საზ. მეც.V-VI.9. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისათვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.

Directions:სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • ჩამოთვლის ომის სახეობებს (თავდაცვითი, დამპყრობლური), ახასიათებს მათ შედეგებს;
  • ასახელებს მშვიდობიანი ხერხებით მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ისტორიაში, აღნიშნავს  მის დადებით და უარყოფით შედეგებს;
  • კონტურულ რუკაზე დაიტანს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ბრძოლების ადგილებს (მაგ. დიდგორის, ბასიანის, გარნისის, კრწანისის და ა.შ.);
  • ადარებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის  საქართველოში ომის წარმოების წესებს (დამოკიდებულება ტყვეთა, დაჭრილთა და დაღუპულთა მიმართ. მსჯელობს წესებისა და კანონების დაცვის აუცილებლობაზე ომის დროს)
  • მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ომით გამწვეულ ეკოლოგიურ ცვლილებებზე (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ტყე); ცვლილებების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის ან ნახატის (პლაკატის) სახით.

resources