ს.ბიოლ.ჯ.XI/XII.7 (EN)

Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სიმსივნეზე, როგორც თანამედროვეობის  ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მძიმე სნეულებაზე.

Directions:ჯანმრთელობა და მედიცინა
Subject group:Elective Courses
Subject:Medical Biology and Health

indicators

  • განასხვავებს ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის ფორმებს ძირითადი ნიშნების მიხედვით. მოიძიებს მასალას სხვადასხვა ორგანოსა და სისტემისათვის დამახასიათებელი სიმსივნეების შესახებ და წარმოადგენს პრეზენტაციის სახით;
  • ასახელებს სიმსივნური  უჯრედის სპეციფიკურ თვისებებს;
  • მსჯელობს  სიმსივნეების გამომწვევ   (ფიზიკურ, ქიმიურ, მემკვიდრულ და სხვა) ფაქტორებზე და ახასიათებს მათი მოქმედების ზოგად მექანიზმს;
  • მსჯელობს სიმსივნური ტრანსფორმაციის პროცესში მუტაგენური და დნმ-ის მამოდიფიცირებელი  ფაქტორების როლზე, ონკოგენებისა და სუპრესორული ფუნქციის მატარებელი გენების  აქტივაციასა და/ან ინაქტივაციაზე;
  • განმარტავს აპოპტოზის ფენომენს და ასაბუთებს მის როლს ორგანიზმის სიმსივნისაგან დაცვაში, გამოსახულებაზე განარჩევს ნეკროზულ უჯრედს აპოპტოზურისაგან;
  • აგროვებს მასალას და აღწერს ანტისიმსივნური თერაპიის  (რადიო- და ქიმიოთერაპია) მეთოდებს.        

resources