სპ.VI.5. (EN)

Grade VI

ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა

Directions:აქტიური მონაწილეობა
Subject group:Sport
Subject:Sport

indicators

  • ხალისით მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში შეზღუდული ფიზიკური უნარის მქონე თანატოლებთან, სხვა სქესის, ეროვნების, აღმსარებლობის, უფროსი და უმცროსი ასაკის პარტნიორებთან ერთად;
  • გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, აკონტროლებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს;
  • მოქმედებს თანაგუნდელებთან შეთანხმებულად საერთო სპორტული მიზნის მისაღწევად;
  • აქტიურად მონაწილეობს გარემოს დასუფთავებაში, უვლის ნარგავებს, ზრუნავს შინაურ ცხოველებზე;
  • სპორტული ლაშქრობების დროს ზრუნავს სუსტებზე და უმცროსებზე;
  • სისტემატურად ადევნებს თვალყურს მედიის საშუალებით სპორტის ახალ ამბებს და ინფორმაციას უზიარებს სხვებს; აქტიურად განიხილავს და აანალიზებს სპორტის სიახლეებს.

resources