ს.ბიოლ.ჯ.XI/XII.8. (EN)

Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მომავლის თერაპიის სხვადასხვა მეთოდის ბიოლოგიურ საფუძვლებზე.

Directions:ჯანმრთელობა და მედიცინა
Subject group:Elective Courses
Subject:Medical Biology and Health

indicators

  • განასხვავებს გენეტიკურ ფაქტორებს ეპიგენეტიკურისაგან, ახასიათებს ძირითად ეპიგენეტიკურ მექანიზმებს (დნმ-მეთილირება, ქრომატინის რემოდელირება, რნმ-ინტერფერენცია);
  • მოიპოვებს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენს ინფორმაციას ეპიგენეტიკური მიდგომების გამოყენებაზე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ;  
  • მოიძიებს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენს მასალას ღეროვანი უჯრედების კლონირებაზე და რეგენერაციულ მედიცინაში მისი გამოყენების შესაძლებლობაზე;        
  • მსჯელობს ადამიანთა პოპულაციაში „გენეტიკური ტვირთის“ ფენომენის შესახებ;
  • განიხილავს გენური თერაპიის შესაძლებლობებს (მონოგენური მემკვიდრული და არამემკვიდრული) დაავადებათა მკურნალობაში და აღწერს გენური თერაპიის ეთიკურ პრობლემებს;
  • მოიპოვებს და რეფერატის სახით წარმოადგენს ინფორმაციას გენოთერაპიის თანამედროვე მიღწევებზე;
  • მსჯელობს ნანოტექნოლოგიებისა და ნანობიოტექნოლოგიების (მაგ., დნმ-ის საფუძველზე შექმნილი ბიოჩიპები, მუტაციათა დიაგნოსტირებაში გამოყენებული  ნანოკომპლექსები) მნიშვნელობაზე.     

resources