ქ.მ.XII.7. (EN)

Grade XII

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტების გაანალიზება.

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • გამოყოფს მწერლის მთავარ სათქმელს და მიუთითებს ადრესატზე (ანუ ვის მიმართავს მწერალი);
  • ამოიცნობს, როგორ არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი გამოხატული (მაგ., პირდაპირ - ავტორის ან პერსონაჟის მიერ, თუ შეფარულად - პერსონაჟთა ქცევის, მოვლენათა თანმიმდევრობისა თუ სხვა დეტალების მიღმა დაფარული) და ასაბუთებს ტექსტიდან მოყვანილი მაგალითების საშუალებით;
  • ამოიცნობს ინპლიციტურ  ინფორმაციას და ხსნის საკუთარი ვერსიით;
  • ახასიათებს პერსონაჟებს მათი ქცევებისა თუ სხვა პერსონაჟებთან ან საკუთარ თავთან საუბარზე დაკვირვებით;
  • საუბრობს ავტორის/მთხრობელის დამოკიდებულებაზე კონკრეტული გმირის მიმართ და ასაბუთებს ტექსტიდან სათანადო მაგალითების მოხმობით;
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და განჭვრეტს, როგორ მოიქცეოდა განსხვავებულ სიტუაციებში;
  • დეტალებზე დაკვირვებით გამოაქვს დასკვნა, რისი თქმა სურს ავტორს;
  • ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ. და ადარებს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან;
  • ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით.

resources