საზ. მეც.V-VI. 3. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს შეუძლია  შეადგინოს სქემატური რუკები.

Directions:დრო და სივრცე
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • ავსებს საქართველოს კონტურულ რუკებს (რელიეფის ფორმები, ჰიდროგრაფიული ობიექტები, მხარეები და დასახლებები, ხუროთმოძღვრული ძეგლები);
  • ადგილზე ატარებს მარტივ აზომვებს  და აღნიშნავს ობიექტებს ადგილის გეგმაზე;
  • მშობლიური მხარის რუკის შედგენისას მასზე ასახავს აუცილებელ ელემენტებს - სათაური, ლეგენდა, სიმბოლოები, ჰორიზონტის მხარეები.მოსწავლეს შეუძლია  შეადგინოს სქემატური რუკები.

resources

Activities

მარტივი ვარიანტი: კონტურულ რუკას გააფერადებენ საქართველოს ფიზიკური რუკის მიხედვით. ლეგენდას თავად ქმნიან. რელიეფური რუკის დამზადება: ამოჭრან კონტურული რუკა და დააწებონ მუყაოს ქაღალდზე. გაიხსენონ, რომელი მხრიდან ესაზღვრება საქართველოს შავი ზღვა და იმ ადგილას კონტურზე ლურჯი პლასტელინი დააკრან. შემდეგ მონიშნონ კავკასიონის ადგილი და მუქი ყავისფერი პლასტელინისგან გამოძერწონ  სხვადასხვა სიმაღლის მთები. მონიშნულ ადგილებში დააწებონ მთები. შესაძლებელია, მწვერვალები მყინვარების მისანიშნებლად თეთრი პლასტელინით დაფარონ.  სამხრეთ  ნაწილშიც პლასტელინის მთები განალაგონ. ყურადღება მივაქციოთ, რომ სამხრეთ საქართველოს  მთები კავკასიონზე დაბალი იყოს. მთებს  შორის  დარჩენილი ადგილები მწვანე  და ღია  ყვითელი პლასტელინით შეავსონ. 

 

გაითვალისწინონ ლიხის ქედიც და მისი მდებარეობა. პატარა ფურცლებზე დააწერონ სა- ხელები: შავი ზღვა, კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი, საქართველოს სამხრეთი მთიანეთი, ლიხის ქედი, ალაზნის ვაკე და სხვა. ფურცლები ჩამოაცვან  ჩხირებს და ჩაამაგრონ შესაბამის ადგილებში. საინტერესოა მათი სურვილების გათვალისწინებაც – შეიძლება, მოინდომონ ტაძრების, ციხეების და სხვა ისტორიული ძეგლების დატანა. ეს, სავარაუდოდ, შემდგომი გაკვეთილის მასალა იქნება.

ექსპედიციისას, ადგილზე მისვლის შემდეგ, თავდაპირველად ჰორიზონტის მხარეებს არკვევენ  (ნასწავლიდან გამომდინარე). მანძილის დასადგენად ზომავენ საკუთარ ნაბიჯს და იწყებენ აზომვებს. ნაწილი ადგენს მანძილს ობიექტებამდე და ნაწილი ამ მონაცემებს იწერს. ექსპედიცია მრავალფეროვანი რომ გამოვიდეს, კარგი იქნება, თუ აზომვების დასრულების შემდეგ მოაწყობენ პოეზიის საღამოს,  გაიხსენებენ ხალხურსა და ცნობილი პოეტების ლექსებს სამშობლოსა თუ ბუნებაზე.

მეორე დღეს გაკვეთილზე უკვე ჯგუფებში მუშავდება ექსპედიციის მასალები და დგინდება გეგმა.  მათ იციან ტოპოგრაფიული ნიშნები და შეუძლიათ მარტივი გეგმის შედგენა.

პრეზენტაციის დროს ყველა ჯგუფი საკუთარ ნამუშევარს – ადგილის გეგმას – წარადგენს.

შესაძლოა, მოეწყოს ფოტოგამოფენაც, რომელიც მათი პირველი ექსპედიციის ამსახველი იქნება.