Foreign Languages

Print

უცხ.ს.IV.15. (EN)

მოსწავლეს შეუძლია შედეგის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).

Directions:წერა
Subject group:Foreign Languages

indicators

  • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას როგორც ენობრივი, ისე შინაარსობრივი თუ კომუნიკაციური თვალსაზრისით - რა ცოდნას ფლობს გასაშლელ სიუჟეტთან დაკავშირებით, ასევე, ტექსტის ტიპთან და მის სტრუქტურულ თუ ენობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებით; იხსენებს სხვა ენებში მიღებულ გამოცდილებას;
  • საჭიროების შემთხვევაში რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
  • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
  • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
  • წერს ტექსტს გეგმაზე დაყრდნობით;
  • ნაწერის შესწორებისას ცდილობს ადრესატის, ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
  • ცდილობს შეასწოროს შინაარსობრივი ხარვეზები, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია - ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ცვლის სტრუქტურას, აუმჯობესებს დიზაინს;
  • ასწორებს გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებს; ამისათვის იყენებს სასწავლო რესურსებს;
  • აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
  • ნაწერს გადაათეთრებს;
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.

resources