საზ. მეც.V-VI.7. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

Directions:სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
  • განასხვავებს ერთმანეთისაგან მმართველებს ეპოქების  მიხედვით ;
  • ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
  • დროის სკალაზე აღნიშნავს, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ (ან ხუთ) ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს  უძველესი დროიდან დღემდე და ახასიათებს მათ.

 

resources

Activities

როდესაც ფარნავაზის ცხოვრებას  ვასწავლით მოსწავლეებს, კარგი იქნება, თუ შემდგომ თავად შევაფასებინებთ მის მოღვაწეობას.

 

 

მთავარი ხაზი, რომელიც მასწავლებელმა ამ გაკვეთილზე უნდა გაატაროს,  რეფორმები ანუ ცვლილებებია. ამიტომ დაფაზე ვწერთ – რა ცვლილებები მოხდა საქართველოში

 

ფარნავაზის გამეფების შემდეგ? სავარაუდოდ, ასუხები იქნება ასეთი:

1.    ფარნავაზმა გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო;

2.    ფარნავაზმა ქვეყანა საერისთავოებად დაჰყო;

3.    ფარნავაზმა შეცვალა რელიგია – აღმართა არმაზის კერპი;

4.    ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა.

ამის შემდეგ შეიძლება ერთ-ერთი რეფორმის შედეგი თავად ნახონ და ამოიწერონ ისტორიული ატლასიდან. ჩანაწერს მისცენ ცხრილის ფორმა:

ყველაზე პოპულარული ადამიანები მეფის შემდეგ ვაზირები იყვნენ, განსაკუთრებით,

ამირსპასალარები. შეიძლება მათი ჩამოთვლა და ღვაწლის აღნიშვნა. შეიძლება სავაზიროს

გათამაშებაც. გავანაწილოთ კლასში „სახელოები” (თანამდებობები):

•     ამირსპასალარი

•     მანდატურთუხუცესი

•     მეჯინიბეთუხუცესი

•     მეჭურჭლეთუხუცესი

•     ამირახორი

•     ჩუხჩარხ

•     სხვა

დავავალოთ, მოიძიონ მასალები მითითებული ლიტერატურიდან (ამ ასაკის მოსწავლეებისათვის ქართული ენციკლოპედიაც საკმარისია).  მეტი დამაჯერებლობისათვის, შეიძლება ყველამ პატარა  მოსასხამი მოიტანოს სახლიდან და მასში გამოეწყოს.  ასევე  კარგი იქნება, თიხისაგან გამოძერწონ ხელისგულისოდენა მედალიონი, შეღებონ გუაშის საღებავებით და გამოსახონ მასზე ემბლემა, რომელიც მათ მიერ არჩეულ თანამდებობას განასახიერებს. მაგ: ამირსპასალარის მედალიონზე ფარი და მახვილი გამოსახონ,  მეჯინიბეთუხუცესის მედალიონზე – ცხენის თავი და ა.შ. თვითნაკეთი მედალიონები თასმაზე ააცვან და გულზე ჩამოიკიდონ.

ასე  გამოწყობილმა „ვაზირებმა” პირველ პირში გვიამბონ თავიანთი „თანამდებობისა და საქმიანობის” შესახებ. მაგ: „მე ვარ საქართველოს ამირსპასალარი ...”.