საზ. მეც.V-VI.6. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული  მმართველობის ფორმები. 

Directions:სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • ჩამოთვლის სხვადასხვა ტიპის მმართველობის სისტემის ძირითად მახასიათებლებს, მათ აღმნიშვნელ ტერმინებს და მართებულად იყენებს მათ;
  • ადარებს ერთმანეთს მმართველობის სხვადასხვა ფორმას.

resources

Activities

ამ ასაკში მეფე ერეკლეს შესახებ მოსწავლეებს არაერთხელ სმენიათ, იციან ხალხური

ლექსები მის შესახებ, იცნობენ მის მიერ გადახდილ ბრძოლებს, მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი” იძლევა უამრავი ინფორმაციის ამოკრეფის საშუალებას. აი, ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეგვიძლია დავუსვათ კითხვები და თავად მივიყვანოთ სასურველ დასკვნებამდე.

 

1. რა თანამდებობა ეკავა ერეკლე მეორეს?  – მეფე იყო.

2. როგორ გახდა იგი მეფე?  – მეფის შვილი იყო და თვითონაც მეფე უნდა გამხდარიყო.

3. კიდევ   რომელ   მეფეებს    იცნობთ,    რომლებიც   ამ    გზით   გახდნენ   მეფეები?

(აქ ჩამოთვლიან მათთვის ნაცნობ მეფეებს).

4. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მეფობა მამიდან შვილზე გადადიოდა? -დიახ.

5. სხვანაირად კიდევ როგორ შეგვიძლია ვთქვათ? – მემკვიდრეობით. 

 

შემდეგ შეგვიძლია დავსვათ კითხვები:

 

1. მეფე ქართული სიტყვაა, მაგრამ რას უწოდებდნენ მეფეს სპარსეთში?

2. რას უწოდებდნენ მეფეს თურქეთში?

3. რას უწოდებდნენ მეფეს ინდოეთში?

 

ეს  ტერმინები ბავშვებმა  მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებიდან იციან და აუცილებლად გაიხსენებენ. შეგვიძლია დაფაზე ჩამოვაწერინოთ ასეთნაირად:

ასეთი მიდგომით მოსწავლე უფიქრდება, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმ- წიფოზე ვსაუბრობთ და რომელ ტერმინს ვიყენებთ, საუბარი მაინც ერთ კონკრეტულ თა- ნამდებობაზეა, რომელიც აუცილებლად მემკვიდრეობით გადადის ვინმეზე.

აქვე  ვამატებთ,  რომ თანამდებობასთან ანუ უფლებასთან ერთად ამ ადამიანს მემკ- ვიდრეობით ეძლევა გარკვეული მოვალეობები, ხშირ შემთხვევაში – საკმაოდ მძიმე. აქვე ვათქმევინებთ, რომ მეფე პირველი პირია ქვეყანაში.