქციას ტექსტში;
- განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები და რა მარკერები მიგვანიშნებს მათზე (მაგ., დროის აღნიშვნა: მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ და ა. შ.; ადგილის აღნიშვნა: შორს, ცხრა მთას იქით, პატარა სოფელში და ა. შ.; მოვლენათა თანამიმდევრობის აღნიშვნა: მაშინ, შემდეგ, დაბოლოს და სხვ.);
- განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში; ატარებს ექსპერიმენტს _ გადაჰყავს I პირში მონათხრობი III პირში ან პირიქით და აღწერს მიღებულ ეფექტს;
- აკვირდება და ასახელებს, რა სახის ტექსტები იწერება I, II ან III პირში (ავტობიოგრაფიული, მემუარული, ლირიკული ტექსტები, დღიურები, პირადი წერილები, განცხადებები და სხვ.);
- ატარებს ექსპერიმენტს ზმნის დროებთან დაკავშირებით: იღებს თხრობითი ხასიათის ტექსტს, გადაჰყავს ზმნები წარსული დროის ფორმიდან აწმყოში და მსჯელობს მიღებულ ეფექტზე;
- ამოიცნობს და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ენობრივ საშუალებებს ტექსტში (სინტაქსურ კონსტრუქციებს, სპეციფიკურ ლექსიკას, ფრაზეოლოგიზმებს, მყარ შესიტყვებებს);
- განმარტავს ენის არასალიტერატურო ფორმების (ჟარგონის, დიალექტიზმის, ბარბარიზმის) გამოყენების მიზეზებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში.
- წიგნის გაცნობის მიზნით იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს (ეცნობა ავტორს, ნახულობს წიგნის სათაურს, კითხულობს ანოტაციას, ეპიგრაფს, თავების სახელწოდებებს; ათვალიერებს ილუსტრაციებს, სქემებს, ტაბულებს);
- კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად ჩაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების, პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებას;
- შესწავლის მიზნით ნელა კითხულობს ტექსტს, ხელახლა გადაიკითხავს ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს და სხვ.;
- იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს);
- ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
- მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან).
წერა
- გადმოსცემს შთაბეჭდილებას წაკითხულ წიგნზე, ნანახ სპექტაკლზე (აღნიშნავს, რა მოეწონა, რამ დააინტერესა, რა არ მოეწონა და რატომ);
- წერს საინფორმაციო წერილს სკოლის გაზეთისათვის, იცავს ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა და ფორმას;
- წერს სარეკლამო ტექსტს (თანაკლასელების მიერ შექმნილ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებისთვის, ვიდეორგოლებისთვის, ფოტოგამოფენისთვის, სასკოლო ღონისძიებისთვის და სხვ.);
- წერს საქმიან ტექსტს (მაგალითად, განცხადებას ან თხოვნას);
- წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს;
- წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს (მაგალითად, საკუთარ ან სხვის ბიოგრაფიას, რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს);
- თხზავს თხრობითი ტექსტის დასაწყისის რამდენიმე ვერსიას (იყენებს დასაწყისის ცნობილ მოდელებს: მიმართვას მკითხველისადმი; აფორიზმს ან საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას; მოქმედების დროისა და ადგილის აღნიშვნას და სხვ.).
ქართ. VII. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- წერს წინასიტყვაობას საყვარელი წიგნისთვის, რომელშიც ურჩევს თანატოლებს, რომ აუცილებლად წაიკითხონ ეს წიგნი;
- წერს წაკითხული წიგნის ანოტაციას სხვადასხვა (ავტორის, გამომცემლის, მკითხველის) პოზიციიდან;
- წერს მისალოც ან მოსაწვევ ბარათს სხვადასხვა ადრესატისათვის (მეგობრის, შორეული ნაცნობის, ასაკით უფროსი ადამიანისათვის), თავს არიდებს კლიშეებსა და შტამპებს;
- წერს სარეკლამო ტექსტს სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, ბავშვებისა და დიდებისათვის);
- წერს ერთსა და იმავე ისტორიას ბავშვებისა და უფროსებისათვის;
- სწერს წერილს მეგობარს, წიგნის ავტორს, პერსონაჟს, გამოჩენილ ადამიანს, შესაბამისად ცვლის წერის სტილს.
ქართ. VII. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა
- სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს (სათაურს, ქვესათაურს და ა. შ.);
- თანამიმდევრულად აგებს თხრობას, სწორად იყენებს ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ., ჯერ, შემდეგ, ბოლოს...);
- იყენებს სხვადასხვა მოდალობის (თხრობით, კითხვით, ძახილის), აგებულებისა (მარტივი, თანწყობილი, ქვეწყობილი) და შედგენილობის (გავრცობილი, გაუვრცობელი) წინადადებებს;
- მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს ციტირებისას და დიალოგის გადმოცემის დროს;
- მართებულად იყენებს და აფორმებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს;
- იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.
ქართ. VII. 14. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
- წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას; აგროვებს მასალას;
- იყენებს სხვადასხვა რესურსს (ლექსიკონს, ბიბლიოთეკას და სხვ.);
- ადგენს ტექსტის გეგმას;
- წერს ტექსტის პირველ ვარიანტს;
- გადაამუშავებს და გადაათეთრებს ნაწერს, ყურადღებას ამახვილებს როგორც შინაარსზე, ისე სტილის ელემენტებზე;
- დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის) დახმარებით; ასწორებს პუნქტუაციურ, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს;
- მასწავლებელთან ერთად ისახავს ხარვეზების გამოსწორების გზებს.
Grade VIII
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. VIII. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
- სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
- მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
- მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
- საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
- ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და ა. შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);
- კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ. როლურ ტექსტს, თხრობას, კამათს და ა. შ.);
- ისმენს / თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.
ქართ. VIII. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- ისმენს და კრიტიკულად აფასებს, რამდენად შეესაბამება სხვების მიერ გამოყენებული ენობრივ-სტილური საშუალებები მსჯელობისას გადმოცემულ შეფასებებს, დამოკიდებულებებსა და დასკვნებს;
- ლექსიკის, ფრაზეოლოგიზმების, სინტაქსური კონსტრუქციისა თუ სხვა ენობრივი ნიშნების მიხედვით ამოიცნობს, თუ რომელი აუდიტორიისათვის არის გამოსვლა გამიზნული;
- აფასებს, რამდენად შეესაბამება მოსაუბრის მიერ გამოყენებული ენობრივი საშუალებები საუბრის თემას, მიზანსა და აუდიტორიას;
- ასახელებს გამოხატვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურ და სუსტ ადგილებს საუბრიდან (სად იყო თხრობა საინტერესო, შთამბეჭდავი, მონოტონური, მოსაწყენი, რა ვერბალური თუ არავერბალური საშუალებებით მიიღწეოდა ეფექტი).
ქართ. VIII. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება
- ამოიცნობს და იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა. შ.);
- მოსმენით განასხვავებს და ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს (სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს: ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვ.);
- ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისთვის დამახასიათებელი ფუნქციური სტილის ენობრივ მახასიათებლებს (ნომინალურ წინადადებებს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციებს და სხვ.);
- ამოიცნობს და იყენებს რიტორიკულ ფიგურებს (მაგ., რიტორიკულ შეკითხვას, რიტორიკულ შეძახილს, გამეორებას, პაუზას და სხვ.), რომლებიც ეფექტურად გამოხატავენ მსჯელობის მიზანს (არგუმენტების გამოყენებით ამა თუ იმ პიროვნების შექება / გაკიცხვა, კონკრეტული მოვლენის გამართლება / უარყოფითად შეფასება და ა. შ.);
- განარჩევს და სათანადოდ იყენებს საკუთარ მეტყველებაში გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვს (მაგ., იდიომებს, ხატოვან გამონათქვამებს, რიტორიკულ ფიგურებს, სახე-სიმბოლოებს და ა. შ.).
ქართ. VIII. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
- ისმენს სასაუბრო ტექსტებს (მაგალითად, მოწვეული პიროვნებების მეტყველებას, საინფორმაციო თუ სარეკლამო ტექსტს) და ამოიცნობს იმ დამარწმუნებელ საშუალებებს (მაგალითად, არგუმენტაციის სიძლიერეს, სათანადო მაგალითებს, ლირიკულ გადახვევას, ფიგურალურ გამონათქვამებს, ემოციურ ფონს და სხვ.), რომლებიც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიაზე;
- ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
- აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).
კითხვა
ქართ. VIII. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე
- დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
- ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
- არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
- პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;
- მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად;
- საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ საკვანძო საკითხს;
- პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
- გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან
- მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს;
- მსჯელობს, რა საშუალებებით ახდენს გავლენას ავტორი კონკრეტულ აუდიტორიაზე და როგორ ქმნის განწყობას;
- ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს და მისი გათვალისწინებით მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე;
- მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის დიზაინი მიზანსა და აუდიტორიას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა და სხვ.);
- მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს სხვადასხვა მხატვრული დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას.
- მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;
- აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;
- საუბრობს, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ნაწარმოების შინაარსი კონტექსტური (დრო-სივრცული) ფაქტორების ცვლილებამ;
- ხსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია კონტექსტური ფაქტორების ცვლილებამ;
- საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონტექსტური ფაქტორები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
ქართ. VIII. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად
- ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას (მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
- შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;
- ამოიცნობს და აღწერს ზოგიერთ ტექნიკურ ხერხს, რომელიც გამოყენებულია გარკვეული განწყობის შესაქმნელად (მაგალითად, ტექსტის დიზაინს: დიალოგებისა და მონოლოგების მონაცვლეობა, ტექსტის თავებად და აბზაცებად დაყოფა; ნაწილების დასათაურება და ა. შ.);
- ამოიცნობს ავტორის მიერ მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას (არქაიზმებს, დიალექტურ ფორმებს, ჟარგონს, ნეოლოგიზმებს, ბარბარიზმებს და სხვ.).
- ხელახლა უბრუნდება გაუგებარ ადგილებს;
- მონიშნავს ტექსტში ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვან ადგილებს;
- იყენებს მარკირების საკუთარ სისტემას (მაგალითად, ტექსტის არშიაზე პირობით ნიშნებს, მარკერს);
- მონიშნავს უცნობ და ძნელად აღსაქმელ ლექსიკურ ერთეულებს და ტექსტის არშიაზე აკეთებს განმარტებებს, მინიშნებებს, კომენტარებს;
- აზუსტებს ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას (გადაამოწმებს ინფორმაციას ენციკლოპედიაში, ლექსიკონებში);
- იყენებს საკითხების ჩამონათვალის ფორმით შედგენილ რეზიუმეს და გრაფიკულ ცხრილებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გამოსაკვეთად.
წერა
ქართ. VIII. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით
- პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
- ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
- უარყოფს ან ეთანხმება საგაზეთო პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებას და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას;
- პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს: ჩანახატს, სცენარს როლური თამაშებისათვის, მცირე ზომის მოთხრობას;
- გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;
- ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.
ქართ. VIII. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების/მოსაზრებების დამოწმება, მიმართვის ან ემოციის გამოხატვის ფორმები და სხვ.), რომლებიც შეესაბამება სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა და მიზნებს;
- აუდიტორიის ასაკისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით აფორმებს ტექსტს;
- წერს კონკრეტულ პრობლემაზე სხვადასხვა პოზიციიდან და სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, სკოლაში არსებული პრობლემური სიტუაციის შესახებ წერს მშობლის, თავად მოსწავლის, დირექტორის და ა. შ. პოზიციიდან);
- წარმოადგენს პრობლემური საკითხის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნით (დარწმუნების, თანაგრძნობის გამოწვევის მოტივით და სხვ.).
ქართ. VIII. 12. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად
- სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა და ქცევის ფორმებს;
- იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს;
- მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ წინადადებებს ინფორმაციის დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით (მაგალითად, „ჩემი ძმა, რომელიც თორმეტი წლისაა“..., „ჩემი ძმა, თორმეტი წლის ბიჭი“...);
- მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“, „ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
- მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს.
ქართ. VIII. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
- ირჩევს ტექსტის თემატიკას, ტიპს და შეადგენს გეგმას სპეციფიკური მიზნებისა და აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- შეარჩევს მასალას და აჯგუფებს გეგმის შესაბამისად;
- შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები, რათა იგი იყოს მკაფიო, ლოგიკური და თანამიმდევრული;
- ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს; იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს;
- მსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად იყენებს მასალას (ციტატებს სხვადასხვა წყაროდან, ცხრილებს, ფოტოებსა და ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს);
- იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
Grade IX
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. IX. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე
- პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
- იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
- მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
- ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
- ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
ქართ. IX. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
- აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
- აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., „თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“);
- განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების და ა.შ.);
- დრამატული მონოლოგის ან როლური ტექსტის სახით წარმოადგენს განსხვავებული თვალსაზრისის მისეულ ინტერპრეტაციას;
- ისმენს რადიო და სატელევიზიო ინტერვიუებს, გამოსვლებს, განიხილავს მათში ჩამოყალიბებულ ან ნაგულისხმევ განსხვავებულ თვალსაზრისებს;
- განსხვავებული თვალსაზრისების განხილვისას იყენებს აუდიო და ვიზუალურ (მულტიმედია, ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები და სხვა თვალსაჩინო მასალა) საშუალებებს.
- მსჯელობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მსმენელის სოციალურ-კულტურული ინტერესები, ცოდნა და შეხედულებები მოსმენილი ტექსტის მისეულ ინტერპრეტაციაზე (მაგ., რას მიაქცევდა ყურადღებას პოლიტიკოსის გამოსვლაში გლეხი, სახელმწიფო მოხელე, ხელოვანი, მოზარდი და ა.შ.);
- ამოიცნობს და შეაფასებს დისკუსიების, დებატების, პოლიტიკური გამოსვლების, დრამატული მონოლოგის ეფექტურ ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“);
- საუბრობს იმაზე, თუ როგორ იცვლება მოსაუბრის ენა ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობისას აუდიტორიის სოციალურ-კულტურული ინტერესების, ცოდნისა და შეხედულებების გათვალისწინებით;
- ამოიცნობს, ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი რა ნიშნები შემოდის ენაში მსჯელობის წერილობითიდან ზეპირ ფორმატში გადასვლისას (მაგალითად, ჟესტიკულაციის, მიმიკის, ინტონაციის, ხმის დონის და სხვა არავერბალური საშუალებების გამოყენება საქმიან, ფორმალურ და არაფორმალურ სიტუაციაში, დებატებში და ა.შ.).
ქართ. IX. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება
- განსხვავებული თვალსაზრისის წარმოდგენისას საკომუნიკაციო ამოცანის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით შეარჩევს დარწმუნების ენობრივ ფორმულებს, რიტორიკულ ფიგურებს;
- ამოიცნობს და მრავალპლანიან ტექსტზე მსჯელობისას მართებულად იყენებს შესაბამის ენობრივ სტრუქტურებსა და მოდელებს: მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს, შესაბამის კავშირებს, გრამატიკულ ფორმებს, სპეციალურ ლექსიკას და ა. შ. (მაგ., „რადგან...“, „თუ ... მაშინ“, „მაშასადამე“, „ესე იგი“, „აქედან გამომდინარე...“ და სხვ.);
- ანალოგიაზე დამყარებული მსჯელობისას მართებულად იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს, კავშირებს, ლექსიკას (მაგ., „შესაბამისად...“, „...გათვალისწინებით“, „...მსგავსად“, „როგორც, ... ისე...“ და სხვ.);
- მართებულად იყენებს კერძოობითი მსჯელობის განზოგადებისათვის, ანუ ინდუქციური მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ სტრუქტურებს, მოდელებს, ლექსიკას.
- წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
- აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;
- ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
- სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
- ითვალისწინებს დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
- საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის;
- აუდიტორიის დასაინტერესებლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას (მაგ. ანეკდოტებს, ვიზუალურ მასალას, ემოციურ წიაღსვლებს და ა. შ.).
კითხვა
ქართ. IX. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
- კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
- აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
- ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
- კითხულობს სხვადასხვა მოცულობისა და სირთულის ტექსტებს, მსჯელობს თემებსა და საკამათო საკითხებზე და ხედავს პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა პერსპექტივას;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ განსხვავებულ თვალსაზრისებზე;
- აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ;
- შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;
- კითხულობს პრესას, ელექტრონულ ტექსტებს, შეაფასებს წარმოდგენილ არგუმენტებსა და გამოთქმულ თვალსაზრისებს;
- შეაფასებს წაკითხულ ტექსტებში ასახულ თვალსაზრისებს განსხვავებული (თავისი, ოპონენტის, ნეიტრალური) პოზიციებიდან;
- უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს, სპექტაკლებს და სხვ.
ქართ. IX. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას
- ადარებს ენობრივ-გრამატიკულ ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება (მაგალითად, სასწავლო ტექსტი გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან და მოგზაურის შთაბეჭდილებები);
- ადარებს ერთმანეთს გამომსახველობით ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში (მაგალითად, სტერეოტიპებს რეკლამებში და სიმბოლოებს მხატვრულ ტექსტებში);
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი და ირიბი ნათქვამი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის დანიშნულებაზე;
- შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;
- ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.
- ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;
- სწორად იგებს და სათანადოდ იყენებს იმ მინიშნებებსა და დამატებით ინფორმაციას, რომლებიც გადმოცემულია სათაურის, ილუსტრაციების, ცხრილების, სქემების, განსხვავებული შრიფტის საშუალებით;
- აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას; ამოწერს საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშავებისათვის;
- იყენებს სქემებს, დიაგრამებს, ცნებების განმარტებებს, აზრობრივ რუკებს ან სხვა საშუალებებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად;
- იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის/ფრაზის მნიშვნელობის გასაგებად;
- ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.
წერა
ქართ. IX. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება
- წერს თხზულებას კონკრეტული თემის ან საკითხის შესახებ, რომელშიც აანალიზებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ ალტერნატიულ შეხედულებებს;
- საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
- განიხილავს მხატვრულ ტექსტში გამოკვეთილ იდეებსა და პრობლემებს ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
- გამოკვეთს ნაწერში მხატვრული ტექსტის ძირითად იდეას ცალკეული ეპიზოდების, მხატვრული დეტალების, პერსონაჟთა ქმედების, მოტივაციის, მათი ხასიათის, გრძნობებისა და მსოფლმხედველობის გათვალისწინებით;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემების მიმართ მისთვის სასურველი ფორმით (მოთხრობის, ნოველის, ესეის, ჩანახატის, ლექსის და ა.შ.);
- საკუთარი თვალსაზრისისა და ემოციურ-ფასეულობითი დამოკიდებულების გამოსახატავად ქმნის პერსონაჟთა შედარებით და შეპირისპირებით დახასიათებებს;
- შესწავლილი ტექსტის კონტექსტის (დრო, ადგილი, ეპოქა, გარემო და ა.შ.) შეცვლით თხზავს ახალ თხზულებას იმავე თემაზე, პრობლემაზე.
ქართ. IX. 10. (EN)
მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა
- შესაბამისი მოდელის მიხედვით წერს საინფორმაციო ანგარიშს საკამათო საკითხზე გამართული მინი-დისკუსიის შესახებ;
- სათანადო ფორმის დაცვით შეადგენს მოსწავლეთა სადისკუსიო კლუბის, კლასის კრების და ა. შ. სხდომის ოქმს;
- მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს ინსტრუქციებს კონკრეტული ამოცანისთვის (მაგალითად, დისკუსიის და დებატების წარმართვის თანამიმდევრობის შესახებ; როგორ ჩაატაროს თანაკლასელმა კონკრეტული ექსპერიმენტი და სხვ.);
- წერს მინი-რეპორტაჟს სასკოლო ღონისძიების შესახებ;
- წერს მიმოხილვითი ხასიათის სტატიას სკოლის გაზეთისათვის, რომელშიც აყალიბებს განსხვავებულ თვალსაზრისებს;
- წერს განმარტებითი ხასიათის ტექსტებს, რომლებშიც იყენებს სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ ინფორმაციას (საენციკლოპედიო სტატიას, საგაზეთო ინფორმაციას, ინტერნეტს და სხვ.);
- გადმოსცემს სხვათა თვალსაზრისს და უკეთებს კომენტარს.
ქართ. IX. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
- წერისას ითვალისწინებს აუდიტორიის ასაკობრივ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებს;
- სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია, ვებგვერდის სტატია, ესეი და ა.შ.), რათა უპასუხოს მათს მოთხოვნებსა და ინტერესებს;
- კონკრეტული მიზნის მიხედვით ცვლის ტექსტის ტიპს, გადაჰყავს ერთი ტიპის ტექსტი მეორეში (მაგალითად, თანაკლასელთა ინფორმირების მიზნით პრესაში გამოქვეყნებული ანგარიშის ტექსტს აყალიბებს თხრობით ტექსტად);
- აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ / დამაინტერესებელ საშუალებას (მაგალითად, მოგონებას, ციტატას, იუმორს, პარალელს და სხვ.).
- განსხვავებული თვალსაზრისების წერილობით გადმოსაცემად შეარჩევს სპეციფიკურ ლექსიკას, ტერმინებს, ფრაზებს;
- საგანგებოდ გამოყოფს კონკრეტულ თვალსაზრისს შესაბამისი ენობრივი ფორმულებით (მაგ., „როგორც ავტორი ამბობს...“, „ეს თვალსაზრისი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც...“) და ამხსნელი სიტყვებით (სინონიმები, განმარტებები ლექსიკონიდან და ა. შ.);
- მსჯელობისას იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; მართებულად ასახავს მსჯელობის სასურველ თანამიმდევრობას (მაგ., „პირველ რიგში...“, „ამის შემდეგ...“, „ბოლოს...“);
- სხვადასხვა ტიპის მსჯელობის წერილობით წარმოსადგენად იყენებს შესაბამის კავშირებს, გრამატიკულ ფორმებს, მოდალურ ელემენტებს;
- მკაფიოდ აყალიბებს აზრს, იყენებს დაკავშირებისა და თანამიმდევრულობის შესაბამის ხერხებს;
- ადეკვატურად ასახავს ნაწერში ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელ არავერბალურ ელემენტებს (მიმიკას, სხეულის ენას, ინტონაციას და სხვ.) შესაბამისი საშუალებებით (მრავალწერტილით, კითხვა-ძახილის ნიშნით, შორისდებულებით...).
- განსხვავებული თვალსაზრისების საპრეზენტაციოდ ქმნის გეგმას;
- მოიძიებს და აჯგუფებს არგუმენტებს განსხვავებული თვალსაზრისების წარმოსაჩენად;
- წინასწარ ჩამოწერს სავარაუდო შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაუჩნდეს აუდიტორიას;
- წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.), რომლებიც შეიძლება დასჭირდეს განსხვავებული თვალსაზრისების წერილობითი პრეზენტაციისას;
- კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს ტექნიკურ შეცდომებს, ლექსიკონის მიხედვით ამოწმებს ფორმებს; განმარტავს შესაძლო გაუგებარ ტერმინებს;
- ხმამაღლა უკითხავს ნაწერს თანაკლასელს (მასწავლებელს, მშობელს) და მათი შენიშვნების გათვალისწინებით ჩაასწორებს მას.
Grade X
Georgian Language and Literature
მოსმენა
- დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
- მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
- მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
- იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
- საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
- დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
- სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია).
ქართ. X. 2. (EN)
კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები
- თეზისის წამოყენებისას მიმართავს „თავდასხმის“ ტაქტიკას (პირდაპირ მიმართავს ადრესატს; უსვამს კითხვებს ოპონენტს);
- ოპონირების დროს იყენებს „დიახ, მაგრამ...“; „ნაწილებად დაყოფის“ და „შეჯამების“ მეთოდებს (თავიდან თითქოს ეთანხმება მოწინააღმდეგეს, შემდეგ უარყოფს მის თეზისს: ნაწილ-ნაწილ განიხილავს მოწინააღმდეგის არგუმენტაციას; აჯამებს მოწინააღმდეგის პოზიციას და გადადის მის უარყოფაზე);
- აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას;
- არ არის ზედმეტად კატეგორიული;
- განმუხტავს სიტუაციას ხუმრობით, იუმორით;
- კორექტულია ოპონენტების მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.
ქართ. X. 3. (EN)
აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება
- ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
- უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
- მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
- გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
- გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
- მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);
- განმარტავს, რამდენად ეფექტურად იყო წარმოდგენილი მოხსენების ძირითადი ნაწილი (იყო თუ არა ინფორმაცია დაყოფილი აზრობრივ მონაკვეთებად; დამაჯერებელი იყო თუ არა მომხსენებლის მსჯელობა, მოყვანილი მაგალითები, ფაქტები, ციტატები; იყო თუ არა მკვეთრად გამოყოფილი ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა);
- მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად ეფექტური იყო მოხსენების დასკვნითი ნაწილი (რამდენად კარგად შეძლო მომხსენებელმა განმაზოგადებელი თეზისების ან მოხსენების ძირითადი აზრის ჩამოყალიბება და რა ხერხები გამოიყენა მან ამისათვის).
ქართ. X. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება
- ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
- ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, როგორებიცაა აზრის პერიფრაზირება სიცხადისათვის ან მომზადებული ტექსტიდან გადახვევა აზრის უკეთ განმარტებისათვის;
- ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
- აანალიზებს ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
კითხვა
ქართ. X. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით
- აღწერს ტექსტის კომპოზიციას; აღნიშნავს, რას წარმოადგენს ტექსტი: დასრულებულ ნაწარმოებს, წინადადებას, პოეტურ სტროფს თუ პროზაულ ფრაგმენტს; აანალიზებს ტექსტის სტრუქტურულ ელემენტებს (სათაური, აბზაცი, სტროფი, ტაეპი);
- მსჯელობს ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის...) დანიშნულებაზე;
- აღნიშნავს, რომელ პირშია (I თუ III) თხრობა და მსჯელობს, რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
- მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები და მათი საშუალებით ამოიცნობს მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას;
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი / ირიბი ნათქვამით) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;
- განსაზღვრავს ტექსტში მონოლოგის, დიალოგის, პოლილოგის ფუნქციას;
- განსაზღვრავს მეტყველების სხვადასხვა ტიპის (აღწერის, თხრობის, მსჯელობის) ეფექტიანობას სხვადასხვა სახის ტექსტებში;
- ახასიათებს წინადადებათა გადაბმის სახეებს (ჯაჭვური, პარალელური);
- განსაზღვრავს ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მწიგნობრულს; სამეცნიეროს, ოფიციალურ-საქმიანს, პუბლიცისტურს, მხატვრულს);
- აღნიშნავს, ტექსტის ორგანიზების რა ხერხები (ალიტერაცია, პარალელიზმი, გრადაცია, ინვერსია, რეფრენი და სხვ.) გამოიყენება ტექსტში და რა მიზნით.
ქართ. X. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია
- ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
- მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში (მხატვრულ ტექსტებში აკვირდება ავტორისეულ პლანს: ლირიკულ გადახვევებს, მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; არამხატვრულ ტექსტებს განიხილავს აბზაცების მიხედვით, გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითებისა და ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
- ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.
ქართ. X. 8. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
- საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;
- აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად);
- მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
- განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით;
- საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს.
- განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას;
- აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით;
- თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
- საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე;
- მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მეტაფორა, შედარება და სხვ.) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
- განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას;
- შეაფასებს ლირიკულ ნაწარმოებს სუბიექტურ აღქმასა და/ან მხატვრული ფასეულობების გააზრებაზე დაყრდნობით;
- აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
- იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვას, შესწავლით კითხვას, კითხვას ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის;
- იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.);
- იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად;
- ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
- მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.
წერა
ქართ. X. 11. (EN)
- წერის დაწყებამდე აზუსტებს მიზანს და აუდიტორიას (რისთვის წერს -თვითგამოხატვის, მკითხველის ინფორმირების, დარწმუნების თუ მხატვრული ნაწარმოების შექმნის მიზნით; ვინ არის მისი ნაწერის პოტენციური მკითხველი: მასწავლებელი, სხვა უფროსები, თანატოლები თუ მასზე უმცროსები);
- ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს (მაგ., თუ ნაწერი მისი თანატოლების ან მასზე უმცროსებისთვისაა განკუთვნილი, ირჩევს სასაუბრო ტონს და მის შესატყვის ლექსიკას; საკონფერენციო თემისათვის - აკადემიურ სტილს და სხვ.);
- შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
- შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული, გასაგებია თუ არა აუდიტორიისათვის, არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი მიზანსა და სათაურს).
- წერს იგავს მოცემული მორალური სენტენციის საილუსტრაციოდ;
- მოცემული დასაწყისის მიხედვით აგრძელებს ნაწარმოებს (მოთხრობას, ნოველას, ზღაპარს, იგავს, ლექსს, პიესას) ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- აქვს ნაწარმოების დასასრულის საკუთარი ვერსია / ვერსიები;
- წერს მოთხრობას მოცემული წინადადების მიხედვით (შიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და აყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით);
- ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;
- წერს პაროდიას რომელიმე ცნობილ ნაწარმოებზე;
- გადმოაქვს წარსულ ეპოქებში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და თხზავს სიუჟეტს ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (მაგ., „თანამედროვე მგზავრის წერილები“);
- თხზავს პოეტურ ნაწარმოებს მოცემული სარითმო სიტყვების გამოყენებით.
- ირჩევს თემას;
- მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
- ადგენს რეფერატის გეგმას;
- წერს რეფერატს შესაბამისი სტანდარტის დაცვით (ზუსტად პასუხობს თემას, მიზნობრივად იყენებს წყაროებს, აფორმებს შესაბამისად);
- თუ რეფერატი ერთი სტატიის მიხედვით იწერება, იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (სტატიის დასახელება, სად და როდის გამოქვეყნდა; ცნობები ავტორის შესახებ; სტატიის თემა; ავტორის მიერ არჩეული კვლევის, არგუმენტაციის მეთოდი); სტატიაში გაშუქებული ძირითადი საკითხების, პრობლემების, დებულებების ჩამონათვალი; ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანთა ანალიზი; შეფასება.
- იწერს დასაკონსპექტებელი ტექსტის მონაცემებს (ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს);
- დაკონსპექტებამდე შინაარსის კარგად გასააზრებლად ყურადღებით გადაიკითხავს ტექსტს;
- ადგენს გეგმას - კონსპექტის საყრდენს;
- დაკონსპექტების დროს ფურცელზე ტოვებს ვრცელ მინდვრებს შემდგომი დამატებების, შენიშვნების, უცნობი სიტყვებისა და ტერმინების ახსნა-განმარტებისათვის;
- მიმართავს ტექსტის პარაფრაზირებას, ანუ წერს საკუთარი სიტყვებით (რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გააზრებას და, შესაბამისად, დამახსოვრებას).
- გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებებს;
- წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დაინახა ნაწარმოებში; აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს;
- გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;
- მსჯელობს იმის შესახებ, რა იყო კონკრეტულ ნაწარმოებში მისთვის მისაღები და რა - მიუღებელი;
- ურთავს კომენტარებს მისთვის ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებს;
- მოიხმობს ადგილებს ტექსტიდან საკუთარი აზრის დასასაბუთებლად.
- თავს უყრის იდეებს (იყენებს იდეების გენერირების სხვადასხვა ტექნიკას: წყაროების კითხვას, „გონებრივ იერიშს“, ჟურნალისტურ კითხვებს და სხვ.);
- წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
- ირჩევს და კრიტიკულად შეაფასებს წყაროებს. გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებს მათ და იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირებას, პარაფრაზირებას, რეზიუმირებას;
- კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს შეცდომებს, ლექსიკონების მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;
- ხმამაღლა უკითხავს ნაწერს თანაკლასელს (მასწავლებელს, მშობელს) და მათი შენიშვნების გათვალისწინებით ჩაასწორებს მას;
- საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს გადაიკითხავს ნაწერს იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად ლოგიკურად და გამართულად არის გადმოცემული აზრი და ჩაანაცვლებს უკეთესი ვარიანტით / შეუცვლის ადგილს;
- იცავს ციტირების წესებს (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს წყაროს: ავტორს, წიგნის/პუბლიკაციის დასახელებას, გამომცემლობას, გამოცემის ადგილსა და წელს, გვერდს/ებს).
Grade XI
Georgian Language and Literature
მოსმენა
ქართ. XI. 1. (EN)
მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით
- წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
- ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
- წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
- მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
- საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
- საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
- იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
- ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).
- ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
- გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
- მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;
- საუბრობს იმის შესახებ, რამდენად „ამართლებს“ ტექსტის ძირითადი ნაწილი იმ მოლოდინს, რომელიც მსმენელს უჩნდება შესავალი ნაწილის მიხედვით (მაგ., შესავალში დასმული რომელი საკითხი განიხილა მოსაუბრემ სრულად, რა იყო ბუნდოვანი და ფრაგმენტული, რა საკითხი დარჩა მოსაუბრის ყურადღების მიღმა და ა.შ.);
- აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების, მოსაზრებების ფონზე).
ქართ. XI. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები
- ამოიცნობს და იყენებს ზეპირი ენის რიტორიკულ საშუალებებს: ამა თუ იმ პიროვნების ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება, დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება, კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების განსჯა (გამართლება / გამტყუნება, გამამართლებელი / გამამტყუნებელი არგუმენტის ან საბუთის მოძიება და წარმოდგენა, მოსმენილი ტექსტის ფარგლებში ტყუილის დადგენა და გამოაშკარავება);
- მსმენელის დაინტერესებისა და პროცესში ჩართვის მიზნით მიმართავს დიალოგურ მეტყველებას (რთავს მსმენელს მსჯელობის პროცესში, მიმართავს აუდიტორიას შეკითხვებით, მათ შორის - რიტორიკულით, აუდიტორიას გამოიწვევს შეკითხვების დასასმელად და ა. შ.);
- ამოიცნობს და მართებულად იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს: გულწრფელობისა და პირდაპირობის ეფექტის შექმნა (\"მე თუ მკითხავთ...\", „სიმართლე რომ თქვას კაცმა...“, „რაც მართალია, მართალია...“), ფაქტებითა და არგუმენტებით იერიში, ფაქტების და არგუმენტების მარჯვედ / ეფექტურად გამოყენება და ა. შ.;
- არ არის ზედმეტად კატეგორიული და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისას იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე მიანიშნებს: „მეორე მხრივ...“, „თუმცაღა...“, „შესაძლოა...“, „დაგეთანხმებით, მაგრამ...“, „მიუხედავად ამისა...“;
- აუდიტორიაზე ზემოქმედებისა და დამაჯერებლობის მისაღწევად ცდილობს თავისი გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ ხატოვნად და ეფექტურად გაიმეოროს მთავარი სათქმელი.
ქართ. XI. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს
- ადარებს ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო წყაროებს (მაგ., CD-ROM, ინტერნეტი, საენციკლოპედიო სტატია და საგაზეთო წერილი), შეაფასებს თითოეულს მოცემული მიზნის, სანდოობისა და ა.შ. თვალსაზრისით;
- ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
- ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
- ზეპირი გამოსვლის მოსმენისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას (მაგ., ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, შეადგენს გამოსვლის მოკლე გეგმას და სხვ.) მტკიცებულებათა ბუნების განსაზღვრისა და მსჯელობის თანმიმდევრულობის შეფასების მიზნით;
- იყენებს ჩანაწერებს (ანოტაციებს) ძირითადი და პერიფერიული იდეებისა და ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანამიმდევრობით დასალაგებლად;
- აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს წინასწარ მომზადებულ ტექსტს იმპროვიზებულით.
კითხვა
ქართ. XI. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
- მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
- აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
- აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;
- ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე;
- შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
- ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.
ქართ. XI. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს
- მსჯელობს ტექსტის ორგანიზების თავისებურებებზე;
- ლიტერატურული ჟანრების სპეციფიკური ნიშნების ამოცნობის საფუძველზე განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს;
- პოლიჟანრულ ნაწარმოებში ამოიცნობს სხვადასხვა ჟანრის ნიშნებს;
- განასხვავებს ეპიკურ და სცენურ თხრობას, მსჯელობს მათს თავისებურებებზე;
- გამოყოფს ტექსტში მხატვრული კონფლიქტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
- მსჯელობს ნაწარმოების სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, რეტროსპექცია) დანიშნულებაზე.
ქართ. XI. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით
- მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ: ფონოლოგიური ფიგურები (ალიტერაცია, ასონანსი), სემანტიკური ფიგურები (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია), სინტაქსური ფიგურები;
- აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ ინტონაციასთან;
- ამოიცნობს რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის განწყობის შესაქმნელად;
- პოულობს ლექსში ევფონიის შექმნის საშუალებებს;
- მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;
- აანალიზებს მხატვრული შინაარსის მქონე ფრაზებს, რომლებიც ენობრივად გაუგებარია და „გაშინაარსება“ ხდება იმ ასოციაციებითა თუ რემინისცენციებით, რომელთაც ქმნის ლექსის ბგერწერითი და სხვა ეფექტები (მაგ., ამ ტიპისა: „მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშავანგები“...);
- მსჯელობს მხატვრული შინაარსის იმ ფორმაზე, რომელიც ენობრივი ნონსენსის მეშვეობით მიიღება (მაგ. ამ ტიპისა: „დისაგანცა უფრო დესი“...).
- განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
- მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს;
- იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);
- ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.
წერა
- განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას;
- მსჯელობს მის კომპოზიციურ თავისებურებაზე და სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის) დანიშნულებაზე; სათანადოდ იყენებს წერის პროცესში თავის ცოდნას;
- აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს მათს როლს სიუჟეტის განვითარებაში;
- მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
- აანალიზებს ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით (როგორ ქმნის ავტორი თხრობაში განწყობას, პერსონაჟთა სახეებს; რამდენად ეფექტურია ნაწარმოების სტილი და ენა; მსჯელობს ლექსის რიტმის, რითმისა და ბგერწერული ეფექტების შესახებ);
- აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან.
- წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
- წერისას იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ წარმოაჩენს თავის შემოქმედებით, ესთეტიკურ დამოკიდებულებას ტექსტისადმი;
- მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს და სხვ.;
- განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, ღირებულებებსა და ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);
- წერს ლიტერატურულ ესეის, რომელშიც ახასიათებს პერსონაჟს ან განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას;
- განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას, რისთვისაც იყენებს ლიტერატურულ ან ცხოვრებისეულ პარალელებს;
- წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების და ა. შ. გადმოსაცემად.
- განიხილავს წაკითხულ ტექსტს პირადი და ლიტერატურული გამოცდილების კონტექსტში;
- წარმოადგენს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს პრობლემის გადაჭრის ავტორისეულ ვარიანტზე;
- აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს სათანადო არგუმენტების მოშველიებით;
- აანალიზებს მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა რესურსს: ციტატებს ლიტერატურულ-კრიტიკული თხზულებებიდან, ეპიზოდებს ანალოგიური ან მსგავსი პრობლემის შემცველი ნაწარმოებიდან და სხვ.
- წერს პირად და ოფიციალურ წერილებს სათანადო მოდელების გამოყენებით და იყენებს შესაბამისი დარგის პროფესიულ ტერმინოლოგიას;
- წერს ჩატარებული სამუშაოს (მაგალითად, პროექტის, ღონისძიების, პრეზენტაციის და სხვ.) ანგარიშს;
- წერს სასწავლო ღონისძიებების ოქმებს სათანადო სქემისა და სტანდარტის გამოყენებით;
- წერს საინფორმაციო ხასიათის მიმოხილვას სხვადასხვა ასაკის, ინტერესების, ცოდნის დონისა და ა. შ. აუდიტორიისათვის;
- წერს ე. წ. CV-ს.
ქართ. XI. 13. (EN)
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად
- ადეკვატურად იყენებს თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ ზმნა-შემასმენლის ფორმებს, ავტორისეული პოზიციის გამომხატველ დამხმარე ზმნებს, გაიაზრებს და აგებს თხრობითი (აღწერითი, მსჯელობითი) ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს და ამ კონსტრუქციების კავშირებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს, ჩართულ სიტყვებსა და გამონათქვამებს, ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს;
- სათანადოდ იყენებს ფუნქციურ სტილთა შესაძლო მონაცვლეობას კონტამინაციური ტექსტის ფარგლებში, როცა ერთმანეთს ენაცვლება თხრობა, მსჯელობა, აღწერა;
- ენობრივი და სტილური საშუალებების გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმით გადმოსცემს მთავარ სათქმელს (მაგ. როლური ტექსტის სახით ჩაწერს თხრობით ტექსტს ან პირიქით, როლურ ტექსტს გადააკეთებს თხრობით ტექსტად);
- განარჩევს და შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენებით წერილობით ტექსტში წარმოადგენს ინფორმაციას, კომენტარს, პროგნოზს, ვარაუდს, ეჭვს და ა.შ.
- განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას და ამის შესაბამისად ირჩევს სტრატეგიას;
- გეგმავს და წერს შავ ვარიანტს;
- წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე მასალას;
- აყალიბებს სათქმელს თანმიმდევრობით;
- იყენებს ჩანაწერებს ძირითადი და პერიფერიული იდეების / ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად;
- შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული; არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი სათაურს);
- საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს ასწორებს გრამატიკულ, პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.
Grade XII
Georgian Language and Literature
მოსმენა
- ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
- მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
- არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
- არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
- შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
- პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
- დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
- დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.
ქართ. XII. 2. (EN)
მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება
- მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
- შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;
- შეაფასებს პროექტის მიზნისა და მისი განხორციელების გზების / საშუალებების ადეკვატურობას;
- მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის და ა.შ. თვალსაზრისით);
- შეაფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ა.შ.);
- შეაფასებს პროექტის პრეზენტაციისას გამოყენებული ვიზუალური მასალის ეფექტურობას.
ქართ. XII. 3. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება
- წარმოადგენს პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემის არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები;
- მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს (თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს; იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ წინადადებებს სქემატური აღწერისათვის, მოსალოდნელი შედეგების მკაფიოდ წარმოსადგენად);
- პრეზენტაციისას მკვეთრად გამოყოფს პროექტის ნაწილებს და ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილებს შორის კავშირზე: რამდენად შეუწყო ხელი წინასწარმა კვლევამ პროექტის ამ სახით ჩამოყალიბებას; რამდენად ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები; რამდენად შესაბამება პროექტის განხორციელების გზები და საშუალებები დასახულ მიზანს;
- მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების, ინვერსიის საშუალებით (მაგ., „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის....“, „ეს ხომ ძალიან იოლია...“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?“ და სხვ.);
- პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს სპეციალური ენობრივი საშუალებებით (მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა: მაგ., „თუ... მაშინ“, „ვინაიდან... მაშასადამე“, „აქედან გამომდინარე...“, „შესაბამისად...“; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას: „შევაჯამოთ...“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება...“ და სხვ.).
ქართ. XII. 4. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის
- წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად და ა.შ.);
- გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
- პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
- პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
- პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
- ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
- პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.
კითხვა
ქართ. XII. 5. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
- ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
- მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და ღირებულებები;
- მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
- აანალიზებს ავტორის/პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
- იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;
- კითხულობს სხვადასხვა ეპოქის, კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათს მსგავსება-განსხვავებაზე;
- განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
- მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ.;
- აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში (მაგალითად, ცხოვრების საზრისის პრობლემას ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში);
- კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;
- კითხულობს თარგმანებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ერთი და იმავე ნაწარმოების ორი (ან მეტი) თარგმანის თაობაზე (მოსწონს / არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს თავისი არჩევანი.
ქართ. XII. 6. (EN)
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება
- მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
- მსჯელობს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებებს განაპირობებს;
- სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს;
- წარმოსახვის საშუალებით გადააქვს ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში (ადგილი, დრო, ადამიანური ურთიერთობების ფორმები და ა.შ.);
- საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
ქართ. XII. 7. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე
- ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურულ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ ასპექტებს);
- გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ შეიცვლებოდა კონკრეტული ტექსტი, იგი სხვა სოციალური, კულტურული ან ისტორიული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო;
- ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის;
- ახსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.
- წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
- განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა (ავტორისეულ, პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
- გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
- ადარებს ერთმანეთს ინფორმაციის დანიშნულებას მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში და განიხილავს ინფორმაციას, როგორც საშუალებას მხატვრული სახის შესაქმნელად (გზას მხატვრული განზოგადებისკენ);
- საუბრობს იმის თაობაზე, რომ არამხატვრული ტექსტი უშუალოდ ასახავს რეალობას, მხატვრული ტექსტი კი მეტ-ნაკლებად წყვეტს უშუალო კავშირს კონკრეტულ მოვლენასთან და დამოუკიდებელ მხატვრულ ფენომენს ქმნის;
- გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას („მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“, „ამ რევოლვერში არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ? მე გთხოვთ, მომკალით!“...);
- განასხვავებს პოეტურ ხედვასა („როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი...“) და პოეტურ ხილვას („სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს...“, „და შემდეგ უცნობ პიანინოებს ატრიალებდა ტანჯვის ლირიკით“);
- გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
ქართ. XII. 9. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე
- განსაზღვრავს ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს;
- საუბრობს იმაზე, რამდენად შეესაბამება ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს მის მიერ გამოყენებული ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციები და ლექსიკა;
- საუბრობს იმ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც ნაწარმოებში გამოიკვეთება ავტორის/პერსონაჟის ნეიტრალური, არაორდინარული და სტერეოტიპური დამოკიდებულებები კონკრეტული პრობლემის მიმართ.
- ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელ ფრაზეოლოგიას, ტერმინებს, ლექსიკას;
- ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ არქაიზმებსა და ნეოლოგიზმებს, ქმნის მცირე ლექსიკონს;
- მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან, ისტორიული წყაროებიდან, პრესიდან და სხვ.) განსხვავებული კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის უკეთ გასააზრებლად;
- ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.
წერა
ქართ. XII. 11. (EN)
მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე
- წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათისას, კრიტიკულს, სამეცნიეროს, საკითხის კვლევის ისტორიას და სხვ.);
- სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონების, საენციკლოპედიო სტატიების, დარგობრივი ცნობარების, ინტერნეტის და ა. შ.) გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით (წყაროს სანდოობა, აქტუალურობა, რელევანტობა და ა.შ.);
- შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ მასალას იყენებს (იმოწმებს, ახდენს პერიფრაზირებას, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების დაცვით;
- შესაბამის წყაროებზე, მასალაზე, საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
- იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს: საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების) მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.
- შეარჩევს თემას / თემებს რეფერირებისათვის;
- მოიძიებს და გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით რეფერატისთვის შეარჩევს რამდენიმე წყაროს;
- შერჩეული წყაროებიდან ამოკრებს მასალას/საკითხებს, რომლებსაც არსებითად უნდა დაეყრდნოს სასწავლო რეფერატი;
- ადგენს რეფერატის გეგმას;
- წერს რეფერატს შესაბამის ფორმატში;
- მკაფიოდ მიუთითებს რეფერატისთვის შერჩეულ სხვადასხვა წყაროს და იცავს შესაბამის სქემას, მაგალითად, შესავალში ასახელებს წყაროებს, გამოქვეყნების დროსა და ადგილს; გვთავაზობს ცნობებს ავტორის შესახებ, ცალკეული ავტორის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდს და ა. შ.;
- თანამიმდევრობით გადმოსცემს ცალკეულ წყაროებში გაშუქებულ საკითხებს, პრობლემებს; შეაფასებს, უდარებს, უპირისპირებს ერთმანეთს სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს; ნაწილობრივ / სრულიად ეთანხმება / არ ეთანხმება / ითვალისწინებს ავტორთა დებულებებს.
- განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ იდეას;
- თავისუფლად ახერხებს მხატვრული ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
- ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და ა. შ.);
- განსაზღვრავს კონფლიქტის არსს და აანალიზებს პერსონაჟთა დამოკიდებულებას / მიმართებას ამ კონფლიქტთან;
- წერილობით გადმოსცემს ავტორის დამოკიდებულებას ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებზე;
- აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს (განწყობის, პერსონაჟთა სახეების შექმნა; ნაწარმოების სტილი და ენა; ლექსის რიტმი, რითმა და სხვადასხვა ენობრივი საშუალებები, რომლებიც ქმნიან მხატვრულ ეფექტებს) და მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეს საშუალებები ნაწარმოების ძირითად შინაარსს;
- იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
- მსჯელობს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.
- ქმნის გეგმას სხვადასხვა სახის ტექსტისათვის (რეფერატი, გამოკვლევა, ანალიზი);
- აგებს მიზნობრივ სქემას (რა არის ჩემი მიზანი? რა მასალას გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად? როგორი იქნება ჩემი ნაწერის ფორმატი? რა სახის პრობლემები შეიძლება შემექმნას მუშაობისას და როგორ შევძლებ მათ დაძლევას?);
- წერს ნაშრომის შავ ვარიანტს და შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს;
- ასწორებს ნაწერს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით.