Foreign Languages

Print

უცხ.ს.VII.2. (EN)

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.

Directions:მოსმენა
Subject group:Foreign Languages

indicators

  • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს, ილუსტრაციას, სქემას);
  • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე (საკომუნიკაციო სიტუაციაზე, კონტექსტზე) დაყრდნობით;
  • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
  • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური;
  • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;
  • კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის გასააზრებლად;
  • იყენებს სქემატური ჩანიშვნების ტექნიკას ინფორმაციის დასახარისხებლად;
  • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
  • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო უცხოენოვან ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს;
  • მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას;
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები.

resources