ქ.მ.V.23. (EN)

Grade V

მოსწავლე შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.  

Directions:ლაპარაკი
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის  წინადადებების წარმოთქმის დროს;
  • ცდილობს მართებულად გამოიყენოს  თავაზიანი და ფამილარული ფორმები;
  • სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? როდის? როგორი? რომელი? და სხვა);
  • სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
    • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ერთხელ, თავიდან, მერე, ბოლოს);
    • იყენებს კონტექსტის შესაფერის მარტივ ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს;
    • შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებში სათანადოდ იყენებს მოქმედების ინტენსივობის, ადგილისა და დროის გამომხატველ ზმნიზედებს (მაგ., ხანდახან, ხშირად, იშვიათად);
    • კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სხვადასხვა მწკრივის ფორმას (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი);
    • სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას.

resources