სპ.I.2. (EN)
Grade I
მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (მაგ., გადაადგილება - ხტომა, რბენა; მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა, დახტომი)
Directions:მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
Subject group:Sport
Subject:Sport
indicators
- იწყებს ან წყვეტს მოძრაობას (სიარული, რბენა, ხტომა) მასწავლებლის ნიშანზე;
- მითითების თანახმად მოძრაობს (მიდის, მირბის, ხტის) სხვადასხვა მიმართულებით: მარტო, სხვებთან ერთად და სიჩქარის ცვლით;
- მოძრაობს სხვადასხვა ტრაექტორიით (სწორ ხაზზე, წრიულად, ზიგზაგისებურად);
- ერთი ან ორი ხელით ტყორცნის მიზანში სხვადასხვა ზომის ბურთებს;
- ერთი ან ორი ხელით იჭერს მიწოდებულ სხვადასხვა ზომის ბურთებს;
- იცავს წონასწორობას ხტომის დროს;
- ცალ ფეხზე მდგომი იცავს წონასწორობას რაიმე საყრდენის ან აღჭურვილობის გარეშე;
- ასრულებს რიტმულ მოძრაობებს მუსიკის თანხლებით.