ს.ბიოლ.ჯ. X/XI/XII. 6. (EN)
Grade X , Grade XI , Grade XII
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადაპტაციის ფენომენზე და მის მნიშვნელობაზე ორგანიზმის გადარჩენისათვის.
Directions:ჯანმრთელობა და მედიცინა
Subject group:Elective Courses
Subject:Medical Biology and Health
indicators
- ერკვევა ორგანიზმისათვის დაცვით-შეგუებითი პროცესების მნიშვნელობაში, საუბრობს ადაპტაციის ქცევით, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე;
- ასახელებს მაგალითებს ამა თუ იმ სისტემის ჰომეოსტაზური რეგულაციის (მაგ., სხეულის ტემპერატურის, სისხლის პლაზმის შემადგენლობისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება) შესახებ;
- წარმოადგენს ადაპტაციურ რეაქციათა სქემას (უჯრედული დონიდან ორგანიზმულ დონემდე);
- აღწერს სტრეს-რეაქციის დამახასიათებელ ნიშნებს და ახდენს ზოგიერთი მათგანის დემონსტრირებას ხანმოკლე ფიზიკური დატვირთვის ფონზე;
- განმარტავს სითბური შოკის ცილების დამცველობით ფუნქციას.