სპ.IV.2. (EN)

Grade IV

მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა (გადაადგილება: გაქცევა, გამოდევნება; მანიპულირება: ფეხით დარტყმა, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება: სხეულის სიმძიმის გადატანა ერთი ფეხიდან მეორეზე, ან ერთი ხელიდან მეორეზე)

Directions:მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
Subject group:Sport
Subject:Sport

indicators

  • რიტმული ვარჯიშის დროს ერთმანეთს უხამებს სხვადასხვა სახისა და სისწრაფის მოძრაობებს, მუსიკის თანხლებით ცვლის რიტმს;
  • იყენებს გუნდური თამაშებისთვის (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი) აუცილებელ ძირითად ელემენტებს;
  • რბენის დროს სხვადასხვა მანძილიდან მიზანში ტყორცნის ბურთს, გადასცემს სხვა მოთამაშეს;
  • დრიბლინგისას აჩერებს ბურთს, ფეხით გადასცემს სხვა მოთამაშეს;
  • ხელებით ეკიდება ძელზე, ტანვარჯიშულ კედელზე და ბაგირზე, აიწევს, ქანაობს, ცვლის ხელს, გადაადგილდება ხელების მონაცვლეობით;
  • ინარჩუნებს წონასწორობას ტანვარჯიშულ სკამზე, დვირზე გავლისას,  ასრულებს სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ტანვარჯიშულ კედელზე;
  • დაბალი სიმაღლიდან ჩამოხტომისას იცვლის დახტომის ადგილს და მიმართულებას.

resources