ქ.მ.X.21. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ზეიმის მოწყობა; შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგინში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებთან, კოლორიტებთან და ა.შ. ადგილობრივი მუზეუმის კატალოგის შექმნა ვებგვერდზე განსათავსებლად და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. 


Directions:სწავლის სწავლა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
  • პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
  • განახორციელებს პროექტს;
  • გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
  • გუნდის წევრებთან ერთად აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.

resources