საზ. მეც.V-VI. 2. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).

Directions:დრო და სივრცე
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • კითხულობს და იყენებს გრაფიკებსა და ცხრილებში მოცემულ ინფორმაციას;
  • ადარებს სხვადასხვა საშუალებით გადმოცემულ ინფორმაციას რაიმე ნიშნით (მაგ. წლების, ან    ფართობის მიხედვით);
  • ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას;
  • ერთი ტიპის  საშუალებით  მოცემულ ინფორმაციას აჯგუფებს ერთი ან ორი ნიშნის მიხედვით;
  • ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებით.

resources

Activities

შევიტანოთ კლასში ფერწერული ტილოს რეპროდუქცია „სტამბის გახსნა  თბილისში

1709  წელს”. სასურველია, აღნიშნული რეპროდუქცია წარმოვადგინოთ მას შემდეგ, რაც

გავივლით თემას – მეფე  ვახტანგ  მეექვსეს  მოღვაწეობა.  ამ შემთხვევაში მასწავლებლის

მიზანია აღნიშნული რეპროდუქცია სწორედ მეორად წყაროდ გამოყენება.

მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს მომზადებული კითხვები ამ წყაროსთან დაკავშირებით. მაგალითად:

1. წავიკითხოთ სურათის სათაური

2. რა ვიცით პირველი სტამბის შესახებ ?

3. თქვენი აზრით, რომელი ორი პიროვნება დგას სურათის ცენტრში?

4. სად იმყოფებიან ეს ადამიანები?

5. თქვენი აზრით, რა წიგნი უნდა ჰქონდეს ხელში სულხან-საბას?

6. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას მეფე ვახტანგ მეექვსეს მარცხნივ?  რა ვიცით მის შესახებ, რა პროფესიისაა იგი, საიდან ჩამოვიდა? ვინ გამოგზავნა?

7. ვინ შეიძლება იყოს სურათის წინა პლანზე მდგარი პატარა ბიჭი; როგორ მიხვდი, რომ იგი პატარა მხატვარია?

8. ვინ ახლავს მეფე ვახტანგსა და სულხან-საბას, როგორ არიან ისინი ჩაცმულები, როგორი გამომეტყველება აქვთ სახეზე?

  ნიმუში: კლასს ვყოფთ ჯგუფებად.

1.    პირველი ჯგუფის დავალება: ამოიწერონ საქართველოს ხუთი მწვერვალი და მათი სიმაღლეები;

2.    მეორე ჯგუფი იწერს ხუთი სამხარეო  ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრს  მოსახლეობის რაოდენობითურთ;

3.    მესამე ჯგუფი იწერს ხუთ ტბას ფართობით;

4.    მეოთხე ჯგუფი – ხუთ მხარეს ფართობით;

5.    მეხუთე – ხუთ მხარეს მოსახლეობის რაოდენობით.

  პრეზენტაციის დროს ივსება ცხრილი, რომელიც წინასწარ აქვს მასწავლებელს მომზადებული ფორმატის ფურცელზე ან დაფაზე აქვს  დახაზული. ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები აგებენ  მათ მიერ მოძიებულ გრაფიკს  სტატისტიკური მონაცემებით.  შეუძლიათ, დიაგრამაც ააგონ.