სპ.I.2. (EN)

Grade I

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები

Directions:ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
Subject group:Sport
Subject:Sport

indicators

  • ჩამოთვლის ჯანმრთელობისათვის მავნე საკვებს;
  • აღწერს კბილებისა და სხეულის მოვლის პროცედურებს;
  • აღწერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მათ შორის, ელექტროტექნიკის) უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებს;
  • საუბრობს, რა პოტენციური საფრთხე შეიძლება ელოდეს სახლში, სკოლაში და გარემოში (ხანძარი, სხეულის დაზიანება, მზის არასასურველი ზეგავლენა, საკვებით მოწამვლა და ა.შ.);
  • ჩამოთვლის იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ დახმარების გაწევა (მეხანძრე, ექიმი, პოლიციელი) და აღწერს, როგორ უნდა დაუკავშირდეს მათ (ასახელებს საპატრულო პოლიციის, სახანძროს, სასწრაფო დახმარების ტელეფონის ნომრებს);
  • ასახელებს თამაშისათვის უსაფრთხო (სახლის, სკოლის ეზო, სპორტული დარბაზი) და საშიშ (მდინარე, სამანქანო გზა, ნაგვის ბუნკერი) ადგილებს;
  • საუბრობს, როგორ უნდა მოიქცეს  უცნობ პირებთან ურთიერთობისას;
  • ასახელებს კომპიუტერისა და ტელევიზორის დადებით და უარყოფით მხარეებს. 

resources