თავი XXXV (EN)

Grade V, Grade VI

საგნობრივი პროგრამები  საზოგადოებრივ მეცნიერებებში

Directions:დრო და სივრცე
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • ამჟღავნებს  რუკების ლეგენდის ცოდნას;
  • ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებსა და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს;
  • იყენებს პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობს საქართველოს მხარეებსა და  სამხარეო ცენტრებს;
  • რუკების დახმარებით განიხილავს საქართველოს საზღვრების ცვლილებას სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში;
  • უჩვენებს გზებს, რომლებითაც საქართველო გარე სამყაროს უკავშირდება (მაგ. შავი ზღვის საშუალებით);
  • კოორდინატების საშუალებით განსაზღვრავს და მოიძიებს გეოგრაფიულ ობიექტებს რუკაზე;
  • არჩევს და იყენებს საჭირო ინფორმაციას თემატური რუკებიდან.

resources

Activities

მოსწავლეები გადაშლიან საქართველოს  ისტორიულ ატლასს მითითებულ გვერდზე.

თემა – „ძველი ბერძნული ახალშენების აღმოცენება”. მოსწავლეებს ვაძლევთ დავალებას,

რუკაზე მოძებნონ და რვეულში ამოიწერონ ახალშენების მაშინდელი და ახლანდელი სა- ხელწოდებები. განვუმარტოთ, რომ ქალაქის გასწვრივ ძველი სახელი წერია, ხოლო ფრჩხი- ლებში – დღევანდელი.

 

დავალება: ამოიწერეთ რუკიდან ძველი ბერძნული ახალშენების ძველი და ახლანდელი სახელწოდებები:

 

 

ძველი სახელი

ახლანდელი სახელი

1.

ფაზისი

ფოთი

2.

დიოსკურია

სოხუმი

3.

გიენოსი

ოჩამჩირე

4.

პიტიუნტი

ბიჭვინთა

 

ასეთივე  დავალება  შეიძლება  მივცეთ  მდინარეებთან  დაკავშირებითაც.  ცნობილია, რომ ძველ სამყაროში მდინარეებს სხვა სახელები ერქვა.

დავალება: მოძებნეთ რუკაზე მდინარეები – რიონი, ჭოროხი და ენგური. ამოიწერეთ ცხრილში მათი ძველი და ახლანდელი სახელწოდებები:

 

 

 

ძველი სახელი

ახლანდელი სახელი

1.

ფაზისი

რიონი

2.

აფსარი

ჭოროხი

3.

ეგრისწყალი

ენგური

კონტურული რუკის ინსტრუქციის მიხედვით გაფერადება  და გამოჭრა;  

ნაწილებად დაშლილი რუკის გამთლიანება. ნიმუში – მოსწავლეებს შევახსენებთ, რომ საქართველო დაყოფილია 12 ადმინისტრაციულ ერთეულად. შეძლებისდაგვარად ჩამოთვლიან  მათ. შემდეგ კლასს ვყოფთ ჯგუფებად. სასურველია, დავყოთ ისე, რომ ჯგუფების ლუწი  რაოდენობა მივიღოთ. თითოეული ჯგუფი საქართველოს  კონტურულ რუკაზე სხვადასხვა ფერით აფერადებს საქართველოს მხარეებს და გამოჭრის მათ. სასურველია თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის გათვალისწინებაც.  

შემდეგ ჯგუფები გაცვლიან ნამუშევრებს. თითოეულ ჯგუფს ექნება სხვა ჯგუფის გაფერადებული და გამოჭრილი 12 ადმინისტრაციული ნაწილი. მათ უნდა შეადგინონ საქართველოს რუკა ამ ნაწილებისგან და დაიტანონ უკვე სამხარეო ცენტრები. გაკვეთილის ბოლოს მოაწყობენ გამოფენას  და თავად შეაფასებენ ნამუშევრებს. 


 

ორი მოსწავლე  გამოდის რუკასთან.  ერთი მასწავლებლის დახმარებით აჩვენებს  სა-

ბერძნეთს,  კერძოდ – ქალაქ  იოლკოსს (ძველ იოლკოსს), მეორე  კი – საქართველოს,  ქა-

ლაქ ფოთს (ძველ ფაზისს). ამით კლასი თვალნათლივ ხედავს სივრცეს და მანძილს იმ ორ

პუნქტს შორის, რომელიც დაფარეს  არგონავტებმა.  ამის შემდეგ იწყება „მოგზაურობა”.

პირველი მოსწავლე „მოდის” საბერძნეთიდან და ასახელებს იმ მსხილ გეოგრაფიულ ობიექ-

ტებს, რომელსაც გაივლის მისი „არგო”. შეიძლება ამ ასაკში არ იცოდეს ყველა ობიექტი,

მაგრამ მათ სახელწოდებებს მასწავლებლის დახმარებით რუკაზე ამოიკითხავს. მივიღებთ

ასეთ მარშრუტს: „არგო” გამოვიდა საბერძნეთის ქალაქ იოლკოსიდან (დღევანდელი ქალა-

ქი ვოლოსი), გაიარა  ეგეოსის ზღვა, გაცურა  დარდანელის სრუტე, შევიდა მარმარილოს

შევიტანოთ კლასში ორი სხვადასხვა ეპოქის ამსახველი კედლის რუკა „საქართველოს

დაშლა სამეფო-სამთავროებად მე-15 ს. ბოლოს” და „საქართველო მე-18 ს. მეორე ნახევარ-

ში”. პირველში, პირობითი ნიშნების დახმარებით, მოსწავლემ უნდა შეძლოს ოთხი ქართუ-

ლი პოლიტიკური ერთეულის დანახვა და დასახელება (კარგი იქნება, თუ დაფაზე დავაწე-

რინებთ):

1. ქართლის სამეფო

2. კახეთის სამეფო

3. იმერეთის სამეფო

4. სამცხე-საათაბაგო

შემდგომ მასწავლებელი პარალელს გაავლებინებს მეორე რუკასთან, სადაც ქართლი

და კახეთი ერთ სამეფოდაა  გაერთიანებული. ამასაც  პირობითი ნიშნებისა და ფერების

დახმარებით დაადგენს. მეორე რუკა კიდევ ერთ ინფორმაციას  შეიცავს  (რაც  იქვე, დამა-

ტებით პირობაშია შეტანილი) – ამ დროისთვის სამცხე-საათაბაგო უკვე დაპყრობილი აქვს

ოსმალეთს. 

ნიმუში: რუკასთან გამოგვყავს  ოთხი მოსწავლე. ორ მათგანს ვაძლევთ დავალებას, მო-

ძებნონ და დაფაზე დაწერონ ის რაიონები, რომლებსაც 42-ე პარალელი გადაკვეთს, ხოლო

დანარჩენი ორი მოსწავლე იმავე დავალებას 42-ე მერიდიანზე შეასრულებს. მუშაობას პირ-

ველი ჯგუფი ჩრდილოეთიდან დაიწყებს, ხოლო მეორე – დასავლეთიდან. მივიღებთ ასეთ

ცხრილს:

 

პარალელი 42

მერდიანი 42

გულრიფში

ოჩამჩირე

მესტია

წალენჯიხა

ზუგდიდი

ხობი

სენაკი

ლანჩხუთი

ოზურგეთი

ქობულეთი

ქედა

ოზურგეთი

ჩოხატაური

ვანი

ბაღდათი

ხარაგაული

ხაშური

ქარელი

გორი

კასპი

დუშეთი

თიანეთი

ახმეტა

თელავი

ყვარელი

ლაგოდეხი

 

მასწავლებელი სვამს საკითხს: შეხედეთ ცხრილს და გაიაზრეთ, რა ინფორმაციას გვაძლევს იგი?

თუ ბავშვებს გაუჭირდათ ცხრილის წაკითხვა, ეხმარება შემდეგი კითხვებით:

1. სად უფრო მეტი რაიონია განლაგებული – პარალელზე თუ მერიდიანზე?

2. რომელი რაიონის ტერიტორიაზე გადაიკვეთა პარალელი და მერიდიანი?

დაბოლოს, მთელ კლასს მივცემთ იმავე დავალებას სახლში შესასრულებლად, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მოძებნონ საქართველოს რაიონები საპირისპირო მიმართულებით – სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.  (თუ ძალიან  მოინდომებენ, შეუძლიათ დაალაგონ რაიონების სახელწოდებები ანბანის მიხედვით).