სპ.V.4. (EN)
Grade V
ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა
Directions:აქტიური მონაწილეობა
Subject group:Sport
Subject:Sport
indicators
- ასრულებს თავის ფუნქციას და იღებს პასუხისმგებლობას გუნდურ თამაშებში მონაწილეობის დროს;
- ცდილობს იყოს ლიდერი გუნდში, ამასთანავე, ითვალისწინებს თამაშში მონაწილეთა ინტერესებს;
- ყურადღებას იჩენს სხვების მიერ გამოჩენილი ინიციატივის მიმართ და გამოთქვამს საკუთარ აზრს მის თაობაზე;
- ხალისით მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში შეზღუდული ფიზიკური უნარის მქონე თანატოლებთან, სხვა სქესის, უფროსი და უმცროსი ასაკის პარტნიორებთან ერთად;
- ინტერესს იჩენს უმცროსი ასაკის ბავშვების პრობლემების მიმართ, ასწავლის მათ თამაშის ტექნიკას;
- წინააღმდეგობას უწევს ნარგავების დაზიანებას ეზოში ან მის გარეთ, ნაგვის დაყრას, ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას და მსგავს მოქმედებებს.