საზ. მეც.V-VI.8. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.

Directions:სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • ირჩევს წარსულის  საზოგადოების ერთ-ერთ სოციალურ ფენას და  აღწერს ამ ფენის წარმომადგენლის ყოველდღიურ ცხოვრებას (მაგ. გლეხი, აზნაური, ვაჭარი, ხელოსანი, მეცნიერი და ა.შ.);
  • ეპოქის შესაბამისად ასახელებს გამოჩენილ პიროვნებას, განსაზღვრავს მის სოციალურ სტატუსს (მაგ: მეფე, ვაჭარი, ხელოსანი, ბანკირი, მიწათმფლობელი, პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.).

resources

Activities

დავურიგოთ ბავშვებს  ბარათებზე წინასწარ დაბეჭდილი წყარო.  მაგალითად, ადაპტირებული ნაწყვეტი იოანე ბატონიშვილის „კალმასობიდან”.

წყარო: რიგებად ჩამწკრივებულ სავაჭრო  თუ სახელოსნო დუქნებში მყიდველს თავიანთ საქონელს სთავაზობდნენ ხარაზები (ფეხსაცმლის მკერავები), სარაჯები (ცხენის აღკაზმულობის ხელოსნები), ბაზაზები (ფარჩითა და სხვა ქსოვილით მოვაჭრენი), ყაზაზები (ძაფების, ბაფთებისა და ზონრების გამყიდველები), დაბაღები (ტყავის ხელოსნები), ქურქჩები (ბეწვეულით მოვაჭრენი), ჩილინგარები (კლიტეებისა და გასაღებების  ოსტატები). 

... იოანესა და ბერს გზად ხვდებოდნენ ასევე ოქრომჭედლები, კალატოზები, ხუროები, დურგლები, ხარატები, მეჩახმახეები, მეთოფეები, ფეიქრები, ალაფები, დალაქები და სხვები.

მოცემულ წყაროში განმარტებულია შვიდი ოსტატისა თუ ვაჭრის საქმიანობა, დანარჩენი ცხრა კი განმარტების გარეშეა დარჩენილი. ბავშვები რიგ-რიგობით გამოდიან დაფასთან და წერენ განმარტების გარეშე მოცემულ 9 პროფესიას.  შემდეგ ცდილობენ, მოიფიქრონ, თუ რა  საქმიანობას  ეწეოდნენ ამ  პროფესიის მიმდევარი ადამიანები და მასწავლებლის დახმარებით ავსებენ დაფას.