ქ.მ.VI. 16. (EN)

Grade VI

მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების წერა.

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

) შეუძლია ინსტრუქციების (რაიმეს მომზადების/მოხმარების/ჩატარების წესები, რჩევა-დარიგება) წერა.

  • განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
  • ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
  • წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს კონკრეტული ამოცანისათვის (მაგ., როგორ ჩაატაროს თანაკლასელმა ექსპერიმენტი).

 

) შეუძლია გზამკვლევის (ტურისტული, სინფორმაციო ბუკლეტი) წერა.                  

  • განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
  • განსაზღვრავს სათაურს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციების წარწერებს;
  • ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
  • წერს ძირითად ტექსტს (მაგ., ადგილმდებარეობა, დამატებით სხვა საინტერესო ადგილები, სიძველე, განსაკუთრებულობა და სხვა) და ურთავს შეფასებებს;
  • იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
  • შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა).

resources