ს.გ.V.1. (EN)

Grade V

მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები  ნამუშევრის შექმნისას.

Directions:შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
Subject group:Aesthetic Education
Subject:Fine and Applied Arts

indicators

  • სხვადასხვაგვარი მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას და ქმნის ფაქტურებს;
  • ცდილობს შუქ-ჩრდილის, ათინათის და დაცემული ჩრდილის საშუალებით გამოსახოს საგანთა მოცულობა;
  • ქმნის სიბრტყობრივ  დეკორატიულ კომპოზიციებს;
  • ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ., წონასწორობას, ხედვის წერტილს (მაგ. მოგზაურობა საჰაერო ბუშტით, ქვემოდან და ზემოდან დანახული სამყარო, საგნები და სხვ.);
  • ავლენს პერსპექტივის კანონების ელემენტარულ/საწყის ცოდნას - წინა და უკანა პლანის გამოყენებით;
  • სივრცის გამოსახატავად იყენებს ნახევარტონებს (წინა პლანი - მკვეთრი, უკანა პლანი მკრთალი);
  • იყენებს ფერის გრადაციას;
  • გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით (მარტივად);
  • სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);
  • აქცევს შეცდომას (ხარვეზს, დეფექტს) ნამუშევრის ელემენტად.

 

resources

Activities