სპ.VI.3. (EN)

Grade VI

მოსწავლეს შეუძლია ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევის წარმოჩენა (გადაადგილება, მანიპულირება, წონასწორობის შენარჩუნება)

Directions:მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
Subject group:Sport
Subject:Sport

indicators

  • იყენებს გუნდური თამაშებისათვის საჭირო (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვ.) ძირითად ტექნიკურ ელემენტს;
  • ასრულებს მარტივ აკრობატულ ილეთებს (კოტრიალები, ხარიხაზე დაყრდნობით გადახტომა და სხვ.);
  • გუნდური თამაშებისას მიზნის მისაღწევად იყენებს სტრატეგიას და მიმართავს სხვადასხვა ტაქტიკურ სვლას;
  • ასრულებს რიტმულ მოძრაობებს სხვადასხვა სასპორტო ინვენტარის გამოყენებით (სახტუნაო თოკი, ბურთი, რგოლი და სხვ.);
  • თამაშისას აქტიურად იყენებს სხვადასხვა ხელმისაწვდომ საგანს (თოკი, ხარიხა, ძელი და სხვ.);
  • დარბის სხვადასხვა დისტანციაზე;
  • აქტიური ვარჯიშით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
  • აქტიური თამაშის წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს.

resources