უცხ.ს.IV.19. (EN)
მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
Directions:ლაპარაკი
Subject group:Foreign Languages
indicators
- ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
- ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
- იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
- იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
- იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
- იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
- ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
- იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს);
- იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად;
- პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს);
- გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
- იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად.
resources

Activities