სპ.III.2. (EN)

Grade III

მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა (გადაადგილება: გაქცევა, გამოდევნება; მანიპულირება: ფეხით დარტყმა, მიზანში სროლა; წონასწორობის შენარჩუნება: სხეულის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა, ტრიალი)

Directions:მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
Subject group:Sport
Subject:Sport

indicators

  • ფიზიკური აქტივობისას ერთმანეთს უხამებს სხვადასხვა მოძრაობას, ცვლის სიჩქარესა და მიმართულებას;
  • მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით, გვერდს უვლის დაბრკოლებებს, ხელიდან უსხლტება მოწინააღმდეგეს;
  • გადაადგილდება ბურთთან ერთად (კენწლავს ხელით ან ფეხით);
  • ირჩევს ოპტიმალურ სიჩქარეს და გზას მიზნის მისაღწევად ბურთით ან მის გარეშე;
  • ახვედრებს ბურთს მიზანში ან აწოდებს ადგილზე მდგომ პარტნიორს;
  • აკეთებს ცრუ მოძრაობებს ბურთით ან მის გარეშე;
  • მსუბუქ ბურთს (ან ბუშტს) არ აძლევს მიწაზე დაშვების საშუალებას (კენწლავს თავით, ხელით, ფეხით, მხრით);
  • მოკლე მანძილიდან გამორბენით გადახტება დაბალ სიმაღლეზე;
  • ინარჩუნებს წონასწორობას ხარიხაზე;
  • მოძრაობს ტანით სხვადასხვა მიმართულებით (ღერძზე ან ტანვარჯიშულ კედელზე ვარჯიშის დროს).

resources