საზ. მეც.V-VI.5. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს  შეუძლია  დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის  ეპოქებთან.

Directions:დრო და სივრცე
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • ასახელებს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს;
  • ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც  კონკრეტული  თარიღი მიეკუთვნება;
  • განასხვავებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას პრინციპით - ადრე და გვიან; მაგ.:
 
 

resources

Activities

დავწეროთ დაფაზე ასეთი ტექსტი: „მეფე მირიანმა მცხეთაში ხის ეკლესია ააგო,  რო-

მელსაც  ხალხმა სვეტიცხოველი უწოდა... ერთი საუკუნის შემდეგ მეფე  ვახტანგ  გორგა-

სალმა იმავე ადგილას ქვის ეკლესია ააშენა”.

დავსვათ კლასის წინაშე ასეთი კითხვა: რომელ საუკუნეში მეფობდა ვახტანგ გორგა-

სალი?

მოსალოდნელია, რომ ამ კითხვაზე ვერავინ უპასუხოს, რადგან ჯერ ვახტანგ გორგა-

სალი არ უსწავლიათ, მაგრამ  მასწავლებელი ეხმარება  მინიშნებით და ლოგიკით მიჰყავს

სწორ პასუხამდე:

1.    რომელ საუკუნეში შემოვიდა ნინო ქართლში?

პასუხი – მეოთხე საუკუნეში.

2.    ვინ მეფობდა ამ დროს ქართლში?

პასუხი – მეფე მირიანი (ე.ი. ისიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა და ხის ეკლესიასაც  მეოთხე საუკუნეში ააგებდა).

3.    ერთი საუკუნის შემდეგ თუ ააგო  ვახტანგ  გორგასალმა  ქვის ეკლესია, მეოთხეს შემდეგ რომელი საუკუნე მოდის? პასუხი – მეხუთე საუკუნე.

        4.    თუ მეხუთე საუკუნეში ააგო ვახტანგმა ქვის სვეტიცხოველი, ვახტანგი რომელ საუკუნეში მეფობდა? 

პასუხი – მეხუთე საუკუნეში.

 

წინასწარ  შევადგინოთ ქრონოლოგიური სავარჯიშოები.  შეძლებისდაგვარად შევეცადოთ, რომ სავარჯიშოები მრავალფეროვანი იყოს, რათა ფაქტებმაც მიიზიდოს მოსწავლეები.

გამოვიყვანოთ დაფასთან ბავშვები რიგ-რიგობით, დავუსვათ თითო შეკითხვა. არ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ სწორი პასუხის მოსმენით. აუცილებლად მოვთხოვოთ მსჯელობა

და დასაბუთება, რატომ მიაჩნია ასე. მაგალითად, 1600 წელი რომ დამთავრდა, 16 საუკუნე

მიილია, დაიწყო მე-17 საუკუნე, ე.ი. თევდორე მე-17 საუკუნეში აღესრულა.

სასურველია, ხშირად ვავარჯიშოთ ბავშვები კლასში და მივცეთ ასეთი დავალებები მცირე დოზებით სახლშიც. როდესაც გაიწაფებიან,  დავავალოთ, თავად შეადგინონ კითხვები და კლასში ერთმანეთი გამოსცადონ.

 

1. 502 წელს მეფე ვახტანგ გორგასალი ღალატით მოკლეს. რომელ საუკუნეში მოხდა ეს?

2. თევდორე მღვდელმა სამშობლოსათვის თავი გასწირა 1609 წელს. რომელი საუკუნე იყო? და

ა.შ.